From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_28.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 28.09.2020 07:32

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. თავდაცვა 41363 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვას.
  2. გარემო 41348 - შპს - მოსავლის მართვის კომპანია, 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  3. გარემო 41347 - სს „აკურა“ 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა  და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  4. შსს 41344 - შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  5. ეკონომიკა 41326 - შპს „ნაბეღლავის სასარგებლო წყალზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადა გააგრძელდება 15 წლით.
  6. ფინანსები 41302 - საქართველოს პარლამენტში რატიფიცირებისათვის წარდგენილი იქნება საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2012 წლის 11 მაისს ხელმოწერილი „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - A-ისა“ და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის 2013 წლის 28 ნოემბერს ხელმოწერილი  „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი - B-ის“ ფინანსური ხელშეკრულებების ცვლილება №3-ის 2020 წლის 25 სექტემბერს ხელმოწერილი წერილ-შეთანხმება.
  7. ეკონომიკა 41258 - ცვლილება შედის შპს „ჯორჯიან ენერჯი გრუპ“-ზე  გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატებია.
  8. თავდაცვა 41237 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში 2021 წლისათვის  თავდაცვის ძალების რაოდენობის წარდგენის საკითხსა და პარ­ლამენტის საკომიტეტო და პლე­­­­­­ნარულ სხდომებზე მომხსე­ნებლად  საქართველ­ოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის რატი ბრეგაძის განსაზღვრას.
  9. განათლება 41228 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის გასაფორმებელი ფედერალური დახმარების საგრანტო ხელშეკრულება.
  10. ფინანსები 41226 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცნობებს ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს მთავრობის თანხმობას სს „პროკრედიტ ბანკი“-სთვის  სესხის გაცემის თაობაზე (სესხის მოცულობა 10 მილიონი ევრო).
  11. ეკონომიკა 41153 - მესტიის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემა უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას.
  12. ეკონომიკა 41148 - ცვლილება შედის  შპს „ჯორჯიან ენერჯი გრუპ“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში (№1004338), იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატები.
  13. ეკონომიკა 41144 - ცვლილება შედის  შპს „ჯორჯიან ენერჯი გრუპ“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში (№1004752), იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატები.
  14. ეკონომიკა 41141 - შპს „ენერგოტრანსი“ გათავისუფლდება 2020 წელს დაკისრებული საჯარიმო თანხის ჯამში 1 441 800 ლარის გადახდისაგან.

ხელმოსაწერია:

  1. 41185 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა საქართველოს“ შორის საგრანტო პროექტის - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მონაცემების მართვის პროცესების გაძლიერების გზით“ (“Support to Public Service Development Agency towards the Enhancement of Information Security and Administrative Data Management Processes”) - განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.
  2. 41165 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო მერქნული რესურსის დამზადების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

     

 

პატივისცემით,  

ნათია