მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- განათლება 41105 - ცვლილება შედის „პროფესიული განათლების დაფინანსების წესისა და პირობების განსაზღვრისა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სწავლის
საფასურის მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრის წესში.
- განათლება 41104 - სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ განახორციელებს სხვადასხვა სახის მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 41131 - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, განახორციელებს ავეჯის სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 41130 - თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისრტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო მიწის ვაკისის სამუშაოების განსახორციელებლად, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს
წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს სამშენებლო სამუშაოები.
- გარემო 41129 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ციტრუსოვანთა ჩინური ხარაბუზას Anoplophora chinensis (Forster) წინააღმდეგ ბრძოლის წესი.
- თავდაცვა 41014 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობისათვის საქართველოს მთავრობასა და Valiant Integrated Services-ს შორის დასადები საგრანტო შეთანხმება,
რაც ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს შესაძლებლობების ამაღლებას.
- ფინანსები 40994 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების ვიდეოიდენტიფიკაციის სისტემების სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 40970 - სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელებს ბეჭვდითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
- იუსტიცია 40961 - სსიპ - საქართველოს საკანონმდებლო მაცნე განახორციელებს კომპიუტერული მთარგმნელობითი პროგრამა „Trados“-ის 2021 წლის უახლესი ვერსიის და „GroupShare 2020“-ის ინსტალაციის მომსახურების შესყიდვას.
- იუსტიცია 40960 - სპეციალურ პენიტენციური სამსახური განახორციელებს შესყიდვის ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
- მთავრობა 40933 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცეცხლმაქრების და სამედიცინო ხელთათმანების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ხელმოსაწერია:
1. 41092 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობისა
და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q)“ პირველი ცვლილება“.
პროექტის მიზანია განათლებაზე წვდომის გაფართოვება და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის განმახორციელებელია განათლების სამინისტრო.
2. 41083 - გაიმართება მოლაპარაკება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)“ ტექსტის
მიღების მიზნით.
პროექტი შეთანხმებულია სამინისტროსთან, კორესპოდენციას თან ახლავს სამინისტროს დასკვნა სადაც გამოთქმულია მზადყოფნა, მოლაპარაკებაში - თ. ბარკალაიას მონაწილეობის მიღების თაობაზე.
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე