From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_22.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 22.09.2020 11:47

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 40557 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს რეაქტივების სახელმწიფო შესყიდვას.
  2. მთავრობა 40556 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს დანადგარების სახელმწიფო შესყიდვას.
  3. ფინანსები 40429 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებას დაემატება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ცალკეულ საგადასახადო/საბაჟო დავებზე  სამინისტროს წარმომადგენლობას საერთო სასამართლოების სისტემაში მიანდობს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურს/სსიპ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს.
  4. განათლება 40399 - სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი განახორციელებს სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების  სახელმწიფო შესყიდვას.
  5. ეკონომიკა 40357 - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა  და ფიზიკურ პირ იოსებ კერესელიძეს შორის გაფორმდება უძრავი ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულება.

პატივისცემით,  

ნათია