From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_21.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 21.09.2020 07:06

            მოგესალმებით, გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:



1.      მთავრობა 40269 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.

2.      ეკონომიკა 40250 - შპს „RMG GOLD“-ს სარგებლობაში გადაეცემა  უძრავი ქონება, რომელიც კომპანიის მიერ, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ოპერირებისათვის საჭირო მისასვლელი გზის მოწყობის მიზნით.

3.      ეკონომიკა 40249 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ბერალი ჰესს“ შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევა 2019 წლის 28 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და „ბერალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლის ვადად განისაზღვრება 38 თვე სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღიდან.

4.      გარემო 40210 - სსიპ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე გამოეყოფა მიჩენილი უბანი და მიეცემა შესაძლებლობა, განახორციელოს შესაბამისი სასაზღვრო ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გააუმჯობესებს სახელმწიფო საზღვრის დაცვის ინტეგრირებულ მართვას.

5.      გარემო 40194 - სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტო მერქნული რესურსის დამზადების სახელმწიფო შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.      მთავრობა 40146 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ,,HP Z2 Tower G4 Workstation’’ პერსონალურ კომპიუტერთან თავსებადი ოპერატიული მეხსიერებების სახელმწიფო შესყიდვას, 2030 ლარის ღირებულების ფარგლებში.

7.      საგარეო 40142 - საზღვარგარეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფს - პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიეცემა თანხმობა, მიმართოს 2000 ევროს ექვივალენტი  ლარი ქ. ვარშავის ერთ-ერთ ძველ უბანში მდებარე სახლზე პოლონურ-ქართული მემორიალური დაფის განთავსებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების  მიზნით.

8.    ფინანსები 40136 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს ვადაგასული დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.

 



ხელმოსაწერია:

9.      ჩვენია 40239 - ხელი ეწერება ცოფის პრევენციის მიზნით 2020-2023 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს.



კანონპროექტი:

  1. ფინანსები 40184 - „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის პროექტი

არსი: პროექტით განისაზღვრება სამართლებრივი საფუძვლები, რომლითაც სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ საგადასახადო ორგანოს მიეცემა წვდომა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული გარიგებების თაობაზე ინფორმაციაზე, მათ შორის, იმ ქონების ღირებულების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც პირის საკუთრებაში გადავიდა.

 

 

 პატივისცემით,

ნათია ხმალაძე

 

 

პატივისცემით,  

ნათია