From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_18.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Received On : 18.09.2020 07:50

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 40026 - სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო მაჩხაანში მდებარე 396677 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი და სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო მაჩხაანში მდებარე 99402 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, საპრივატიზებო თანხის, 418 144 ლარის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში გადაეცემა ფიზიკურ პირ ალექსანდრე წიკლაურს, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას.
  2. განათლება 39936 - ცვლილება შედის პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება  მომზადება/გადამზადების პროგრამებთან დაკავშირებული წარმოებების ეფექტიანად განხორციელება და ეფექტური შედეგის მიღება.
  3. ფინანსები 39931 - ცვლილება შედის გზათსარგებლობის საფასურის ოდენობასა და მის გადახდასთან დაკავშირებული პროცედურებსა და პირობებში. პროექტი მიზნად ისახავს გზათსარგებლობის საფასურის გადახდის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის რამდენჯერმე გამოყენების პრევენციასა და გზათსარგებლობის საფასურის ნაწილში ბიუჯეტში გადასახდელი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მექანიზმების დახვეწას.
  4. ფინანსები 39923 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფად არაუმეტეს 23 523 200 ლარი.
  5. განათლება 39922 - სსიპ − გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი განახორციელებს სამგზავრო სატრანსპორტო საშუალებების დაქირავებას, მძღოლთან ერთად  სახელმწიფო შესყიდვას.
  6. განათლება 39912 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  7. განათლება 39868 - ქალაქ ქუთაისში მდიდარი საფეხბურთო ტრადიციების შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით, ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი უზრუნველყოფს ,,საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2021 წ.წ.) სახელმწიფო პროგრამის“ 2020 წლის ასიგნებათა ფარგლებიდან შპს „საფეხბურთო კლუბი ტორპედო ქუთაისისთვის“ 1 031 839,52 ლარის გადარიცხვას, შესაბამისი კრედიტორების მიმართ არსებული დავალიანებების დასაფარად.

ხელმოსაწერია:

  1. 40011 - სსიპ - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (37,181.66 კვ.მ) მათი განთავსების წილობრივ მიწის ნაკვეთთან ერთად, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, დროებით (5 წლის ვადით) სარგებლობაში გადაეცემა ა(ა)იპ - ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს, ყოველთვიური საიჯარო ქირის - 297,500.00 ლარის სანაცვლოდ.
  2. 39996 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ალპანა ენერჯის“ შორის გაფორმდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის №1087 განკარგულებით გათვალისწინებული ხელშეკრულება „ალპანა ჰესის“ ელექტროსადგურის პროექტის  მოსამზადებელი სამუშაოების (კვლევების) განხორციელების და საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობით გათვალისწინებული სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წარმოდგენის თაობაზე.
  3. 39994 - მთავრობასთან თანხმდება „ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის კონცეფცია“.

    პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკისა და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, შენიშვნები არ გააჩნიათ.
  4. 39933 - მტკიცდება „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის  სპეციალური წესი“. მოქმედების ვადად განისაზღვრა 1 წელი მისი ამოქმედებიდან.
  5. 39928 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ.), რომლის მიხედვით, წამახალისებელ გათამაშებას, გამონაკლისის გარეშე აღარ შეეხება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
  6. 39924 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.


    წერილები:
  1. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 39676 - მტკიცდება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის პარტნიორობის დაფინანსებით „თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდა“ პროექტის (დონორი CEB და E5PR) ფარგლებში შერჩეული ქვეპროექტები.

    ფინანსური წლები - 2016-2022; ბიუჯეტი - 22 მილიონი ევრო - მიზნად ისახავს თბილისში 25 საჯარო სკოლის გამაგრება-რეკონსტრუქციას და ენერგო ეფექტურ რეაბილიტაციას. ამ პროექტში ენერგო-ეფექტური გადაწყვეტილებები შეიძლება გამოყენებულ იქნას თბილისის სკოლების სხვა შენობებში და ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე.
     
  2. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 39675 - საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის 2020 წლის 21 მაისს ხელი მოეწერა სასესხო შეთანხმებას „რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებით დაფინანსებას“ სესხი N9099-GE, რომლითაც საქართველოსათვის გამოყოფილ იქნა 37,100,000 ევროს ოდენობის სესხი.

    ხსენებული პროექტი წარმოადგენს ფონდის მიერ წარმატებით განხორციელებული  რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის (SRMIDP) გაგრძელებას, რომლის ფარგლებშიც პროექტის ვადა გახანგრძლივდა 2024 წლის 30 აგვისტომდე. ახალი პროექტის განხორციელების მიზანია მუნიციპალური მომსახურების და ინფრასტრუქტურისა გაუმჯობესება ქვეყნის მასშტაბით.
     
  3. სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 39672 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომის დღის წესრიგი:
    რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსების პროექტის (დონორი WB)  და მის ფარგლებში შერჩეული ქვეპროექტების დამტკიცების შესახებ
    ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის და აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობის და გარემოს დაცვის პარტნიორობის დაფინანსებით  „თბილისის საჯარო სკოლების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია და ენერგო ეფექტურობის გაზრდა“ პროექტის (დონორი CEB და E5PR) ფარგლებში შერჩეული ქვეპროექტების დამტკიცების შესახებ

     

    პატივისცემით,  

               ნათია