From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_17.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 17.09.2020 07:53

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.    განათლება 39820 - სსიპ ქალაქ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრი განახორციელებს სპეციალური ტანსაცმლისა და აქსესუარების და სპეციალური ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვას.

2.    ეკონომიკა 39819 - მთავრობასთან თანხმდება, შეთანხმება საქართველოს მთავრობას, შპს „ენერჯი დეველოფმენტ ჯორჯიას“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსსა“ და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის 2016 წლის 29 დეკემბერს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული ტარიფის უცვლელად დატოვების თაობაზე.

3.    ეკონომიკა 39818 - შპს „ალტერ ენერჯის“, აღნაგობის უფლებით, 49 წლის ვადით გადაეცემა, შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარე 2 ერთეული, ჯამში 429 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რაც, სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს აჭარის რეგიონში, „გოგინაური ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას.

4.    ეკონომიკა 39817 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცემა მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება (სკვერი), რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად. 

5.      განათლება 39815 - პროექტი ითვალისწინებს 2020 – 2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრას.

6.    იუსტიცია 39833 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და „გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა საქართველოს“ შორის საგრანტო პროექტის - „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მხარდაჭერა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და ადმინისტრაციული მონაცემების მართვის პროცესების გაძლიერების გზით“ (“Support to Public Service Development Agency towards the Enhancement of Information Security and Administrative Data Management Processes”) - განხორციელების მიზნით დასადები საგრანტო ხელშეკრულების პროექტი.

7.    ეკონომიკა39813 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს, 2020 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი.

8.    ეკონომიკა 39790 - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით საკუთრებაში გადაეცემა ადგილობრივი მნიშვნელობის უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს მწვანე ნარგავებით დაფარულ ტერიტორიას.

9.    თავდაცვა 39789 - ცვლილება შედის სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესში, რომლის მიხედვით,  საზღვარგარეთ თავდაცვის ატაშეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები უფლებამოსილნი იქნებიან, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ჩანაცვლება მოახდინონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

10. ფინანსები 39773 – 6 მეწარმე სუბიექტს მიენიჭება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, რის საფუძველზეც ისინი გათავისუფლდებიან გადასახადებისაგან, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით.        

11. ფინანსები 39770 - პროექტის მიხედვით, შპს „სოფტექსტილს“ შეუწყდება მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი.

12. გარემო 39738 - პროექტი ითვალისწინებს, 2020 წლის რთვლის პერიოდში არაკონდიციური და ბაზარზე ჭარბი რაოდენობის ყურძნის მიღება-გადამუშავებას და რთველის  წარმატებით განხორციელებისთვის რიგ ხელშეწყობის ღონისძიებებს.  

13. გარემო 39736 - ცვლილება შედის საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტისათვის, საქართველოს ტერიტორიიდან ექსპორტისათვის და საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტისათვის დაშვებული ნარჩენების ნუსხაში, რომლის მიხედვით, საქართველოში დაშვებული იქნება პლასტმასის ნარჩენების შემოტანა მხოლოდ გრანულირებული სახით ან გასუფთავებული (გარეცხილი) და დაქუცმაცებული და შესაბამისი შეფუთვით.

14. საგარეო 39708 - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცემა თანხმობა მისთვის განსაზღვრული ასიგნებებიდან მიმართოს 512 000 იაპონური იენის ეკვივალენტი ლარი, საქართველოს მხრიდან წარმოქმნილი საბანკო მომსახურების საკომისიო  დავალიანების  დაფარვის მიზნით.

15. იუსტიცია 39594 – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ინერგება ელექტრონული აპოსტილის სერვისი, რისთვისაც შესაბამისი ცვლილებები შედის შემდეგ აქტებში:

16.  შსს 39576 - სასაზღვრო პოლიცია განახორციელებს საწარმოო დანადგარების და მექანიკური ენერგიის გამოყენების სახელმწიფო შესყიდვას.

17.  შსს 39575 - შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.

18.  შსს 39574 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.

19. ფინანსები 39687 - სსიპ - შემოსავლების სამსახურსა და 3 გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდება საგადასახადო შეთანხმების აქტი (საგადასახადო შეთანხმება), რომლითაც აღნიშნულ გადასახადის გადამხდელებს  შეუმცირდებათ საგადასახადო დავალიანების ოდენობა.

  1. / ლაურა ღაჭავა (/01017003216)

 

  2. შპს "ლილო სითი" (/  204464338)

     

  3. შპს "ელ ჯი გრუპი" (/  204871763)



ხელმოსაწერია:

  1. ჩვენია 39652 - სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის გაცემის თაობაზე  საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს(საოჯახო ტექნიკის შესყიდვა)
  2. ჩვენია 39643 - სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2020 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 24 აპრილის N262 დადგენილება (პროგრამა ხელს შეუწყობს ფარმაცევტული ბაზრის დაცვას გაუვარგისებული, უხარისხო და ფალსიფიცირებული ფარმაცევტული პროდუქტისაგან).
  3. 39748 - ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში  განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებებისა და რებრენდინგის გათვალისწინებით იცვლება სახელწოდება - ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტო.
  4. 39727 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ.), რომლის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან დასაშვები გახდება თეატრებისა და კინოთეატრების საქმიანობის აღდგენა, რაც ასევე დაემატება დასაშვები ეკონომიკურ საქმიანობების ჩამონათვალს.
  5. 39704 -პროექტის მიხედვით, ,,შპს „ბახვი ჰაიდრო პაუერი“-ს“, 9,2 მგვტ. სიმძლავრის „ბახვი ჰესი - 3“-ს მშენებლობა და ექსპლუატაციის ფარგლებში განესაზღვრება ახალი პირობები, რომლის თანახმად, კომპანია საქმიანობას განახორციელებს გარემოზე ზემოქმედების ანგარიშით წარმოდგენილი სქემის შესაბამისად, გარდა კაშხლის თხემზე ხიდის განთავსებისა და ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობის მოწყობისა.  
  6. 39701 - ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ.), რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების, როგორც კოლეგიური ორგანოების ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იქ დასაქმებული პირების საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით,  განხორციელება.
  7. 39700 - პროექტის მიხედვით, სსიპ − შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის N652 დადგენილება შეჩერდება 2021 წლის 01 იანვრამდე.
  8. 39699 - პროექტის მიხედვით, 2021 წლის 1 იანვრამდე შეჩერებული იქნება „სსიპ− შემოქმედებითი საქართველოს რეორგანიზაციისა და სსიპ − კულტურის ეროვნული ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს №364 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 დეკემბრის №652 დადგენილება.
  9. 39669 - უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,  31 042 936.30 ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გაზიფიცირების შეუფერხებლად წარმოებას.
  10. 39666 - თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცემა მის მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონება (სკვერი), რომელიც გამოყენებული იქნება საზოგადოების თავშეყრისა და დასვენების ადგილად. 
  11. 39664 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერგიას“  შორის „ღარულა ჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.
  12. 39660 - სსიპ - კოლეჯი ,,ბლექსი“ განახორციელებს  საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურისა და  ავეჯის  სახელმწიფო შესყიდვას.
  13. 39659 - შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებენ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  14. 39658 - სსიპ - საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი, განახორციელებს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ფილმსაცავში - ,,გოსფილმოფონდში“ დაცული ქართული ფილმების საწყისი მასალებიდან დამზადებული 8 ქართული ფილმის ასლის რესტავრაციისთვის საჭირო მომსახურებების სახელმწიფო  შესყიდვას.
  15. 39657 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ტელე და რადიო მიმღებების, და ხმის ან ვიდეო ჩამწერების ან რეპროდუცირების აპარატურის და სხვა სახელმწიფო შესყიდვას.
  16. 39655 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს აკუმულატორების, პირველადი ელემენტების და პირველადი ბატარეების  სახელმწიფო შესყიდვას.
  17. 39654 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს აირადი არგონისა და აზოტის სახელმწიფო შესყიდვას.
  18. 39651 - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს ჰელიუმის სახელმწიფო შესყიდვას.
  19. 39649 - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განახორციელებს 3 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვას.
  20. 39648 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებს ინტერნეტმომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  21. 39647 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობის და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  22. 39646 - სსიპ -სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს ლაზერული პრინტერის კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვას.
  23. 39645 - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების სახელმწიფო შესყიდვას.
  24. 39641 - ძალადაკარგულად გამოცხადდება „სსიპ - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 ოქტომბრის N2028 განკარგულება.
  25. 39638 - ცაგერის მუნიციპალიტეტი განახორციელებს ქალაქ ცაგერის და სოფლების ლაილაშის, ორბელის, წიფერჩის, ჩხუტელის, ქულბაქის, ოყურეშის, ზუბის და მახაშის საბავშვო ბაღების სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაშობის დაფინანსებას.
  26. 39636 - საქართველოს მთავრობასა და შპს „მემეს“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2020 წლის 16 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება „ჯანდარა ჰესის“ ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრები. ასევე, მხარეთა შორის გაფორმდება შეთანხმება „ჯანდარა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
  27. 39635 - სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური“ განახორციელებს ელექტრო გენერატორის სახელმწიფო შესყიდვას.
  28. 39634 - პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს ქურთუკების სახელმწიფო შესყიდვას.
  29. 39633 - შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს მეტყევეობისა და ხე-ტყის პროდუქტების სახელმწიფო შესყიდვას.
  30. 39632 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
  31. 39631 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს წყლის მონიტორინგის ავტომატური სადგურის სათადარიგო ნაწილების სახელმწიფო შესყიდვას.
  32. 39629 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს დაკალიბრების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას 12340 ლარის ღირებულების ფარგლებში.
  33. 39627 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო  განახორციელებს ცემენტის გამყარების სითბოს გამზომი კალორიმეტრის სახელმწიფო შესყიდვას 15000 ლარის ფარგლებში.

 

ხელმოსაწერი კანონპროექტი: 

  1. ფინანსები 39367 - საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი

არსი: ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის გარდამავალი დებულებების გათვალისწინებული ვადების გადავადება. კერძოდ:

ხდება იმ რეგულაციის გადავადება,  რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის და ნაცვლად არსებული 2021 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 იანვრამდე.

ოქროს სიაში შეყვანით პირს 2022 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით, ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრისა.

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად 2022 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად არსებული 2020 წლის 1 სექტემბრისა.

ასევე საბაჟო ორგანოსათვის საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გადაიწევს, 2022 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2020 წლის 1 სექტემბრისა.

შესაბამისად, ხდება საბაჟო ვალდებულებისგან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების მარეგულირებელი დებულებების შეჩერება.

 



პატივისცემით,  

ნათია