From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_16.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 16.09.2020 07:20

            მოგესალმებით,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:


1.      ფინანსები 39510 -  მთავრობასთან თანხმდება, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრები.

პროექტი შეთანხმებულია საფინანსო-ეკონომიკურ დეპარტამენტთან, შენიშვნები არ აქვს.

2.      განათლება 39552 –  ცვლილება შედის იზოლაციისა და კარანტინის წესებში (322 დადგ.), რომლის მიხედვით, შესაძლებელი გახდება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებების, როგორც კოლეგიური ორგანოების ასევე, საჭიროების შემთხვევაში, იქ დასაქმებული პირების საქმიანობის დისტანციურ რეჟიმში, ელექტრონული ფორმით,  განხორციელება.

3.    რეგიონული 39429 - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი უზრუნველყოფს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მონაკვეთის მოდერნიზაციის პროექტის განხორციელებას.

4.    შსს 39389 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს ციფრული კავშირგაბმულობის  სახელმწიფო შესყიდვას.

5.      შსს 39387 - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია, მის ბალანსზე რიცხული მცურავი საშუალებების ძრავების სათადარიგო ნაწილების და ძრავის (მეორადი) შესყიდვას განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

6.    შსს 39386 - შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგის სახელმწიფო შესყიდვას.

7.    შსს 39385 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი შესყიდვების ობიექტების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8.    შსს 39384 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობების  სახელმწიფო შესყიდვას.

9.    შსს 39383 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს საოფისე მანქანების, კომპიუტერების, პრინტერებისა და ინდივიდუალური და დამხმარე მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.

10. შსს 39381 - შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგის  სახელმწიფო შესყიდვას.

11. გარემო 39326 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  გუდაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, წყალარინების მილსადენების მშენებლობის მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს  წყალარინების სისტემის მშენებლობა.



ხელმოსაწერია:

  1. 39543 - სსიპ − საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახური განახორციელებს საკანცელარიო ნივთებისა და კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვას.

კანონპროექტი:

1.      39465 - საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი - „საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“

პარლამენტის წევრების დავით მათიკაშვილისა და ანრი ოხანაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა

არსი: მტკიცდება საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ახალი დებულება, რომელიც აწესრიგებს შემდეგ საკითხებს: ზოგად დებულებებს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს შესახებ; საბჭოს ძირითად ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს; საბჭოს თანამდებობის პირებთან (საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, საბჭოს სამსახურების უფროსებთან) და საჯარო მოსამსახურეებთან დაკავშირებულ საკითხებს; საბჭოს სტრუქტურულ ერთეულებსა და მათ ძირითად ამოცანებს.

2.       39463 - საქართველოს ორგანული კანონის პროექტი - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილისა და გურამ მაჭარაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა
არსი: საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისას პირი თავისუფლდება ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისგან, ხოლო ამ ცნობის წარდგენის ვალდებულება ეკისრება აღნიშნულ არჩევნებში პარლამენტის წევრად არჩეულ პირს.


3.       39459 – საქართველოს კანონის პროექტი - „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს პარლამენტის წევრების ნინო წილოსანისა და სულხან მახათაძის საკანონმდებლო ინიციატივა
პანდემიის/ეპიდემიის პერიოდში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული საჯარო განხილვები ჩატარდება ონლაინ შეხვედრის ფორმატში, საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ამ კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

ხელმოსაწერია: 

  1. ფინანსები 39367 - საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი

არსი: ხდება საქართველოს საბაჟო კოდექსის გარდამავალი დებულებების გათვალისწინებული ვადების გადავადება. კერძოდ:

ხდება იმ რეგულაციის გადავადება,  რომელიც გარდამავალი პერიოდის სახით დადგენილი იყო უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობებისათვის და ნაცვლად არსებული 2021 წლის 1 იანვრისა, აღნიშნული რეგულაციებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 1 იანვრამდე.

ოქროს სიაში შეყვანით პირს 2022 წლის 1 იანვრამდე ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით, ნაცვლად 2021 წლის 1 იანვრისა.

საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის შემთხვევაში საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარანტის ან მისი წარმომადგენლის მიერ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტების საბაჟო ორგანოსთვის წარდგენა, მიიჩნევა საქონლის შემოტანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენად 2022 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად არსებული 2020 წლის 1 სექტემბრისა.

ასევე საბაჟო ორგანოსათვის საქონლის გატანის ზოგადი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება გადაიწევს, 2022 წლის 1 იანვრამდე, ნაცვლად 2020 წლის 1 სექტემბრისა.

შესაბამისად, ხდება საბაჟო ვალდებულებისგან საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული გათავისუფლების მარეგულირებელი დებულებების შეჩერება.

 

პატივისცემით,  

ნათია