| From : | Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge> |
| Subject : | ელ.მთავრობის საკითხები_15.09.20 |
| Cc : | Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| Received On : | 15.09.2020 06:55 |
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
1. ეკონომიკა 38469 - მტკიცდება ტექნიკური რეგლამენტი - ,,მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომლის მიხედვით, უზრუნველყოფილი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება შენობა - ნაგებობების მშენებლობის დროს, ასევე ეტაპობრივად მოხდება არსებული და მშენებლობის პროცესში მყოფი საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობების ადაპტირება შშმ პირთა მისაწვდომობის თვალსაზრისით.
პროექტთან შესაბამისობის მიზნით ცვლილება შედის მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესში, ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესებში, ,,განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობებში, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მოთხოვნები რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს: მიწის ნაკვეთის გეგმა; შენობა-ნაგებობის სართულის გეგმები ყველა დონეზე და სახურავის გეგმა, მახასიათებელი ჭრილები, ფასადების ნახაზები და საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების სქემები; შენობა–ნაგებობის გზა–კიბეები, პანდუსები, მისაწვდომი სივრცეები და საჭიროების შემთხვევაში სხვა ნაწილები; დეტალური ნახაზები.
პროექტი შეთანხმდა სოციალური პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ აქვს.
2. ეკონომიკა 39307 - აბაშის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა მოიპოვოს 10 000 მ³ ინერტული მასალა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით.
3. ეკონომიკა 39304 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხადორში არსებული 49 283 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელიც გამოყენებული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ საკარმიდამო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისა და სოფლისათვის საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიზნით.
4. ეკონომიკა 39298 - ერთობლივი საწარმო “Polatyol & Mapa” განახორციელებს ბათუმის შემოვლითი გზის კმ1+000-კმ13+325 მონაკვეთის მშენებლობის პროექტს.
5. ეკონომიკა 39296 - ქალაქ თბილისში, დიღმის სასწავლო საცდელ მეურნეობაში მდებარე 28 318.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 50 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით სარგებლობაში გადაეცემა შპს „ვიქტორ სანიკიძის კალათბურთის აკადემიას“, რაც სავარაუდოდ, ხელს შეუწყობს კალათბურთის მიმართულებით სპორტის განვითარებას.
6. რეგიონული 39213 - განახლებული შემადგენლობით მტკიცდება ,,საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მდინარე დებედაზე, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადახლო-ბაგრატაშენის სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ახალი ხიდის მშენებლობის შესახებ“ შეთანხმებით გათვალისწინებული ერთობლივი კომისიის ქართული მხარის შემადგენლობა.
7. რეგიონული 39168 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხაში, დასრულებული სამუშაოების შესაბამისად, მიმდინარე შეკეთების (მოვლა-შენახვის და ზამთრის შენახვის) სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საზედამხედველო მომსახურების განხორციელებას, პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების სრულ დასრულებამდე.
8. გარემო 39313 - სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების და ქსელების სახელმწიფო შესყიდვას.
9. რეგიონული 39167 - ზუგდიდის მუნიციპალიტეტი მისთვის საბიუჯეტო სახსრებიდან გამოყოფილი თანხებიდან დარჩენილ ეკონომიას სულ - 76 507 ლარს მიმართავს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროექტების განსახორციელებლად.
ხელმოსაწერია:
1. 39228 - ხელი ეწერება „2019 წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q)“ პირველ ცვლილებას“.
პროექტის მიზანია განათლებაზე წვდომის გაფართოვება და სასწავლო გარემოს ხარისხის გაუმჯობესება. პროექტის განმახორციელებელია განათლების სამინისტრო.
2. 39199 - მთავრობასთან თანხმდება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდები.
3. 39193 - ხელი ეწერება „2019 წლის 29 ნოემბრის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამა)
№1 ცვლილების შეთანხმებას“.
კანონპროექტი:
1. იუსტიცია 39310 - სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტები
კანონპროექტის თანახმად, შესაძლებელი ხდება ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, ნებისმიერი კატეგორიის ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის სასამართლო განჩინების გარეშე დაკავება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება, დაწყებულია თუ არა შესაბამის უცხო სახელმწიფოსთან მოლაპარაკებები ძებნილი პირის გადაცემის (ეტაპირების) ტექნიკური საკითხების გადაწყვეტის მიზნით. გარდა აღნიშნულისა, ექსტრადიციის შესახებ ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) საჭიროებიდან გამომდინარე, აგრეთვე დასაშვები ხდება ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის ხელახალი გამოყენება ან აღკვეთის სხვა ღონისძიების საექსტრადიციო პატიმრობით შეცვლა.
2. იუსტიცია 39041 -
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი
არსი: საქართველოს განზრახვაა, მიუერთდეს „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ ჰააგის 1965 წლის 15 ნოემბრის კონვენციას. შესაბამისად, კონვენციასთან მიერთება, რაც უნდა გაფორმდეს
საქართველოს პარლამენტის შესაბამისი აქტით, მოითხოვს სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კონკრეტულ ნორმებში, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე კანონპროექტით. ცვლილება სასამართლოს
მიერ უწყების საზღვარგარეთ გაგზავნას ითვალისწინებს. თუ სასამართლოში დასაბარებელ პირს უწყება საზღვარგარეთ, უნდა ჩაბარდეს სასამართლოს შეუძლია ამისათვის გამოიყენოს უწყების ჩაბარების საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი წესები.
პატივისცემით,
ნათია