მოგესალმებით , შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- ეკონომიკა 43788 - ცვლილება შედის საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიხედვით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროგრამის საპილოტე ნაწილის შეზღუდულ ვადებში
შეუფერხებლად განხორციელებასა (მათ შორის, სამშენებლო სამუშაოების, საპროექტო, საზედამხედველო, საკონსულტაციო და სხვა მომსახურებების/საქონლის სახელმწიფო შესყიდვას) და აშენებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციაში გაშვებას უზრუნველყოფს ოუფენ ნეტი საკუთარი
სახსრებით, არაუგვიანეს 2021 წლის 28 თებერვლისა.
- შსს 43801 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განახორციელებს ფეხსაცმლის შესყიდვას.
- ეკონომიკა 43800 - საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვენტო ენერჯის“ შორის დაიდება ,,სამგორის ქარის ელექტროსადგურის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ
ხელშეკრულება.
- ეკონომიკა 43803 - საქართველოს მთავრობასა და შპს ,,რუისის ქარის ელექტროსადგურს’’ შორის დაიდება ,,რუისის ქარის ელექტროსადგურის’’ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და
ოპერირების შესახებ ხელშეკრულება.
- შსს 43799 - სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, განახორციელებს ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას.
- ეკონომიკა 43804 - საქართველოს მთავრობასა და შპს ,,სინთეს’’ შორის დაიდება ,,დირბულას ქარის ელექტროსადგურის’’ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის კვლევის ჩატარების, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ
ხელშეკრულება.
- შსს 43798 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, განახორციელებს საინფორმაციო სისტემების და სერვერების სახელმწიფო შესყიდვას.
- გარემო 43751 - სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში 2020 წლის განმავლობაში, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 34 ერთეულით.
- გარემო 43701 - ცვლილება შედის „საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიისა და საქართველოს სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიის 2017 წლისა და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმაში.
პროექტი შეთანხმდა პოლიტიკის დეპარტამენტთან, შენიშვნები არ გააჩნია. - მერია 43601 - საავტომობილო გზების პერსპექტიულ განვითარებასთან ერთად გზისპირა ზოლში ინფრასტრუქტურის სხვადასხვა სახის ობიექტების (დასასვენებელი ადგილები, საზოგადოებრივი კვების და სავაჭრო ობიექტები, ტექმომსახურებისა და ავტოგასამართი სადგურები
ან/და სხვა ობიექტები) განთავსების საკითხისა და მათი არქიტექტურულ-ესთეტიკური იერსახის განხილვა განხორციელდება კომპლექსურად, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოების ერთობლივი შეთანხმების გზით.
ხელმოსაწერია:
- 43778 - საქართველოს პარლამენტს შეერთებისათვის წარედგინება „1957 წლის 30 სექტემბრის „სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საგზაო გადაზიდვების შესახებ“ ევროპული შეთანხმების (ADR) 1(ა) მუხლში, 14(1) მუხლსა და 14(3)(ბ) მუხლში შესწორებების შეტანის
შესახებ ოქმი“.
- 43776 - ხელი ეწერება „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ჩვეულებრივი ოპერაციები) (ფისკალური მდგრადობის და სოციალური დაცვის პროგრამა)“.
პროექტს თან ახლავს სამინისტროს დადებითი პოზიცია (ხელმომწერი თ. ბარკალაია) - 43658 - შპს „ნაბეღლავის სასარგებლო წყალზე“ გაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მოქმედების ვადა გაგრძელდება 15 წლით.
პატივისცემით,
ნათია