From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_09.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 09.10.2020 08:02

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 43377 - პროექტის მიხედვით, „კირნათი ჰესის“ II ეტაპის (23,781 მგვტ.) ექსპლუატაციაში მიღების ვადა გაგრძელდება 2021 წლის 31 ივლისამდე. ამასთან, პროექტის ფარგლებში კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიის ოდენობა შემცირდება 1,192,289,66 აშშ დოლარამდე.
  2. ფინანსები 43313 - მთავრობის ცნობად - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს თანხმობას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ სს „საქართველოს ბანკი“-სთვის სესხის 100 მლნ აშშ დოლარამდე ან მისი ექვივალენტის ლარში გაცემის თაობაზე.
  3. ეკონომიკა 43303 - მტკიცდება „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისათვის“ საქონლისა და მომსახურების შესყიდვების სპეციალური წესი“.
  4. ეკონომიკა 43290 - ცვლილება შედის შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, მოსაპოვებელი სასარგებლო წიაღისეულის ოდენობას ემატება B სამრეწველო კატეგორიაში დამტკიცებული მარაგი 30 მ3 დღე-ღამეში  (რაც შეადგენს წელიწადში - 10 950 კუბურ მეტრს, ხოლო ნაკიან წლებში - 109 80 კუბურ მეტრს წელიწადში) და  შესაბამისად,  საბადოზე მინერალური წყლის მოსაპოვებელი ოდენობა განისაზღვრება წელიწადში - 318 134 კუბური მეტრის, ხოლო ნაკიან წლებში წელიწადში - 319 005,6 კუბური მეტრის მოცულობით, რის საფუძველზეც ლიცენზიატი ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხდის 1 965 113 ლარს.

ხელმოსაწერია:

  1. 43195 - ხელი ეწერება „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმებას (მერძევეობის დარგის მოდერნიზაცია და ბაზარზე წვდომა: ადაპტაციის კომპონენტი (DiMMAdapt))“.
  2. 43192 - ცვლილება შედის საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესში, რაც ხელს შეუწყობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდების მოძრაობის მართვის ეფექტურობის ზრდასა და სააეროდრომო სამეთვალყურეო პუნქტის სამუშაო დატვირთვის შემცირებას.

 

პატივისცემით,  

ნათია