From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_09.09.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Received On : 09.09.2020 09:24

            მოგესალმებით ბატონო გიორგი,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობის ადმინისტრაცია 37950 – საჰაერო გადამზიდველის მიერ მგზავრის წინასწარი მონაცემის და მგზავრის სახელის ჩანაწერის მიწოდების, დამუშავების, შენახვის და განადგურების წესი.
  2. შსს 37981 - მიეცეს თანხმობა საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლების (არასაბიუჯეტო სახსრების) ფარგლებში, განახორციელოს ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვა.
  3. შსს 37982 - მიეცეს თანხმობა განახორციელოს მეტყევეობისა და ხე-ტყის პროდუქტების შესყიდვა.
  4. შსს 3793 - სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ქურთუკების სახელმწიფო შესყიდვა.
  5. საგარეო 37997 - საპარლამენტო დელეგაციების წევრების ეპიდემიოლოგიური კონტროლი განხორციელდება არა 14-დღიანი კარანტინის სახით, არამედ საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის ფარგლებში ყოველ 72 საათში ჩატარებული PCR კვლევების გზით, რომლის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტიდან.
  6. ეკონომიკა 38020 - ლიცენზიის მფლობელს ექნება საშუალება განახორციელოს  სასარგებლო წიაღისეულის - ტორფის მოპოვება.
  7. ეკონომიკა  38025 - შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესი
  8. მთავრობის ადმინისტრაცია 38035 - საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ.
  9. მთავრობის ადმინისტრაცია 38053 - საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისათვის, მამუკა ბახტაძისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე.
  10. ეკონომიკა 38083 - „მოწონებულ იქნეს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წინადადება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და NORD POOL CONULTING AS-ს შორის 2018 წლის 30 აპრილს დადებულ მომსახურების ხელშეკრულების (N60-7-118-1041) მომსახურების მიწოდების ვადის 62 (სამოცდაორი) თვითა (რაც მოიცავს 2018 წლის 1 მაისიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდს) და ხელშეკრულების მოქმედების ვადის 2023 წლის 31 დეკემბრამდე განსაზღვრის თაობაზე“.
  11. ეკონომიკა 38096  - მოწონებულ იქნას საქართველოს მთავრობასა და შპს „ენერგიას“  შორის „ღარულა ჰესის“ მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის, ელექტროსადგურის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ დასადები ხელშეკრულების პროექტი.
  12. რეგიონული განვითარება 38097 - მიეცეს უფლება ცაგერის მუნიციპალიტეტს, №136 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 4 886 (ოთხი ათას რვაას ოთხმოცდაექვსი) ლარი და №2577 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 29 164 (ოცდაცხრა ათას ას სამოცდაოთხი) ლარი, სულ ჯამში 34 050 (ოცდათოთხმეტი ათას ორმოცდაათი) ლარი მიმართოს ქალაქ ცაგერის და სოფლების ლაილაშის, ორბელის, წიფერჩის, ჩხუტელის, ქულბაქის, ოყურეშის, ზუბის და მახაშის საბავშვო ბაღების სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასაფინანსებლად.
  13. ეკონომიკა 38212 - „კორპორაცია“ განახორციელებს „2016 წლის ობლიგაციების“ გამოსყიდვას და რეფინანსირებას ,,EBRD“-ისაგან 250 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტური ოდენობის ევროს აღების გზით/საშუალებით.
  14. განათლება 38238 - სსიპ - კოლეჯ ,,ბლექსის“ მიეცეს თანხმობა, CPV კოდების: 38500000 (საკონტროლო და გამოსაცდელი აპარატურა) და 39100000 (ავეჯი) ფარგლებში, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
  15. განათლება 38244 - წინასწარი თანხმობა, CPV კოდის: 60400000 (საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებები) ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
  16. განთლება 38248 -  წინასწარი თანხმობა, CPV კოდის - 32300000 (ტელე და რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი ან აღწარმოების აპარატურა) ფარგლებში განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
  17. განათლება 38249 - წინასწარი თანხმობა, CPV კოდის 79800000 (ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებები) ფარგლებში, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
  18. ეკონომიკა 38251 - სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართ N1-ში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით,       31 042 936.30 (ოცდათერთმეტი მილიონ ორმოცდაორი ათას ცხრაას ოცდათექვსმეტი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარად საკუთრებაში გადაეცეს შპს „სოკარ ჯორჯია გაზს” (ს/კ N202403121).

 

 

პატივისცემით,  

ნათია