From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_07.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 07.10.2020 10:20

            მოგესალმებით ,

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. რეგიონული 42849 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მის სარგებლობაში არსებულ მოძრავ ქონებას - 5 ერთეული ლითონის მილი, უსასყიდლოდ, აუქციონის გარეშე, ორი თვის ვადით, თხოვების ფორმით სარგებლობაში გადასცეს შპს „ერედვი 2008“-ს.
  2. იუსტიცია 42830  - ცვლილება შედის სსიპ - საქართველოს ეროვნული არქივის მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულ საფასურის ოდენობებში, გადახდის წესსა და მომსახურების ვადებში, ზუსტდება იმ საარქივო მომსახურებების ანბანური აღნიშვნები, რომლებიც ეროვნული არქივის მიერ 10 დღის ვადაში უნდა გაეწიოს სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.
  3. ფინანსები 42820 - სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების რეაბილიტაციის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მუნიციპალიტეტებს გამოეყოფა არაუმეტეს 25 118 200  ლარი.
  4. ეკონომიკა 42815 - „შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისათვის აუცილებელი ბარგის მართვის სისტემის შესყიდვისა და მონტაჟის ვადა გახანგრძლივდება და განისაზღვრება, 2020 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით.
  5. ფინანსები 42858 -  საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ევროპის საინვესტიციო ბანკთან საქართველოს სახელით გააფორმებს „წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი II”-ის ფინანსური ხელშეკრულების N2 ცვლილების წერილს.
  6. ეკონომიკა 42805 – 2018 წლის 14 ნოემბერს ძალაში შევიდა ჩიკაგოს კონვენციის მე-3 დანართის 78-ე ცვლილება და აგრეთვე 2020 წლის 05 ნოემბერს 79-ე ცვლილება, რომელიც განაპირობებს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესში -ტექნიკური რეგლამენტში შესაბამისი ცვლილების  განხორციელებას. ცვლილების პროექტით აისახება გათვალისწინებული სტანდარტები  და რეკომენდებული პრაქტიკა.
  7. ეკონომიკა 42801 - ცვლილება შედის შპს „პრაიმ ბეტონი“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში. იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატები.
  8. ეკონომიკა 42765 -  ცვლილება შედის იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში, კერძოდ, ხსენებული პროგრამის სუბსიდირების კომპონენტში. ცვლილება გულისხმობს საპროცენტო განაკვეთის ტიპის შესაბამისად სააგენტოს თანადაფინანსების წილის განსაზღვრის მეთოდის დაზუსტებას და ტერმინოლოგიური თვალსაზრისით ნათლად გაწერას დადეგენილებაში. ასევე ცვლილება შეეხება პროგრამის სუბსიდირების კომპონენტის ფარგლებში ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხის ფიქსირებულ საპროცენტო განაკვეთში გადაყვანისას სააგენტოს თანადაფინანსების განხორციელების პროცესს.
  9. გარემო 42743 - სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო, განახორციელებს სამთო აღჭურვილობის სახელმწიფო შესყიდვას.
  10. ფინანსები 42732 - შპს „ფუდ გალერი“ გათავისუფლდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შპს „ფუდ გალერის“ შორის 2019 წლის 20 მაისს გაფორმებული „საიჯარო ხელშეკრულება 12“-ის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სასარგებლოდ გადასახდელი 2020 წლის თებერვლის, მარტის და აპრილის თვეების საიჯარო ქირისა და აღნიშნული საიჯარო ქირის დროულად გადაუხდელობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან, რაც ჯამში შეადგენს 4 852.18 ლარს.
  11. გარემო 42718 - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს განესაზღვრება სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადა, ასევე, მიეცემა უფლება, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს დაბა აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა.
  12. გარემო 42675 - ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  გუდაურის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა/რეაბილიტაციის და ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტის განხორციელების მიზნით,  შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს  ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
  13. მთავრობა 42670 - სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არა უმეტეს 400 ერთეულით.

     

    ხელმოსაწერია:
  1. 42904 - ცვლილება შედის  შპს „ჯორჯიან ენერჯი გრუპ“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში (№1004752), იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატები.
  2. 42903 - ცვლილება შედის  შპს „ჯორჯიან ენერჯი გრუპ“-ზე გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში (№1004752), იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატები.
  3. 42894 - ცვლილება შედის „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესსა და პირობებში“, ტექსტში არსებული ტერმინები შეიცვალა („ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ შეიცვალა - „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“)  კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
  4. 42891 - ცვლილება შედის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადაზიდვის წესში, ტექსტში არსებული ტერმინები შეიცვალა („ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა“ და „ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა“ შეიცვალა - „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანით“ და „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემით“)  კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად.
  5. 42886 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევის მიმდებარედ არსებული 35 001კვ.მ. (1616კვ.მ., 4236კვ.მ., 5168კვ.მ., 7122კვ.მ., 7456კვ.მ. და 9403კვ.მ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას (F2) მონაკვეთის მოდერნიზაციის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში უსახელო ღელეს კალაპოტში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №11 სანაყაროსა და წყალგამტარი არხის მოსაწყობად.
  6. 42881 - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცნობებს ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს მთავრობის თანხმობას სს „პროკრედიტ ბანკი“-სთვის  სესხის გაცემის თაობაზე (სესხის მოცულობა 10 მილიონი ევრო).
  7. 42878 - ცვლილება შედის შპს „ჯორჯიან ენერჯი გრუპ“-ზე  გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში, იცვლება ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობის კოორდინატებია.
  8. 42837 - სსიპ - საფინანსო - ანალიტიკურ სამსახური, განახორციელებს 1 ცალი, 1 წლიანი მხარდაჭერით, ელექტრონული ფოსტის არქივირების სისტემის პროგრამული პაკეტის სახელმწიფო შესყიდვას.
  9. 42818 - სავალდებულო კარანტინის ფარგლებში პირთა განთავსების, კვების, დასუფთავების, უსაფრთხოებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოეყოფა 15 000 000 ლარის რესურსი.
  10. 42809 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების ვიდეოიდენტიფიკაციის სისტემების სახელმწიფო შესყიდვას.
  11. 42809 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს საგანგებო სიტუაციებისა და უსაფრთხოების მოწყობილობების ვიდეოიდენტიფიკაციის სისტემების სახელმწიფო შესყიდვას.
  12. 42719 - ძალაში შესვლის მიზნით, მტკიცდება 2020 წლის 30 სექტემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს მთავრობას შორის ისრაელის სახელმწიფოში შრომის ბაზრის კონკრეტულ სექტორებში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ“ შეთანხმება.
    პროექტი შეთანხმებულია ჩვენს სამინისტროსთან, ახლავს დადაებითი დასკვნა (ხელმომწერი თ. ბარკალაია)

 

პატივისცემით,  

ნათია