მოგესალმებით ბატონო გიორგი,
შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:
- გარემო 37387 – წინასწარი თანხმობა ჰელიუმის სახელმწიფო შესყიდვაზე.
- გარემო 37391 - მიეცეს თანხმობა, განახორციელოს აირადი არგონისა და აზოტის.
- გარემო 37394 - წინასწარი თანხმობა ლაზერული პრინტერის კარტრიჯების (CPV კოდის - 30100000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
- გარემო 37400 - მიეცეს თანხმობა, განახორციელოს წყლის მონიტორინგის ავტომატური სადგურის სათადარიგო ნაწილების (CPV – 38400000) სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 37464 - მიეცეს წინასწარი თანხმობა, CPV კოდის - 30200000 (კომპიუტერული მოწყობილობები და მარაგი) ფარგლებში განახორციელოს მყარი დისკების სახელმწიფო შესყიდვა.
- განათლება 37483 - პროექტის თანახმად, ხდება „საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №468 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აგვისტოს N362 დადგენილების შეჩერება 2021 წლის 01 იანვრამდე.
- განათლება 37485 - ფონდი განახორციელებს სამეცნიერო ბაზების სახელმწიფო შესყიდვას დამატებით 5 ორგანიზაციისათვის ფონდსა და ელსევიერს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადით (2020 წლის 31 დეკემბერი).
- განათლება 37488 - ითვალისწინებს ახალი ვადის დაწესებას (29.10.2020წ.-ის ჩათვლით) შპს „სპორტმშენსერვისსა“ (ს/ნ: 204878542) და შპს „საბა კონსტრაქშენს“ (ს/ნ: 440886098) შორის 2020 წლის 29 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
N35 ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროექტო სამუშაოების (საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების) დასრულებისთვის.
- ეკონომიკა 37508 - მტკიდება სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 1 სექტემბრის N 5/47862 გადაწყვეტილება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე (სკვერი) არსებული 1810.00კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის /უძრავი ქონების/ საკადასტრო კოდი: №84.01.38.453), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
- განათლება 37518 - წინასწარი თანხმობა, CPV კოდის: 15900000 (სასმელები, თამბაქო და მონათესავე პროდუქტები) ფარგლებში, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
- განათლება 37519 - თანხმობა, CPV კოდების: 39100000 (ავეჯი), 39300000 (სხვადასხვა მოწყობილობები), 42700000 (ტექსტილის, სამოსელისა და ტყავის წარმოების მანქანა-დანადგარები) ფარგლებში, განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვაზე.
- ეკონომიკა 37532 - ხელი შეეწყობა შპს „გუდაური რესორტის“ მიერ საინვესტიციო პროექტის განხორციელებას, სასტუმროს შექმნას და გუდაურის ტურისტული ზონის ინფრასტრუქტურის განვითარებას.
- ეკონომიკა 37543 - მოწონებულ იქნეს სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის ფარგლებში დასადები გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმება INSTITUT DE RECHERCHE TECHNOLOGIQUE «Matériaux,
Métallurgie, Procédés»-თან.
- თავდაცვა 37549 - წინასწარი თანხმობა, CPV კოდის - 30200000 (კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვაზე.
- თავდაცვა 37551 - მიეცეს წინასწარი თანხმობა, CPV კოდის 30100000 (საოფისე მანქანა-დანადგარები, აღჭურვილობა და საკანცელარიო ნივთები, კომპიუტერების, პრინტერებისა და ავეჯის გარდა) ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვაზე.
- ეკონომიკა 37611 - პროექტის მიღების შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტს მიეცემა შესაძლებლობა, მოიპოვოს 15000 მ3 კირქვა (ღორღი) და შეუფერხებლად განახორციელოს შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება.
- ეკონომიკა 37633 - მიეცეს წინასწარი თანხმობა, კომპიუტერული მოწყობილობების და აქსესუარების (CPV30200000) სახელმწიფო შესყიდვაზე.
- ეკონომიკა 37675 - საქართველოს მთავრობასა და შპს „მემეს“ შორის გაფორმდება შეთანხმება 2020 წლის 16 იანვარს დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება „ჯანდარა ჰესის“ ელექტროსადგურის ტექნიკური პარამეტრები.
ასევე, მხარეთა შორის გაფორმდება შეთანხმება „ჯანდარა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ.
- ფინანსები 37678 - მიეცეს თანხმობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, რომ საქართველოს სახელით ხელი მოაწეროს ევროკავშირს (როგორც სესხის გამცემს) და საქართველოს (როგორც სესხის მიმღებს) შორის „მაკრო-ფინანსური დახმარება საქართველოსთვის 150 მილიონ
ევრომდე“ ურთიერთგაგების მემორანდუმს.
- განათლება 37681 - თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიულმა სახელმწიფო თეატრმა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ავეჯის და ავეჯის აქსესუარების (CPV 39100000; 39200000) სახელმწიფო შესყიდვა.
- განათლება 37682 - პროექტის მიღების შემთხვევაში დამტკიცდება მუნიციპალიტეტის მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესი და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალი.
- მთავრობის ადმინისტრაცია 37766 - მიეცეს წინასწარი თანხმობა, სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული ტენდერის მეშვეობით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვა.
- ფინანსები 37197 - წამახალისებელ გათამაშებას, გამონაკლისის გარეშე აღარ შეეხება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით.
- გარემო 37208 - პროექტის მიღება ხელს შეუწყობს უშუალოდ სოფლის და სოფლად დაკავშირებული ამოცანებისა და მიმდინარე საკითხების მოგვარებას და უზრუნველყოფს სააგენტოს ცნობადობის ასამაღლებას.
- მთავრობის ადმინ. 37233 - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცეს წინასაწარი თანხმობა, განახორციელოს დაკალიბრების მომსახურების (CPV კოდი 71630000 - მომსახურებები ტექნიკური შემოწმებისა და ტესტირების სფეროში)
სახელმწიფო შესყიდვა 12340 (თორმეტი ათას სამასორმოცი) ლარის ღირებულების ფარგლებში.
- მთავრობის ადმინ. 37235 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიეცეს წინასაწარი თანხმობა, განახორციელოს ცემენტის გამყარების სითბოს გამზომი კალორიმეტრის (CPV38418000 - კალორიმეტრები) სახელმწიფო შესყიდვა
15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ფარგლებში.
- ეკონომიკა 37242 - ,,საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის (Single Window) კონცეფციის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევის უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ'' საქართველოს მთავრობის 2020 წლის 20 იანვრის N108 განკარგულების მე-2
პუნქტის გათვალისწინებით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის (Single Window) კონცეფციის დანერგვის მიზანშეწონილობის კვლევის თაობაზე.
- ეკონომიკა 37243 - მტკიცდება გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტში, სოფელ მახათაურში მდებარე 312 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პატივისცემით,
ნათია