From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_06.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 06.10.2020 09:08

            მოგესალმებით ,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

1.      ფინანსები 42485 - ცვლილება შედის ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამაში (286 დადგ.), რომლის მიხედვით  კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება ისეთ პირებზე, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით იღებენ ყოველთვიურ 200 ლარიან კომპენსაციას და მათზე დაფიქსირდება ხელფასის გაცემა, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე ან/და საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე.

პროექტი შეთანხმდა ქნ თ. ბარკალაიასთან და სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან, შენიშვნები არ აქვთ.

2.    ეკონომიკა 42631 - ცვლილება შედის „სამშენებლო სექტორის ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამაში.
გაყიდვის ოფციის ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო, კონკურსში გამარჯვებული მენაშენისაგან შეთავაზებულ ფასად, გამოისყიდის მის მიერ აშენებულ მრავალბინიან სახლ(ებ)ში არსებულ საცხოვრებელ ფართებს, მაგრამ არაუმეტეს კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის 30%-ისა. პროექტის მიხედვით, კონკურსის ეტაპზე თითოეული მონაწილის მიერ წარმოდგენილი იქნება სრულყოფილი ინფორმაცია სამშენებლო დოკუმენტაციით გათვალისწინებული თითოეული მრავალბინიანი სახლის მთლიანი საცხოვრებელი ფართის თაობაზე.

3.      შსს 42545 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციისთვის თანხმობის გაცემას, სს „სილქნეტს“ 3 წლის ვადით გადაეცეს ქ. თბილისში, კანდელაკის ქ.№12-ში მდებარე, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული,  ამჟამად სს „სილქნეტის“ სასყიდლიან სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობის სხვენზე არსებული 7კვ.მ ტექნიკური ოთახი და სახურავზე არსებული 1კვ.მ ფართი კავშირგაბმულობის სისტემის განსათავსებლად. ამასთან, ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრება 1000 ლარით.

4.      გარემო 42544 - პროექტის მიხედვით, ,,RMG  Copper-ს სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის მიზნად, გარდა  სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვებისა, გზების გაყვანისა და  საბურღი მოედნების მოწყობისა, განესაზღვრა ჰიდროკვანძების, მილსადენების, ელექტროგადაცემი კომუნიკაციების და არხების მშენებლობა ან ამისთვის საჭირო საპროექტო ან/და საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების წარმოება.

5.      გარემო 42543 - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,   ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით,  საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს  გზის რეაბილიტაცია.

6.      გარემო 42542 - მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდინარე ნენსკრას ხეობაში ნენსკრა  ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის მიზნით,  სს „ნენსკრა ჰიდრო“-ს მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები  და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურების  მშენებლობა.

7.      თავდაცვა 42528 - მთავრობასთან თანხმდება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და  პოლონეთის რესპუბლიკის  ეროვნული თავდაცვის  სამინისტროს შორის გრანტის შეთანხმება”.

თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროსგან მიიღებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტისთვის განკუთვნილ 281 323.33 პოლონური ზლოტის (63 807.65 ევროს) ოდენობის საქონელს (დანაშაულის ადგილის განათების ნაკრები, გზის ჩასაკეტი ნაკრები დაკბილული ბარიერით, ხელბორკილები, ჰალოგენური ფანარი, ციფრული კამერა და სხვ.).

8.      შსს 42527 - სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განახორციელებს სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და მარაგების სახელმწიფო შესყიდვას.

9.      შსს 42526 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი განახორციელებს სპეციალური ტანსაცმლისა და აქსესუარების და კომპიუტერული მოწყობილობებისა და მარაგის სახელმწიფო შესყიდვას.

10. შსს 42521 - შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვის პროცედურები განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

11. ფინანსები 42510 - მთავრობის ცნობად - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო გამოხატავს თანხმობას აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ სს „კრედო ბანკის“-სთვის სესხის 4 მლნ აშშ დოლარამდე ან 12.3 მლნ ლარამდე სესხის გაცემის შესახებ.

12. მთავრობა 42457 - სსიპ - ახალგაზრდობის სააგენტო, თავის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას (ქ. რუსთავში, მდებარე საერთო ფართით 900.00 კვ.მ.) გადაცემს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს.

13. მთავრობა 42345 – 2021 წლის 1 აპრილამდე, სახელმწიფო დაცვა დაენიშნება იუსტიციის ყოფილ მინისტრს თეა წულუკიანს.



ხელმოსაწერია:

1.    42453 - საქართველოს მთავრობას, სს „სვანეთი ჰიდროს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“, სს „გაერთიანებულ ენერგეტიკულ სისტემა საქრუსენერგოს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ და შპს „ენერგოტრანსს“ შორის დაიდება შეთანხმების პროექტი 2015 წლის 25 დეკემბერს დადებულ ურთიერთგაგების მემორანდუმში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის საფუძველზეც 1 წლით გახანგრძლივდება ჰესის ენერგეტიკული აქტივების სახელმწიფოს საკუთრებაში გადაცემის ვადა და ნაცვლად 2019 წლის 31 დეკემბრისა, განისაზღვრება 2020 წლის 31 დეკემბრით.

 

კანონპროექტი:

2.    საგარეო 42578 - საქართველოს კანონის პროექტი „საკონსულო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე’’

პროექტის თანახმად, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების მიერ საკონსულო მოქმედების შესრულებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გადაიხდევინება საკონსულო მოსაკრებელი 175 აშშ დოლარის ოდენობით, თუ უკვე  გაცემული საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის დღიდან 180 კალენდარული დღის გასვლამდე, ერთი და იმავე პირი ან/და  წარმომადგენელი მიმართავს განცხადებით საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობის გაცემის საკითხის განხილვისათვის.   

პროექტის მიზანია საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობით სარგებლობის უფლების ბოროტად გამოყენებისა და ქვეყნის ინტერესების ხელყოფის პრევენცია.



პატივისცემით,  

ნათია