From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_05.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 05.10.2020 07:45

            მოგესალმებით ,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. მთავრობა 42441 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ვორტექსისა და  ცენტრიფუგების სახელმწიფო შესყიდვას.
  2. ეკონომიკა 42424 - ქალაქ თბილისში, ბელიაშვილის ქ. N 143-ის მიმდებარედ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 1087 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული ელექტროგადამცემი ანძა პირდაპირი მიყიდვის ფორმით  618 730 ლარად საკუთრებაში გადაეცემა სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“.
  3. განათლება 42423 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი  განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  4. ეკონომიკა 42422 - სავალდებულო კარანტინის ფარგლებში პირთა განთავსების, კვების, დასუფთავების, უსაფრთხოებისა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნის უზრუნველყოფის მიზნით საქონლისა და მომსახურების შესყიდვის მიზნით, სსიპ - საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას გამოეყოფა 15 000 000 ლარის რესურსი.
  5. განათლება 42418 - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო განახორციელებს საოფისე მანქანა-დანადგარების, აღჭურვილობისა და საკანცელარიო ნივთების, კომპიუტერების, პრინტერების სახელმწიფო შესყიდვას.
  6. განათლება 42417 - ცვლილება შედის საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესში, რომლის მიხედვით, აქტების  შევსების წესი არ გავრცელდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების მიერ ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული საგანმანათლებლო დანიშნულების მქონე ნაბეჭდი მასალის ჩამოწერის შემთხვევაზე.
  7. განათლება 42416 - სსიპ - საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს ბეჭდვა და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  8. გარემო 42411 - სსიპ - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო განახორციელებს კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების  სახელმწიფო შესყიდვას.
  9. მერია 42395 - პროექტი ითვალისწინებს, ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდსა“ და შპს „ანაგს“ შორის 2019 წლის 21 თებერვალს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების (ქ. თბილისში, ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე არეალის კეთილმოწყობის სამუშაოები შესყიდვა) ფარგლებში აუნაზღაურებელი ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 489 855,49 ლარის ოდენობით ანაზღაურებას მიმწოდებელი კომპანიისათვის.
  10. მთავრობა 42394 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს სინჯრების სახელმწიფო შესყიდვას.
  11. მთავრობა 42393 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს ლაბორატორიული ბურღის სახელმწიფო შესყიდვას.
  12. ეკონომიკა 42371 - ცვლილება შედის საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმაში, რომლის მიხედვით უცხოეთიდან შემოსული სატვირთო საშუალებების გაჩერების ადგილების ჩამონათვალი ფართოვდება და ექვემდებარება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ შესაბამისი რეკომენდაციების შესაბამისად შემოწმებას. აგრეთვე, პროექტის მიხედვით, მოხდება რეაგირების გეგმის დანართი №1  (განსაზღვრავს 4 პუნქტს სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებს  - STOP POINT) ამოღება.
  13. მთავრობა 42345 - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ყოფილი იუსტიციის მინისტრის - თეა წულუკიანის დაცვის ღონისძიებებს განახორციელებს 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან 2021 წლის  აპრილამდე.

ხელმოსაწერია:

  1. 42412 - კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების მიხედვით, გაუქმდა საქართველოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება სპეციალური პენიტენციური სამსახური,  აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილება შედის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენისა და საოლქო საარჩევნო კომისიისათვის წარდგენის, აგრეთვე მათი არჩევნებში მონაწილეობისათვის სათანადო პირობების შექმნის წესსა და პირობებში, რომლის მიხედვით, სადაც მითითება კეთდებოდა სამინისტროზე და სამინისტროს კონკრეტულ პოზიციებზე, წარმოდგენილი ცვლილებით მითითება კეთდება სამსახურზე და სამსახურის შესაბამის პოზიციებზე.
  2. 42324 - შპს - მოსავლის მართვის კომპანია, 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლის და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.
  3. 42322 - სს „აკურა“ 2020 წლის რთველისათვის საჭირო საქონლისა  და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვებს განახორციელებს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

 

პატივისცემით,  

ნათია