From : Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>
To : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>
Subject : ელ.მთავრობის საკითხები_01.10.20
Cc : Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge>; Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; tikhardziani@gmail.com; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>
Received On : 01.10.2020 07:27

            მოგესალმებით ,

გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამის საკითხებს:

  1. ეკონომიკა 42006 - შპს ,,ბლექ სი არენა ჯორჯია’’ მიღებული თანხიდან დარჩენილ რესურს მიმართავს მის საკუთრებაში არსებული „ბლექ სი არენა“-ს საკონცერტო დარბაზისა და მუსიკოსთა პარკის მოვლა-პატრონობის ხარჯების დაფინანსების მიზნით.
  2. ეკონომიკა 42002 - სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამოირიცხება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნევის მიმდებარედ არსებული 35 001კვ.მ. (1616კვ.მ., 4236კვ.მ., 5168კვ.მ., 7122კვ.მ., 7456კვ.მ. და 9403კვ.მ) არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც შემდგომში სარგებლობის უფლებით გადაეცემა საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მის გამოყენებას საერთაშორისო მნიშვნელობის E-60 ავტომაგისტრალის ხევი-უბისას (F2) მონაკვეთის მოდერნიზაციის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში უსახელო ღელეს კალაპოტში გამონამუშევარი ფუჭი ქანების №11 სანაყაროსა და წყალგამტარი არხის მოსაწყობად.
  3. რეგიონული 41942 - მთავრობასთან თანხმდება, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და “Pfeiffer- EMIT”-ს შორის 2017 წლის 11 დეკემბერს გაფორმებული №UWSCG-USIIP-ICB-REG-03a ხელშეკრულების (ხელშეკრულების საგანი: წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო, მექანიკური და ელექტრო სამუშაოები ზუგდიდში) №3 ცვლილება.
  4. გარემო 41909 - მთავრობის ცნობად ინფორმაცია საშიში ინფექციური დაავადებების, ეპიდემიების, ეპიზოოტიების გავრცელების გამო განსაზღვრული არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხა, რომელიც გამოქვეყნდება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ვებგვერდზე.
  5. მთავრობა 42024 - ცვლილება შედის სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 2020 წლის ბიუჯეტში, რომლის მიხედვით   სამსახური საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას განახორციელებს საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად.
  6. გარემო 41906 - შპს ,,ენკა რინიუებლზს“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს ჰიდროელექტროსადგურის  მშენებლობა.
  7. ეკონომიკა 41882 - ცვლილება შედის გაზის სისტემების უსაფრთხოების ზოგადი მოთხოვნების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში, რომლის მიხედვით, განისაზღვრება იმ საკითხთა აუცილებლობა, შენობა-ნაგებობების  მშენებლობისას, სამშენებლო სამუშაოების რა ეტაპზე შეიძლება გაზიფიცირების სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების წარმოება, ინდივიდუალური ბინების გაზიფიცირება და გაზმომარაგების დაწყება.

ხელმოსაწერია:

  1. 41956 - მტკიცდება „კონტროლის ელექტრონული სისტემის დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, თამაშობის ორგანიზატორის/ნებართვის მაძიებლის, თამაშების მიმწოდებლის/ნებართვის მაძიებლის და შერჩეული პირის უფლებები და მოვალეობები“.
  2. 41898 - საქართველოს პარლამენტს რატიფიცირებისათვის წარედგინება „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – A)“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის (საქართველო – აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი – B)“ ფინანსურ ხელშეკრულებებში №3 ცვლილების შეტანის შესახებ“ წერილ-შეთანხმება.
  3. 41896 - პროექტი ითვალისწინებს საქართველოს პარლამენტში 2021 წლისათვის  თავდაცვის ძალების რაოდენობის წარდგენის საკითხსა და პარ­ლამენტის საკომიტეტო და პლე­­­­­­ნარულ სხდომებზე მომხსე­ნებლად  საქართველ­ოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის რატი ბრეგაძის განსაზღვრას.
  4. 41894 - მტკიცდება ,,ტექნიკური რეგლამენტი - ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი სწრაფად გაყინული სურსათის,  ტემპერატურის მონიტორინგის,  სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი მეთოდების დამტკიცების შესახებ“.
    პროექტი შეთანხმდა ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოსთან, შენიშვნები არ აქვს.
  5. 41893 - მესტიის მუნიციპალიტეტს საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემა უძრავი ქონება, რომელიც წარმოადგენს ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზას.
  6. 41891 - საქართველოს მთავრობასა და შპს „ბერალი ჰესს“ შორის გაფორმდება შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევა 2019 წლის 28 ნოემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებაში და „ბერალი ჰესის“ ექსპლუატაციაში შესვლის ვადად განისაზღვრება 38 თვე სამშენებლო ფაზის დაწყების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის დღიდან.
  7. 41890 - სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური  განახორციელებს  მატრასების  სახელმწიფო შესყიდვას.
  8. 41889 - სსიპ -  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური განახორციელებს ბეჭვდითი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვას.
  9. 41886 - სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო, განახორციელებს ავეჯის  სახელმწიფო შესყიდვას.
  10. 41883 - სსიპ - შემოსავლების სამსახური განახორციელებს ვადაგასული დოკუმენტების განადგურებასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  11. 41880 - სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განისაზღვრება არაუმეტეს 116 ერთეულით.
  12. 41878 - შპს „RMG GOLD“-ს სარგებლობაში გადაეცემა  უძრავი ქონება, რომელიც კომპანიის მიერ, სავარაუდოდ, გამოყენებული იქნება გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის ოპერირებისათვის საჭირო მისასვლელი გზის მოწყობის მიზნით.
  13. 41875 - თბილისი - მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისრტრალის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო მიწის ვაკისის სამუშაოების განსახორციელებლად, სს ,,საქართველოს რკინიგზას“ მიეცემა თანხმობა, ბუნებრივი გარემოდან ამოიღოს საქართველოს წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეები და შესაბამისად, შეუფერხებლად განაგრძოს სამშენებლო სამუშაოები.
  14. 41873 - სსიპ ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი განახორციელებს სხვადასხვა ზოგადი და სპეციალური დანიშნულების მანქანა-დანადგარების  სახელმწიფო შესყიდვას.
  15. 41871 - სსიპ კოლეჯი „მოდუსი“ განახორციელებს სხვადასხვა სახის მოწყობილობების სახელმწიფო შესყიდვას.
  16. 41869 - მთავრობასთან თანხმდება, სსიპ გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულ კვლევით ცენტრსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს შორის გასაფორმებელი ფედერალური დახმარების საგრანტო ხელშეკრულება.
  17. 41868 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიისა და ტელეხელოვნების კოლეჯი განახორციელებს ინტერნეტ მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  18. 41866 - საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს კინო და ვიდეომომსახურებების სახელმწიფო შესყიდვას.
  19. 41865 - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცეცხლმაქრების და სამედიცინო ხელთათმანების სახელმწიფო შესყიდვის პროცედურებს განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
  20. 41863 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს რეაქტივების სახელმწიფო შესყიდვას.
  21. 41861 - სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო განახორციელებს დანადგარების სახელმწიფო შესყიდვას.
  22. 41859 - სსიპ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია განახორციელებს შესასყიდი ობიექტების სახელმწიფო შესყიდვას.
  23. 41858 - მთავრობასთან თანხმდება, ჰარმონიზაციის ცენტრის „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების შესახებ 2019 წლის კონსოლიდირებული წლიური ანგარიში.
    პროექტი შეთანხმდა შიდა აუდიტის დეპარტამენტში, შენიშვნები არ აქვს.
  24. 41854 - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულებას დაემატება სამართლებრივი საფუძველი, რომლის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ცალკეულ საგადასახადო/საბაჟო დავებზე  სამინისტროს წარმომადგენლობას საერთო სასამართლოების სისტემაში მიანდობს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ - შემოსავლების სამსახურს/სსიპ - შემოსავლების სამსახურის თანამშრომელს.

 


პატივისცემით,  

ნათია