| From : | Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge> |
| To : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>; Eka Sharadze <esharadze@moh.gov.ge>; Natia Khmaladze <natkhmaladze@moh.gov.ge>; Gela Chigoshvili <gchigoshvili@moh.gov.ge>; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Alexi Zhvania <ajvania@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Maia Gotiashvili <mgotiashvili@moh.gov.ge>; Irakli Eliashvili <ieliashvili@moh.gov.ge> |
| Subject : | UNOPS ხელშეკრულების ცვლილება #1 |
| Cc : | Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>; Natalie Godziashvili <ngodziashvili@moh.gov.ge>; Nino Gvenetadze <ngvenetadze@moh.gov.ge> |
| Received On : | 19.03.2021 15:46 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობისა,
როგორც თქვენთვის ცნობილია 2020 წლის 15 ოქტომბერს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას სამინისტროსა და საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისს (UNOPS) შორის, რომლის თანახმადაც მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ ფარგლებში პანდემიაზე საპასუხოდ მიმდინარეობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰოსპიტლების სამედიცინო აპარატურით აღჭურვა:
მიმდინარე ეტაპზე, გამოიკვეთა ახალი გარემოებები (დამატებითი შესყიდვები და სხვა ტიპის ცვლილებები), რაც მოითხოვს საპროექტო მომსახურების გაეროს ოფისთან (UNOPS) არსებული ხელშეკრულების განახლებას , პაკეტის ღირებულებისა და განხორცილების ვადის გაზრდით, კერძოდ:
ხელშეკრულებას ემატება რიგი ცვლილებები:
1. 40 ერთეული სპეციალიზირებული სამედიცინო მოტოციკლის ტიპის სატრანსპორტო საშუალებით და შესაბამისი აღჭურვილობით.
2. ერთი ერთეული სრულად დიგიტალური მაღალტექნოლოგიური რენტგენის სტაციონარული აპარატი, რომლის ფასი თავდაპირველ ხელშეკრულებაში იყო 5 ჯერ მცირე ვიდრე მისი რეალური ფასია დღეს.
3. შესასყიდი აღჭურვილობის ნუსხას ემატება ამ ეტაპზე პრიორიტეტად მიჩნეული პაციენტების მონიტორინგის ცენტრალური სისტემ(ებ)ის შესყიდვა, კოვიდ-19 ინტენსიური მართვის პროცესში პაციენტების სასიცოცხლო მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციისა და შემდგომი გამოყენებისთვის ეფექტური დამუშავების მიზნით; აღნიშნული სისტემა model specific არის და ჩვენ ვერ შევძელით შესყიდვა, ბაზრის კვლევა ჩაგვივარდა.
4. ასევე როგორც იცით ხელშეკრულების გაფორმებისას მე-6 დანართის თანახმად თანხები იყო indicative (შეიცვალა ასევე რაოდენობები, მაგ. საწოლები უფრო მეტი შევისყიდეთ ვიდრე დაგეგმილი იყო). თანხები და რაოდენობები უკვე დაზუსტებულია და შესაბამისად უნდა მოხდეს დაკორექტირება;
5. ბენეფიციარებს უნდა დაემატოს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, ასევე, შ.პ.ს „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (თბილისის რესპუბლიკური ჰოსპიტალი), და სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგი;
ხელშეკრულების ცვლილების განხორციელების შემდეგ მისი სრული გაზრდილი ღირებულება განისაზღვრება 7,594,952 აშშ დოლარით, რაც 1,408,954 აშშ დოლარით მეტია პაკეტის თავდაპირველ ღირებულებასთან (6,185,998 აშშ დოლარი) შედარებით; ხოლო მოქმედების ვადა იზრდება2021 წლის 14 ნოემბრამდე.
დანართები:
- ცვლილების დანართი ვორდის დოკუმენტში.
- მოხსენებითი ბარათის დრაფტი, აიტვირთება და ჩაგივარდებათ ვიზებზე შემდეგ კვირაში დესში.
- პირველადი ხელშეკრულება.
- განაწილების კომისიის ბრძანება.
- საგანგებოს წერილი 50 მოტოციკლზე (თუმცა ბიუჯეტის სიმცირის გამო შევამცირეთ 40 მდე);
აქვე განვმარტავთ რომ ამ ტიპის ხელშეკრულებები სულ მცირე 2-3 ცვლილებას განიცდის - ვადის ამოწურვამდე, ვინაიდან კონტრაქტს აქვს lump-sum ბუნება. სავარაუდოდ, გამომდინარე იქედან თუ მოტოციკლეტებს რა ფასად შეიძენენ, ხელშეკრეულება შეიძლება ერთხელ კიდევ დაკორექტირდეს.
შენიშვნები და წინადადებები გთხოვთ მოგვაწოდოთ 25 მარტისთვის.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის!
პატივისცემით,
ნინო კვერნაძე
პროექტის მენეჯერი,
მსოფლიო ბანკის COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების
პროექტის განმახორციელებელი ჯგუფი (PIU),
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
Nino Kvernadze
Project Manager, PIU – World Bank
Emergency COVID-19 Response Project Implementation Unit
Ministry of Internally Displaced Persons from the Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
Email: ninokvernadze@moh.gov.ge
Cell: +995 599 18 46 44