From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Tea Tavidashvili <ttavidashvili@moh.gov.ge>
Subject : RE: Covid Program Financing
Cc : Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Received On : 07.02.2021 08:41
Attachments :

ბატონო გია

სალამი! მინდა დავუბრუნდე კოვიდის ნაწილში ჰოსპიტლების დაფინანსების საკითხს. რა პროგრესი გვაქვს ქვემოთ მითითებულ საკითხებზე ამ ერთი თვის განმავლობაში? ფინანსური მონაცემების შეგროვების და ანალიზის პროცესი თუ დაიწყეთ?  

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Tamar Gabunia
Sent: 3 January, 2021 20:45
To: giorgi chavchavadze ; Ekaterine Adamia ; tmeliqidze@yahoo.com; Tea Tavidashvili
Cc: Giorgi Tsotskolauri ; Beka Jakeli ; etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze
Subject: Covid Program Financing
Importance: High

 

ბატონო გია, ქალბატონო თამარ და კოლეგებო

 

მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ 2021 წელს -წარმატების და სიხარულის მომტანი ყოფილიყოს ეს წელი თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის. ეს წერილი შეეხება კოვიდის ჰოსპიტალური სერვისის დაფინანსების მოდელს. ეპიდემიის დასაწყისში ეს მოდელი ოპტიმალური იყო, რადგან პრაქტიკულად არ გვქონდა ფინანსური მონაცემები კოვიდის შემთხვევების მართვის თაობაზე. ამჟამად დანახარჯების შესახებ მონაცემებიც გვაქვს და სიტუციაც იმგვარად იცვლება, რომ აუცილებელია დაფინანსების გრძელვადიანი და მდგრადი მექანიზმის ჩამოყალიბება. ამისთვის მინდა გთხოვოთ შემდეგი:

1.       კოვიდის შემთხვევების მართვის დანახარჯების ანალიზი შემდეგ ჭრილში (1) კოვიდის თერაპიული ჰოსპიტალური შემთხვევის მართვის პირდაპირი ხარჯი (2) კოვიდის ინტენსიური შემთხვევის მართვის პირდაპირი ხარჯი (3) კოვიდის რეანიმაციული შემთხვევის მართვის პირდაპირი ხარჯი. ამ სამ კატეგორიაზე უნდა შევაფასოთ არაპრიდაპირი ხარჯით დაყოვნების საშუალო ხანგრძლივობის და კლინიკის სიდიდის მიხედვით ანუ 100 საწოლზე ნაკლები და 100 საწოლზე მეტი.  ამ ანალიზის საფუძველზე დავადგინოთ კოვიდის თერაპიული, ინტენსიური და რეანიმაციული შემთხვევების მართვის სტანდარტული ღირებულება (ტარიფი), რასაც გამოვიყენებთ პროგრამის ფარგლებში.

2.       იმის გათვალისწინებით, რომ ყველა კლინიკას აქვს კოვიდის მართვის ვალდებულება ე.წ. „ ჰიბრიდული“ მოდელით კლინიკების მობილიზების მექანიზმი მეტი ეფექტურობისთვის, ვფიქრობ დროულად უნდა ჩანაცვლდეს გატარებულ შემთხვევაზე ანაზღაურებით დადგენილი ტარიფის მიხედვით. განსაკუთრებით დიდი ზომის კლინიკებში (>100 საწოლზე).

3.       ცარიელ საწოლზე „მზადყოფნის“ ღირებულებას მნიშვნელოვანია ჰქონდეს დიფერენცირებული ხასიათი და განსხვავდებოდეს თერაპიული, ინტენსიური და რეანიმაციული საწოლებისთვის. გთხოვთ დახმარებას ამ განსხვავების დადგენაში. ამას დასჭირდება არაპირდაპირი და სახელფასო ხარჯების ჩაღრმავებული ანალიზი რათა ეს განსხვავება დავადგინოთ. ასევე „მზადყოფნის“ ღირებულება ვფიქრობ სამომავლოდ უნდა შეეხოს იმ კლინიკებს, რომლებიც კოვიდის მიზნებისთვის იყენებენ თავიანთი საწოლფონდის უდიდეს ნაწილს მაგ. 70% და მეტი.  გთხოვთ ამ მიდგომის ანალიზს-ფინანსური ზეგავლენის კუთხით.

კვირის დასაწყისშივე მზად ვარ შევიკრიბოთ და გავიაროთ ეს საკითხები.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0