From : Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>
To : Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
Subject : RE: სეზონური დასაქმება გერმანიაში
Cc : Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>; etikaradze@moh.gov.ge
Received On : 15.02.2021 15:17
Attachments :

სოც მუშაკები უბრალოდ გასაუბრებას ახდენენ აპლიკანტებთან?

 

გიგზავნით ჩვენი მხრიდან საკონტაქტო პირის მონაცემებს

გოჩა გაბუნია

ადმინისტრაციის უფროსი

595103090

 

 

From: Nino Veltauri
Sent: Monday, February 15, 2021 5:46 PM
To: Zviad Shalamberidze
Cc: Tamar Barkalaia ; etikaradze@moh.gov.ge
Subject: Re:
სეზონური დასაქმება გერმანიაში

 

მოგესალმებით ბატონო ზვიად,

ვფიქრობ რომ გაუგებრობას აქვს ადგილი. შერჩევის პროცესში სოც. მუშაკები და სოც. აგენტები არ არიან ჩართული.

 

გთხოვთ თქვენი სამსხურიდან გამოგვიყოთ საკომუნიკაციო პირი, ვისი დახმარებითაც ჩვენ შევძლებთ სამუშაო შეხვედრას თქვენი რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და იქ დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას საკომუნიკაციო სქემასთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესთან დაკავშირებით.

 

პატივისცემით

ნინო ველთაური


From: Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>
Sent: 15 February 2021 15:24:11
To: Nino Veltauri
Cc: Tamar Barkalaia; etikaradze@moh.gov.ge
Subject: RE:
სეზონური დასაქმება გერმანიაში

 

ქ-ნო ნინო,

 

მერებთან შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება.

გამომდინარე იქედან, რომ რიგი მუნიციპალიტეტის მერები ობიექტური მიზეზების გამო ბოლომდე ვერ ენდობიან ადგილზე სოც მუშაკებს თუ სამსახურის უფროსებს, განაცხადის შევსების შემდგომ როდესაც თქვენთან მოხდება განხილვა და უკან, მუნიციპალიტეტში შესაბამისი რეკომენდაციის დაბრუნება სოც მუშაკთან, იქნებ პარალელურად ეცნობოს მუნიციპალიტეტსაც, რათა პოლიტიკური ნიშნით არ მოხდეს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება სოც მუშაკის მიერ გასაუბრების შემდეგ.

 

 

პატივისცემით,

 

ზვიად შალამბერიძე

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული

 

რუსთაველის გამზირი #3, ქუთაისი 4600, საქართველო

ტელეფონი: (+995 431) 2473377

მობილური: (+995 577) 480805

http://imereti.gov.ge

ooooooooooooooooooooooooooooooooooooooooooo

 

 

 

From: Nino Veltauri <nveltauri@moh.gov.ge>
Sent: Monday, February 15, 2021 12:31 PM
To: Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>
Cc: Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Subject: Re:
სეზონური დასაქმება გერმანიაში

 

მოგესალმებით ბატონო ზვიად,

 

გიგზავნით პასუხებს თქვენს კითხვებთან დაკავშირებით:

  1. რეგისტრაციის შემდგომ ინდივიდუალური დაკავშირება და კონსულტაცია მოხდება დასაქმების ხელშეწყობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოების სერვისცენტრებში, ყველა იმ მუნიციალიტეტში სადაც ასეთი სერვისცენტრი არის წარმოდგენილი
  2. მამასახლისის/დიასახლისის შემთხვევაში პირი აღარ იხდის სოციალური დაზღვევის გადასახადს 20%, საშემოსავლო გადასახადი არის 5%.
  3. კომუნიკაციის დროს აღვნიშნოთ რომ კვებას და საცხოვრებლის ქირას იხდის დასაქმებული. შეიძლება მოხდეს გამონაკლისებიც, მაგრამ ამაზე არ გავამახვილოთ ყურადღება რომ მოლოდინები არ შეიქმნას. კითხვა-პასუხს ჩავასწორებთ და გაგიზიარებთ ახალს.

 

პატივისცემით

ნინო ველთაური


From: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Sent: 15 February 2021 10:51:00
To: Nino Veltauri; Giorgi Bunturi
Subject: FW:
სეზონური დასაქმება გერმანიაში

 

 

 

From: Zviad Shalamberidze <zviad.shalamberidze@imereti.gov.ge>
Sent: Sunday, February 14, 2021 6:35 PM
To: Tamar Barkalaia <
tbarkalaia@moh.gov.ge>
Subject: RE:
სეზონური დასაქმება გერმანიაში

 

მოგესალმებით თამარ,

 

რამოდენიმე კითხვა მაქვს დასაზუსტებელი:

 

1.       გასაუბრება ვისთან ხდება და სად, განაცხადის შევსების შემდგომ?

2.       უმუშევარი თუ მამასახლისია ამ შემთხვევაში საშემოსავლოს აღარ იხდის? 20 %?

3.       ვრცელ დოკუმენტში მითითებულია რომ კვებას, საცხოვრებელი და მგზავრობის ხარჯს ანაზღაურებს დასაქმებული, ხოლო ხშირად დასმულ კითხვებში აღნიშნულია, რომ ეს ზემოთ აღნიშნული საკითხები გაირკვევა დამსაქმებლის შეხედულების შესაბამისად.

 

From: Tamar Barkalaia <tbarkalaia@moh.gov.ge>
Sent: Friday, February 12, 2021 7:13 PM
Cc: Nino Veltauri <
nveltauri@moh.gov.ge>; Giorgi Bunturi <gbunturi@moh.gov.ge>
Subject:
სეზონური დასაქმება გერმანიაში

 

მოგესალმებით,

 

როგორც დღევანდელი შეხვედრის დროს შევთანხმდით, გიგზავნით საინფორმაციო მასალას გერმანიის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების სეზონურად დასაქმების შესაძლებლობის შესახებ.

 

ეს დოკუმენტებია:

- პრეზენტაცია,

- მოკლე და ვრცელი საინფორმაციო ფურცლები,

- მესიჯბოქსები,

- ხშირად დასმული კითხვები, შესაბამისი პასუხებით.

 

ასევე გთხოვთ, ორშაბათს, დღის ბოლომდე გაგვიზიაროთ თქვენი რეგიონებიდან საკომუნიკაციო პირების საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც ორგანიზებას გაუწევენ თქვენი რეგიონების მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებს შორის საკოორდინაციოსაინფრომაციო შინაარსის შეხვედრებს.

 

დასაქმების სააგენტო, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად და მათი დახმარებით, უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებას ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტების დონეზე (საჭიროების შემთხვევაში გამგებლების დონეზე) და მოხდება მათთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება, სადაც განხილული იქნება გერმანიაში დროებითი და ლეგალური დასაქმების შესაძლებლობები, წინაპირობები და ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა მოსახლეობასთან სწორი და ეფექტური კომუნიკაციისთვის.

 

დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,

 

. ბარკალაია

 

 

 

 

Tamila Barkalaia

 

Deputy Minister

moh.gov.ge