From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : RE: კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის თაობაზე
Cc : Nino Kvernadze <ninokvernadze@moh.gov.ge>; Lia Tavadze <ltavadze@moh.gov.ge>
Received On : 25.02.2021 03:25
Attachments :

ბატონო თენგიზ ვადასტურებ წერილის მიღებას, განვიხილავთ და დაგიბრუნდებიათ პასუხით.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Tengiz Tsertsvadze [mailto:tt@aidscenter.ge]
Sent: 24 February, 2021 22:00
To: Ekaterine Tikaradze
Cc: Tamar Gabunia ; Nino Kvernadze ; Lia Tavadze
Subject: კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის თაობაზე

 

ქალბატონო ეკატერინე, 

 

მოგახსენებთ, რომ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრისთვის (შემდგომში ცენტრი) ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილ იყო კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი.

 

ა.წ. თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნით, აღნიშნული აპარატი გადაუდებელი საჭიროებისათვის დავუბრუნეთ სამინისტროს.

 

ცენტრი ქვეყანაში დღემდე ერთადერთი დაწესებულებაა, რომელიც ემსახურება აივ/შიდსით, მძიმე, გადამდები და განსაკუთრებით საშიში ინფექციებით ავადმყოფებს. გარდა ამისა, იგი COVID-19-ით პაციენტების მკურნალობისა და მოვლის ერთ-ერთი ძირითადი პროვაიდერი კლინიკაა.

 

კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე ცენტრი წლების მანძილზე იძულებულია COVID-19-ით, აივ/შიდსით, მენინგიტებით და სხვა მძიმე და გადამდები ინფექციებით ავადმყოფები (მათ შორის მართვით სუნთქვაზე მყოფი) გამოსაკვლევად ატაროს ქალაქის სხვა სამედიცინო დაწესებულებებში, რაც დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან და ინფექციის გავრცელების საფრთხესთან. 

 

როგორც მოგეხსენებათ, ცენტრს არა აქვს საკუთარი შენობა-ნაგებობები და დროებით განთავსებულია შპს „ავერსი-ფარმას“ კუთვნილ ტერიტორიაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით 2020 წლის სექტემბერში ცენტრისთვის შეძენილ იქნა ახალი შენობა ლუბლიანას ქუჩაზე. აღნიშნული შენობის შიგა სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა უნდა დამთავრდეს 2021 წლის ბოლოსთვის. სხვა თანამედროვე აპარატურასა და აღჭურვილობასთან ერთად ცენტრს ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებლად სჭირდება მაღალი რეზოლუციის თანამედროვე კომპიუტერული ტომოგრაფი (არანაკლებ 380 შრიანი, სკანირების მაღალი სისწრაფით), რომელიც ყველა შინაგანი ორგანოს, მათ შორის გულის კვლევის საშუალებას იძლევა, აგრეთვე მოსახერხებელი იქნება ჭარბწონიანი პაციენტების კვლევისთვის.

 

აღნიშნული პარამეტრების გათვალისწინებით, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატია შემდეგი:  

კომპიუტერული ტომოგრაფი:

 

არანაკლებ 380 შრის მიღების შესაძლებლობით (მაგ.:ზოგადი რადიოლოგია, კარდიოლოგია /გულ-სისხლძარღვთა სისტემა, ნეირო, პერფუზია, ონკოლოგია /ფილტვის კიბოს სკრინინგი, პედიატრია, ბარიატრია, ტრავმა), რადიოლოგიური კვლევის მაღალტექნოლოგიური, მულტიდეტექტორული სისტემა სპეციალური სამუშაო ადგილით და პერიფერიული მოწყობილობებით, მოზრდილებისა და პედიატრიული კვლევებისათვის, სათანადო პროგრამებით, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა კვლევებისათვის, DICOM, სამგანზომილებიანი/3D(/4D) რეკონსტრუქციის და მსგავსი ვირტუალური აპლიკაციებით.

 

მწარმოებელი: კომპანია Siemens, გერმანია.

ფასი: დაახლოებით 3 700 000 ლარი (900 000 ევრო)

შემომტანი: შპსივერმედი, ლევან ლაზარაშვილი, გენერალური მენეჯერი. მის: ნ.ბოხუას . 1-ლი შესახვევი, #2, თბილისი, 0159, საქართველო. ტელ.: +995 32 2540920

 

 

 

 ამ აპარატის დეტალური ტექნიკური სპეციფიკაცია იხილეთ დანართის სახით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ საკითხი შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ცენტრისთვის კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატის შეძენის თაობაზე. 

 

წინასწარ გიხდით მადლობას.

 

პატივისცემით, 

 

თენგიზ ცერცვაძე