From : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
To : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : RE: შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩთან
Received On : 07.02.2021 07:39
Attachments :

ბატონო ამირან

დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის. აუცილებლად განვიხილავთ მონოკლონური ანტისხეულებსი საკითხს კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე.

 

პატივისცემით,

თამარ გაბუნია

მინისტრის პირველი მოადგილე

 

Sincerely,

Tamar Gabunia, MD, MPH

First Deputy Minister

 

cid:image001.jpg@01D50033.645805C0

 

 

 

From: Amiran Gamkrelidze [mailto:A.Gamkrelidze@ncdc.ge]
Sent: 5 February, 2021 15:52
To: etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze ; Tamar Gabunia
Subject: შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩთან

 

 

ქალბატონო ეკატერინე,

ქალბატონო თამარ,

მოგახსენებთ, რომ 2021 წლის 4 თებერვალს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა შეხვედრა კორეის რესპუბლიკის ელჩთან - ბატონ დაესუ ჩუნგთანს. როგორც მოგეხსენებათ, კორეის რესპუბლიკა ინოვაციების კუთხით ბლუმბერგის ინდექსის მიხედვით პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოში, რაც ამ ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიებისა და ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების შედეგს წარმოადგენს, ხოლო ბიო-ტექნოლოგიური პროექტების განვითარების კუთხით მე-2 ადგილი უკავია მსოფლიოში. ქვეყანა საინტერესოა COVID-19-თან ბრძოლის კუთხით წარმატებული გამოცდილებითაც. შესაბამისად, ბატონ დაესუ ჩუნგთან საკმაოდ კონსტრუქციული საუბარი წარიმართა

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოთხი ძირითადი საკითხი, რომელიც COVID-19 ვაქცინაციის, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებისა და კორეული კომპანიის მიერ შემუშავებული ანტისხეულზე დაფუძნებული მონოკლონური სამკურნალო საშუალების, ასევე - ციფრული ჯანდაცვის განვითარების მიზნით შესაძლო თანამშრომლობას ეხებოდა:

1.      კორეის რესპუბლიკა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობას მიიღებს, რაც დაახლოებით 76 მლნ ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი. აღნიშნული მიზნით, ქვეყანა ვაქცინას შეისყიდის როგორც კოვაქსის პლატფორმიდან ასევე, პირდაპირი შესყიდვის გზით ვაქცინის მწარმოებლებისგან (პფაიზერი, ასტრაზენეკა, მოდერნა, ნოვავაქსი, ჯანსენ), შედეგად, კორეა მიიღებს ვაქცინის ბევრად მეტ რაოდენობას, ვიდრე მას მოსახლეობის ასაცრელად ესაჭიროება (ოფიციალური მონაცემებით კორეის რესპუბლიკის მოსახლეობა 52 მლნ-ს შეადგენს). შესაბამისად, ქვეყანას დარჩება გარკვეული ნაშთი, რომლის შედარებით ზუსტი ოდენობა 2021 წ. სექტემბერ-ოქტომბერში იქნება ცნობილი. ელჩი დაგვპირდა ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებთან კონსულტაციების გამართვას, რათა განიხილონ შესაძლებლობა, შემოდგომაზე საქართველოსთვის ამ ნაშთიდან ვაქცინების გარკვეული რაოდენობის გამოყოფის შესახებ.

ასევე, კორეულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია SK Bioscience-, რომლის სპეციალიზირებულია ვაქცინების შექმნასა და წარმოებაში, მიღებული აქვს ლიცენზია კომპანია „ასტრა ზენეკასგან“, ამ უკანასკნელის მიერ შემუშავებული ვაქცინის წარმოებასთან დაკავშირებით და დიდი ალბათობით, კოვაქსის პლატფორმიდან ჩვენი ქვეყნისთვის მისაწოდებელი „ასტრა ზენეკას“ ვაქცინის დოზები, სწორედ სამხრეთ კორეაში იქნება ნაწარმოები. შესაბამისად, ბატონ ელჩს ვთხოვეთ დაგვეხმაროს ორმხრივი მოლაპარაკებების წარმოებაში, რათა ვაქცინის იმ რაოდენობის გარდა, რასაც საქართველო კოვაქსის პლატფორმიდან შეიძენს, ქვეყანამ შეძლოს დამატებითი დოზების საჭირო რაოდენობის შესყიდვა.

 

2.      სამხრეთ კორეული ერთ-ერთი უმსხვილესი და წარმატებული ბიოფარმაცევტული კომპანია „სელტრიონი“ (Celltrion), გახდა მესამე მსოფლიოში, „რეგენერონისა“ და „ელაი ლილლის“ შემდეგ, რომელმაც COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დაფუძნებული მონოკლონური სამკურნალო საშუალება შექმნა. ამჟამად მედიკამენტი CT-P59 (იგივე რეგდანვიმაბი, რეგკირონა), რომელსაც რეგენერონის (აშშ) ტიპის მოქმედება გააჩნია, საერთაშორისო ბაზარზე დაშვების მიზნით, რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს გადის კორეის საკვებისა და წამლის უსაფრთხოების სამინისტროში, რის შემდეგ იგი დაშვებულ იქნება საერთაშორისო ბაზარზე. კლინიკური კვლევების მიხედვით, რომლებიც ევროპის ქვეყნებში მიმდინარეობდა, მედიკამენტმა უკვე აჩვენა ეფექტურობა და უსაფრთხოება,  რის გამოც ის რეკომენდირებულია მაღალი რისკის ჯგუფის მოსახლეობისთვის. ევროპის ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს ინტერესი, მის შეძენასთან დაკავშირებით. სამკურნალო საშუალეობის მწარმოებელი კომპანია გეგმავს ბაზარზე დაშვების მიზნით ასევე წარადგინოს განაცხადი ევროპის მედიკამენტების სააგენტოში. სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებით, მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება რეგენერონთან შედარებით გაცილებით დაბალ ფასად იქნება.

ბატონ დაესუ ჩუნგმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სასურველი იქნება, საქართველო გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც მიიღებს ამ მედიკამენტს ჯერ ჰუმანიტარული გზით, ხოლო შემდეგ, საბაზროზე დაბალ ფასად. რისთვისაც ის დაელაპარაკება სათანადო ორგანოებს.

შესაბამისად, გთხოვთ, კლინიკურმა ჯგუფმა განიხილოს აღნიშნული მედიკამენტის საქართველოში გამოყენების მიზანშეწონილობის საკითხი;

 

3.      ბატონ დაესუ ჩუნგს შეხვედრაზე მადლობა გადავუხადეთ ანტიგენზე დაფუძნებული SARS-CoV-2-ის ტესტების გამო, რომელსაც საქართველო კორეისგან ყიდულობს. ამასთან, კორეამ დაამტკიცა ახალი ტესტ-სისტემები, რომელიც PCR მეთოდის საშუალებით SARS-CoV-2-ის ახალი ვარიანტების (ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, იაპონური, ბრაზილიის) ერთდროული დიაგნოსტირების საშუალებას იძლევა. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვეთ ელჩს, მოგვაწოდონ 1-2 ტესტ-კიტი, რათა შევძლოთ მისი დატესტვა ლუგარის ლაბორატორიაში შემდგომი შემოტანის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით;

 

4.       კორეის ელჩს ასევე ვესაუბრეთ საქართველოში ციფრული ჯანდაცვის განვითარების საკითხებზე და ვინაიდან კორეის რესპუბლიკა ამ კუთხით მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად გვევლინება, ვთხოვეთ, იქნებ, გამონახონ გზა, რათა საქართველოს დაეხმარონ ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებების კონტროლის მიმართულებით, რაც კორეის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ელჩმა აღგვითქვა დახმარება და გვირჩია განაცხადის შემუშავება და წარდგენა, რაც ჩვენი მხრიდან უახლოეს ხანებში განხორციელდება.

 

დანართის სახით წარმოგიდგენთ მოკლე ინფორმაციას, COVID-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულებზე დაფუძნებული მონოკლონური სამკურნალო საშუალების თაობაზე.

 

პატივისცემით,

 

ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

image001