| From : | Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge> |
| To : | etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge> |
| Subject : | Policy Development Agenda -2021 Q1 and Q2 |
| Cc : | giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Marine Egutia <megutia@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; talakhadzenin@gmail.com; nkhmaladze@forw.cloud.gov.ge; Tea Bakradze <tbakradze@moh.gov.ge>; tmeliqidze@yahoo.com; Aleksandre Kalandia <akalandia@moh.gov.ge>; Zaal Kapanadze <zkapanadze@moh.gov.ge>; Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge> |
| Received On : | 14.02.2021 09:01 |
| Attachments : |
ქალბატონო ეკატერინე და კოლეგებო
გასული რამდენიმე თვის მანძილზე ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტმა დაიწყო მუშაობა ქვემოთ მითითებულ სტარტეგიულ მიმართულებებზე. კოვიდთან დაკავშირებული გამოწვევების გამო საკონსულტაციო პროცესები ყველა მიმართულებით შეფერხდა, ამას დაემატა უცხოელი ექსპერტების მიერ ქვეყანაში ჩამოსვლის სირთულეები. ამ ეტაპზე უაღრესად მნიშვნელოვანია ყველა მიმართულებით სამუშაო პროცესის გააქტიურება, რათა ჩამოყალიბდეს მკაფიო სტარტეგიული ჩარჩო საყოველთაო ჯანდაცვის მიზნების მისაღწევად 2030 წლისთვის.
სტრატეგიის შემუშავების ეტაპები და სამინისტროს პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები მითითებულია ქვემოთ:
1. ჯანდაცვის ეროვნული სტრატეგია- ევროკავშირის ხელშეწყობით Public Administration Reform ფარგლებში. კონსულტანტების ჯგუფი საქართველოში დაბრუნდება თებერვლის ბოლომდე ადგილზე სტრატეგიის შემუშავების პროცესის ხელშეწყობისთვის. ვადები: სტრატეგიის დოკუმენტის მომზადება აპრილის ბოლომდე, მთავრობაში წარდგენა მაისში. (პასუხისმგებელი საერთო კოორდინაციაზე პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო)
2. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტრატეგია- საფრანგეთის ტექნიკური დახმარების სააგენტო. დრაფტი მომზადებულია, კონსულტაციები ჩატარდება მარტში, დოკუმენტი დასრულდება მთავრობაში წარდგენა იგეგმება 15 აპრილამდე. (პასუხისმგებელი საერთო კოორდინაციაზე პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო)
3. პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გეგმა და გზამკვლევი - ჯანმოსთან თანამშრომლობით დრაფტი მომზადებულია, კონსულტაციები ჩატარდება მარტსა და აპრილში, საბოლოო დოკუმენტის ჩამოყალიბება მაისის ბოლომდე შესაბამისი ნორმატიული უზრუნველყოფით (როგორც შესაფერისად ჩაითვლება იურიდიული სამსახურის მიერ). (პასუხისმგებელი საერთო კოორდინაციაზე პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო)
4. უსაფრთხო სისხლის კანონმდებლობა -არის ევრო ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულება, ტექნიკური სამუშაო პრაქტიკულად დასრულებულია, საკონსულტაციო შეხვედრები მარტში, ინიცირება აპრილ-მაისში. (პასუხისმგებელი საერთო კოორდინაციაზე პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო)
5. სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის განვითარების სტრატეგია - ბაზრის ანალიზი მომზადებულია UNDP-ის ხელშეწყობით საერთაშორისო ფონდი კურაციოს მიერ, თებერვალსა და მარტში იგეგმება კონსულტაციები, სტრატეგიის დოკუმენტი დასრულება მოსალოდნელია მაისის დასაწყისისთვის. (პასუხისმგებელი საერთო კოორდინაციაზე პოლიტიკის დეპარტამენტის ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველო)
ინფორმაციას განახლებული სტატუსის შესახებ მოგაწვდით პერიოდულად და პროგრესის შესაბამისად.
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister