გლობალური ფონდის აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის ერთიანი განაცხადის მზადების ფარგლებში, გლობალური ფონდის ქვეყნის გუნდის რეკომენდაციით, მომზადებული იქნა გლობალური ფონდის თემის გაძლიერების, უფლებების დაცვის და გენდერული საკითხების (СRG) ტექნიკური დახმარებისთვის დაფინანსების მოთხოვნის ფორმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნა აივ ინფექცია/შიდსის და ტუბერკულოზის მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებები, (გარდა ნიმ-ებისა, რადგან მათ საჭიროებებზე დამოუკიდებლად იმუშავებს საერთაშორისო ექსპერტი გლობალური ფონდის რეგიონული SOS პროექტის ფარგლებში).
აღნიშნული ფორმაში წარმოდგენილი ტექნიკური დახმარების დეტალები შეთამხებული იქნა СRG დაფინანსების რეგიონულ წარმომადგენლობასთან. გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ დოკუმენტს და მოგვაწოდოთ კომენტარები, მისი არსებობის შემთხვევაში არაუგვიანესს 1 მარტის 18:00 საათისა. აღნიშნული დროის ამოწურვის შემდეგ დოკუმენტი შეთანხმებულად ჩაითვლება საბჭოსთან და გაიგზავნება გლობალურ ფონდში.
აქვე მოგახსენებთ მადლობას აქტიური თანამშრომლობისთვის და დოკუმენტის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის.
პატივისცემით,
საბჭოს სამდივნო