From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : 9-10 თებერვალი მედია მონიტორინგი
Received On : 10.02.2021 11:06
Attachments :

მედია მონიტორინგი

9 თებერვალი

ტელევიზია

კოვიდ 19

09.02.2021

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1

Link:    09.02.2021 - ტვ პირველი - დღის ამბები 14:00 ტვ 1

სკოლის გახსნასთან დაკავშირებით მშობლებს კითხვები აქვთ, თუ რამდენად უსაფრთხოა იგი. პარალელურად, მამუკა ხაზარაძემ სახელმწიფოს კერძო ვაქცინის შეძენისთვის მოუწოდა. სტუმარი - ზაზა წერეთელი: ,,ნორვეგიის მაგალითს მოგყვებით, რომ საიტზე გაწერილია ყველა გეგმა, თუ როგორ უნდა იყოს დაცული უსაფრთხოება სკოლაში. მასწავლებლებმა ,მოსწავლებელმა და ბავშვებმა იციან, თუ რა პირობები აქვთ სკოლაში. რაც შეეხება ვაქცინას, პრობლემა ის იყო, რომ ჩვენ ძალიან დავეყრდენით კოვაქსს, ამიტომ გათვლები უნდა გაგვეკეთებინა ცუდ არჩევანზე. მე ვაქცინის კომერცალიზაციას არ ვემხრობი, რადგან აქ სოციალური უთანასწორობა გამოჩნდება."

საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

09.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    09.02.2021 - I არხი - მოამბე 15:00

მეხუთე კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არიან. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა განცხადება. სპეციალისტებმა ვაქცინაციის აუცილებლობასაც გაუსვეს ხაზი, აქცენტი გაკეთდა პრეპარატის შემოტანის პროცესში კომერციული სექტორის ჩართულობაზე. მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტარება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ არსებული დადებითი დინამიკის შესანარჩუნებლად მიიღო. ამასთან, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი და 15 თებერვალს სასწავლო პროცესის განახლებისთვის სრული მზადყოფნაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაცია პოლიტიკური იარაღი გახდა, განსაკუთრებით კი მძლავრი სახელმწიფოების ხელში. გამყრელიძე საზოგადოებას ურჩევს, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები არ გამოიყენონ. მისივე თქმით, პანდემიამ მთელი ქვეყანა უნდა გააერთიანოს და კორონავირუსთან ბრძოლის გზაზე ადამიანები ერთმანეთის მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.

კორონავირუსი

09.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    09.02.2021 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

როდის დაიწყბა საქართველოში ვაქცინაცია ეს ჯერ კიდევ უცნობია. საკოორდინაცო საბჭოზე დღეს მხოლოდ ის თქვეს, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი უნობლობას უცხადებს კოვიდ ვაქცინას. მიუხედავად ამისა, სამინისტროს წარმომაგდნლები არ ჩქარობდნენ ვაქცინაციის კამპანიის ჩატარებას. მიხეილ ჩხენკელი:"მივიღეტ გადაწყვეტილება, რომ ყველა სკოლაში, დაწყებლი მეხუთე კლასიდან მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადის ტაება".

კორონავირუსი

09.02.2021

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

Link:    09.02.2021 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 15:00

მახინჯაურის საჯარო სკოლაში მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფორმაცია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. უფროსკლასელი სკოლაში ბოლოს 4 თებერვალს იყო, გუშინ მას მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ტესტის პასუხი კი კოვიდზე დადებითი აღმოჩნდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, ინფიცირებულის კლასელები თვითიზოლაციაში არ გადასულან და სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ეპიდემიოლოგების მითითებით ისინი თვითიზოლაციაში არიან. აჭარაში საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი პირველ თებერვალს განახლდა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ხვალიდან, მეხუთე კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს სკოლებში პირბადის ტარება მოუწევთ. ირკვევა, რომფაიზერისვაქცინის გაკეთება 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული,„ასტრაზენეკასვაქცინის შემთხვევაში კი მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ. ინფორმაცია ამ ის შესახებ მოსახლეობას დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მიაწოდა , რომელმაც ასევე თქვა , რომ ქვეყანა იმუნიზაციის დასაწყებად მზა არის. თამარ გაბუნიას თქმით, ვისაც ვირუსი გადატანილი აქვს, მას ვაქცინა მაინც სჭირდება. რაც შეეხება ვაქცინაციისთვის მოსახლეობის მზადყოფნას, გაბუნიას თქმით, 40%-47% -მდე იმუნიზაციაზე თანახმაა.

საქართველოს მზადაა ვაქცინაცია დაიწყოს.

09.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - ბიზნესპარტნიორი

Link:    09.02.2021 - I არხი - ბიზნესპარტნიორი

საქართველოს მზადაა ვაქცინაცია დაიწყოს, უკვე შერჩეულია 14,000 მდე ადამიანი რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება. ფაიზერის ლიმიტირებული დოზა ქვეყანამ თებერვლის ბოლოს უნდა მიიიღოს. ვაქცინები განაწილდება თბილისსა, ქუთაისსა და ბათუმში. პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. " ამ მექანიზმებში კომერციული სექტორის წვლილი პრაქტიკულად არ იკვეთება" - განაცხადა მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

09.02.2021

მედია საშუალებები:    ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

Link:    09.02.2021 - ფორმულა - ფორმულა ნიუს 17:00

ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი და ვისაც ვაქცინაცია სჭირდება. ამის შესახებ თამარ გაბუნიამ განაცხადა, მისივე თქმით, ვისაც ვირუსი სამი თვის იწნ გადაიტანა, მათ ვაქცინის გაკეთება მეორე-მესამე კვარტალში მოუწევთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხაებით, იმ მოქალაქეების მაჩვენებელი, რომლებიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40-47%-მდე მერყეობს. თამარ გაბუნია: ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე გზა არის სამმხრივი მოლაპარაკება მწარმოებელს, ევროკავშირის ქვეყანასა და საქართველოს შორის, რომ მათ თავიანთი წილი აქცინის ნაწილი გაუზიარონ სახელმწიფოს. 2. ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3306 პირი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში კოვიდ 19-ის 829 ახალი შემთხვევა გაოვლინდა. 566 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი და ვაქცინაცია

09.02.2021

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 18:00

Link:    09.02.2021 - რუსთავი 2 - კურიერი 18:00

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 829 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 263 057 გახდა. ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 566 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 254 916 შეადგინა. კორონავირუსისგან კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19- 3 306 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 18 331 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 12 700, PCR ტესტით - 5 631. 8 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4,52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3,74%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 3,63%. 301 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 2 149 ადამიანი იმყოფება, ხოლო კარანტინის რეჟიმში 430. 2. COVID-19-ის ფონზე პაციენტების ალერგიული მდგომარეობის შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს, დოკუმენტი მიმდინარე კვირაში უნდა გამოქვეყნდეს. ალერგიული მდგომარეობის კვლევა ვაქცინაციისთვის აუცილებელია, რომ აცრის პროცესს შემდგომი გართულებები არ მოყვეს. პროტოკოლზე ალერგოლოგთა და ექსპერტთა ჯგუფმა იმუშავა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის: "ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც არის დეტალურად განსაზღვრული ის შეკითხვები, რა უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შემდეგ როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, სადაც არის დეტალურად განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. უმრავლეს შემთხვევაში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არაა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ. სპეციალისტების განცხადებით, ვაქცინის გაკეთების შემდეგ პაციენტი ადგილზე ნახევარი საათის განმავლობაში დაყოვნდება და ვაქცინაციის კაბინეტში ყველანაირი პირობა და აღჭურვილობა იქნება შესაძლო გართულებების პრევენციისთვის. "ასაცრელი რეციპიენტი უნდა იყოს ჯანმრთელი, მას არ უნდა ჰქონდეს სიცხე და არანაირი გრიპოზული მოვლენები. თუ მას აღენიშნება გრიპი, გრიპის ჩათავების შემდეგ მოხდება მისი ვაქცინაცია. ალერგიული რეაქცია ყველას შეიძლება დაუფიქსირდეს, ვაქცინაციის შემდეგ ნახევარი საათი ყოვნდება პაციენტი ადგილზე და ყველანაირი პირობა იქნება დაცული, რომ არ მოხდეს რაიმე სავალალო შედეგი, თუმცა ამას ნაკლებად ველოდებით," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის მიმღები განყოფილების გამგე მაია ზალდასტანიშვილი. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორის მაია გოთუას თქმით, ალერგიულ რეაქციას იწვევს პოლიეთილენგლიკოლი, თუმცა ეს იმდენად იშვიათია, რომ ამ ეტაპზე მილიონ შემთხვევაში მხოლოდ 5 დაფიქსირდა. "თუ განვითარდა ალერგიული რეაქცია ნებისმიერი ტიპის მეორე დოზა აღარ გაკეთდება, ასევე მნიშვნელოვანია, რომ იმ კომპონენტზე, რომელიც არის "ფაიზერის" ვაქცინაში და არის ალერგენული, ეს არის პოლიეთილენგლიკოლი, მის მიმართ თუ ადამიანებს აქვთ მაღალი მგრძნობელობა, შეიძლება განუვითარდეთ ვაქცინაციის შემდგომი რეაქცია. ეს ძალიან იშვიათია, იმდენად, რომ ერთ მილიონ შემთხვევაზე 5 ანაფილაქსიური რეაქცია მოდის," - განაცხადა მაია გოთუამ. 3. საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ AstraZeneca- მიერ წარმოებული ვაქცინა საქართველოში მარტის შუა რიცხვებში, დაახლოებით, 180 000 დოზა შემოვა. ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ პირველ რიგში აიცრებიან დარჩენილი სამედიცინო პერსონალი, ხოლო შემდეგ ვაქცინის დოზები მოხუცთა თავშესაფრებში მყოფ მოხუცებს მოხმარდება. "რაც შეეხება მეორე ეტაპს, დადასტურებაა ასევე "კოვაქსიდან", რომ მარტის შუა რიცხვებში შემოვა AstraZeneca- ვაქცინა დაახლოებით 180 000 დოზა, რომელიც პირველ რიგში ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს და შემდეგ მეორე პრიორიტეტია მოხუცთა სახლებში მყოფი მოხუცები და ასევე მათი მომვლელი პერსონალი. ეს ეყოფა მათ და კიდევ მეტია. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე ასაკობრივ პრიორიტეტიზაციაზე 75 და 65 წელს ზემოთ და .." - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კოვიდსტატისტიკა და რეგულაციები

09.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 17:00

Link:    09.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 17:00

მეხუთე-მეთერთმეტე კლასის მოსწავლეებისთის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება. განათლების მინისტრის განცხადებით, სკოლები შესაბამის ინსტრუქციას დღესვე მიიღებენ. მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, პირბადეები მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ. 2. ვაქცინაციამდე ჯანდაცვის სამინისტრო ალერგიული მდგომარეობის შეფასების პროტოკოსლ დაამტკიცებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ალერგია, რომელიც საყურადღებო მდგომარეობაა, ვაქცინაციამდე აუცილებლად უნდა შეფასდეს. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით საქართველოს კომუნიკაცია აქვს სხვადასხვა სახელმწიფოსთან და მწარმოებელთან აქვს. თამარ გაბუნია: ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე გზა არის სამმხრივი მოლაპარაკება მწარმოებელს, ევროკავშირის ქვეყანასა და საქართველოს შორის, რომ მათ თავიანთი წილი აქცინის ნაწილი გაუზიარონ სახელმწიფოს.

კოვიდვაქცინაცია და კოვიდსტატისტიკა

09.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    09.02.2021 - I არხი - მოამბე 18:00

საქართელო კოვიდვაქცინაციისთის ემზადება. ვაქცინის 30000 დოზას თებერვლის ბოლოსთვის ელოდებიან. იდენტიფიცირებულია იმ პირთა წრეც, რომლებსაც იმუნიზაცია პირველ რიგში შეეხება. ესენი იქნებიან ექიმები. შერჩეულია 9 სამედიცინო დაწესებულება, სადც წარიმართევა ვაქცინაციის პროცესი. ჯანდაცვის სმაინისტრომ სულ 12 კლინიკა შეისწავლა და ნებართვა 9 მათგანმა მიიღო. ჩაერთვება თუ არა კერძო სექტორი პროცესში. ჯანდაცვის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი პრეპარატის შემოტანა კერძ კომპანიებმაც განახორციელონ, თუმცა ამ ეტაპზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები არ თანამშრომლობენ კერძო სექტორთან. 2. ორშაბათიდან სკოლებში სწავლა დასწრებული გახდება. მოწსავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესის განახლებისთვის მზად არიან. შემუშავებულია შესაბამისი პროტოკოლები და სკოლები მომარაგებულია აუცილებელი ინვენტარითა და მასალებით. ასევე, მეხუთე კლასიდან ზემოთ, ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება. 3. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი 829 შემთხვევა დადასტურდა, ჩატარდა 18 331 ტესტი. გარდაიცვალა 8 ადამიანი. სპეციალისტები მოქალაქეებს ახსენებენ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების შენარჩუნებისთვის აუცილებელია არსებული რეკომენდაციების დაცვა.

საქართველოს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა თებერვლის ბოლოს ექნება

09.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 20:00

Link:    09.02.2021 - იმედი - ქრონიკა 20:00

საქართველოს ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინა თებერვლის ბოლოს ექნება უკვე შერჩეულია ის 9 დაწესებულება, სადაც ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაცია ჩატარდება, თუმცა ეს სია 15-მდე კიდევ გაიზრდება. ასევე დაწყებულია მედიკოსების გადამზადებაც, ჯანდაცვის სამინისტრო კი ალერგიული შემთხვევების პრევენციისა და შეფასების პროტოკოლს ამუშავებს. დაგეგმილია საინფორმაციო კამპანიაც.

კორონავირუსი - ვაქცინაციის ეროვნული გეგმა

09.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    09.02.2021 - I არხი - მოამბე 21:00

15-დან 25 თებერვლამდე პერიოდში საქართველოფაიზერისვაქცინის პირველ ლიმიტირებულ დოზას მიიღებს. უკვე დაწყებულია სამედიცინო პერსონალის 70 000 წარმომადგენლიდან რისკ-ჯგუფის შერჩევა. კრიტერიუმია კოვიდ-ინფიცირებულებთან კონტაქტი და თანმხლები ქრონიკული დაავადებები. პირველი ეტაპისთვის შერჩეულ 15 000-მდე სამედიცინო მუშაკს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, შესაბამის სამედიცინო კლინიკებში აცრიან, რისთვისაც სამკაციანი 40-მდე ბრიგადა იმუშავებს. ვაქცინაციის მეორე და მესამე ეტაპი მარტში იგეგმება. თუმცა ვადები დაგვიანებულია ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც ფიქრობს, რომ მთავრობამ ვაქცინების შემოტანაზე დროულად არ იზრუნა. 14. მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია ექსპერტთა 13-კაციანი ჯგუფი, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას იკვლევს. მედიის წინაშე პირველ განცხადებას აკეთებს კომისია, რომელიც ჩინეთის პროვინცია უხანში მუშაობს. ჯგუფიკოვიდ-19“-ის ლაბორატორიაში შექმნის და ხელოვნურად გავრცელების ვერსიას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს. პირველი ეპიდ-აფეთქების ადგილზე 10 ქვეყნიდან ჩასული ექსპერტებისთვის უფრო რეალურია ვერსია, რომლის მიხედვით ვირუსული ინფექცია ადამიანს ცხოველისგან გადაედო. განიხილება კორონავირუსის გაყინული პროდუქტებიდან გავრცელების შესაძლებლობაც.

ვაქცინაციის მოლოდინი აჭარაში

09.02.2021

მედია საშუალებები:    ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

Link:    09.02.2021 - ტელეკომპანია აჭარა - მთავარი 20:00

ფაიზერის ვაქცინის გაკეთება 19წლიდან ზემოთ მოზარდებშია რეკომენდირებული. ასტრაზენეკას ვაქცინის შემთვევაში კი მითითებულია 16 წლიდან ზემოთ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ - თამარ გაბუნიამ განაცხადა. 3.ჟურნალეკონომისტისგათვლებით, საქართველო იმ ქვეყნებს შორის ხვდება, სადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ზრდასრული მოსახლეობის 60-70%-ის ვაქცინაცია 2022 წლის ბოლოსკენ იქნება შესაძლებელი. თავდაპირველად, სამედიცინო პერსონალი, ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარები,ასაკობრივი ჯგუფები და ძირითადი სერვისის მიმწოდებლები და ქრონიკული დაავადების მქონეები აიცრებიან. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთანავე იგეგმება ვაქცინის უსაფრთხოებაზე მონიტორინგიც. უკვე არსებობს საერთაშორისო გაიდლაინი, რომელშიც ვაქცინის გვერდითი მოვლენებია ჩამოთვლილი. მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციაზე მზადყოფნას გამოთქვამს 40%-დან 47%-მდე მერყეობს, ასეთი მონაცემები აქვს ჯანდაცვის უწყებას. ვაქცინაციაზე მოსახლეობის აზრი ორად იყოფა, ვინ რა საფრთხეს ხედავს მის გაკეთებაში და ვინ უყურებს ოპტიმისტის თვალით. 4. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფის წევრები, რომლებიც უხანში კორონავირუსის წარმოშობის წყაროს შესასწავლად ჩავიდნენ, აცხადებენ, რომ მათ ვირუსის ადამიანზე გადასვლის ორი ძირითადი სცენარი გამოავლინეს. კორონავირუსის წარმოშობის დასადგენად ჩინეთის ქალაქ უხანში რამდენიმე კვირის წინ ჩასულმა ექსპერტებმა დღეს პირველი პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათ მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ახალი ინფორმაციის მოძიება შესაძლებელი გახადა, მაგრამ კოვიდ 19-ის ეპიდაფეთქების სურათი მკვეთრად არ შეუცვლია.

10 თებერვალი

ტელევიზია

ვაქცინაციის ტემპი

10.02.2021

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

Link:    10.02.2021 - ტვ პირველი - საქმიანი დილა TV1

საქართველო ვაქცინის მოლოდინშია. აუცილებელია მოქმედება, კომუნიკაცია, თადარიგის დაჭერა. აშშ-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დღეში 1. 471 მლნ ადამიანს ცრიან. ევროკავშირში სულ 17 217 617 ადამიანი არის აცრილი. საქართველოში 15 000-მდწე სამედიცინო მუსზაკის ასაცრელად ფაიზერის ვაქცინა რამდენიმე კვირაში შემოვა. თამარ გაბუნია:"ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ვაქცინაციისთვის მზადდებას ეთმობა. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შაფასა და აქედან 9 დაწესებულებამ მოთხოვნები დააკმაყოფილა. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება". 2. ვაქცინის უსაფრთხოებასთან დაკავშრებით მეტი საინფორმაციო კამპანია არის საჭირო. "ჯანდაცვის პროფესიონალების ვაქცინაცია იქნება სამოდელო და სამაგალითო სხვა დანარჩენი მოსახლეობისთვის"- აცხადებს თამარ გაბუნია. 3. სახელმწიფო პირობას დებს, რომ ვაქცინა უფასო იქნება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა გუშინ კიდევ ერთხელ თქვა, რომ კოვაქს პლათფორმიდან საქართველო პირველ ეტაპზე მარტში და წლის ბოლომდე აცრისთვის საჭირო დოზებს მიიღებს. 4. რამდენიმე კვირაში ჯონსი ენდ ჯონსონი იქნება კიდევ ერთი ვაქცინა, რომლის გამოყენების ნებართვაც გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან აქტიური კოორდინაცია არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ხარისხიანი ვაქცინა შემოვიდეს.

10.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 09:00

Link:    10.02.2021 - იმედი - ქრონიკა 09:00

ვაქცინა საქართველოში

ვაქცინა საქართველოში

10.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    10.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

თებერვლის ბოლოდან ფაიზერის ვაქცინით სამედიცინო პერსონალის 14 500-მდე წარმომადგენელი აიცრება. ამ ფაქტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა ფაიზერი იქნება. ქვეყანა ასევე ელოდება ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინას, რომელიც დანარჩენი ჯგუფების ვაქცინაციის პროცესში დაგვეხმარება.

10.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 10:00

Link:    10.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 10:00

პანდემია და ტურიზმი

200 ლარიანი კომპენსაცია

10.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    10.02.2021 - იმედი - ქრონიკა 11:00

200 ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, შემოსავლების სამსახურში გრძელდება განაცხადების წარდგენა. დღეის მდგომარეობით, უწყების მონაცემთა ბაზაში უკვე 11 900 განაცხადია დარეგისტრირებული. საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, თუ 2020 წელს, საარჩევნო პერიოდში, პირი დაქირავებული იყო, როგორც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი და ამ პერიოდის მიხედვით საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან უფიქსირდება ხელფასის მიღება, ეს გარემოება აღარ იწვევს კომპენსაციის გაცემის შეზღუდვას.

ვაქცინა საქართველოში

10.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    10.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

საქათველოში პირველ ეტაპზე ვაქცინას 14 500 მედიკოსი მიიღებს. ამ ფაქტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს. თამარ გაბუნია აცხადებს, რომ პირველი ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა ფაიზერი იქნება. ქვეყანა ასევე ელოდება ასტრა ზენეკას წარმოების ვაქცინას, რომელიც დანარჩენი ჯგუფების ვაქცინაციის პროცესში დაგვეხმარება.

 

 

 

 

9 თებერვალი

ინტერნეტ სააგენტო

თამარ გაბუნია: "ფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის , ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად.

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.02.2021 - ინფო9

"ფაიზერის" ვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება. "ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია "ფაიზერის" ვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა", - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერითვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 9 დაწესებულებაა შერჩეული

09.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რეგულირების სააგენტოს მიერ შეფასებული 12 დაწესებულებიდან, 9 აკმაყოფილებს მოთხოვნებს რომელიც დადგენილია Pfizer-ით ვაქცინაციისთვის. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მიზანია, რომ არსებობდეს 15-მდე დაწესებულება, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი.„ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან ცხრა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილიაფაიზერითვაქცინაციისთვის. ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული, რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში შემოვა“, – განაცხადა გაბუნიამ. ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

თამარ გაბუნია: საქართველოშიფაიზერისვაქცინის მისაღებად 9 დაწესებულება დატრენინგდება

09.02.2021

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.02.2021 - კვირა.ჯი

ქვეყნის მასშტაბითფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის ამ დროისთვის 9 დაწესებულება არის მზად”, – ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. „რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილიაფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით, 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყეობს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყეობს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოების უნდობლობა ვაქცინის მიმართ ყველა ქვეყანაშია. 'ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა ქვეყანა აწყდება. დაახლოებით 40-47%-მდე მერყეობს მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელსაც იმედი აქვს იმის, რომ ვაქცინა იქნება გამოსავალი და მზად არის გაიკეთოს. 40% არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ სეგმენტში ვმუშაობთ ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან. იქაც არ არის ეს მაჩვენებელი 100%-მდე, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ამის პარალელურად საინფორმაციო კამპანია იქნება მეტად უფრო აქტიური და რეალური სურათის დანახვის შემდეგ მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი განეწყობა დადებითად, რა თქმა უნდა, გვაქვს', - განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, ვაქცინაციის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია თებერვლის ბოლოდან დაიწყება. 'ვაქცინაციის კამპანია არის ფონური, ზოგადი ხასიათის და მეტად აქტიური კამპანია დაიწყება თებერვლის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრამდე. ვაქცინის შემოტანის ვადებიც ასეთია, ჩვენთვის პირველი სამიზნე არის ჯანდაცვის პროფესიონალები. ვმუშაობთ მეტად აქტიურად ჩვენს კოლეგებთან, რომ მათთან გავიაროთ, მოვემზადოთ და შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყოთ. მათი ვაქცინაცია გარკვეულწილად იქნება სამაგალითო სხვა დანარჩენი მოსახლეობისთვის, რაც განაპირობებს წახალისებას და მეტად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში', - განაცხასდა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია: ვაქცინაციის კამპანია ჯერ ფონურია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციის კამპანია ჯერ ფონურია, ხოლო აქტიური პროცესი თებერვლის ბოლოს დაიწყება. მისი თქმით, კამპანია პირველ რიგში ჩატარდება მედიკოსებში, რომლებიც მოქალაქეებისთვის მაგალითის მიმცემნი არიან.„ვაქცინაციის კამპანია ჯერ არის ფონური, ზოგადი ხასიათის; მეტად აქტიური კამპანია დაიწყება უკვე თებერვლის ბოლოდან და მარტის პირველი ნახევარი იქნება უფრო აქტიური. ვაქცინის შემოტანის თარიღებიც ასეთივეა. პირველი სამიზნე როგორც იცით, არიან ჯანდაცვის პროფესიონალები. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს კოლეგებთან, რადგან მედიკოსების ვაქცინაცია მოსახლეობისთვის იქნება სამაგალითო“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამი გზა, რომლითაც საქართველო ვაქცინის მიღებაც ცდილობს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქვეყანა ვაქცინის მიღებას სამი გზით ცდილობს. თამარ გაბუნიამ განცხადება მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და თქვა, რომ ვაქცინის გაყიდვა მსოფლიოში დღეს სხვადასხვა მექანიზმებით მკაცრად რეგულირდება. „ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რომლითაც ვაქცინის შესყიდვა კონტროლდება, არის კოვაქსის პლატფორმა, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება. ასევე, ისევ სახელმწიფო დონეზე, ბილატერალური ხელშეკრულებები შესაძლოა გაფორმდეს ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის - მსგავსი ხელშეკრულებები აქვთ ევროპის ქვეყნებს. გარდა ამისა, ჩვენთვის ვაქცინის მიღების მესამე გზა არის შეთანხმება ვაქცინის მწარმოებლებს, ევროკავშირის ქვყნებს და საქართველოს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი წილი ვაქცინა გაგვიზიარონ. კომერციული ანუ კერძო სექტორის წილი არ იკვეთება და ყველაფერი ამ დრომდე სახელმწიფოთშორისი მოლაპარაკების დონეზეა. სამომავლოდ, როცა მიწოდება მეტი იქნება და ვაქცინების წარმოება გაიზრდება, შესაძლებელია, რომ კერძო სექტორს ჰქონდეს გარკვეული როლი და ვისაუბროთ ამ ბაზარზე კომერციულ სეგმენტზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ის, ასევე, გამოეხმაურა პოლიტიკოსების მიმართვას იმის თაობაზე, რომ მთავრობამ უნდა გაასაჯაროოს ის ხელშეკრულებები, რომელიც ვაქცინის მიღებას ეხება. მინისტრის მოადგილის თქმით, "არსებობს მასალები, რომელთა მიღება ყველას შეუძლია იურიდიულად, თუმცა ზოგიერთი დოკუმენტი საჯარო არ არის".

თამარ გაბუნია - „ფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

ფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება. „ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილიაფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადაა, 40%-47%-მდე მერყეობს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, იმ მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელიც ვაქცინაციისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, 40%-47%-მდე მერყეობს. როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოების უნდობლობა ვაქცინის მიმართ ყველა ქვეყანაშია. „ვაქცინის მიმართ უნდობლობა არის ერთ-ერთი პირველი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა ქვეყანა აწყდება. დაახლოებით 40-47%-მდე მერყეობს მოსახლეობის მაჩვენებელი, რომელსაც იმედი აქვს იმის, რომ ვაქცინა იქნება გამოსავალი და მზად არის გაიკეთოს. 40% არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ პირველ სეგმენტში ვმუშაობთ ჯერ ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან. იქაც არ არის ეს მაჩვენებელი 100%-მდე, თუმცა ჩვენ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და ამის პარალელურად საინფორმაციო კამპანია იქნება მეტად უფრო აქტიური და რეალური სურათის დანახვის შემდეგ მოლოდინი, რომ მეტი ადამიანი განეწყობა დადებითად, რა თქმა უნდა, გვაქვს”, - განაცხადა გაბუნიამ. მისივე თქმით, ვაქცინაციის შესახებ აქტიური საინფორმაციო კამპანია თებერვლის ბოლოდან დაიწყება. “ვაქცინაციის კამპანია არის ფონური, ზოგადი ხასიათის და მეტად აქტიური კამპანია დაიწყება თებერვლის ბოლოდან მარტის პირველი ნახევრამდე. ვაქცინის შემოტანის ვადებიც ასეთია, ჩვენთვის პირველი სამიზნე არის ჯანდაცვის პროფესიონალები. ვმუშაობთ მეტად აქტიურად ჩვენს კოლეგებთან, რომ მათთან გავიაროთ, მოვემზადოთ და შევთანხმდეთ იმაზე, თუ როგორ დავიწყოთ. მათი ვაქცინაცია გარკვეულწილად იქნება სამაგალითო სხვა დანარჩენი მოსახლეობისთვის, რაც განაპირობებს წახალისებას და მეტად ჩართულობას ვაქცინაციის პროცესში”, - განაცხასდა გაბუნიამ.

თამარ გაბუნია - 18 000 ტესტიდან ინფიცირების 800 დადასტურებული შემთხვევა უკვე არის აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

18 000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში, ამ ეტაპზე კლინიკური ნაწილი არ არის დატვირთული. „დღეს 800-ზე მეტი შემთხვევა იყო დადასტურებული, კლინიკური ნაწილიც ამ დროისთვის არ არის დატვირთული. 2149 პაციენტი იტარებს ჰოსპიტალურ მკურნალობას ამ ეტაპზე, 137 იმყოფება შეფასების პროცესში, მათ შორის 480 პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 127 პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ტესტირებების რაოდენობა გუშინ იყო 18000-ზე მეტი და 18000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ და დადებითობის მაჩვენებელიც ნარჩუნდება - როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4%- ქვემოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

თამარ გაბუნიავიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად უფრო მეტი ადამიანი განეწყობა

09.02.2021

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.02.2021 - კვირა.ჯი

აქტიური საინფორმაციო კამპანიისა და რეალური სურათის დანახვის შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად უფრო მეტი ადამიანი განეწყობა, – ამის შესხებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინის მიმართ უნდობლობა, რეალურად, ერთ-ერთი პირველი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიოში ყველა ქვეყანა აწყდება. „დაახლოებით, 40-47 პროცენტამდე მერყეობს მოსახლეობის იმ ნაწილის მაჩვენებელი, რომელიც ფიქრობს, რომ შექმნილ ეპიდსიტუაციაში ვაქცინა ნამდვივლად გამოსავალია და ისინი მას გაიკეთებენ. 40% , რა თქმა უნდა, არ არის ის მაჩვენებელი, რაც სასურველია, თუმცა ჩვენ, პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სფეროს მუშაკებთან ვმუშაობთ. აქაც მაჩვენებელი 100%-იანი არ არის, ამდენად, ვფიქრობ, რომ დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და საინფორმაციო კამპანია მეტად აქტიური იქნება, ხოლო შემდეგ უკვე რეალური სურათის დანახვისას, ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინაციის მიმართ დადებითად უფრო მეტი ადამიანი განეწყობა,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკასმოწოდების პროცესში პრობლემას არ ვაწყდებით, ვაქცინა თებერვალი-მარტიდან უნდა შემოვიდეს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

პრობლემას არ ვაწყდებით, 'ასტრაზენეკას' დოზებიც ისევე შემოვა, მალევე, როგორც იყო დაანონსებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ 'ინტერპრესნიუსის' კითხვის საპასუხოდ, 'ასტრაზენეკას' ვაქცინაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, 'ასტრაზენეკასთან' მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და პირველი დოზები თებერვალი - მარტიდან უნდა შემოვიდეს. ,,პრობლემას არ ვაწყდებით, 'ასტრაზენეკას' დოზებიც ისევე შემოვა, როგორც იყო დაანონსებული. მოლაპარაკება უკვე დაწყებულია 'ასტრაზენეკასთან' და თებერვლიდან - მარტისკენ უნდა შემოვიდეს პირველი დოზები', - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვით 'ასტრაზენეკას' ვაქცინა 65 წლის ზევით პაციენტების მკურნალობისას არაეფექტურია. თამარ გაბუნიას განმარტებით, შესაძლებელია განიხილონ 'ასტრაზენეკას' ჩანაცვლება იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მისი გამოყენება შესაძლოა მიზანშეწონილი არ იყოს. 'მიმდინარე პროცესში მწარმოებელმა შესაძლოა, შეცვალოს ჩვენებები და სამიზნე ჯგუფები. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი რამ დაანონსებული არ ყოფილა. ჩვენ მივყვებით იმ მითითებას, რომელიც მითითებულია მწარმოებლის საინფორმაციო პაკეტში. ფაქტს, რომ 'ასტრაზენეკა' შეიძლება არ იყოს ეფექტური 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დასაბუთება სჭირდება. ჩვენ არჩევანის შესაძლებლობა გვექნება და მეორე მესამე კვარტლიდან არის რამდენიმე ახალი ვაქცინა, რომელთაც აქვთ მაღალი სავარაუდო ეფექტურობა და მათი გამოყენება შეიძლება განვიხილოთ იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილი 'ასტრაზენეკას' გამოყენება', - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე - თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისის თვისთვის დღიური შემთხვევების ოდენობა ათეულების ფარგლებში იქნება. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 'არ უნდა მოვდუნდეთ იმ რეკომენდაციებთან და რეგულაციებთან მიმართებით, რაც არის. ორი დღის წინ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა მონაცემები განაახლა და ჩვენ ისევ ვრჩებით პირბადის ტარების მაჩვენებლით 72%-ზე. ეს კარგია, 45%-იდან ავედით 72%-ზე. იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30. ეს არის მარტივი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს. პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება და ეს არის მნიშვნელოვანი', - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება, მათ შორის, ინციდენტობისა და დადებითობის მაჩვენებელი, თუმცა, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია ყველა არსებული რეგულაციისა და რეკომენდაციის დაცვა, რადგან ის დღიური მაჩვენებელიც კი, რომელიც ქვეყანაში თუნდაც დღეს დაფიქსირდა, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. 'ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც მიუთითებს ეპიდსიტუაციაზე ქვეყანაში, თანდათან უმჯობესდება. ეს არის, ვთქვათ, ინციდენტობა ანუ 100 ათას მოსახლეზე ახალი შემთხვევები, რომელიც ბოლო 14 დღისა და ბოლო 7 დღის განმავლობაში სერიოზულად არის გაუმჯობესებული. დახლოებით, 10-ჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, ასევე, დაახლოებით, 7-8-ჯერ, როგორც 7 დღიანი, ისე 14 დღიანი მონაცემები. დღეს გვაქვს 4,52 % დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, 7 დღის დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 3,63% და 14 დღის - 3,74 და მთლიანად იანვარ-თებერვალში -6,6% და მოგეხსენებათ ეს მაჩვენებელი ჩვენ ნოემბრის ბოლოს დეკემბრის შუა რიცხვებში გვქონდა 25%-დან 33-34 %-ის ფარგლებში. ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს, იმიტომ, რომ 829 შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, არის მნიშვნელოვანი ჩვენი პატარა ქვეყნისთვის და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ და განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ამიტომ, არავითარი მოდუნება არ უნდა იყოს იმ რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით რაც არის,'- განაცხადა გამყრელიძემ.

Pfizer-ის ვაქცინით აცრის მოთხოვნებს 12-დან 9 დაწესებულება აკმაყოფილებს - თამარ გაბუნია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეისთვის ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაწყებისთვის საჭირო მოთხოვნებს მხოლოდ 9 დაწესებულება აკმაყოფილებს. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანი 15 დაწესებულების მობილიზებაა. „ბოლო პერიოდში ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 დაწესებულება აკაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია Pfizer-ის ვაქცინით აცრისთვის. ამ დაწესებულებებში ტრენინგები ამ კვირაში დაიწყება. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით, 15-მდე დაწესებულების ინდენტიფიცირებაა, იმისთვის რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ქვეყანა სტაბილიზაციისკენ მიდის, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“ - გამყრელიძე

09.02.2021

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.02.2021 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სტაბილურია, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს ილუზიისა და თვითკმაყოფილების უფლება აქვს.

თამარ გაბუნია: ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ

09.02.2021

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.02.2021 - პია.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინის გაკეთება მაინც სჭირდებათ.

სპორტული დარბაზებიც გაიხსნება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    09.02.2021 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) – საცურაო აუზების და სავარჯიშო დარბაზების გახსნის თირიღზე და ახალ პროტოკოლზე საკოორდინაციო საბჭომ ბიზნესის წინადადებები განიხილა. სპორტული კომპლექსები, რომლებსაც ლოქდაუნში ყველაზე გვიან მოექცა და გახსნა არარასდროს შეეხო, უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისთვის მზად არიან. ბიზნესმა და ბიზნესომბუდსმენმა შრომის ინსპექტორთან შეხვედრის შემდეგ, წესების გამკაცრებაზე განაცხადეს. დეზობარიერის, სანიტაიზერის და სხვა ინსტრუმენტებით დარბაზის ეკიპირების გარდა, იცვლება კლუბის წევრის ეკიპირებაც. გარკვეული ვარჯიშებისას პირბადე სავალდებულო გახდება, რასაც მეთოდისტების ნაწილი ეწინააღმეგება, რადგან სამედიცინო პირბადე მიზნაშეუწონელია, ფილტრიანი კი მოყვარულისთვის მოუხერხებელი . ზაფხულიდან გახსნის მოლოდინში მყოფ დარბაზებს შეღავათებიც ანტიკრიზისული გეგმის მხოლოდ ბოლო ეტპაზე შეეხო, კერძო ბაღებთან ერთად. მოექცნენ სესხის თანასუბსიდირების პროგრამაში. ჯერ განაცხადების პიღების პროცესია. მსხვილმა ბიზნესმა, მათ შორის აღნიშნული სექტორის მფლობელებმაც, შეზღუდვების მოხსნაზე პრემიერმთან, ორშაბათის შეხვედრაზე იმსჯელეს. მთავარი მოთხოვნა კომენდანტის საათის გამო გაზრდილი მობილობის განტვირთა იყო, შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნის და 21 სთ-იდან დაწესებული კომენდანტის 5 საათის შემცირების ხარჯზე. ბოლო მონაცემებით, ეპიდსიტუაციის მთავარი ინდიკატორები გაუმჯობესებულია, 100 000 მოსახლეზე ავადობის, სიკვდილიანობის, ასევე დადებითობის კოეფიციენტები. მთავარი ეპიდემიოლოგი ამირან გამყრელიძე გვაფრთხილებს, რომ ამის მიუხედავად ვურუსის დამარცხების ილუზია არ უნდა შეგვექმნას.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა მუდმივი ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად მოსახლეობას თვითდამშვიდების და ილუზიის უფლება არ აქვს. 'ის ახალი ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად სხვადასხვა ეტაპზე, გახსნებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში საკმაოდ დაიკლო. ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები, დაახლოებით 17 ათსი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. 13600 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და - 04%-ია დადებითობის მაჩვენებელი, 8200 რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,1%. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებლი. ანუ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, სამ დიდ ქალაქში ორშაბათიდან სკოლები გაიხსნას, ეს რამდენიმე ინდიკატორი ამის საშუალებას გვაძლევს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მე-5 კლასიდან პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მე-5 კლასამდე ეს იყოს მშობლის არჩევანის მიხედვით. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა და სტაბილიზირდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საშუალებას და არც ილუზიის შექმნის საშუალებას. ზაფხულში გვქონდა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. არა! - კორონავირუსული ინფექცია ტრიალებს, არის, მაგრამ ის სრულად დღეს ქვეყანაში მართვადია. საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობით და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა ჯამური რაოდენობით, გეტყვით, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს', - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია - ბავშვების შემთხვევაშიფაიზერისვაქცინა 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკასშემთხვევაში მითითებულია 16 წლის ზემოთ

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ვირუსი სამი თვის წინ გადაიტანა, მათ ვაქცინის გაკეთება მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ. 'ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. ანუ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება', - განაცხადა გაბუნიამ. გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბავშვების შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე. 'რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების შემთხვევაში 'ფაიზერის' ვაქცინა, 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება და 'ასტრაზენეკას' შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად - 19 წლის და ზემოთ', - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მე-2-მე-3 კვარტალში აიცრებიან - თამარ გაბუნია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვისაც კორონავირუსიახალი გადატანილი აქვს, მათ ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციას ამ ეტაპზე არ შესთავაზებს. "ვისაც კორონავირუსიგადატანილი აქვს, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს სამი თვე. ანუ, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინაციას არ შევთავაზებთ და მოუწევთ მე- 2- მე-3 კვარტალში ვაქცინაცია," - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია – „ფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიეფემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიეფემ.ჯი

ფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის 9 დაწესებულებაა მზად. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება. „ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილიაფაიზერისვაქცინით ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

გაბუნია: 18 000 ტესტიდან 800 დადასტურებული შემთხვევა ეპიდემიის სტაბილიზაციის აშკარა ტენდენციაა

09.02.2021

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.02.2021 - ტაბულა.ჯი

ტესტირებების რაოდენობა გუშინ იყო 18 000-ზე მეტი, რაც ძალიან კარგია და მიუთითებს იმას, რომ 18 000-დან მხოლოდ 800 დადასტურებული შემთხვევა არის უკვე აშკარა ტენდენცია ეპიდემიის სტაბილიზაციისკენ და დადებითობის მაჩვენებელიც ნარჩუნდება, როგორც იცით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში 4%- ქვემოთ... ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გასულ დღე-ღამეში საქართველოშიჩატარდა 18 331 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 829 ახალი შემთხვევა.

გაბუნია: Pfizer-ის ვაქცინის შესანახად 12 დაწესებულება შევაფასეთ, დავამტკიცეთ - 9

09.02.2021

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    09.02.2021 - ტაბულა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, რეგულირების სააგენტომ, ამდ როისთვის, 12 დაწესებულება შეაფასა, მათგან 9 აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაცPfizer-ის ვაქცინით ვაქცინაციისთვისაა დადგენილი. ამის შესახებ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა. მინისტრის მოადგილის ცნობით, ამ დაწესებულებებში ტრენინგი ამ კვირაშივე დაიწყება,– "დაწესებულებების შერჩევის პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული იმისთვის, რათა სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში ჩამოვა".– ამბობს თამარ გაბუნია. ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ქვეყანამ 30 იანვარსმიიღო დასტური, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდანთვის ბოლომდეPfizer-ისვაქცინის 29 250 დოზას მივიღებთ. გაბუნიას განმარტებით, პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი აიცრება და ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის კლინიკებში ჩატარდება. რას ითვალისწინებს საქართველოში COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა. ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი.

ამირან გამყრელიძე : ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურდება, თუმცა ეს თვითდამშვიდებისა და მოდუნების საშუალებას არ გვაძლევს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.02.2021 - ინფო9

მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კვლავაც სიფრთხილეა საჭირო. ამიტომ, გამყრელიძემ მოსახლეობას აუცილებელი რეკომენდაციის დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ყველა ინდიკატორი, რომელიც ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე მიუთითებს, თანდათან უმჯობესდება. ეს არის ვთქვათ ინციდენტობა, 100 000 მოსახლეზე, ახალი შემთხვევები ბოლო 14 დღისა და ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, სერიოზულად არის გაუმჯობესებული, დაახლოებით ათჯერაა შემცირებული ინციდენტობა ნოემბერ-დეკემბრის პირველი კვირის მონაცემებთან შედარებით. ასევე, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი დაახლოებით შვიდი-რვაჯერ (როგორც შვიდდღიანი, ისე 14-დღიანი). ყველა ეს ინდიკატორი მიუთითებს, რომ ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არავითარი თვითდამშვიდების საშუალებას და უფლებას არ გვაძლევს. 829 ახალი შემთხვევა, რომელიც დღეს გვაქვს, ჩვენი პატარა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა ვიყოთ. ამიტომ, რეგულაციებთან და რეკომენდაციებთან მიმართებით არავითარი მოდუნება არ უნდა არსებობდეს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდგადატანილი პაციენტების ვაქცინაცია 2-3 კვარტალში მოხდება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტებისთვის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც საჭიროა. მინისტრის მოადგილის თქმით, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ არ შესთავაზებენ ვაქცინას, თუმცა კოვიდგადატანილებს მოუწევთ 2-3 კვირაში ვაქცინის გაკეთება. "ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვს, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს სამი თვე, ანუ, ვისაც ახალი გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ჩვენ არ შევთავაზებთ ვაქცინაციას, შესაბამისად, მათ მოუწევთ 2-3 კვარტალში ვაქცინაცია", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან

ამირან გამყრელიძე - ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ ეს არავითარი თვითდამშვიდების უფლებას არ გვაძლევს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 72%-მეა გაზრდილი.„ქვეყანა მიდის სტაბილიზაციისკენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არავითარი თვითდამშვიდების საშუალებასა და უფლებას არ გვაძლევს. არავითარი მოდუნება არ უნდა იყოს იმ რეგულაციებთან მიმართებაში, რაც არის. გაზრდილია პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-მდე. თუ პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე ავალთ, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელს შევამცირებთ და გვექნება 10, 20,30“, - განაცხადა გამყრელიძემ. მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

თამარ გაბუნია - „ასტრაზენეკასმოწოდების პროცესში პრობლემას არ ვაწყდებით, ვაქცინა თებერვალი-მარტიდან უნდა შემოვიდეს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

პრობლემას არ ვაწყდებით, „ასტრაზენეკასდოზებიც ისევე შემოვა, მალევე, როგორც იყო დაანონსებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამინტერპრესნიუსისკითხვის საპასუხოდ, „ასტრაზენეკასვაქცინაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ასტრაზენეკასთანმოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და პირველი დოზები თებერვალი - მარტიდან უნდა შემოვიდეს. ,,პრობლემას არ ვაწყდებით, „ასტრაზენეკასდოზებიც ისევე შემოვა, როგორც იყო დაანონსებული. მოლაპარაკება უკვე დაწყებულიაასტრაზენეკასთანდა თებერვლიდან - მარტისკენ უნდა შემოვიდეს პირველი დოზები“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ასევე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითასტრაზენეკასვაქცინა 65 წლის ზევით პაციენტების მკურნალობისას არაეფექტურია. თამარ გაბუნიას განმარტებით, შესაძლებელია განიხილონასტრაზენეკასჩანაცვლება იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც მისი გამოყენება შესაძლოა მიზანშეწონილი არ იყოს. “მიმდინარე პროცესში მწარმოებელმა შესაძლოა, შეცვალოს ჩვენებები და სამიზნე ჯგუფები. თუმცა, ჯერჯერობით ასეთი რამ დაანონსებული არ ყოფილა. ჩვენ მივყვებით იმ მითითებას, რომელიც მითითებულია მწარმოებლის საინფორმაციო პაკეტში. ფაქტს, რომასტრაზენეკაშეიძლება არ იყოს ეფექტური 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, დასაბუთება სჭირდება. ჩვენ არჩევანის შესაძლებლობა გვექნება და მეორე მესამე კვარტლიდან არის რამდენიმე ახალი ვაქცინა, რომელთაც აქვთ მაღალი სავარაუდო ეფექტურობა და მათი გამოყენება შეიძლება განვიხილოთ იმ ასაკობრივ ჯგუფებში, სადაც შეიძლება არ იყოს მიზანშეწონილიასტრაზენეკასგამოყენება“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე : პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.02.2021 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება. მისი თქმით, არსებული პროგნოზით, საქართველო პირბადის ტარების მაჩვენებლით 42-დან 72 პროცენტამდე ავიდა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ძლიერი პრევენციის საშუალება არის პირბადის სწორად ტარება. "გუშინ წინ განახლდა კიდევ "ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის" მონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72 პროცენტზე პირბადის ტარების მაჩვენებლით. ეს კარგია. 45-დან ავედით 72-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95 პროცენტზე, მაშინ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30, დაახლოებით ამ ფარგლებში. ამიტომ, ეს მარტივი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ადამიანმა. პირბადის სწორად ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება, მისი ყველგან ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მესიჯი გთხოვთ, ხშირად გამეორდეს. მოგეხსენებათ, ვაქცინით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მილიონი ადამიანი აიცრა ერთჯერადი აცრით, სრული, ორჯერადი აცრით ეს გაცილებით ნაკლებია, ჯერ შორს არის, რომ 7 მილიარდი ადამიანი აიცრას მსოფლიოში, რომელიც შექმნის .. კოლექტიურ, ანუ საზოგადოებრივ იმუნიტეტს", – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - სახელმწიფო დადებითად უყურებს, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორიც ჩაერთვება - მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორიც ჩაერთვება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ 'ინტერპრესნიუსის' შეკითხვას, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვას. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. 'მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. ზოგადად, ქვეყანაში თითქმის ჩატარებული ვაქცინაციის 97-98%, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა ვაქცინა, რაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3 ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა 40 000-50 000 მდე. რაც შეეხება კოვიდს, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს და თუ მათ საშუალება აქვთ -კი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ეს დაიწყება ალბათ მაისი-ივნისის შემდეგ. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით ხელს უწყობენ. ზოგადად ვაქცინების წარმოებაში ჯერჯერობით სერიოზული ჩამორჩენაა. მათ ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს კოვაქსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალში-მარტში-აპრილში წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა სახელმწიფოების მიმართ ვალდებულებები შესრულდება, რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივებიც. ბევრი კერძო კომპანია ჩვენც გვიკავშირდება, არაქართული, არამედ უცხოური. მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლის და ვაქცინის წარმოებაში დაახლოებით 10% არის .. ფალსიფიცირებულ წამლები. წამლის მსოფლიო ბრუნვა არის დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი და წარმოიდგინეთ, იქიდან ას მილიარდ დოლარამდე გახლავთ ფალსიფიცირება. როცა ასეთი .. 'ემერჯენსი' სიტუაციაა, რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება ფალსიფიცირების. ჩინეთშიც იყო შემთხვევები, ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც თაღლითები ცდილობენ გაასაღონ ფალსიფიცირებული და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ ჩვენ საქმეს ვიჭერთ ძირითადად სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან.', - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - თუ ეს ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდვითარება შენარჩუნდება, დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯებიც გადაიდგება. მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, ყველა რეგიონს შორის აჭარა გამოირჩევა შედარებით უკეთესის ეპიდვითარების მაჩვენებლებით. მისი თქმით, აჭარაში დღეს, დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 2%. 'თავიდან როდესაც თებერვალში დაიწყო შეზღუდვების შემსუბუქება ყველაზე მეტად აჭარაში შემსუბუქდა. დაკვირვება მიმდინარეობს, რა თქმაუნდა, თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო შემსუბუქების მხრივ შემდგომი ნაბიჯიც გადაიდგმება', - განაცხადა გამყრელიძემ..

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი მილიონში ერთი შემთხვეაა - თამარ გაბუნია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

"Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი მილიონში ერთი შემთხვევაა, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვიქნებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება. გაბუნიას ინფორმაციითვე, მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების მიერ და სადაც დეტალურად არის განსაზღვრული როგორ უნდა იმართოს შესაძლოა ალერგია.„ამ საკითხზე ტრენინგები უკვე დაწყებულია და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც პირველ რიგში ვაქცინაციას ჩაატარებენ, ხოლო შემდეგ ამ პროცესს უკვე ყველა გაივლის. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც მივიღებთ მწარმოებლებისგან, როგორცფაიზერის“, ისეასტრა-ზენეკასგან“, ეს გახდება ცნობილი მოსახლეობისთვისაც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, შესაძლოა, მილიონში ერთი დაფიქსირდეს, ისიც ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა. რისკი მინიმალურია, თუმცა მაინც მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს არსებული ყველა ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული. 'ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში', - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია - ვაქცინაციისას მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მოსახლეობასაც გაეცნობა

09.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    09.02.2021 - კომერსანტ.ჯი

ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინა გაკეთდება. ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობების შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ექსპერტთა ჯგუფის მიერ, სადაც დეტალურად არის განსაზღვრული ის შეკითხვები, რაც უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის და შემდეგ, როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია და ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ჩაერთვება ვაქცინაციის პროგრამაში, გაივლის ტრენინგს.„დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან და მათ აქვთ განსხვავებული საინფორმაციო პაკეტები, ესეც დაავადებათა კონტროლის ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის. უმრავლეს შემთხვევაში, მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, მილიონში ერთეული შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, ისიც ამ ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა“,- აღნიშნა გაბუნიამ. ამასთან, მინისტრის მოადგილის თქმით, ვაქცინის გაყიდვები გლობალურ ბაზარზე ძალიან მკაცრად არის რეგულირებული და ამ ეტაპზე, კერძო სექტორის როლი გამოკვეთილი არ არის.„ერთი მექანიზმი არისკოვაქსი“, რომელიც სახელმწიფო დონეზე რეგულირდება, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ ზოგადად. ასევე არის ისევ სახელმწიფო დონეზე ბილატერალური ხელშეკრულებები ქვეყნებს და მწარმოებლებს შორის. ჩვენთვის კიდევ ვაქცინის მიღების მექანიზმი არის სამმხრივი მოლაპარაკება მწარმოებელს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს და საქართველოს შორის იმასთან დაკავშირებით, რომ მათ თავიანთი ვაქცინის ნაწილი გაუზიარონ სახელმწიფოს. ამ მექანიზმებში კომერციული სექტორის ანუ, კერძო სექტორის წვლილი პრაქტიკულად, არ იკვეთება და აქამდე რაც მოხდა, ეს ყველაფერი არის სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების დონეზე. სამომავლოდ, როდესაც მიწოდება მეტი იქნება და წარმოება გაიზრდება, რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ კერძო სექტორსაც გარკვეული როლი ჰქონდეს და ვისაუბროთ მეტად კომერციულ სეგმენტზე“, – განაცხადა გაბუნიამ. 1tv.ge

ამირან გამყრელიძე - მარტის შუა რიცხვებშიასტრაზენეკასვაქცინის 180 000 დოზა შემოვა

09.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

მარტის შუა რიცხვებში „“ ვაქცინის 190 000 დოზა შემოვა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანა „“ ლიმიტირებულ, 29 250 დოზას მიიღებს.„ „“ ლიმიტირებული დოზა 29 250 უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლოს და მიმდინარეობს კომუნიკაცია „“. რაც შეეხება მეორე ეტაპზე, მარტის შუა რიცხვებში შემოვა „“ ვაქცინა, დაახლოებით180 000 დოზა. რომელიც პირველ რიგში ისევ სამედიცინო პერსონალსა და მოხუცთა სახლებში მყოფ პირებს მოხმარდება“, - განაცხადა გამყრელიძემ. მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

ამირან გამყრელიძე - თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, პირბადის ტარების მაჩვენებელი ქვეყანაში 72%-მეა გაზრდილი.„გაზრდილია პირბადის ტარების მაჩვენებელი 72%-მდე. თუ პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე ავალთ, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიური ინფიცირების მაჩვენებელს შევამცირებთ და გვექნება 10, 20,30“, - განაცხადა გამყრელიძემ. მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან

უნდა ჩაერთოს თუ არა კერძო სექტორი კოვიდვაქცინის შემოტანაში ? - გამყრელიძის განმარტება

09.02.2021

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    09.02.2021 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კერძო სექტორის მიერ კოვიდვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით სახელმწიფოს დამოკიდებულებაზე საუბრობს.

ამირან გამყრელიძეჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული

09.02.2021

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.02.2021 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული. „ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდან არის რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე: თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისისთვის ინფიცირების დღიური მაჩვენებელი ათეულების ფარგლებში იქნება

09.02.2021

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.02.2021 - კვირა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის პროგნოზით, თუ საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავა, მაისის თვისთვის კორონავირუსის დღიური შემთხვევების ოდენობა ათეულების ფარგლებში იქნება. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალებაა. „არ უნდა მოვდუნდეთ იმ რეკომენდაციებსა და რეგულაციებთან მიმართებით, რაც არის. ორი დღის წინ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა მონაცემები განაახლა და ჩვენ ისევ ვრჩებით პირბადის ტარების მაჩვენებლით 72%-ზე. ეს კარგია, 45%-დან ავედით 72%-ზე. იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95%-ზე, მაშინ მაისისთვის ჩვენ ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30. ეს არის მარტივი ღონისძიება, რომელიც თითოეულმა ადამიანმა უნდა გაითავისოს. პირბადის სწორად და ყველგან ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება და ეს არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია: ვაქცინაცია კოვიდგადატანილებსაც დასჭირდებათ

09.02.2021

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.02.2021 - კვირა.ჯი

მათ, ვინც სამი თვის წინ კოვიდვირუსი გადაიტანეს, ამ ეტაპზე ვაქცინას არ შევთავაზებთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი, ვირუსის დადასტურებიდან ვაქცინაციამდე, 3 თვე უნდა იყოს გასული. ანუ, მათ, ვინც სამი თვის წინ კოვიდვირუსი გადაიტანეს, ამ ეტაპზე ვაქცინას არ შევთავაზებთ. ასეთ ადამიანებს მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ გაკეთება,“ – განაცხადა გაბუნიამ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ბავშვებში ვაქცინის მიღების რეკომენდებულ ასაკზეც ისაუბრა და განაცხადა, რომასტრაზენეკასშემთხვეში ეს არის 16+, ხოლოფაიზერისკი, 19+. „რაც შეეხებათ ბავშვებს, „ფაიზერისვაქცინა ამბობს, რომ ვაქცინაცია რეკომენდებული 19 წლიდან და ზემოთ, ხოლოასტრაზენეკასშემთხვევაში კი – 16+. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზენ ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოდან, ანუ საუბარია მოზრდილ მოსახლეობაზე. როგორც კი ვაქცინის ეფექტურობასთან დაკავშირებით დამატებითი ცნობები იქნება, რაც ჯერჯერობით უბრალოდ არ არსებობს, რადგან აღნიშნული ასაკის მოსახლეობა საკვლევ ჯგუფებში არ ყოფილა ჩართული, მაშინ, მწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენც, შესაბამისად, განვავრცობთ სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე,“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის აუცილებელ მოთხოვნებს, შემოწმებული 12-დან 9 დაწესებულება აკმაყოფილებს

09.02.2021

მედია საშუალებები:    ჯიეიჩენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ჯიეიჩენ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიას თქმით რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და მათგან, 9 იმ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, რომელიც "ფაიზერით"ვაქცინაციისთვის არის აუცილებელი. მისი თქმით, დაახლოებით, 15-მდე დაწესებულების შერჩევა უნდა მოხდეს. "ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება ექცევა ვაქცინაციისთვის მზადებას. რეგულირების სააგენტომ 12 დაწესებულება შეაფასა და აქედან, ცხრა აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომელიც დადგენილია "ფაიზერით" ვაქცინაციისთვის. ამ კვირაში უკვე დაიწყება ტრენინგი ამ დაწესებულებებში. პროცესი გრძელდება, რადგან ჩვენი მიზანია, დაახლოებით 15-მდე დაწესებულება გვქონდეს იდენტიფიცირებული, რომ სწრაფად გაიშალოს ვაქცინაციის პროცესი, როგორც კი ვაქცინა ქვეყანაში შემოვა“, – განაცხადა გაბუნიამ.

როცა ვაქცინის მწარმოებლები შეასრულებენ ვალდებულებებს სახელმწიფოებთან, შემდეგ იქნება კერძო ინიციატივაცგამყრელიძე

09.02.2021

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    09.02.2021 - პუბლიკა.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. შეკითხვაზე, როგორ ხედავს სახელმწიფო კერძო სექტორის ინიციატივას ქვეყანაში შემოიტანოს ვაქცინა, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ ამას სახელმწიფო დადებითად უყურებს. „ძალიან დადებითად უყურებს სახელმწიფო თუ კერძო სექტორი ჩაერთვება ვაქცინაციაში. მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. მოგეხსენებათ, ზოგადად, ვაქცინაციის პროცესში თითქმის 97-98% მთლიანად ქვეყანაში ჩატარებული ვაქცინააციისა, რუტინულ ვაქცინაციაზეა საუბარი (კოვიდის ჯერ არ დაგვიწყია) მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს 2 -3 ვაქცინის შემოტანაზე ქვეყანაში და ეს არის ძირითადად გრიპის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდს, პირიქით, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს თუ აქვთ საშუალება კი, მაგრამ მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს თვითონ მწარმოებლები, მსხვილი მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოატანასთან დაკაშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაიწყება დაახლოებით მაისი ივნისის შემდეგ, კერძო სექტორის გააქტიურება. ანუ არავინ ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ. ზოგადად იცით, რომ ვაქცინების წარმოებაში ის რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში. ჯერჯერობით ჩამორჩენაა სერიოზული ამ მწარმოებლების მიერ, მათ ვერ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს ჯერჯერობით კოვაქსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ აპრილში უკვე წარმოება დაწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. აი, როცა ვალდებულებები სახელმწიფოების მიმართ შესრულდება, მაშინ იქნება, რა თქმა უნდა, კერძო ინიციატივებიც,”- ამბობს ამირან გამყრელიძე.

სახელმწიფო დადებითად უყურებს, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორიც ჩაერთვება - მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან"

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს, თუ ვაქცინაციაში კერძო სექტორიც ჩაერთვება, - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემინტერპრესნიუსისშეკითხვას, თუ როგორ უყურებს სახელმწიფო კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვას. როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ამ ეტაპზე ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები კერძო სექტორს ხელშეკრულებებს არ უფორმებენ. „მე ხშირი კომუნიკაცია მაქვს კერძო სექტორთან. ზოგადად, ქვეყანაში თითქმის ჩატარებული ვაქცინაციის 97-98%, მოდის სახელმწიფოს ხარჯზე. ყველა ვაქცინა, რაც ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის შემოდის, არის სახელმწიფოს ხარჯზე. კერძო სექტორი მონაწილეობს დაახლოებით 2-3 ვაქცინის შემოტანაში და ძირითადად ეს არის გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა 40 000-50 000 მდე. რაც შეეხება კოვიდს, ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს და თუ მათ საშუალება აქვთ -კი, მაგრამ მე რამდენადაც ვიცი, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა, რომ ეს დაიწყება ალბათ მაისი-ივნისის შემდეგ. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით ხელს უწყობენ. ზოგადად ვაქცინების წარმოებაში ჯერჯერობით სერიოზული ჩამორჩენაა. მათ ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს კოვაქსის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალში-მარტში-აპრილში წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი. როცა სახელმწიფოების მიმართ ვალდებულებები შესრულდება, რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივებიც. ბევრი კერძო კომპანია ჩვენც გვიკავშირდება, არაქართული, არამედ უცხოური. მაგრამ, მოგეხსენებათ, წამლის და ვაქცინის წარმოებაში დაახლოებით 10% არის .. ფალსიფიცირებულ წამლები. წამლის მსოფლიო ბრუნვა არის დაახლოებით ერთი ტრილიონი დოლარი და წარმოიდგინეთ, იქიდან ას მილიარდ დოლარამდე გახლავთ ფალსიფიცირება. როცა ასეთი .. „ემერჯენსისიტუაციაა, რა თქმა უნდა, დიდია ცდუნება ფალსიფიცირების. ჩინეთშიც იყო შემთხვევები, ახლო აღმოსავლეთშიც, სადაც თაღლითები ცდილობენ გაასაღონ ფალსიფიცირებული და ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ამიტომ ჩვენ საქმეს ვიჭერთ ძირითადად სახელმწიფოებთან და მწარმოებლებთან.“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე - ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით, მსოფლიოში არსებული ვაქცინებიდან, მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს არსებული ყველა ვაქცინა 18 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებისთვისაა რეკომენდირებული. „ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ტესტირებული ადამიანების 4 ჯგუფი, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი დაბალია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ტაქსის მძღოლების, სავაჭრო ცენტრების თანამშრომლების, პედაგოგებისა და რელიგიის მსახურთა მუდმივი ტესტირებით დგინდება, რომ ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი ამ ჯგუფებში საკმაოდ დაბალია. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის მიუხედავად მოსახლეობას თვითდამშვიდების და ილუზიის უფლება არ აქვს. „ის ახალი ჯგუფები, რომლებიც იტესტებიან მუდმივად სხვადასხვა ეტაპზე, გახსნებთან დაკავშირებით, საკმაოდ დაბალია დადებითობის პროცენტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ინფექციის ცირკულაციამ ქვეყანაში საკმაოდ დაიკლო. ეს გახლავთ ტაქსის მძღოლები, დაახლოებით 17 ათსი ტაქსის მძღოლია გატესტილი და 0,5%-ია დადებითობა. 13600 ბაზრის მოვაჭრეა გატესტილი და - 04%-ია დადებითობის მაჩვენებელი, 8200 რელიგიის მსახურია გატესტილი და 1,1%. მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლები 6000-ია გატესტილი და 0,1%-ია დადებითი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე კარგად იცავენ რეგულაციებს. ასევე გატესტილია 12 600 სკოლის პეგადოგი და აქაც 0,3%-ია დადებითობის მაჩვენებლი. ანუ ის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია, სამ დიდ ქალაქში ორშაბათიდან სკოლები გაიხსნას, ეს რამდენიმე ინდიკატორი ამის საშუალებას გვაძლევს. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მე-5 კლასიდან პირბადის ტარება იყოს სავალდებულო, ხოლო მე-5 კლასამდე ეს იყოს მშობლის არჩევანის მიხედვით. მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთო, სტაბილიზაციისკენ მიდის ქვეყანა და სტაბილიზირდება ეპიდსიტუაცია, მაგრამ ეს არ გვაძლევს თვითდამშვიდების საშუალებას და არც ილუზიის შექმნის საშუალებას. ზაფხულში გვქონდა ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა. არა! - კორონავირუსული ინფექცია ტრიალებს, არის, მაგრამ ის სრულად დღეს ქვეყანაში მართვადია. საწოლთა დატვირთვის მაჩვენებელი, რეანიმაციაში მყოფ პაციენტთა რაოდენობით და სასუნთქ აპარატებზე მყოფ ადამიანთა ჯამური რაოდენობით, გეტყვით, რომ სტაბილიზირდება სიტუაცია, მაგრამ თვითდამშვიდების უფლება არ გვაქვს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია - „ფაიზერისვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკასშემთხვევაში16 წლის ზემოთ

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ვირუსი სამი თვის წინ გადაიტანა, მათ ვაქცინის გაკეთება მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ. „ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. ანუ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება“, - განაცხადა გაბუნიამ. გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბავშვების შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე. „რაც შეეხება ბავშვებს, ბავშვების შემთხვევაშიფაიზერისვაქცინა, 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება დაასტრაზენეკასშემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად - 19 წლის და ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი მილიონში ერთი შემთხვევაა - თამარ გაბუნია

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

"Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მძიმე ალერგიული რეაქციის რისკი მილიონში ერთი შემთხვევაა, თუმცა ჩვენ მაინც მზად ვიქნებით", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა. მინისტრის მოადგილის თქმით, ალერგია არის საყურადღებო მდგომარეობა, რომელიც აუცილებლად უნდა შეფასდეს, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება. გაბუნიას ინფორმაციითვე, მიმდინარე კვირაში ჯანდაცვის სამინისტრო დაამტკიცებს პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების მიერ და სადაც დეტალურად არის განსაზღვრული როგორ უნდა იმართოს შესაძლოა ალერგია.„ამ საკითხზე ტრენინგები უკვე დაწყებულია და იმ სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც პირველ რიგში ვაქცინაციას ჩაატარებენ, ხოლო შემდეგ ამ პროცესს უკვე ყველა გაივლის. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც მივიღებთ მწარმოებლებისგან, როგორცფაიზერის“, ისეასტრა-ზენეკასგან“, ეს გახდება ცნობილი მოსახლეობისთვისაც, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, შესაძლოა, მილიონში ერთი დაფიქსირდეს, ისიც ბოლო პერიოდში არ დაფიქსირებულა. რისკი მინიმალურია, თუმცა მაინც მზად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე - უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აცრები თბილისის 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულებაში, ასევე ქუთაისის ორ და ბათუმის 1 სამედიცინო დაწესებულებაში, ჩატარდება. 'პირველ ეტაპზე 'კოვაქსისგან' არის დადასტურება, რომ 'ფაიზერის' ლიმიტირებული დოზა 29 250 უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში და მიმდინარეობს ამაზე 'კოვაქსთან' ყოველდღიური კომუნიკაცია, ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა. მოგეხსენებათ, რომ პირველი, რადგან 'ფაიზერი' მოითხოვს 70-80 გრადუსიან ცივ ჯაჭვს, აცრები მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე შერჩეულია უკვე კლინიკებიც, რადგან პირველი ეტაპი აცრებისა მოხდება ჰოსპიტალურ სექტორში. ასევე შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც უკვე ატვირთულია 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც პირველ ეტაპზე იცრებიან. პირველი ლიმიტირებული დოზა ჰყოფნის დაახლოებით 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს, მხედველობაშია ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ უფრო პრიორიტატიზაცია, ანუ შერჩეულია უკვე ეს 14 000-მდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ვინც იყო კოვიდთან მუშაობაში. ამ ადამიანებთან უკვე ხვალიდან დაიწყება კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და შესაძლოა, ვინმემ არ მოინდომოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები, ვიცით რომელი რეგიონიდან არიან, რომელი ქალაქიდან, სოფლიდან და შესაბამისად, ხდება ახლა ამ ბაზების დაწმენდა. ვფიქრობთ, რომ ვაქცინის შემოსვლისას ჩვენ გვექნება უკვე ელექტრონული სიები ვისაც სურვილი აქვს, რომ აიცრას, სამედიცინო მუშაკი ყველა სამედიცინო დაწესებულებებიდან. შერჩეულია თბილისში 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულება, ასევე ქუთაისში ორი და ბათუმში 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდება აცრები. ხვალიდან უკვე დაიწყება 40 ბრიგადის გადამზადება. თითოეულმა ბრიგადამ დღეში უნდა აცრას 42 ადამიანი. მათ ხშირი გადამზადება აქვთ, მაგრამ 'ფაიზერისთვის' არის რაღაც ნუანსები', - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში, ქვეყანაში 'ასტრაზენეკას' 180 000-მდე დოზა შემოვა და მისი ინფორმაციით, ვაქცინის დოზების მოწოდება ყოველთვიურად მოხდება. 'რაც შეეხება მეორე ეტაპს - მარტის შუა რიცხვებში შემოვა 'ასტრაზენეკას' ვაქცინა დაახლოებით 180 000 დოზა, რომელიც პირველ რიგში ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს და შემდეგ მეორე პრიორიტეტია 'მოხუცთა სახლებში' მოხუცების და ასევე, მათი მომვლელი პერსონალის აცრა. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ და ..', - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასტრა-ზენეკასვაქცინის დოზები იმ ვადებში შემოვა, როგორც დაანონსებული იყო - ჯანდაცვის სამინისტრო

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, „ასტრა-ზენეკასვაქცინის დოზები იმ ვადებში შემოვა, როგორც დაანონსებული იყო და ამაზე პრობლემა არ არსებობს. თამარ გაბუნიამ განცხადება გააკეთა უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ და თქვა, რომასტრა-ზენეკასთანმოლაპარაკება დაწყებულია და ის ქვეყანაში თებერვლის ბოლოსკენ, მარტის დასაწყისში შემოვა. „რაც შეეხება ეჭვებს იმასთან დაკავშირებით, რომასტრა-ზენეკა“, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს 65 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში, ამას დასაბუთება სჭირდება. კარგია ისიც, რომ არჩევის საშუალებაც არის. წლის მეორე, მესამე კვარტალში უკვე მოსალოდნელი აღიარების პროცესში არის რამდენიმე ვაქცინა, რომელსაც აქვს მაღალი ეფექტურობა და შეიძლება ისინი განვიხილოთ იმ ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებშიცასტრა-ზენეკასარ ექნება ეფექტურობა. ჯერჯერობით, გვაქვს საკმარისი დრო იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ რამდენად ეფექტური იქნებაასტრა-ზენეკასგამოყენება ასაკობრივ ჯგუფებში“, - განმარტა თამარ გაბუნიამ.

ვაქცინის მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის. დამტკიცდება პროტოკოლიგაბუნია

09.02.2021

მედია საშუალებები:    პუბლიკა.ჯი

Link:    09.02.2021 - პუბლიკა.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო მიმდინარე კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასებისა და პრევენციის პროტოკოლს, სადაც დეტალურად იქნება განსაზღვრული, თუ რა შეკითხვები უნდა დაისვას, სანამ ვაქცინაცია ჩატარდება. „ჯანდაცვის სამინისტრო ამ კვირაში დაამტკიცებს ალერგიული მდგომარეობის შეფასების და პრევენციის პროტოკოლს, რომელიც მომზადდა ალერგოლოგების ექსპერტთა ჯგუფის მიერ. სადაც არის დეტალრად განსაზღვრული ის შეკითხვები, რა უნდა დაისვას მდგომარეობის შეფასებისთვის, ვიდრე ვაქცინაცია ჩატარდება და შესაბამისად როგორ უნდა მოხდეს შესაძლო ალერგიული რეაქციის მართვა“, – განაცხადა გაბუნიამ. მისი თქმით, ამ დეტალებზე ტრენინგი უკვე დაწყებულია. გაბუნიამ აღნიშნა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საშუალებით გახდება ცნობილი მოსახლეობისთვის, დეტალურად იმ მდგომარეობების შესახებ, რასაც ყურადღება უნდა მიექციოს ვაქცინაციამდე. „ყველა სამედიცინო დაწესებულება, რომლებიც ჩაერთვებიან პროგრამაში, რა თქმა უნდა, პირველ ეტაპზე გაივლის ამ ტრენინგს, რა თქმა უნდა მოხდება, სრულად ყველას მოცვა. დეტალური საინფორმაციო პაკეტი, რომელსაც ჩვენ მივიღებთ მწარმოებლებისგან pfizer-ის ვაქცინას, AstraZeneca- ვაქცინას აქვს განსხვავებული საინფორმაციო პაკეტი“,- თქვა მან. მინისტრის მოადგილემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უმრავლესს შემთხვევაში მძიმე ალერგიუილი რეაქციები მოსალოდნელი არ არის და, შესაძლებელი, რომ მილიონში ერთეული შემთხვევა დაფიქსირდეს.

"უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება"

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიპიენ.ჯი

უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აცრები თბილისის 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულებაში, ასევე ქუთაისის ორ და ბათუმის 1 სამედიცინო დაწესებულებაში, ჩატარდება. „პირველ ეტაპზეკოვაქსისგანარის დადასტურება, რომფაიზერისლიმიტირებული დოზა 29 250 უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში და მიმდინარეობს ამაზეკოვაქსთანყოველდღიური კომუნიკაცია, ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა. მოგეხსენებათ, რომ პირველი, რადგანფაიზერიმოითხოვს 70-80 გრადუსიან ცივ ჯაჭვს, აცრები მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე შერჩეულია უკვე კლინიკებიც, რადგან პირველი ეტაპი აცრებისა მოხდება ჰოსპიტალურ სექტორში. ასევე შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც უკვე ატვირთულია 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც პირველ ეტაპზე იცრებიან. პირველი ლიმიტირებული დოზა ჰყოფნის დაახლოებით 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს, მხედველობაშია ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ უფრო პრიორიტატიზაცია, ანუ შერჩეულია უკვე ეს 14 000-მდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ვინც იყო კოვიდთან მუშაობაში. ამ ადამიანებთან უკვე ხვალიდან დაიწყება კომუნიკაცია. მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და შესაძლოა, ვინმემ არ მოინდომოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები, ვიცით რომელი რეგიონიდან არიან, რომელი ქალაქიდან, სოფლიდან და შესაბამისად, ხდება ახლა ამ ბაზების დაწმენდა. ვფიქრობთ, რომ ვაქცინის შემოსვლისას ჩვენ გვექნება უკვე ელექტრონული სიები ვისაც სურვილი აქვს, რომ აიცრას, სამედიცინო მუშაკი ყველა სამედიცინო დაწესებულებებიდან. შერჩეულია თბილისში 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულება, ასევე ქუთაისში ორი და ბათუმში 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდება აცრები. ხვალიდან უკვე დაიწყება 40 ბრიგადის გადამზადება. თითოეულმა ბრიგადამ დღეში უნდა აცრას 42 ადამიანი. მათ ხშირი გადამზადება აქვთ, მაგრამფაიზერისთვისარის რაღაც ნუანსები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში, ქვეყანაშიასტრაზენეკას“ 180 000-მდე დოზა შემოვა და მისი ინფორმაციით, ვაქცინის დოზების მოწოდება ყოველთვიურად მოხდება. „რაც შეეხება მეორე ეტაპს - მარტის შუა რიცხვებში შემოვაასტრაზენეკასვაქცინა დაახლოებით 180 000 დოზა, რომელიც პირველ რიგში ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს და შემდეგ მეორე პრიორიტეტიამოხუცთა სახლებშიმოხუცების და ასევე, მათი მომვლელი პერსონალის აცრა. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ და ..”, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

თამარ გაბუნია: „ფაიზერისვაქცინა 19 წლის ზემოთ პირებისთვის არის რეკომენდირებული, „ასტრაზენეკასშემთხვევაში მითითებულია 16 წლის ზემოთ ასაკი

09.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    09.02.2021 - ინფო9

ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, ვინც ვირუსი სამი თვის წინ გადაიტანა, მათ ვაქცინის გაკეთება მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ.„ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენი პროტოკოლის მიხედვით პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე. ანუ პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება“, - განაცხადა გაბუნიამ. გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ბავშვების შემთხვევაში, ამ ეტაპზე, ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე.„რაც შეეხება ბავშვებს, „ფაიზერისვაქცინა 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება დაასტრაზენეკასშემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად - 19 წლის და ზემოთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინებზემთავარი მესიჯები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ბრიფინგიდან

09.02.2021

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    09.02.2021 - პრაიმთაიმ.ჯი

საქართველოში 9 დაწესებულებაფაიზერისვაქცინისთვის საჭირო პირობებს აკმაყოფილებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განმარტებით, აღნიშნულ დაწესებულებებში უახლოეს მომავალში ტრენინგები დაიწყება. თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ ვაქცინაციასთან დაკავშირებით რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. პირველი საკითხი, რომელსაც მინისტრის მოადგილე შეეხო, არის ის, სჭირდებათ თუ არა კოვიდგადატანილებს კორონავირუსის ვაქცინა. ზოგადად, ვისაც გადატანილი აქვს ვირუსი, მათ ვაქცინა მაინც სჭირდებათ, თუმცა ჩვენს ქვეყანაში არსებული პროტოკოლის მიხედვით, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე უნდა იყოს 3 თვე.„პირველ ეტაპზე იმ ადამიანებს, ვინც გადაიტანეს სამი თვის წინ, მათ ამ ეტაპზე ვაქცინაციას არ შევთავაზებთ, ანუ მათ მოუწევთ სადღაც მეორე, მესამე კვარტალში ვაქცინის გაკეთება“, – განაცხადა გაბუნიამ. კორონავირუსის ვაქცინა და ბავშვები რაც შეეხება ბავშვებს,ვაქცინაციის გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ ასაკის მოსახლეობაზე.„ფაიზერისვაქცინა 19 წლიდან ზემოთ არის რეკომენდირებული მისი გამოყენება დაასტრაზენეკასშემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან ზემოთ. ჩვენი გეგმის თანახმად, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლის ზემოთ, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე ვსაუბრობთ, როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, მაშინ მწარმოებელი გადახედავს, სავარაუდოდ, თავის პროტოკოლს და ჩვენც შესაბამისად, ამას განვავრცობთ უკვე სხვა ასაკობრივ ჯგუფებზე, ჯერჯერობით ვსაუბრობთ მოზრდილ მოსახლეობაზე გეგმის თანახმად – 19 წლის და ზემოთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. ალერგიული ფონი ხშირად ისმის კითხვა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ალერგიული ადამიანი კორონავირუსის ვაქცინის გაკეთების დროს და რა რეკომენდაციები არსებობს ასეთ შემთხვევაში. როგროც თამარ გაბუნია ამბობს, უმრავლეს შემთხვევაში უმრავლეს შემთხვევებში მძიმე ალერგიული რეაქციები მოსალოდნელი არ არის, თუმცა აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობისთვის სპეციალური ინფორმაცია მაინც გავრცელდება.„ალერგია არის საყურადღებო მდგომაროება, რომელიც უნდა შეფასდეს ვიდრე ვაქცინა ჩატარდება. დაავადებათა კონტროლისცენტრის საშუალებით გახდება მოსახლეობისთვის ცნობილი ინფორმაცია, სადაც დეტალურადაა განსაზღვრული ის მდგომარეობები, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. მილიონში შეიძლება ერთი შემთხვევა დაფიქსირდეს, თუმცა მზაობისთვის ეს ყველაფერი უნდა შესრულდეს“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კერძო კლინიკა ვაქცინაციაში ივლისამდე არ ჩაერთობა

09.02.2021

მედია საშუალებები:    ჯიბისი.ჯი

Link:    09.02.2021 - ჯიბისი.ჯი

თბილისი (GBC) – კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვას ამირან გამყრელიძე არ ეწინააღმდეგება, თუმცა ფალსიფიცირების რისკებს ხედავს და შესაბამისად კომუნიკაცია მსხვილ მწარმოებლებთან და სახელმწიფოებთან. მისი ვარაუდით, პროცეში კერძო კლინიკები სავარაუდოდ ივნისამდე არ ჩაერთობა. რადგან მწარმოებლებიც ამ ეტაპზე მთავრობებთან ურთიერთობას ირჩევენ. იქამდე, ქართული ჯანსდაცვის სექტორი აქტიურადაა ჩართული გრიპის ვაქცინაციის პროცესში. სახელმწიფო 35 000 დოზა აქვს შემოტანილი, კერძოს კი 50 000 -მდე. გლობალურ ტენდენციაზეც აღნიშნა. მსოფლიო მედიკამანტების 1 ტრილიანიანი ბაზრის 10% ფალსიფიცირებულზე მოდის. გამყრლიძის ინფორმაციით, კოვაქს პლატფორმიდან 29 250 დოზა თებერვლის ბლოს შემოვა. ცივიბ ჯაჭვის საჭუროების გათვალისწინებით არჩეულია თბილისი-ქუთაისი-ბათუმი. I ეტაზე ვირსთან ბრძოლის წინა ხაზზე მებრძოლი 14 000 მედიკოსი აიცრება. შემდეგ ასევე მედიკოსებისთვიოს შემოვა 180 000 დოზა ასტრა ზენეკა, რომლითაც ასევე სამედიცინო პერსონალი აიცრება. შემდეგ მოცუცთა თავშესაფრის ბინადარნი. მისივე ინფორმაციით, სქემაში, ერთჯერადი ინექციის, ევროპული და ამერიკული 4 ახალი ვაქცინაც ჩაერთვება, კოვაქს პლატფორმას 2 მლრდ დოზა აქვს შეძენილი და გაანაწილებს.

ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება

09.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    09.02.2021 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95 პროცენტამდე თუ გავზრდით, მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი შემცირდება. მისი თქმით, არსებული პროგნოზით, საქართველო პირბადის ტარების მაჩვენებლით 42-დან 72 პროცენტამდე ავიდა. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ კორონავირუსის გავრცელების ყველაზე ძლიერი პრევენციის საშუალება არის პირბადის სწორად ტარება.„გუშინ წინ განახლდა კიდევჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტისმონაცემები. ჩვენ ისევ ვრჩებით 72 პროცენტზე პირბადის ტარების მაჩვენებლით. ეს კარგია. 45-დან ავედით 72-ზე. მაგრამ იქ არის პროგნოზი, თუ ავალთ 95 პროცენტზე, მაშინ მაისისთვის ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვს შევამცირებთ და გვექნება ათეულების ფარგლებში, 10, 20, 30, დაახლოებით ამ ფარგლებში. ამიტომ, ეს მარტივი ღონისძიებაა, რომელიც უნდა გაითავისოს თითოეულმა ადამიანმა. პირბადის სწორად ტარება დღეს გახლავთ ყველაზე ძლიერი პრევენციული საშუალება, მისი ყველგან ტარება არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ეს მესიჯი გთხოვთ, ხშირად გამეორდეს. მოგეხსენებათ, ვაქცინით, მიუხედავად იმისა, რომ 31 მილიონი ადამიანი აიცრა ერთჯერადი აცრით, სრული, ორჯერადი აცრით ეს გაცილებით ნაკლებია, ჯერ შორს არის, რომ 7 მილიარდი ადამიანი აიცრას მსოფლიოში, რომელიც შექმნის .. კოლექტიურ, ანუ საზოგადოებრივ იმუნიტეტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან - თამარ გაბუნია

09.02.2021

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - მედიანიუს.ჯი

ვირუსი ვისაც გადატანილი აქვს, მას ვაქცინა მაინც სჭირდება, თუმცა ჩვენი პროტოკოლის თანახმად, პერიოდი დადასტურებიდან ვაქცინაციამდე არის სამი თვე. მათ მეორე, მესამე კვარტალში მოუწევთ ვაქცინის გაკეთება. რაც შეეხება ბავშვებს, „ფაიზერისვაქცინა ამბობს, რომ 19 წლიდან ზემოთ არის მისი გაკეთება რეკომენდირებული, „ასტრაზენეკასვაქცინის შემთხვევაში მითითებულია 16 წლიდან და ზემოთ, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, გეგმის მიხედვით, სამიზნე ჯგუფი განსაზღვრულია 18 წლიდან, ანუ მოზრდილ მოსახლეობაზე. „როგორც კი იქნება დამატებითი მონაცემები ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ბავშვებში, რადგან ჯერ ეს მონაცემები არ არსებობს, მაშინ, სავარაუდოდ, მაწარმოებელი გადახედავს თავის პროტოკოლს და ჩვენს განვავრცობთ სხვა ჯგუფებზეც“, – აღნიშნა გაბუნიამ. ამასთან, მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მარტის დასაწყისში საქართველოშიასტრაზენეკასვაქცინასაც ელოდებიან. „მოლაპარაკება დაწყებულიაასტრაზენეკასთანდა თებერვლიდან, მარტისკენ უნდა შემოვიდეს პირველი დოზები. მიმდინარე პროცესში მწარმოებელმა, შესაძლოა შეცვალოს ჩვენებები, სამიზნე ჯგუფები. რაც შეეხება ეჭვებს, რომასტრაზენეკაშეიძლება არ იყოს ეფექტური ან ნაკლებად ეფექტური იყოს 65 წლის ზემოთ პირებისთვის, ამას დასაბუთება სჭირდება. თუ ასეთი რამ დასაბუთდა, კარგია, რომ არჩევანის შესაძლებლობა გვექნება და მეორე, მესამე კვარტლიდან მოსალოდნელი აღიარების პროცესში არის რამდენიმე ახალი ვაქცინა, რომელსაც აქვს სავარაუდოდ, მაღალი ეფექტურობა და მათი გამოყენება შესაძლოა, განვიხილოთ“, - განაცხადა გაბუნიამ.

კორონავირუსის დადებითი შემთხვევები მთელი წლის მანძილზე გვექნება, მთავარია, არ იყოს უმართავი - ამირან გამყრელიძე

09.02.2021

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - მედიანიუს.ჯი

კორონავირუსის დადებითი შემთხვევები გვექნება მთელი წლის მანძილზე, მთავარია, არ იყოს უმართავი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ ძალიან რთული მეორე ტალღა გაიარა და მოსახლეობას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს. „კორონავირუსის დადებითი შემთხვევები ყველა ქალაქში არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის მართვადი. დადებითი შემთხვევები გვექნება მთელი წლის მანძილზე. ჩვენთვის ძალიან რთული იყო მეორე ტალღა, განსაკუთრებით ის პერიოდი, როდესაც დღეში გვქონდა 3-4-5 ათასი შემთხვევა. იცით, როგორიკოშმარიგავიარეთ და ამიტომ, ამას უნდა მოვუფრთხილდეთ, რომ აღარ განმეორდეს. რა თქმა უნდა, ვიდრე კორონავირუსული ინფექცია არსებობს, ვიდრე მოსახლეობის 70% არ აიცრება, დაახლოებით ოთხი-ხუთი წამალი დასრულების სტადიაშია და დიდი იმედი მაქვს გამოჩნდებიან ბაზარზე მაის-ივნისში, მანამდე შემთხვევები გვექნება. მთავარია, ეს შემთხვევები არ იყოს უმართავი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დადებითობის მაჩვენებლის 4%-ის ფარგლებში შენარჩუნების შემთხვევაში, შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა გაგრძელდება

09.02.2021

მედია საშუალებები:    მედიანიუს.ჯი

Link:    09.02.2021 - მედიანიუს.ჯი

მეხუთე კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სკოლაში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. საბჭოს სხდომაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, შეზღუდვების შემსუბუქების კუთხით გადადგმული თითოეული ნაბიჯი იყოს ფრთხილი, გონივრული და მდგრადი, რათა ეს უარყოფითად არ აისახოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე და საჭირო არ გახდეს მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება.

ამირან გამყრელიძე: covid-ვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორს ხელს არ შევუშლით

09.02.2021

მედია საშუალებები:    ბიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის პროგნოზით, საქართველოში covid-ვაქცინის შემოტანის მიმართულებით, კერძო სექტორის გააქტიურება ზაფხულში, ივნისის შემდეგ დაიწყება. ეს განცხადება ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების მიერ დასმული იმ კითხვის პასუხად გააკეთა, რომელიც ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობას შეეხებოდა. NCDC-ის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ამ საკითხს დადებითად აფასებს, თუმცა, ზოგადად, ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის ჩართულობა ძალიან მცირეა, ხოლო კოვიდ ვაქცინის შემოტანის შესაძლებლობა, მისი გათვლებით, კომპანიებს მოგვიანებით ექნებათ, რაშიც ხელს არავინ შეუშლის.„კერძო სექტორის ვაქცინაციის პროცესში ჩართვას სახელმწიფო ძალიან დადებითად უყურებს. ზოგადად, რუტინული ვაქცინაციის პროცესში 97%-98% სახელმწიფოს ხარჯზე მოდის ანუ ყველა ვაქცინა რაც ბავშვების და მოზარდებისთვის შემოდის, სახელმწიფოს ხარჯზეა; კერძო სექტორი, დაახლოებით, 2-3 ვაქცინის შემოტანაში მონაწილეობს. ძირითადად, ესაა გრიპის ვაქცინა. წელს სახელმწიფომ იყიდა 235 000 გრიპის ვაქცინა და კერძო სექტორმა შემოიტანა ალბათ 40 000-50 000 ვაქცინა. ზოგადად, ვაქცინაციის პროცესში კერძო სექტორის მონაწილეობაძალიან მინიმალურია. რაც შეეხება კოვიდვაქცინის შემოტანაში კერძო სექტორის მონაწილეობას, ჩვენ კერძო სექტორს ვესაუბრებით და თუ აქვთ საშუალება, ჩაერთონ ვაქცინის შემოტანაში - კი, მაგრამ მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, კერძო კომპანიებს თვითონ დიდი მწარმოებლები არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს. ჩემი პირადი შეხედულება და გათვლებია, რომ კერძო სექტორის გააქტიურება ამ მიმართულებით, დაახლოებით, მაის-ივნისის შემდეგ დაიწყება ანუ არავინ ხელს არ უშლის მათ, პირიქით, ხელს უწყობენ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, თემაზე საუბრისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ისიც აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე დიდი მწარმოებლები არა თუ კერძო კომპანიების, არამედ სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. „ზოგადად, მწარმოებლების მიერ ვაქცინების წარმოების მასშტაბს რაც შეეხება, რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით, სერიოზული ჩამორჩენაა; მათ ვერ დააკმაყოფილეს ამ ეტაპზე ევროკავშირის და კოვაქსის მოთხოვნილება, მაგრამ ისე სწრაფად იზრდება წარმოების სიმძლავრეები, რომ დარწმუნებული ვარ,თებერვალ-მარტ-აპრილში წარმოება დაეწევა იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი; როცა ვალდებულებები სახელმწიფოების მიმართ შესრულდება, მაშინ, რა თქმა უნდა, იქნება კერძო ინიციატივებიც“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

ბავშვებისა და მოზარდებისთვისკოვიდვაქცინადაშვებული არ არის

09.02.2021

მედია საშუალებები:    ემსიემ.ჯი

Link:    09.02.2021 - ემსიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბავშვებისა და მოზარდებისკოვიდ ვირუსზეაცრა ამ ეტაპისთვის არ განიხილება. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, ყველ ვაქცინა რეკომენდირებულია 18 წლის ზევით ადამიანებისთვის. „ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს გამოიყენება მსოფლიოში, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ, ახლა, კლინიკური კვლევები მიმდინარეობს 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით, არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, – განმარტა მან.

ნაკლები მომხმარებელი, პირბადე და ტესტირება - ფიტნესები გასახსნელად ემზადებიან

09.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    09.02.2021 - კომერსანტ.ჯი

დღეს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე ფიტნეს დარბაზების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დეტალებზეოკტოპუს ფიტნეს კლუბისდირექტორი გიორგი ასათიანიბიზნესპარტნიორთანსაუბრობს. მისი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ნაბიჯია ის, რომ მზაობა გამოხატა ფიტნეს კლუბების გახსნასთან დაკავშირებით, თუ რა თქმა უნდა შენარჩუნდება არსებული ეპიდვითარება და ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების ტენდენცია.„შეხვედრას ესწრებოდა შრომის ინსფექტირების ხელმძღვანელი ბექა ფერაძე, ბიზნესომბუდსმენი, ეპიდემიოლოგები და სპორტის სამინისტროს წამომადგენელი. საუბარი იყო დამატებითი რეგულაციებით ფიტნეს კლუბების გახსნაზე, რაც გულისხმობს, სავალდებულო ტესტირებაში ჩართულობას, თანამშრომლების გატესტვას. ასევე, მომხმარებლების რაოდენობის შემცირებას და სპორტულ დაწესებულებაში პირბადის ტარებას. ყველა ვთანხმდებით, რომ პირბადის ტარება დარბაზში აუცილებელია, გარდა ინტენსიური ვარჯიშის დროს. რაც შეეხება, ტესტირების ხარჯებს, გვითხრეს, რომ დღეს განიხილავენ ამ საკითხს. სავარაუდოდ, საწყის ეტაპზე სახელმწიფო დაგვეხმარება ამაში. რადგანაც, საბოლოო შეთავაზება არ არის პირბადესთან და ლიმიტირებული ვიზიტორების რაოდენობასთან დაკავშირებით, გამიჭირდება ზუსტი შეფასება. ჯერ მხოლოდ პოზიტიურად ვაფასებ მოვლენებს,“– აცხადებს გიორგი ასათიანი. business-partner.ge

ონკოლოგიური დაავადებების შემცირებისკენ მიმართული ევროკომისიის გეგმა და ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებები

09.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    09.02.2021 - კომერსანტ.ჯი

2021 წლის 3 თებერვალს ევროკომისიამ გამოაქვეყნა გეგმა - Beating Cancer Plan, რომელიც ევროპის ქვეყნებში კიბოს პრევენციისკენ არის მიმართული. ონკოლოგიური დაავადებები ჯანდაცვის სისტემის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ევროკავშირის მასშტაბით, ყოველწლიურად 3.5 მილიონ ადამიანი კიბოს დაავადებას ებრძვის, 1.3 მილიონი კი ამ დაავადების შედეგად იღუპება. ევროკომისიის განცხადებით, არაგენეტიკური ფაქტორებით გამოწვეულ ონკოლოგიურ დაავადებათა 40%-ის პრევენცია შესაძლებელია. გეგმის მიხედვით, დასახული მიზნის მიღწევა ისეთი მავნე ჩვევების აღმოფხვრით არის შესაძლებელი, როგორიცაა: მოწევა, ალკოჰოლის მოხმარება და არაჯანსაღი კვება.

ზუგდიდში დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა

09.02.2021

მედია საშუალებები:    კვირა.ჯი

Link:    09.02.2021 - კვირა.ჯი

ზუგდიდში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ დევნილთა საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის 4 და სასწრაფო დახმარების 2 ბრიგადა იმყოფება. “ორსართულიან კაპიტალურ შენობაში აფხაზეთიდან დევნილი 4 ოჯახი ცხოვრობს. მეხანძრე-მაშველების დროული და ეფექტური რეაგირების შედეგად ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული, მსხვერპლი არ არის”,- აცხადებს ,,რეგიონულ კვირასთანზუგდიდის სახანძრო-სამაშველო სამსახურის სამმართველოს უფროსი დიმიტრი ბარამია. ოთხივე ოჯახს საცხოვრებელი ფართი დაეწვა, ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროგაყვანილობის გაუმართაობამ გამოიწვია.

10 თებერვალი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე - საქართველოს დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება და იყო დასტური, რომ გარკვეული დოზები დაგვითმონ

10.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    10.02.2021 - კომერსანტ.ჯი

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა საქართველოს თავის მიერ შესყიდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაუთმოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემპალიტრანიუსისგადაცემარეზიუმეშიგანაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველო ვაქცინების შესყიდვასკოვაქსისგვერდის ავლითაც ცდილობს და მოლაპარაკებები დაგვიანებით არ დაწყებულა.„სერუმ ინსტიტუტისსაბჭოს ხელმძღვანელს ძალიან კარგად ვიცნობ, დამსახურებული კაცია და მის შვილთან ჰქონდა ჩვენს ელჩს შეხვედრა. შეპირებულები არიან, რომ საქართველოსთვის არის დოზები, მაგრამ ამას სჭირდება დასტურიასტრა ზენეკასმაღალი დონის ხელმძღვანელობის. მოგეხსენებათ, „ასტრა ზენეკაშვედურ-ბრიტანული კომპანიაა. თვითონ ინდოეთი ამას არ წყვეტს. გეტყვით და დასამალი არაფერი არაა, რომ 500 ათასი დოზა საქართველოსთვის არის დარეზერვებულიკოვაქსისზემოთ, მაგრამ ამას სჭირდება დასტურიასტრა ზენეკასხელმძღვანელობის იმიტომ, რომ მათ გარეშე ეს განაწილება ვერ ხორციელდება. ძალიან ბევრთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებსკოვაქსისგვერდის ავლით, არა მარტოსერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“. „კოვაქსივალდებულებას შეასრულებს და თავის პლატფორმაზე განათავსებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან, რათა საქართველოს ვაქცინები დაუთმონ.„აგვისტო-სექტემბერში დავიწყეთ ეს მოლაპარაკებები. ძირითადად ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან - ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები ვინც არის, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. წერილობითი დასაბუთებაც გვაქვს ამის. მათ შეკვეთილი აქვთ გაცილებით მეტი დოზები, ვიდრე ამ ქვეყნებს სჭირდებათ. იგივე ნორვეგიასაც, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი დიდი დონორი ქვეყანაა, მას აქვს ბევრად მეტი დოზა შესყიდული, ვიდრე მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს საქართველოს მოლაპარაკება და იქიდანაც იყო წინადადებები და დასტური, რომ მათ გარკვეული დოზები უნდა დაგვითმონ. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად ამ ქვეყნებისთვისაც დაგვიანდა ვაქცინების მიღებაფაიზერის“, „მოდერნასდაასტრა ზენეკასი“, ვერ მიიღეს იმ მოცულობებით, ეს პროცესი ცოტა შეფერხებულია. დარწმუნებული ვარ, მათი კეთილი ჟესტი, რომ საქართველოს გარკვეული დოზები დაუთმონ, ეს მოხდება ალბათ, გვიან გაზაფხულზე, როცა გაჯერდება ბაზარი, აპრილ-მაისში. ახლა მოლაპარაკებები გვაქვსკოვაქსთან“, ეს დათმობებიც არის და პლიუს პირდაპირი მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელთან. ბოლო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებებიასერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“, ასევე კორეის ერთ-ერთ ძლიერ მწარმოებელთან.„მოდერნასთანაციყო პირდაპირი კონტაქტი, მაგრამ წლის მეორე ნახევრამდე თავი შეიკავა პირდაპირ მოწოდებაზე იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ქვეყნის მიმართ პირდაპირი ვალდებულებები. „მოდერნადაფაიზერითავდაპირველად აჯერებენ კანადის და ჩრდილო ამერიკის ბაზარს ასევე, ნაწილობრივ ევროკავშირმაც იყიდა“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა, რომელიც დაანონსებულია, შესრულებადი გეგმაა.„თუ ყველა ერთსულოვნები ვიქნებით, შესრულებადია. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. ასევე, თუ მოვახერხებთ, რომ შევისყიდოთ 3 მილიონ 900 ათასი დოზა. აქედან მილიონ 400 ათასიკოვაქსითმეტნაკლებად გარანტირებულია, რადგან ამაზე კონტრაქტი არსებობს. ჩვენ ისრაელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ მან ჯერ თავისი მოსახლეობის ვაქცინაცია უნდა დაასრულოს. ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან იყო მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. რაც შეეხება მალტას, ის პატარა ქვეყანაა და არ აქვს მას საკმარისი დოზები, რომ ერთი მილიონი ჩვენ დაგვითმოს. არ დაგიმალავთ ლიტვასთან, პოლონეთთან და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მუშაობა. გუშინწინ მქონდა მოლაპარაკება გერმანიის ბუნდესტაგის მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანებთან, რომლებიც მედიცინაში არიან, ჩემი კერძო არხებით, რომ ვიმუშავოთ ამ საკითხზე. ასევე, პრემიერ-მინისტრიც პირდაპირ არის მოლაპარაკებებში ჩართული და 30 ათასი დოზა, რასაც მივიღებთ, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის და ჯანმო- ხელმძღვანელის მოლაპარაკებების შედეგია“, - განაცხადა გამყრელიძემ. www.interpressnews.ge

პრესა

ამირან გამყრელიძე: "საქართველოს 5 ქვეყანასთან აქვს მოლაპარაკება, რომ მათ ვაქცინა დაგვითმონ"

10.02.2021

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    10.02.2021 - ახალი თაობა

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ შესაძლოა საქართველოს თავის მიერ შესყიდული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები დაუთმოს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემპალიტრანიუსისგადაცემარეზიუმეშიგანაცხადა. „სერუმ ინსტიტუტისსაბჭოს ხელმძღვანელს ძალიან კარგად ვიცნობ, დამსახურებული კაცია და მის შვილთან ჰქონდა ჩვენს ელჩს შეხვედრა. შეპირებულები არიან, რომ საქართველოსთვის არის დოზები, მაგრამ ამას სჭირდება დასტურიასტრა ზენეკასმაღალი დონის ხელმძღვანელობის. მოგეხსენებათ, „ასტრა ზენეკაშვედურ-ბრიტანული კომპანიაა. თვითონ ინდოეთი ამას არ წყვეტს. გეტყვით და დასამალი არაფერი არაა, რომ 500 ათასი დოზა საქართველოსთვის არის დარეზერვებულიკოვაქსისზემოთ, მაგრამ ამას სჭირდება დასტურიასტრა ზენეკასხელმძღვანელობის იმიტომ, რომ მათ გარეშე ეს განაწილება ვერ ხორციელდება. ძალიან ბევრთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებსკოვაქსისგვერდის ავლით, არა მარტოსერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“. „კოვაქსივალდებულებას შეასრულებს და თავის პლატფორმაზე განათავსებს ვაქცინის 2 მილიარდ დოზას“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, მოლაპარაკებები დაწყებულია ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან, რათა საქართველოს ვაქცინები დაუთმონ. „აგვისტო-სექტემბერში დავიწყეთ ეს მოლაპარაკებები. ძირითადად ევროკავშირის 5-6 ქვეყანასთან - ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნები ვინც არის, ბალტიისპირეთის ქვეყნები და ცენტრალური ევროპის ქვეყნები. წერილობითი დასაბუთებაც გვაქვს ამის. მათ შეკვეთილი აქვთ გაცილებით მეტი დოზები, ვიდრე ამ ქვეყნებს სჭირდებათ. იგივე ნორვეგიასაც, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მაგრამ ერთ-ერთი დიდი დონორი ქვეყანაა, მას აქვს ბევრად მეტი დოზა შესყიდული, ვიდრე მას სჭირდება. აქედან გამომდინარე, დაახლოებით, 5 ქვეყანასთან აქვს საქართველოს მოლაპარაკება და იქიდანაც იყო წინადადებები და დასტური, რომ მათ გარკვეული დოზები უნდა დაგვითმონ. მაგრამ იმის გამო, რომ ზოგადად ამ ქვეყნებისთვისაც დაგვიანდა ვაქცინების მიღებაფაიზერის“, „მოდერნასდაასტრა ზენეკასი“, ვერ მიიღეს იმ მოცულობებით, ეს პროცესი ცოტა შეფერხებულია. დარწმუნებული ვარ, მათი კეთილი ჟესტი, რომ საქართველოს გარკვეული დოზები დაუთმონ, ეს მოხდება ალბათ, გვიან გაზაფხულზე, როცა გაჯერდება ბაზარი, აპრილ-მაისში. ახლა მოლაპარაკებები გვაქვსკოვაქსთან“, ეს დათმობებიც არის და პლიუს პირდაპირი მოლაპარაკებები რამდენიმე მწარმოებელთან. ბოლო, ძალიან ინტენსიური მოლაპარაკებებიასერუმ ინსტიტუტ ინდიასთან“, ასევე კორეის ერთ-ერთ ძლიერ მწარმოებელთან. „მოდერნასთანაციყო პირდაპირი კონტაქტი, მაგრამ წლის მეორე ნახევრამდე თავი შეიკავა პირდაპირ მოწოდებაზე იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ქვეყნის მიმართ პირდაპირი ვალდებულებები. „მოდერნადაფაიზერითავდაპირველად აჯერებენ კანადის და ჩრდილო ამერიკის ბაზარს ასევე, ნაწილობრივ ევროკავშირმაც იყიდა“, - განაცხადა გამყრელიძემ. მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობის 60%-ის აცრა, რომელიც დაანონსებულია, შესრულებადი გეგმაა. ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირების საგანი. ასევე, თუ მოვახერხებთ, რომ შევისყიდოთ 3 მილიონ 900 ათასი დოზა. აქედან მილიონ 400 ათასიკოვაქსითმეტნაკლებად გარანტირებულია, რადგან ამაზე კონტრაქტი არსებობს. ჩვენ ისრაელთანაც გვქონდა მოლაპარაკებები, მაგრამ მან ჯერ თავისი მოსახლეობის ვაქცინაცია უნდა დაასრულოს. ევროკავშირის ყველა ქვეყანასთან იყო მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით. რაც შეეხება მალტას, ის პატარა ქვეყანაა და არ აქვს მას საკმარისი დოზები, რომ ერთი მილიონი ჩვენ დაგვითმოს. არ დაგიმალავთ ლიტვასთან, პოლონეთთან და ევროკავშირის კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მუშაობა. გუშინწინ მქონდა მოლაპარაკება გერმანიის ბუნდესტაგის მაღალი პოლიტიკური გავლენის მქონე ადამიანებთან, რომლებიც მედიცინაში არიან, ჩემი კერძო არხებით, რომ ვიმუშავოთ ამ საკითხზე. ასევე, პრემიერ-მინისტრიც პირდაპირ არის მოლაპარაკებებში ჩართული და 30 ათასი დოზა, რასაც მივიღებთ, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის და ჯანმო- ხელმძღვანელის მოლაპარაკებების შედეგია“, - განაცხადა გამყრელიძემ.

უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება

10.02.2021

მედია საშუალებები:    მესინჯერი

Link:    10.02.2021 - მესინჯერი

უკვე შერჩეულია 14 000-მდე ადამიანი, რომელიც პირველ ეტაპზე აიცრება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, აცრები თბილისის 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულებაში, ასევე ქუთაისის ორ და ბათუმის 1 სამედიცინო დაწესებულებაში, ჩატარდება. 'პირველ ეტაპზე 'კოვაქსისგან' არის დადასტურება, რომ 'ფაიზერის' ლიმიტირებული დოზა 29 250 უნდა შემოვიდეს თებერვლის ბოლო დეკადაში და მიმდინარეობს ამაზე 'კოვაქსთან' ყოველდღიური კომუნიკაცია, ამისთვის სახელმწიფო სერიოზულად მოემზადა. მოგეხსენებათ, რომ პირველი, რადგან 'ფაიზერი' მოითხოვს 70-80 გრადუსიან ცივ ჯაჭვს, აცრები მოხდება მხოლოდ სამ ქალაქში: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. ასევე შერჩეულია უკვე კლინიკებიც, რადგან პირველი ეტაპი აცრებისა მოხდება ჰოსპიტალურ სექტორში. ასევე შექმნილია სპეციალური პორტალი, სადაც უკვე ატვირთულია 75 000-მდე სამედიცინო მუშაკის მონაცემები, ვინც პირველ ეტაპზე იცრებიან. პირველი ლიმიტირებული დოზა ჰყოფნის დაახლოებით 14 000-მდე სამედიცინო მუშაკს, მხედველობაშია ექიმი, ექთანი, უმცროსი სამედიცინო პერსონალი. ჩვენ მოვახდინეთ ამ პრიორიტეტის კიდევ უფრო პრიორიტატიზაცია, ანუ შერჩეულია უკვე ეს 14 000-მდე ადამიანი იმ კრიტერიუმებით, რაც შედგენილი იყო ანუ ყველაზე მაღალი რისკის მქონე ვინც იყო კოვიდთან მუშაობაში. მოგეხსენებათ, რომ აცრა ნებაყოფლობითია და შესაძლოა, ვინმემ არ მოინდომოს, ამიტომ ჩვენ გვაქვს ყველა ამ ადამიანის პერსონალური მონაცემები, ვიცით რომელი რეგიონიდან არიან, რომელი ქალაქიდან, სოფლიდან და შესაბამისად, ხდება ახლა ამ ბაზების დაწმენდა. ვფიქრობთ, რომ ვაქცინის შემოსვლისას ჩვენ გვექნება უკვე ელექტრონული სიები ვისაც სურვილი აქვს, რომ აიცრას, სამედიცინო მუშაკი ყველა სამედიცინო დაწესებულებებიდან. შერჩეულია თბილისში 5 და კიდევ სარეზერვოდ რამოდენიმე დაწესებულება, ასევე ქუთაისში ორი და ბათუმში 1 სამედიცინო დაწესებულება, სადაც მოხდება აცრები. დაიწყება 40 ბრიგადის გადამზადება. თითოეულმა ბრიგადამ დღეში უნდა აცრას 42 ადამიანი. მათ ხშირი გადამზადება აქვთ, მაგრამ 'ფაიზერისთვის' არის რაღაც ნუანსები', - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, მარტის შუა რიცხვებში, ქვეყანაში 'ასტრაზენეკას' 180 000-მდე დოზა შემოვა და მისი ინფორმაციით, ვაქცინის დოზების მოწოდება ყოველთვიურად მოხდება. 'რაც შეეხება მეორე ეტაპს - მარტის შუა რიცხვებში შემოვა 'ასტრაზენეკას' ვაქცინა დაახლოებით 180 000 დოზა, რომელიც პირველ რიგში ისევ მოხმარდება დარჩენილ სამედიცინო მუშაკებს და შემდეგ მეორე პრიორიტეტია 'მოხუცთა სახლებში' მოხუცების და ასევე, მათი მომვლელი პერსონალის აცრა. ამის შემდეგ გადავდივართ უკვე 75 წელს ზემოთ, 65 წელს ზემოთ და ..', - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ მოსახლეობის დაახლოებით 40-42% აცხადებს მზაობას აცრაზე, თუმცა ეს ციფრი უნდა გაიზარდოს საანადო საინფორმაციო კამანიის შემდეგ. ლელოს წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი მოუწოდებს მთავრობას, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯი გამჭვირვალე იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარტია სასამართლოს მიმართავს.

შსს- კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოავლინა

10.02.2021

მედია საშუალებები:    ახალი თაობა

Link:    10.02.2021 - ახალი თაობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ. სამართალდამცველების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად ბოლო 24 საათის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით, დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის 665 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10)- მუხლის შესაბამისად 168 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმებულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. გარდა ამისა, 24 საათის განმავლობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(11)- მუხლის შესაბამისად 497 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ზომები. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ არსებულ რეგულაციებს. პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) - მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკის 42(10)- მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.

რა ეღირება კორონავირუსზე აცრა კერძო კლინიკებში და როდის დაიწყება ფასიანი აცრები საქართველოში

10.02.2021

მედია საშუალებები:    რეზონანსი

Link:    10.02.2021 - რეზონანსი

საქართველოში კორონავირუსზე აცრა უფასო იქნება და ვაქცინაციის გეგმაც უკვე გაწერილია - ჯერ აიცრებიან ექიმები, პოლიციელები, მასწავლებლები და მოხუცები. თუმცა, ამის პარალელურად, სავარაუდოდ ზაფხულიდან, შესაძლოა სხვა სოციალური და ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლებისათვის, ვისაც აცრის გაკეთება ამა თუ იმ მიზეზის გამო ეჩქარება, ხელმისაწვდომი გახდეს ფასიანი აცრები. როგორია ამ მხრივ მსოფლიოში არსებული პრაქტიკა და რა შეიძლება ღირდეს რიგგარეშე აცრა საქართველოში? კერძო სექტორში ვაქცინაციის დაწყებას დიდი ბრიტანეთიც გეგმავს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა ეღირება ვაქცინის ერთი დოზა. თუმცა კერძო სექტორმა უკვე დაიწყო ვაქცინაცია რუსეთში და მოსკოვის სხვადასხვა კლინიკებში რუსულისპუტნიკ V"- თი აცრის ფასი 1500-დან 1850 რუბლამდე მერყეობს, რაც დაახლოებით 60-დან 74 ლარამდეა. სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიები კი თავიანთი ვაქცინების ერთ დოზას მსოფლიო ბაზარზე ასე ყიდიან: „ფაიზერი"- 19,50 დოლარი თითო დოზაზე, ეფექტურობა 95%; „მოდერნა" - 25-27 დოლარი დოზაზე, ეფექტურობა 95%; „ასტრაზენეკა" - 25-37 დოლარი დოზაზე, ეფექტურობა 70%; რუსულისპუტნიკ V" - 10 დოლარი დოზაზე, ეფექტურობა 91,4% ; „სინოვაკი" - 60 დოლარი დოზაზე, ეფექტურობა, 50,38% -დან 91,25% -მდე. აღნიშნულ საკითხზე დაყრდნობითრეზონანსი" შეეცადა გაერკვია, თუ რა შეიძლება ღირდეს კერძო სექტორში აცრა. ჩვენ ამ თემაზე ინფექციონისტ ირაკლი ხმალაძის აზრით, საქართველოში ვაქცინის საფასური საკმაოდ მაღალი იქნება. „ვინაიდან ჯერ არ შემოსულა პრეპარატი და ამის გამო ბოლომდე არ ვიცით მისი ფასი. ერთია მისი საბაზრო ღირებულება და მეორეა შემდეგ დადებული ფასი. რაც შეეხება კერძო სექტორს, ამ მხრივ ვფიქრობ, რომ საუბარია იმაზე, თვთონ მოისურვებს თუ არა კერძო სექტორი ფასიან აცრებს. თუმცა, რადგან ამაზე საუბარი მიმდინარეობს, როგორც ჩანს, წინაპირობაც არსებობს. „ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ ჯერ უნდა აიცრან ექიმები, პოლიციელები, მასწავლებლები და მოხუცები, ხოლო ვინც ამ ჯგუფში არ შედის, მაგრამ მაინც ეჩქარება აცრის გაკეთება, ის გადაიხდის თანხას და აიცრება. „რადგან ვირუსი ჯერჯერობით ახალია და ვაქცინაც ახალია, მას გარკვეული ფასი ადევს, რომელიც ვფიქრობ საკამოდ მაღალი იქნება. ზუსტად ნამდვილად არ ვიცი რა შეიძლება ღირდეს. „მე დარწმუნებული არ ვარ, რომ საქართველოში მხოლოდ ერთი ვაქცინა შემოვა. ვფიქრობ კიდევ შეიძლება დაემატოს ვაქცინა, რომელიც უფრო მეტად დაიხვეწება და მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. „კონკრეტულ ფასზე საუბარი ამ შემთხვევაში უფრო მეტად გართულდება, ეს შეიძლება იყოს 50 დოლარის ექვივალენტი ლარებში და შეიძლება იყოს 100 დოლარის ექვივალენტი. დაახლოებით ამ ფასებში იყო თავის დროზებე" ჰეპეტატის აცრის ფასი და ახლა ნამდვილად არ ვიცი რა იქნება", - განაცხადა ხმალაძემ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განაცხადებით კი, სახელმწიფო მიესალმება, თუკი კოვიდვაქცინაციაში კერძო სექტორი ჩაერთვება, თუმცა, მისივე განმარტებით, დღეისათვის დიდი მწარმოებლები კერძო სექტორს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით კონტრაქტებს არ უდებენ. „ჩვენ ვესაუბრებით კერძო სექტორს და თუ მათ საშუალება აქვთ - კი. მაგრამ, მე რამდენადაც ინფორმაცია მაქვს, თვითონ მწარმოებლები ჯერჯერობით კერძო სექტორს არ ესაუბრებიან და არ უდებენ კონტრაქტებს ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი შეხედულებაა და გათვლები, რომ ეს დაიწყება ალბათ მაისი-ივნისის შემდეგ. არავინ ხელს არ უშლის, პირიქით, ხელს უწყობენ. მარგამ ჯერჯერობით არც, მათ იცით რომზოგადად ვაქცინების წარმოებაში რისი იმედიც იყო ნოემბერ-დეკემბერში, ჯერჯერობით, ჩამორჩენაა სერიოზული ამ მწარმოებლების - „ფაიზერის", „მოდერნას", „ასტრაზენეკა" მხრიდან. მათ ამ ეტაპზე ვერ დააკმაყოფილეს ევროკავშირის მოთხოვნა, ვერ დააკმაყოფილეს კოვაქსის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, ისე სწრაფად იზრდება სიმძლავრეები, რომ თებერვალში-მარტში-აპრილში წარმოება დაეწევა დაახლოებით იმ სიმძლავრეებს, რაც იყო დაგეგმილი," - ამბობს გამყრელიძე.