From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : 9 მარტი მედია მონიტორინგი
Received On : 09.03.2021 10:20
Attachments :

მედია მონიტორინგი

9 მარტი

ტელევიზია

ვაქცინაცია საქართველოში

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ტვ პირველი

ბმული: ტვ პირველი - 09 03 2021 - საქმიანი დილა TV1

საქართველოში ვაქცინის პირველ დოზებს მომავალ კვირაში ელოდებიან. პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალის აცრა იგეგმება. მინისტრი და მისი მოადგილე განწყობებს აცრებთან დაკავშრებით სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ეისითის გამოკითხვის თანახმად, თბილისელთან 80%- მიიჩნევს, რომ ვაქცინაციის პროცესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესებაზე დადებითად იმოქმედებს. თბილისის მოსახლეობის 31%- ვაქცინაციის აუცილებლობის საკითხზე ჯერ არ არის ჩამოყალიბებული. გამოკითხვის თანახმად, ეკლესიის აზრს 12%- გაითვალისწინებს. საქართველოში კორონავირუსის გემოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდ დღეში 1.67%-ია. გუშინ საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით 15 პაციენტი გარდაიცვალა, რაც საქართველოსთვის მაღალი ნიშNულია.


მონიტორინგი საბავშვო ბაღებში

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა

ბმული: ტელეკომპანია აჭარა - 09 03 2021 - მთავარი 12:00

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 1 კვირაა მიმდინარეობს. მერიის ინფორმაციით, ბათუმის ყველა მუნიციპალური საბავშვო ბაღი უზრუნველყოფილია შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებებით, საბავშვო ბაღების პერსონალს რეგულარულად ჩაუტარდება ტესტირება. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ბათუმის ბაღებში კვლევების დროს ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს ყველა რეკომენდაცია.


სააკოორდინაციო საბჭოს სხდომა

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: I არხი

ბმული: I არხი - 09 03 2021 - მოამბე 12:00

საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების ტენდენცია ფიქსირდება. დადებითობის დღიური მაჩვენებელი დღეს – 2,19%. ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე ეს ციფრი 2 არ აღემატებოდა. გასულ დღე-ღამეში გამოიკვლიეს 6 351 პირი, საიდანაც ვირუსი დაუდასტურდა 139 მოქალაქეს. გამოჯანმრთელდა 129 პაციენტი და გარდაიცვალა 10. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც გაბუნია აცხადებს, წესით, ვაქცინაციის პროგრამა საქართველოში მარტის ბოლოსკენ უნდა დაიწყოს. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებლებთან მოლაპარაკებები გრძელდება. როგორც დაანონსებული იყო, „კოვაქსისპლატფორმით 22 მარტის კვირაშიფაიზერისვაქცინას ველოდებით. ასევე 22 მარტის კვირაში მოსალოდნელია, რომ ქვეყანამასტრაზენეკასვაქცინა მიიღოს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ეს არის ინფორმაცია, რომელსაცკოვაქსიგვიდასტურებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა. „რეინფიცირების ერთი შემთხვევაა დადასტურებული, სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი, ოღონდ სულ იდენტური არ არის. არის გენომში ცვლილებები, მაგრამ არ არის ეს ბრიტანული ან სხვა შტამი. არ მინდა, შემეშლოს ასაკი, რეინფიცირების შემთხვევა დაუდასტურდა ადამიანს, რომელიც არ არის ხანდაზმული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


დასაქმება გერმანიაში

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ტვ პირველი

ბმული: ტვ პირველი - 09 03 2021 - პირველამდე 11:45

გერმანიაში დასაქმების მსურველთა შერჩევის ეტაპი დაიწყო, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად რეგისტრირებული ადამიანები წერენ. ისინი ამბობენ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოდან დაურეკეს და ჯანდაცვის სამინისტროში გასაუბრებაზეც დაიბარეს. (00:10) თემას განავრცობენ ნატალია ჩუბინიძე და ლევან სიმონიშვილი.


ვაქცინაცია

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: მთავარი არხი

ბმული: მთავარი არხი - 09 03 2021 - მთავარი ამბები 12:00

საქართველოში ვაქცინა 22 მარტის კვირაში შემოვა და იმუნიზაციის პროცესი მარტის ბოლოდან დაიწყება. ასეთია საქართველოს ხელისუფლების მორიგი დაპირება. საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლება განიხილავს ქვეყანაში ჩინური და ინდური ვაქცინის შემოტანის საკითხს, რომელტაც ავტორიზაცია ჯერ მიღებული არ აქვთ. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სხვადასხვა კომპანიებთან ვაქცინის მისაღებად ბილატერალური შეთანხმების გაფომებაზე მუშაობენ. როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განიხილება ჩინური კომპანიები Sinopharm და Sinovac. ასევე, Moderna. "მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის. მათ შორის გახლავთ, Moderna, Sinopharm, Sinovac. ჩინური ვაქცინები, განსაკუთრებით Sinovac განიხილება ჯანმო- მიერ ავტორიზაციისთვის და მოსალოდნელია რომ მარტის ბოლოს მან მიიღოს ჯანმო- ავტორიზაცია. Sinopharm უკვე აღიარებულია უნგეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში ქვეყანაში ჯერ "ფაიზერის", შემდეგ კი "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რეინფიცირება სამთვიანი შუალედით მოხდა.მთავარი ინფექციონისტი აცახდებს, რომ საქართველოში პირბადეების გამოყენების სტატისტიკამ კვლავ დაიწია.


კოვიდ ვაქცინაცია

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: რუსთავი 2

ბმული: რუსთავი 2 - 09 03 2021 - სხვა შუადღე 12:30

როდის გვექნება? რომელი ვაქცინა გვექნება? ვინ აიცრება პირველ რიგში? საერთოდ მზად არის თუ არა საქართველოს მოსახლეობა რომ მიიღოს პირველი დოზა? რატომ გაჭიანურდა ამ დრომდე ვაქცინის შემოტანა? ყველა იმ კითხვას დავსვამთ, რომელიც უკავშირდებოდა მოლაპარაკების პროცესს კოვაქსთან თუ კონკრეტულ კომპანიებთან, ვინც ვაქცინას აწარმოებს. თამარ გაბუნია: "კოვაქს პლატფორმა ჩამოყალიბდა 4 ივნისს და მას შემდეგ ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მუშაობა, რომ ვაქცინების დოზები მიგვეღო პირველ კვარტალში. ჯერ კიდევ ვართ პირველ კვარტალში. კოვაქსისთვის დღეს პრიორიტეტია ყველა ქვეყანა, რომელიც დღეს ვაქცინას საჭიროებს, თუმცა, იქაც არის გარკვეული გრადაციები იმის მიხედვით, სად უფრო მეტი ეკონომიკური პრობლემებია. 1-2 კვირით დაგვიანება არ იყო კოვაქსის მიზეზებით და არც იმ მიზეზით იყო, რომ სამინისტრომ რაღაც პირობა ვერ შეასრულა. მწარმოებელმა ვერ მოასწრო იმ რაოდენობის ვაქცინების დამზადება და დისტრიბუცია, რისი მოლოდინიც ჰქონდა. არსებობს ვაქცინების მოწოდების კიდევ ერთო გზა, ეს არის ევროკავშირის ქვეყნებისგან (06:30) გარკვეული დონაციის მიღება. ფაიზერი თავად ითხოვს გარანტიას იმისთვის, რომ ის ვაქცინა, რომელიც ასე ძვირია და ასე ძნელად საშოვნელია, ქვეყანაში რომ ჩამოვა, მოხდეს მისი შესაბამისი გამოყენება და ამას ამოწმებს. ყველა დეტალი გავიარეთ აეროპორტიდან დაწყებული დამთავრებული იმ სამ ლოკაციამდე, სადაც მოხდება ფაიზერის ვაქცინების გადატანა". ბიძინა კულუმბეგოვი: "მსოფლიოშიც არის რეინფიცირების შემთხვევები და ეს არ არის მცირე რაოდენობა. აქ მთავარია, შტამები გენეტიკურად განსხვავდება თუ არა პირველი და მეორე ავადობის დროს. ორი პისიარ პოზიტიური იშვიათი მოვლენა არ არის მსოფლიოში".


საქართველოში სავარაუდოდ ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა როდის, ისევ არ ვიცით

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ტვ პირველი

ბმული: ტვ პირველი - 09 03 2021 - პირველები 13:00

საქართველოში სავარაუდოდ ჩინური ვაქცინა შემოვა, თუმცა როდის, ისევ არ ვიცით. განცხადება დღეს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გააკეთა. თუმცა, ამავე განცხადებაში ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ მარტის ბოლოს ქვეყანაში ფაიზერის ვაქცინაც შემოვა. თამარ გაბუნია:"ყველანაირ შემთხვევას იკვლევს საგარეო საქმეთა სამინისტრო იმისთვის, რომ ვაქცინა მივიღოთ".


ინტერნეტ სააგენტო

გერმანიიდან ვაკანსიები შემოვიდა: კანდიდატების შერჩევა დაიწყო

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი

ბმული: აქცენტნიუს.ჯი - 09 03 2021 - აქცენტნიუს.ჯი

გერმანიასა და საქართველოს შორის სეზონური დასაქმების შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაცია ახალ ეტაპზე გადავიდა: გერმანიიდან ვაკანსიების გამოგზავნის და კონკრეტულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევის პროცესი დაიწყო. ვაკანსიები როგორცაქცენტსსსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განუცხადა, ამ დროისთვის დასაქმების სააგენტოში დაახლოებით, 300 ვაკანსიაა შემოსული. მათგან 50 ვაკანსიაზე კანდიდატები გერმანიაში აპრილის დასაწყისში უნდა გაემგზავრონ, დანარჩენი ვაკანსიები კი მაისსა და მეტწილად ივნისში დასაქმებას გულისხმობს. თუმცა სააგენტოში ვაკანსიებს კვლავ ელიან. თითოეული ვაკანსია 3 თვიან სამუშაო პერიოდს მოიცავს. ვაკანსიები შეეხება მოსავლის აღებას, შემდეგ დასაწყობებას, დახარისხებას, შეფუთვას. კანდიდატების შერჩევის პროცესი როგორც ნინო ველთაური გვეუბნება, სპეციალურ პორტალზე დროებითი დასაქმება საზღვარგარეთ - workabroad.moh.gov.ge-ზე რეგისტრირებულ კანდიდატთა უმეტესი წილი დედაქალაქზე მოდის, მეორე პოზიციას ამ მიმართულებით აჭარის რეგიონი იკავებს, თუმცა ვინაიდან რეგიონებში მაცხოვრებლებს სოფლის მეურნეობის სექტორში და ასევე საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოზე მუშაობის მეტი გამოცდილება აქვთ, აქცენტი პირველ ეტაპზე სწორედ რეგიონებზე გაკეთდა. „როგორც არაერთგზის გვითქვამს, კანდიდატების შერჩევის პროცესი გარკვეულ ლოგიკას და პრინციპებს ეფუძნება. თავად სქემა, რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა, გერმანულ მხარესთანაა შეთანხმებული უშუალოდ გერმანული მხარეა პროცესში ჩართული, ამიტომ ნეპოტიზმის შესაძლებლობას სრულებით გამოვრიცხავ. მესმის, რომ შესაძლოა, მოსახლეობაში ამ მხრივ იყოს გარკვეული შიშები, რადგან რეგისტრირებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ვაკანსიებისას, ამიტომ, ჩვენ შემდეგი პრინციპი ავიღეთ შემოსული ვაკანსიები თანაბრად უნდა გადავანაწილოთ რეგიონებზე“. ნინო ველთაური ამბობს, რომ ვინაიდან აჭარის მკვიდრებს, როგორც სოფლის მეურნეობის სექტორში, ისე საზღვარგარეთ, კერძოდ, თურქეთში სეზონურად მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ, რაც ერთერთი წინაპირობაა ვაკანსიებზე დასაქმების, პირველ ეტაპზე სწორედ ამიტომ აჭარის რეგიონის თითოეული მუნიციპალიტეტიდან შეირჩნენ მოქალაქეები: „თითოეულ მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები დავყავით ასაკობრივ ჯგუფებად, ჯგუფები დავაბალანსეთ სქესის მიხედვით, რათა თანაბარი რაოდენობა ყოფილიყო წარმოდგენილი. ასევე გავითვალისწინეთ გამოცდილება, გერმანული ან ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა და შემდეგ უკვე შემთხვევითობის პრინციპით ამოვარჩიეთ დაახლოებით, 450 კანდიდატი, რომლებსაც დავუგზავნეთ შეტყობინებები და აჭარის მუნიციპალიტეტებში ინდივიდუალურ გასაუბრებაზე და სააპლიკაციო ფორმების შესავსებად დავიბარეთ. ამ პროცესში ძალიან აქტიურად დაგვეხმარა აჭარის დასაქმების სააგენტო. ინდივიდუალური კომუნიკაციისას გავაცანით კონკრეტული ვაკანსია, მის პირობები, ანაზღაურება, ხარჯები და თანხმობის შემდეგ შევავსეთ აპლიკაციები. ივსება ორი დოკუმენტი განაცხადის ფორმა კონკრეტულ ვაკანსიაზე და სოციალური დაზღვევის ფორმა. ორივე ფორმა გერმანული მხარის მიერ არის მოწოდებული და მათი შევსება სავალდებულოა: დამსაქმებელს სჭირდება დოკუმენტები. სოციალური დაზღვევის ფორმის საფუძველზე ხდება იდენტიფიცირება, დასაქმებულს სოციალური დაზღვევის გადასახადი ეხება თუ არა“. ნინო ველთაური ამბობს, რომ ამ დროისთვის 25 ვაკანსიაზე 80 აპლიკანტი ამოირჩა, შევსებული დოკუმენტები გერმანულ მხარეს გადაეგზავნა და ამ დროისთვის ქართული მხარე მოლოდინის რეჟიმშია: „დამსაქმებლებმა სახელობითად უნდა წარმოგვიდგინონ შერჩეული ადამიანების სია, თუ ვისთან გააფორმებენ შრომით ხელშეკრულებას“. აჭარის რეგიონის შემდეგ პროცესი ზემოაღნიშნული პრინციპით გურიის რეგიონში გაგრძელდება: „9–10 მარტის პერიოდში გურიის სამივე მუნიციპალიტეტში ჩატარდება ჯგუფური კონსულტაციები. შეტყობინებები გაგზავნილია 450 აპლიკანტთან, რომლებიც იგივე პრინციპით შეირჩნენ, როგორც ეს აჭარაში განხორციელდა. შემდეგ გვინდა, გადავინაცვლოთ ზემო იმერეთის მუნიციპალიტეტებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონი მოვიცვათ“. როდის გაემგზავრება პირველი ჯგუფი ნინო ველთაური ამბობს, რომ საქართველოდან გერმანიაში პირველი ჯგუფი დაახლოებით, 1,2,3 აპრილის პერიოდში უნდა გაემგზავროს, თუმცა მიუხედავად პროცესის დაგეგმვისა, გერმანულ მხარესთან დოკუმენტების შესასწავლად გადაგზავნისა, დამსაქმებლებთან შესაბამისი პროცედურების გავლას და შემდეგ უკვე საქართველოში სამუშაო ნებართვებისა და ხელშეკრულებების გამოგზავნას გარკვეული დრო სჭირდება. ამდენად, პირველი ჯგუფის გამგზავრება შრომითი ხელშეკრულებების ქართული მხარისთვის გადმოცემაზეა დამოკიდებული.


"ინექციის ადგილის ტკივილი, დაღლილობა, შემცივნება..." - როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში და რა გვერდითი მოვლენები ახლავს თან

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ამბები.ჯი

ბმული: ამბები.ჯი - 09 03 2021 - ამბები.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მარტის ბოლოდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყება. როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "ფაიზერის" ვაქცინა საქართველოში 22 მარტიდან შემოვა, ხოლო "ასტრაზენეკა" მარტის თვის ბოლოდან.როგორ მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში და რა გვერდითი მოვლენებია გამოხატული ამ დროისთვის -AMBEBI.GE ჯანდაცვის ექსპერტსს ზაზა წერეთელს ესაუბრა.- რამდენად რეალურად გეჩვენებათ ჯანდაცვის სამინისტროს მოლოდინი , რომ საქართველოში ვაქცინაციის მიმდინარე თვეში დაიწყება?- ეს აქამდეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ გაჭიანურდა ძირითადად ორი მიზეზით - ერთი პრობლემები "კოვაქსის" მხარეზე და მეორე საქართველოს მიერ არასაკმარისად განხორციელებული აქტივობები ვაქცინების მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ამყარებდა იმედებს მხოლოდ "კოვაქსზე" და არ განახორციელა საჭირო კონტატქები სხვა ქვეყნებთან და მწარმოებლებთან, რომ დამატებითი საშუალებები მოეძებნა. "კოვაქს პატფორმასთანაც", როგორც ჩანს, კონტაქტები არც თუ ისე აქტიური იყო.განაცხადი იქნა შეტანილი მხოლოდ ბოლო დღეს და ასე შემდეგ.


თამარ გაბუნია - ამ კვირაში იქნება დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ, რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირებულების სტატისტიკაზე და განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში კოვიდინფიცირებული 1383 პაციენტი მკურნალობს. „დღევანდელი მდგომარეოებით, 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 10 გარდაცვალების შემთხვევა იყო. ზოგადად, ტესტირება დასვენებიას დღეებში არ ტარდება ბევრი, დაახლოებით, 6000 ტესტი ჩატარდა. ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების რაოდენობას, 1383 პაციენტი იმყოფება კოვიდის დიაგნოზით, აქედან 77 არის რეანიმაციურ განყოფილებაში და 278 პაციენტი მკკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“, - განაცხადა გაბუნიამ.


ამ კვირაში იქნება დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც საშუალებას მოგვცემს ვიმსჯელოთ, რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი"

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 09 03 2021 - ბიპიენ.ჯი

ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირებულების სტატისტიკაზე და განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში კოვიდინფიცირებული 1383 პაციენტი მკურნალობს. „დღევანდელი მდგომარეოებით, 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 10 გარდაცვალების შემთხვევა იყო. ზოგადად, ტესტირება დასვენებიას დღეებში არ ტარდება ბევრი, დაახლოებით, 6000 ტესტი ჩატარდა. ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების რაოდენობას, 1383 პაციენტი იმყოფება კოვიდის დიაგნოზით, აქედან 77 არის რეანიმაციურ განყოფილებაში და 278 პაციენტი მკკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“, - განაცხადა გაბუნიამ.


თამარ გაბუნია - „ნოვავაქსისვაქცინის მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

„„“ ვაქცინის მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს. როგორც გაბუნია ამბობს, „“ ვაქცინის შემოტანაზე „“ .„ინდოეთი ქვეყნიდან ვაქცინების გამოტანას მკაცრად აკონტროლებს. ყველანაირი დიპლომატიური არხი არის გამოყენებული იმისთვის, რომ დროულად მოვახერხოთ ვაქცინების იმპორტი. თავდაპირველად საუბარია მცირე რაოდენობაზე, თუმცა „“ მიმართულებით ჩვენ მილიონ დოზაზე გამოვხატეთ ინტერესი და ამ ვაქცინის მოლოდინი გვაქვს „“ “, - განაცხადა თამარ გაბუნიამ. მერი ტაბატაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


თამარ გაბუნია - კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩინური ვაქცინასინოფარმისშემოტანის საკითხი განვიხილოთ

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

კანონმდებლობა გვაძლევს იმის საშუალებას რომ ჩინური ვაქცინასინოფარმისშემოტანის საკითხი განვიხილოთ“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, „ფაიზერისადაასტრაზენეკასვაქინცების შემოტანის გარდა, „სინოფარმის“ „სინოვაკისადამოდერნასვაქცინებთან დაკავშირებით მსჯელობა მიმდინარეობს.„ამ კვირაში იქნება მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ გახსნების პირველი ეტაპი. ვაქცინაციასთან დაკავშირებით მიმწოდებელთან გრძელდება მოლაპარაკებები, „კოვაქსისპლატფორმით, როგორც უკვე დაანონსებული იყო, 22 მარტის კვირაში ველოდებითფაიზერისვაქცინას და ასევე, „ასტრაზენეკასვაქცინაც ამავე პერიოდშია მოსალოდნელი, რომ ქვეყანაში შემოვიდეს. მოლოდინი გვაქვს, რომ მარტის ბოლოსთვის ვაქცინაციის პროგრამას რეალურად დავიწყებთ. ეს არის ის ინფორმაცია რასაც კოვაქსი გვიდასტურებს.


საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.„დასრულებულია კვლევა და რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა სამთვიანი შუალედით. იქ არის ერთი და იგივე შტამის მუტანტი. 2.5-3 თვის შემდეგ მოხდა რეინფიცირება. ეს არ არის ბრიტანული შტამი. ორივე შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობდა. მისი ასაკი ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ექსპრესნიუსი,


ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, არსებული ეპიდსიტუაციისშენარჩუნების შემთხვევაში, შესაძლოა, გარკვეულ შემსუბუქებებზე იყოს საუბარი.„იცით, რომ ჰელსმეტრიკის ინსტიტუტთან ერთად ვაკვირდებით პირბადის ტარების მაჩვენებელს ქვეყანაში. სამწუხაროდ, როცა ჩვენი ვიყავით თითქმის 75%-ზე ასულები და შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით ეს არის 43%, რაც ძალიან ცუდია. გთხოვთ ყველა საინფორმაციო საშუალებას, მაქსიმალურად დაუთმეთ დრო და ადამიანებს მიაწოდეთ ინფორმაცია, რომ პირბადე ვირუსისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. განსაკუთრებით ახლა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ და უკვე შესაძლებელია თუ ამ ტიპის და ამ მასშტაბის ეპიდსიტუაცია შევინარჩუნეთ, იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებებზე. იცით, რომ თუ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-ზე ავიყვანეთ, ქვეყანაში ძალიან ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება და ნაკლები დაზიანება გვექნება მოსახლეობაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ექსპრესნიუსი,


საქართველოში covid-19-ით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა - ამირან გამყრელიძე

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 09 03 2021 - ბიემ.ჯი

საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პაციენტი ვირუსით, დაახლოებით, სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა. „ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასხვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 09 03 2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა. ამასთან, როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, სწორედ პირბადის ტარების მაჩვენებლის შემცირებასთანაა გარკვეულწილად დაკავშირებული ინციდენტობის მაჩვენებელი, რომელიც ბოლო 4 დღის განმავლობაში გაიზარდა. „დადებითობის და ინციდენტობის მაჩვენებელი ორი თვის განმავლობაში თანდათანობით იკლებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში დადებითობა მერყეობდა 1.5 – 1.8 ფარგლებში, ხოლო ინციდენტობა 8-ის და 10-ის ფარგლებში. ბოლო 4 დღის განმავლობაში ამ მაჩვენებლით გვაქვს ოდნავ ზესვლა. ეს ასევე უკავშირდება პირბადის ტარების მაჩვენებელს. ჩვენ ვიყავით თითქმის 75%-ზე, შემდეგ 66%-ზე ჩამოვედით, გუშინდელი მონაცემებით კი 43%-ია. პირბადე ერთ-ერთი მთავარი დაცვის საშუალებაა, როდესაც ქვეყანაში შემსუბუქების რამდენიმე ეტაპი მოვიტოვეთ. შესაძლებელია, ამ მასშტაბით ეპიდსიტუაცია შევინარჩოთ და იყოს კიდევ საუბარი გარკვეულ შემსუბუქებაზე. ეს დამცავი საშუალება ანუ პირბადის ტარების მაჩვენებელი უნდა გავზარდოთ და თუ ჩვენ ეს 95%-მდე ავიყვანეთ, ბევრი მონაცემი სერიოზულად გაგვიუმჯობესდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.


საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 09 03 2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, პაციენტი ვირუსით დაახლოებით სამი თვის შემდეგ რეინფიცირდა. გამყრელიძის თქმით, ვირუსი ორივეჯერ მსუბუქად მიმდინარეობს. „ერთი შემთხვევაა დადასტურებული რეინფიცირების, სამთვიანი შუალედით. იქ სხვადასვა შტამი არ არის, ერთი და იგივე შტამის მუტანტია. რეინფიცირება მოხდა 2,5 – 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში არის მსუბუქი მიმდინარეობა. რაც შეეხება ასაკს, არ მინდა შემეშალოს, მაგრამ ხანდაზმული არ არის“, - განაცხადა გამყრელიძემ.


კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის 25 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

კორონავირუსის შემთხვევების გამო, თბილისის 25 საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ამის შესახებ განცხადებას ბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ავრცელებს.„თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი გრძელდება. სკოლამდელი აღზრდის ყველა დაწესებულებაში მკაცრად ხდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების დაცვა და კონტროლი, რაც Covid-19-ზე პერსონალის ტესტირებას, ასევე, თერმო-სკრინინგსა და სანიტარიული დასუფთავების წესების შესრულებას მოიცავს. 9 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსის ფაქტების გამოვლენის საფუძველზე, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია 25 საბავშვო ბაღში, რომელთაგან რვა დაწესებულება პირველ მარტს, სააღმზრდელო პროცესის განახლების შემდეგ არ გახსნილა, 17 კი შემდგომში დადასტურებული შემთხვევების გამო დაიხურა. კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად, ინფიცირების ფაქტის გამოვლენისთანავე, ბაღის ადმინისტრაცია უკავშირდება აღსაზრდელების მშობლებს და მათ სააღმზრდელო პროცესის შეწყვეტის შესახებ აცნობებს. ამასთან, ინფიცირების ფაქტის დადასტურების შემდეგ, ბაგა-ბაღების შენობას უტარდება დეზინფექცია, შესაბამისი საიზოლაციო პერიოდის გასვლის შემდეგ კი დაწესებულება მუშაობას განაახლებს. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე, 25 თებერვლიდან დაიწყო და პირველ მარტამდე დაასრულა პერსონალის ტესტირება კორონავირუსზე, რომელთაგან 20%- PCR, ხოლო 80%- ანტიგენის ტესტი ჩაუტარდა. თანამშრომელთა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ განხორციელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში. ექსპრესნიუსი,


საქართველოში დღეიდან კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყო

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 09 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღეიდან საქართველოში კოვიდგადატანილი პაციენტების მიზანმიმართული კვლევა დაიწყო. მისი თქმით, აღნიშნული კვლევისთვის შემთხვევევითი შერჩევის პრინციპით 500 ადამიანი შეირჩა.„პოსკოვიდური კვლევების სინდრომი მსოფლიოში აქტუალური საკითხია. კოვიდგადატანილ პაციენტებს ხანმოკლე ან ხანგრძლივ პერიოდში აქვთ გარკვეული გამოვლინებები. ან მანამდე არსებული ქრონიკული გამწვავებების დროს, ან კიდევ კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ გაჩნდეს სხვადასხვა ტიპის გართულებები - სასუნთქი სისტემის, შემდედებელი სისტემის, გულსისხლძარღვთა, ნერვული სისტემის, ფსიქიკური მდგრადობის და .. აქედან გამომდინარე, პოსტკოვიდური სინდრომი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო. ამაზე ბევრ ქვეყნებში მიმდინარეობს კვლევები. ჩვენთანაც იწყება დღეიდან მიზანმიმართული კვლევა, რომელსაც ხელმძღვანელობს ინფექციური საავადმყოფო და ბატონი თენგიზ ცერცვაძე. შედგენილია ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი, თუ რა ტიპის გამოკვლევები უნდა ჩაიტარონ ამ ადამიანებმა. აქ არის შემთხვევითი შერჩევის პრინციპზე დამყარებული შერჩევა 500 ადამიანის. მათ ეგზავნებათ მოწვევები და პროტოკოლის გათვალისწინებით ჩაუტარდებათ შესაბამისი კვლევები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ექსპრესნიუსი,


ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაში დადგებაკომენდანტის საათისშემსუბუქების საკითხი

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 09 03 2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ არსებული ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება, „კომენდანტის საათისშემსუბუქების საკითხი დადგება. როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინზე განაცხადა, ამ საკითხზე საუბარი დღევანდელ სხდომაზეც იყო, თუმცა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა. „დღევანდელ სხდომაზე საუბარი იყო ამ საკითხეზეც. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება სასურველი არაა. თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება. ამიტომ, დღეს არ ჩაითვალა მიზანშეწონილად. თუ ეპიდსიტუაცია ამ ჩარჩოებში შევინარჩუნეთ, ეს საკითხიც დადგება“,- განაცხადა გამყრელიძემ.


ამირან გამყრელიძე - შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 09 03 2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებამ ყოველგვარ დიდ შეკრებებს, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის, თავი უნდა აარიდოს, რათა ეს შეკრებები ინფექციის გავრცელების მომატებული რისკია. ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩატარებულ და დაანონსებულ აქციებზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ განმარტა, დღეში 400 დადებით შემთხვევამდე ჯანდაცვის სისტემისთვის პრობლემა არ არის, თუმცა, მისივე თქმით, მომდევნო 2-3 თვე მოსახლეობა ფრთხილად უნდა იყოს. „ჩემი რეკომენდაციაა, რომ ამ 2-3 თვის განმავლობაში უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, რადგან არ გაუარესდეს ეპიდსიტუაცია. ამის პირველი ნიშანი არის ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი და ბოლო 14 დღის განმავლობაში დადებითობის პროცენტი და ინციდენტობა ერთ დონეზეა თითქმის. ბოლო 7 დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელმა ოდნავ ზემოთ აიწია. ეს იმის ნიშანია, რომ შემსუბუქების პერიოდში შესაძლებელია გარკვეული ეპიდსიტუაციის გაუარესება გვქონდეს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად და დავიცვათ ის რეკომენდაციები, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ - პირბადე ყველგან, შიგნით თუ გარეთ, დახურულ თუ ღია სივრცეში, აუცილებელია მუდმივად მისი ტარება, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა და თავის არიდება ყოველგვარი დიდი შეკრებების, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ეს შეკრება. ეს არის ინფექციის გავრცელების მომატებული რისკი. თუ ჩვენ ამას ყველაფერს დავიცავთ, მაშინ დიდი ალბათობით, მარტი-აპრილი ამ ფარგლებში უნდა გავიაროთ. დღეში 150-დან 400 შემთხვევამდე არ არის დიდი პრობლემა ჯანდაცვის სისტემისთვის და ამას ჯანდაცვის სისტემა კარგად აუდის; შესაბამისად, ეს ადამიანები არიან კარგად მოვლილი და მიხედილი“, - განაცხადა გამყრელიძემ.


პრესა

როგორ ავირიდოთ საფრთხე შემსუბუქებული რეგულაციების პირობებში

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: რეზონანსი

ბმული: რეზონანსი - 09 03 2021 - რეზონანსი

რვა მარტიდან მოსახლეობის მობილობა კიდევ უფრო გაიზარდა, რადგან, გარკვეული რეგულაციები, რომელიც საზოგადოების თავშეყრის შეზღუდვას გულისხმობდა, მოიხსნა - სპეციალისტები ამაში რისკებს ხედავენ და აცხადებენ, რომ ადამიანთა შორის უფრო მეტი კონტაქტი იქნება, რაც ინფექციის გავრცელების მეტი შანსია. ორშაბათიდან შაბათ-კვირის გარდა რესტორნები ფუნქციონირებას შიდა სივრცეებში განაახლებენ, ასევე, შაბათ-კვირის ჩათვლით არასასურსათო საცალო ვაჭრობა, როგორც სავაჭრო მოლები, ისე ბაზრობები, მუშაობას განაახლებენ. ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით იფუნქციონირებს სამთო-კურორტებზე არსებული საბაგიროები. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი ბექა ფერაძე ამბობს, რომ შრომის ინსპექცია მონიტორინგს გააგრძელებს და შაბათ-კვირის შეზღუდვების მოხსნის გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ორკვირიანი დაკვირვების შემდეგ მიიღებს. „სახელმწიფო საკმაოდ ეფექტურად აგრძელებს მონიტორინგს, ვინაიდან მოგეხსენებათ, კოვიდი არ დამარცხებულა, არამედ ჩვენ გარკვეულწილად დადებითი დინამიკა გვაქვს ეპიდსიტუაციდან გამომდინარე. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დადებითი დინამიკა შევინარჩუნოთ, ამიტომ, შრომის ინსპექცია მონიტორინგს განახორციელებს, ისევე როგორც სხვადასხვა საზედამხედველო უწყებები ყოველდღიურად ჩავერთვებით. „დარღვევების შემთხვევაში, იურიდიული პირის მიმართ არის ჯარიმა 10 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ფიზიკური პირის მიმართ 2 ათასი ლარი. თუ 2 კვირაში გვექნება შესაძლებლობა, რომ რეგულაციები შევამსუბუქოთ, შაბათ-კვირის შეზღუდვები მოიხსნება", - განაცხადა ფერაძემ. ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძერეზონანსთან" აცხადებს, რომ გახსნილი რეგულაციების პირობებში ერთადერთი და მთავარი საფრთხე ისაა, რომ ადამიანებთან უფრო ახლო კონტაქტი იქნება, რაც ინფექციის გავრცელების მეტ შანსს ქმნის. „რისკი ერთადერთია ის, რომ ადამიანთა შორის უფრო ახლო კონტაქტი იქნება, რაც აირწვეთოვანი ინფექციის გავრცელების მეტი შანსია, მაგრამ, ახლანდელი მდგომარეობა ნაკლებად საშიშია, ვიდრე ადრე იყო, იმიტომ, რომ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ეს ვირუსული ინფექცია მოიხადა და გარკვეული იმუნიტეტი უკვე არსებობს, დღე დღეზე კი, როგორც ანონსირდება, აცრები დაიწყება, სადღაც 25 მარტიდან. „იმედი მაქვს, რომ სიცხიანი და ავადმყოფი ადამიანი მაინცდამაინც რესტორანში საქეიფოდ არ წავა, რისკები არსებობს, მაგრამ წესები თუ დავიცავთ, ბევრად ნაკლები რისკი იქნება, ვიდრე ადრე იყო" - განაცხადა მან. სპეციალისტების განცხადებით, საქართველოში საზოგადოიებრივი იმუნიტეტი, რომ შეიქმნას მოსახლეობის 60% უნდა აიცრას. ხმალაძე ამბობს, რომ დღეის მდგომარეობით, როცა საზოგადოების დიდმა ნაწილმა ვირუსი უკვე მოიხადა, .. ჯოგური იმუნიტეტის გარკვეული ნაწილი ამან შექმნა, ამას კი აცრები მოესწრება და პრობლემაც გადაიჭრება. „60% ადრე იყო პრობლემური იმიტომ, რომ ადამიანებს ვირუსი მოხდილი არ ჰქონდათ და ახლა უკვე ძალიან იშვიათად შეხვდები ადამიანს, ვისაც მოხდილი არ აქვს, ამიტომ პრაქტიკულად იმ 60%-ის სათქმელი თვითონ ვირუსის მოხდამ გააკეთა, ამას უკვე მოესწრება აცრები და ამ მხრივ ეს პრობლემაც პრინციპში გადაჭრილია. „თუმცაღა, მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს და მოსახლეობას არ ვურჩევ, რომ ამ პერიოდში, როდესაც ისედაც ამდენი უბედურეებაა, რესტორნებში სიარული მაინცდამაინც მისაღებად არ მიმაჩნია, თუ მაინცდამაინც რაღაც აუცილებლობა არაა. „სიკვდილიანობის მაჩვენებელი - 15 ადამიანი მეც გამიკვირდა, იმიტომაა ასეთი მაღალი, რომ ასაკოვან და თანმდევი დაავადებების მქონე ადამიანებში კოვიდი ძალიან მძიმედ მიმდინარეობს. ვისაც სისხლის შემადედებელი ფუნქციების პრობლემები, ტრომბის წარმოქმნის, კარდიალური და ფილტვების პრობლემები აქვს, ის ადამიანები ამ ვირუსს ძალიან მძიმედ იტანენ. „სამწუხაროდ ჩვენ ანტივირუსული პრეპარატი არ გაგვაჩნია, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ აცრაზე ვართ დამოკიებული, რაც მკურნალობა არაა, ესაა ვაქცინაცია დასუსტებული ვირუსიების, ან მათი კომპონენტების ორგანიზმში შეყვანა, რომ იმუნიტეტი გამოვიმუშავოთ, თორემ ამითი მკურნალობა სამწუხაროდ არ ხდება. „ამიტომაა ის, რომ მთელი მედიცინა დამოკიდებულია არა ეტიოლოგიურ მკურნალობაზე, ანუ უშუალოდ ვირუსის საწინააღდეგო მკურნალობაზე, არამედ მხოლოდ პათოგენურზე, რაც ზოგადი მდგომარეობის შემსუბუქებას გულისხმობს. "პრაქტიკულად ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზეა დამოკიდებული, თუ იგი ამ ვირუსთან ბრძოლას რამდენად აიტანს და ის ვინც სამწუხაროდ ვერ უძლებს, ვერ ეწინააღმდეგება ცალკე მათი იმუნიტეტი და ცალკე მათი ორგანოთა მდგომარეობა, სამწუხაროდ ასეთი შემთხვევები ლეტალურად მთავრდება."- თქვა მან. იგი გახსნილი რეგუ;ლაციის პირობებში საზოგადოებას მიმართავს და იმ რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელიც გარკვეულწილად ვირუსის აფეთქებისგან თავის არიდების შანსს იძლევა. „სანამ ლაპარაკია იმაზე, რომ არსებობს ვირუსი და ინფიცირების შანსია, თან მეორად შემთხვევებზე საუბარი ისევ დაიწყეს - ასე რომ, ის, რომ მე ვირუსი გადავიტანე და იმუნიტეტი მაქვს, ამაზე ლაპარაკი ჯერ არ შეიძლება, სანამ ექსპერიმენტებით და კლინიკური კცვლევებით არ დადასტურდება. ამიტომ ის, რომ ადამიანებმა მოიხსნან პირბადე და ის წესები არ დაიცვან, რომელზეც ამდენი ხანია ჩვენ ვლაპარაკობთ, შესაძლოა კიდევ პრობლემა შეექმნათ. „ამიტომ ისევ და ისევ ძველი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და მაქსიმალურად დისტანცირება მოვახდინოთ. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ირგვლივ ადამიანი არაა, საშიშროებაც ნაკლებია, ამიტომაც სოციალური დისტანცირება ყველაზე მეტად დასაცველია, მითუმეტეს მაშინ, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და რესტორნ


გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქე საათში 9.5 ევროს მიიღებს, რომელიც 5%-ით დაიბეგრება

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: ახალი თაობა

ბმული: ახალი თაობა - 09 03 2021 - ახალი თაობა

გერმანიაში დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების საათობრივი ანაზღაურება 9.5 ევრო იქნება, რომელიც თვეში 5%იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება, _ ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა გიორგი ბუნტურმა `ინტერპრესნიუსთან~ ინტერვიუში განაცხადა. მისი განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში მიღებული ანაზღაურება საქართველოში არ დაიბეგრება. `ანაზღაურება იქნება საათში 9.5 ევრო, რომელიც თვეში 5%იანი საშემოსავლო გადასახადით დაიბეგრება გერმანიაში. არავითარი დაბეგვრა ქართული მხარის მიერ არ მოხდება~, _ აღნიშნა მან. რაც შეეხება გერმანიაში გამგზავრებისა და იქ ცხოვრების ხარჯს, გიორგი ბუნტურის განცხადებით, ამ ხარჯის დაფარვა თავად დასაქმებულს მოუწევს. `საქართველოს მოქალაქეს ევალება, რომ ორივე მიმართულებით შეიძინოს თვითმფრინავის ბილეთი, რის ხარჯსაც თავად ანაზღაურებს, ასევე მოქალაქე ფარავს კვებისა და საცხოვრებლის ხარჯებს, თუმცა მოქალაქეს ბინის პოვნაში დამსაქმებელი ეხმარება. მინდა ხაზი გავუსვა, რომ გერმანიაში მინიმალური სტანდარტებია განსაზღვრული, რასაც შრომითი მიგრაციის დროს დამსაქმებლის მიერ შეთავაზებული საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. დამსაქმებელმა მოქალაქეს ცუდი საცხოვრებელი პირობები რომ შესთავაზოს, საქართველოს მოქალაქე მარტივად გაასაჩივრებს და დამსაქმებელს დიდი ჯარიმების გადახდა მოუწევს. საცხოვრისის ხარჯი საკმაოდ მიზერული იქნება, თვეში დაახლოებით, 200250 ევრო~, _ განაცხადა გიორგი ბუნტურმა. ცნობისთვის, საქართველოს მოქალაქეების გერმანიაში დროებით ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 15 თებერვლიდან დაიწყო. დასაქმება შესაძლებელია სეზონურ სამუშაოებზე სოფლის მეურნეობის სექტორში, 1დან 3 თვემდე ვადით.


რადიო

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას აპრილის პირველი ნახევრიდან შეძლებენ

თარიღი: 09 03 2021

მედია საშუალებები: რადიო ფორტუნა

ბმული: რადიო ფორტუნა - 09 03 2021 - რადიო ფორტუნაბიზნესნიუსი 11:30

საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ლეგალურად დასაქმებას აპრილის პირველი ნახევრიდან შეძლებენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების შერჩევის პროცესი უკვე დაწყებულია და პერმანენტულ რეჟიმში გაგრძელდება.