From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : 16-17 მარტი მედია მონიტორინგი
Received On : 17.03.2021 09:41
Attachments :

მედია მონიტორინგი

16 მარტი

ტელევიზია

ბრიფინგი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: მაესტრო

ბმული: მაესტრო - 16 03 2021 - ახალი ამბები 17:00

გთავაზობთ აქცინაციის პროცესისადმი მიძღვნილ ფეისბუქ ბრიფინგს პირდაპირ ეთერში, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის ხელმძღვანელი პირები მართავენ. ჩინეთი ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. ჩინური ორი ვაქცინასინოფარმიდასინოვაკიარის უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიჯნაზე, ისინი ავტორიზაციას მიიღებენ. საქართველო ორივე მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას დიპლომატიური არხების საშუალებით და არის უკვე კონტრაქტებიც იმ ეტაპამდე მიყვანილი, რომ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე ქვეყანაში იყოს. რამდენი დოზა იქნება და რა პერიოდულობით შემოვა, ეს კონტრაქტის საგანია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


მიმართვა ეკლესიას

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტელეკომპანია აჭარა

ბმული: ტელეკომპანია აჭარა - 16 03 2021 - მთავარი 20:00

ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ეკლესიას მიმართა გვერდით დაუდგნენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რადგან მისი თქმით, ხალხი ეკლესიას ენდობა და ეპიდემიის დასაწყისში ეკლესიამ დიდი როლი შეასრულა საზოგადოების დამყოლობაში. დღეს ვაქცინაცია 1300-ზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.


ვაქცინაცია

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: კავკასია

ბმული: კავკასია - 16 03 2021 - დღეს 19:00

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძლედება, თუმცა აქტივობა დაბალია. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კოლეგებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში პანდემიის დასრულებისთვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. მან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც არ გამორიცხა და მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ვაქცინაციის პროცესს პირადად გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ მჭიდრო კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სერგო ჩიხლაძე ხალხის უნდობლობის მიზეზად ვაქცინაციის მიმართ ასახელებს ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობას. მისი თქმით სამინისტროს უნდა დაეწყო კამპანია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის.


ექიმების ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგ

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტვ პირველი

ბმული: ტვ პირველი - 16 03 2021 - პირველები 20:00

ექიმების ნაწილი ვაქცინაციის წინააღმდეგ. ქვეყანაში 43 ათასი მედიკოსის ასაცრელად საკმარისი ვაქცინა შემოვიდა თუმცა ირკვევა, რომ აცრის სურვილი ჯერ მხოლოდ 4 ათასმა ექიმმა გამოთქვა. აცრაზე უარს ამბობს ჯანდაცვის პირველი პირი. ეკატერინე ტიკარაძე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცრის ერთ-ერთ პუნქტს ესტუმრა თუმცა კადრები მხოლოდ მისმა სპეც სამსახურმა გაავრცელა. ხელისუფლებიდან ვაქცინაციის სურვილი ამ ეტაპზე მხოლოდ პრეზიდენტმა გამოთქვა.


შესაძლო რუსული კვალი AstraZeneca- სკანდალში - რა ეჭვები აქვს დასავლურ მედიას და რას ამბობენ სპეციალისტები ვაქცინის რეალურ შედეგებზე

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: რუსთავი 2

ბმული: რუსთავი 2 - 16 03 2021 - კურიერი 21:00

AstraZeneca- უსაფრთხოების საკითხზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და ევროპის მედიკამენტების ასოციაცია მსჯელობს. მიზეზი 17 მილიონი ვაქცინირებულიდან, თრომბოებოლიის 20-ზე მეტი გამოვლენილი ფაქტია გახდა. პასუხისმგებელი ორგანიზაციები ამბობენ, რომ დღეის მდგომარეობით არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რომ გართულება პრეპარატმა გამოიწვია, თუმცა საკითხს სრულყოფილად შეისწავლიან. პარალელურად მოუწოდებენ ქვეყნებს AstraZeneca- გამოყენება არ შეაჩერონ. მას შემდეგ რაც 10-მდე ქვეყანამ ვაქცინაციის პროცესი შეაჩერა, AstraZeneca- განცხადება გაავრცელა, სადაც კომპანია განმარტავს, რომ ვაქცინა კონტროლის ყველა ტესტს, მკაცრ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. არის, თუ არა რუსეთი AstraZeneca- წინააღმდეგ დაწყებული ნეგატიური კამპანიის მიზეზი - სპეციალისტები სწორედ რუსულ კვალზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ მოსკოვმა რუსული ვაქცინა "სპუტნიკის" ავტორიზაციის მოპოვებისთვის ყველანაირ ხერხს მიმართოს. იმუნიზაციის პროცესში ყველაზე მეტი გამოცდილება ისრაელს აქვს, სადაც მოსახლეობის 40% უკვე ვაქცინირებულია. იქ მოღვაწე ქართველი სპეციალისტების რეკომე ნდაციით, საქართველომ ვაქცინაციის პროცესი არ უნდა შეაჩეროს. ჯანდაცვის ქართველი სპეციალისტი ბიძინა კულუმბეგოვი ამბობს, რომ ვაქცინაციის სარგებელი უფრო მეტია, ვიდრე შემთხვევები და საქართველომ პრეპარატი გამოყენებაზე უარი არ უნდა თქვას.


აიცერი, ვაქცინა გიცავს

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: I არხი

ბმული: I არხი - 16 03 2021 - მოამბე 21:00

36 საათი საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან. ორ დღეში აცრილია 1 375 სამედიცინო მუშაკი. სპეციალურ პლატფორმაზე ასაცრელად დარეგისტრირებულია 4 532 ადამიანი. აცრის მსურველთა მაჩვენებელი დაბალია, რადგან ასათვისებელიაასტრაზენეკას“ 43 200 დოზა. ამიტომ აქტიურდება კამპანიააიცერი, ვაქცინა გვიცავს“. ქვეყნის წამყვანი ეპიდემიოლოგები კოლეგებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ და ხაზს უსვამენ, რომ შეზღუდვების მოხსნის და კორონავირუსის ახალი, ბევრად საშიში შტამების გავრცელების ფონზე აცრა პანდემიის დასრულების ერთადერთი გზაა. სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილ ვაქცინაზე მიმართვიანობა იმდენად დაბალია, რომ შესაძლოა ვაქცინაციის გეგმაში ცვლილებები შევიდეს და მეორე ეტაპზე გათვალისწინებული ასაკობრივი ჯგუფების რიგმა გადმოიწიოს. ჯანდაცვის სამინსიტროში განმარტავენ, რომ გუშინდელტან შედარებით ვაქცინით დაინტერესების რიცხვმა იმატა. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან , იმისთვის რომ განისაზღვროს ვაცინაციის შემდგომი ეტაპებიც. ვაქცინის მიმართ საზოაგდოებაში ნდობის ასამაღლებლად 18 მარტს საქართველოს პრეზიდენტიც აიცრება.


შეხვედრა სოციალურ მუშაკებთან

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: I არხი

ბმული: I არხი - 16 03 2021 - მოამბე 21:00

სოციალური სერვისების მიწოდების გაძლიერება და სოცმუშაკების მუშაობის განვითარება იყო მთავარი თემა ჯანდაცვის სამინსიტროში სოციალურ მუშაკებთან გამართულ შეხვედრაზე, ის სოცმუშაკების მსოფლიო დღეს ეძღვნებოდა. სოცმუშკაებს თამარ ბარკალია, მერი მაღლაფერიძე და თეა გავარამაძე შეხვდნენ.


ვაქცინაცია

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: მაესტრო

ბმული: მაესტრო - 16 03 2021 - დღის მთავარი თემა 21:00

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გრძლედება, თუმცა აქტივობა დაბალია. ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა კოლეგებს აქტიური ვაქცინაციისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ქვეყანაში პანდემიის დასრულებისთვის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. მან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც არ გამორიცხა და მოსახლეობას პირბადის ტარებისკენ მოუწოდა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირწმუნება, რომ ვაქცინა უსაფრთხოა. ვაქცინაციის პროცესს პირადად გაეცნო ჯანდაცვის მინისტრი რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მათ აქვთ მჭიდრო კომუნიკაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. სერგო ჩიხლაძე ხალხის უნდობლობის მიზეზად ვაქცინაციის მიმართ ასახელებს ჯანდაცვის სამინისტროს უმოქმედობას. მისი თქმით სამინისტროს უნდა დაეწყო კამპანია ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. სალომე ზურაბიშვილი კოვიდსაწინააღმდეგო აცრას 18 მარტს გაიკეთებს, - ამის შესახებ პრეზიდენტი პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. „საქართველოს პრეზიდენტი 18 მარტს კოვიდსაწინააღმდეგო ,,ასტრაზენეკასვაქცინით აიცრება. პრეზიდენტი ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ პოსტში. ჯანდაცვის მინისტრმა განაცხდა, რომ პირველადი ჯანდაცვის რეფორმაში ჩართული იქნება კერძო სექტორიც. „აქ სახელმწიფოსა და კერძო სექტორს აქვს უფრო მეტად დაცული ბალანსი. ჩვენი მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მნიშვნელოვანია ასევე კერძო სექტორში ჰოსპიტალური სექტორის ჩართულობა, ვინაიდან მიმდინარეობს ტარიფების დადგენის პროცესი, რომელიც ასევე არის რეფორმის გარკვეული ნაწილი და ერთ-ერთი კომპონენტი. სწორედ აქ მათ ჩართულობას აქვს დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ტიკარაძემ.


17 მარტი

ტელევიზია

კორონავირუსი

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: I არხი

ბმული: I არხი - 17 03 2021 - მოამბე 09:00

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. მისი თქმით, ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ ჯერჯერობით კაცობრიობამ ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ვერ მოიგონა. გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსსაც მხოლოდ ვაქცინაცია დაამარცხებს. „ჯერჯერობით კაცობრიობამ ვერ მოიგონა ვაქცინაციაზე უკეთესი პრევენციული საშუალება ინფექციური დაავადებების წინააღმდეგ, და უკვე არა მარტო ინფექციური დაავადებების. ამიტომ კოვიდსაც დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ, გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ, რომ ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.


დმანისში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გახისნა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ფორმულა

ბმული: ფორმულა - 17 03 2021 - ფორმულა ნიუსი 09:00

დმანისში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გახისნა. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. გიორგი წოწკოლაური:"დმანისში ახალი საგანგებოს შენობა გავხსენით. უახლოეს მომავალში 23 შენობის გახსნა იგეგმება". ალექსანდრე კალანდია:"აღნიშნული ევროსტანდარტების შესაბამისი შენობა ჩვენი ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე იყო დაპროექტებული".


დმანისში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გახისნა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: I არხი

ბმული: I არხი - 17 03 2021 - მოამბე 08:00

დმანისში საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გახისნა. პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობირივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. გიორგი წოწკოლაური:"დმანისში ახალი საგანგებოს შენობა გავხსენით. უახლოეს მომავალში 23 შენობის გახსნა იგეგმება". ალექსანდრე კალანდია:"აღნიშნული ევროსტანდარტების შესაბამისი შენობა ჩვენი ცენტრის სპეციფიკიდან გამომდინარე იყო დაპროექტებული".


ვაქცინაციის მესამე დღე

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: მაესტრო

ბმული: მაესტრო - 17 03 2021 - ახალი ამბები 10:00

საქართველო მომავალ კვირას ფაიზერის ვაქცინას ელოდება, თუმცა იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 2. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასტრაზენეკას გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმოს რეკომენდციებს ითვალისწინებს. ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ არაერთგვაროვან მოსაზრებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ანტიდოტის გარკვეული სერიები რამდენიმე ქვეყანასი იყო და მოხმარებაც შეიზღუდა, თუმცა ჯანმო მისი გამოყენების რეკომენდაციებსაც იძლევა.


დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: მაესტრო

ბმული: მაესტრო - 17 03 2021 - ახალი ამბები 10:00

დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. „პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ შოთა რეხვიაშვილთან ერთად მოინახულა. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 30 ახალი ადმინისტრაციული შენობა უკვე გაიხსნა და ამჟამად კიდევ 23 ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობ.


საქმის კურსის ბიზნესსიახლეები

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ტვ პირველი

ბმული: ტვ პირველი - 17 03 2021 - საქმიანი დილა TV1

1. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიუხედავად სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა დიდხანს იქნება საჭირო. 2. საქართველოში საწვავზე ფასი ბოლო პერიოდში თითქმის ყოველ კვირას იზრდება, მიზეზი საერთაშორისო ბაზარზე ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება და დოლართან მიმართებაში ლარის გაცვლითი კურსია.


ქართველი ექიმები აცრის შემდგომ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ - მარინა ეზუგბაია #ახალდღეში

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: I არხი

ბმული: I არხი - 17 03 2021 - ახალი დღე 07:30

ერთმანეთის გამომრიცხავი მოსაზრებების ფონზე, მსოფლიო ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია. ქართველი ექიმები აცრის შემდგომ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენმარინა ეზუგბაია #ახალდღეში.


არასრულწლოვანზე ძალადობის მორიგი შემთხვევა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ფორმულა

ბმული: ფორმულა - 17 03 2021 - ფორმულა ნიუსი 09:00

არასრულწლოვანი გოგოს, რომელიც კახეთში ჯერ სექსუალური ძალადობისა და შემდეგ ძმებისგან ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა, თანასოფლელების ინფორმაციით, ცხოვრების გაგრძელება კვლავ მოძალადე ძმასთან უწევს, რომელიც ნანობს, რომ ცემის ნაცვლად არასრულწლოვანი და არ მოკლა. საზარელ შემთხვევას კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა სამოქალაქო სექტორში.


ეპიდემიოლოგები ვაქცინაციის მნიშვნელობაზე; შეფასებები

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ფორმულა

ბმული: ფორმულა - 17 03 2021 - ფორმულა ნიუსი 09:00

მას შემდეგ, რაც ვაქცინაციის დასარეგისტრირებელ პლათფორმაზე მედიკოსების მინიმალური რაოდენობა დარეგისტრირდა, მთავარმა ეპიდემიოლოგებმა საგანგები ფეისბუქ ბრიფინგი გამართეს და ექიმებს ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდეს. ეპიდემიოლოგების თქმით, ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო კამპანია ქვეყანაში დიდი ხანია დაიწყო, თუმცა ექიმების სტატისტიკა, რომლებმაც ვაქცინის გაკეთების სურვილი გამოხატეს საპირისპიროზე მეტყველებს.


კოვიდ ვითარება და ვაქცინაცია

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: იმედი

ბმული: იმედი - 17 03 2021 - ქრონიკა 10:00

1. "ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დასაბუთებულ ფაქტებს და სწორედ ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დასაბუთებული"-განაცხადა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ. მან სასულიერო პირებს თხოვნითაც მიმართა და აღნიშნა, რომ მოსახლეობას გვერდით დაუდგნენ, რადგან საზოგადოებისთვის ეკლესია დიდი ავტორიტეტია. 2. ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ, არაერთგვაროვან მოსაზრებებს გამოეხმაურა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აღნიშნული ანტიდოტის გარკვეული სერიები რამდენიმე ქვეყანაში პრობლემური იყო და მოხმარება შეიზღუდა. მისივე განმარტებით, საქართველოს ჯანდაცვის სექტორი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან პირდაპირ კონტაქტს განაგრძობს, რომელიც ასტრაზენეკას ვაქცინის გამოყენებისკენ მოუწოდებს.


ვაქცინაციის მესამე დღე

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: მაესტრო

ბმული: მაესტრო - 17 03 2021 - ახალი ამბები 12:00

საქართველო მომავალ კვირას ფაიზერის ვაქცინას ელოდება, თუმცა იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში დაბალი ტემპით მიმდინარეობს. ეპიდემიოლოგები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ. 2. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ასტრაზენეკას გამოყენებასთან დაკავშირებით ჯანმოს რეკომენდციებს ითვალისწინებს. ეკატერინე ტიკარაძე ასტრაზენეკას ვაქცინის მიმართ არაერთგვაროვან მოსაზრებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ ანტიდოტის გარკვეული სერიები რამდენიმე ქვეყანასი იყო და მოხმარებაც შეიზღუდა, თუმცა ჯანმო მისი გამოყენების რეკომენდაციებსაც იძლევა.


16 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

გაბუნია ვაქცინაციის პროცესზე: სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი

ბმული: ტაბულა.ჯი - 16 03 2021 - ტაბულა.ჯი

მეორე დღეა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის აცრილია 1 143 სამედიცინო პერსონალი. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესს უწყება აკვირდება. მისივე თქმით, აცქრის შემდგომ სერიოზული გვერდითი მოვლენა არ აღრიცხულა. "გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არც ერთი არ დაფიქსირებულა.


ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტრო ყველაზე დიდი ანტივაქსერული სტრუქტურაა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი

ბმული: აქცენტნიუს.ჯი - 16 03 2021 - აქცენტნიუს.ჯი

მას შემდეგ რაც 13 მარტსასტრაზენეკასვაქცინების პირველი პარტია – 43 200 დოზა შემოვიდა საქართველოში, ის სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა და 15 მარტიდან ექიმების ვაქცინაცია დაიწყო. თუმცა, ირკვევა, რომ პროცესში ჩათულ მედიკოსთა აქტივობა დაბალია: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, 20:00 საათისთვისასტრაზენეკასვაქცინის პირველი დოზის მისაღებად 4 202 ადამიანი იყო დარეგისტრირებული, რაც სახელმწიფო გეგმით გათვალისწინებული ასაცრელი მედპერსონალის [46 420 ადამიანი] მხოლოდ 9.1%- შეადგენს. აქვე უნდა აღნიშნოს 2021 წლის 25 იანვარს NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევაც, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა მხოლოდ 41% ამბობდა, რომ კორონავირუსის ვაქცინას გაიკეთებდა და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვაქცინაციის პროცესს თან არ ახლდა შესაბამისი საინფორმაციო კამპანია.


ეკატერინე ტიკარაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.


შესაძლოა პრიორიტეტული ჯგუფები ვაქცინაციის პროცესში დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: რეგინფო.ჯი

ბმული: რეგინფო.ჯი - 16 03 2021 - რეგინფო.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, განიხილება საკითხი, რომ ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული ჯგუფები დაგეგმილზე ადრე ჩაერთონ. ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, „ასტრაზენეკასვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იცრებიან. „დაავადებათა კონტროლის ცენტრი და სამინისტრო, შემდეგ უკვე ვაქცინაციის სააბჭოსთან შეთანხმებით, აქტიურად განიხილავენ იმ ვარიანტსაც, ხომ არ შეიძლება, სხვა პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციაში დროზე ადრე ჩართვა. საუბარი მაქვს უკვე ასაკობრივ ჯგუფებზე, მაგრამ ჯერ უნდა ვნახოთ, რამდენად სრულად გამოიყენებს 43 000 დოზას სამედიცინო პერსონალი“, – განაცახადა გაბუნიამ. მისივე თქმით, არსებობს ბევრი მექანიზმი იმისა, რომ ქვეყანაში შემოსული ვაქცინები მოკლე პერიოდში იქნეს ათვისებული. შვედურ-ბრიტანული კომპანიაასტრაზენეკასმიერ წარმოებული ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აცრა კი გუშინ დაიწყო. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ამ თემაზე: გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამასტრაზენეკასგამოყენება შეაჩერეს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა: რომელი ჯგუფები აიცრებიან 2021 წელს


ამირან გამყრელიძე - კოვიდინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

კოვიდინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდეს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყველა . ეპიდემიოლოგიური ინდიკატორი მიდის შედარებით დამშვიდებისკენ, თუმცა ეს არ იძლევა დამშვიდების საფუძველს.„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ჩვენ გვაქვს გარკვეულად ტენდენცია სერიოზული სტაბილიზაციის, რაც გამოიხატება როგორც ახალი შემთხვევების, ასევე სიკვდილიანობის კლებაში, ასევე დადებითობის მაჩვენებლის კლებაში, ანუ ყველა . ეპიდემიოლოგიური ინდიკატორი მიდის შედარებით დამშვიდებისკენ, მაგრამ ეს არავითარ საფუძველს დამშვიდებისა არ გვაძლევს, რამუთუ ბოლო 2-3 კვირის განმავლობაში ინციდენტობი მაჩვენებელი, რომელიც მერყეობს 1-2%- შორის, დღეს ისევ გარკვეულად, ასე ვთქვათმოიქნია კუდიდა 1.8-ზე ავიდა, როდესაც ახალ შემთხვევათა რაოდენობამ 500- გადააჭარბა - უკვე ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჩვენ ახალი შემთხვევები, ძალიან მაღალი ტესტირების ფონზე, დღეს სამწუხაროდ ისევ საკმაოდ მაღალ 29600 ტესტის ჩატარების ფონზე, გვაქვს 537 ახალი შემთხვევა, რაც მანიშნებელია, რომ ინფექცია არსად გამქრალა და არის რისკი, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში გაუარესდეს, მითუმეტეს მოხდა ეტაპობრივად შეზღუდვების შემსუბუქება, რომელაც შესაძლოა გამოიწვიოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


ამირან გამყრელიძე: პირბადის ტარება დიდხანს მოგვიწევს

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირამ გამყრელიძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის მიუხედავად, სოციალური დისტანცია, პირბადის ტარება და ჰიგიენის ნორმების დაცვა დიდხანს იქნება საჭირო. გამყრელიძე NCDC-ის სხვა წარმომადგენლებთან ერთად პრესკონფერენციას მართავს.„ჩვენს ქვეყანაში COVID-ეპიდემიის დამარცხების მთავარი გზა ვაქცინაციაზე გადის, თუმცა ამასთან ერთად, დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხშირად ხელების დაბანა და სანიტარიზაცია; ასევე მოგვიწევს უარის თქმა დიდ შეკრებებზე, იქნება ეს სასიხარულო, სამწუხარო თუ სხვა მიზეზით შეკრება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, საქართველოში კოლექტიური იმუნიზაციის ჩამოსაყალიბებლად მოზრდილი მოსახლეობის 60% უნდა აიცრას.


ამირან გამყრელიძე - პირბადის ტარების მიმართ ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

ბმული: კომერსანტ.ჯი - 16 03 2021 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75-დან 43 პროცენტამდე შემცირდა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, მოერიდონ დიდ შეკრებებს და არ გაიმეორონ ზაფხულში დაშვებული შეცდომა, რომელიც ოქტომბერ- ნოემბერ-დეკემბერში ეპიდვითარების გაუარესების საფუძველი გახდა. „პირდაპირ გეტყვით, ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა პირბადის ტარებასთან მიმართებაში. პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 72-75 პროცენტი გვქონდა, ჩამოვარდა 43 პროოცენტამდე, რაც ძალიან ცუდი სიგნალია, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. არ გავიმეოროთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული იგივე შეცდომა, რომელიც დავუშვით ზაფხულის მეორე ნხაევრაში, დავმშვიდდით, თითქოს დავამარხცეთ კორონავირუსული ეპიდემია და შესაბამისად მივიღეთ პასუხი ოქტომბერ-ნოემბერ- დეკემბერში. ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე“, – განაცხადა გამყრელიძემ. 1tv.ge


გამყრელიძე: მსოფლიოში აცრილია, დაახლოებით, 359 მლნ ადამიანიარც ერთი ფატალური შედეგი არაა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი

ბმული: ტაბულა.ჯი - 16 03 2021 - ტაბულა.ჯი

რა თქმა უნდა, ვაქცინასაც აქვს გვედითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი ვაქცინის მიერ ასჯერ და ათასჯერ და მეტჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება. როგორც გითხარით, მსოფლიოში აცრილია, დაახლოებით, 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არაა. მაშინ, როცა 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდით და სამწუხაროდ, 2.6 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. აწონეთ და ავწონოთ ახლა სარგებელი და რისკი [ვაქცინის]...


ამირან გამყრელიძე : პირბადის ტარების მიმართ ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა, ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოსახლეობას სიფრთხილისკენ და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს. გამყრელიძე ყურადღებას ამახვილებს, რომ სამწუხაროდ, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 75-დან 43 პროცენტამდე შემცირდა. ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მიმართავს, ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია, მოერიდონ დიდ შეკრებებს და არ გაიმეორონ ზაფხულში დაშვებული შეცდომა, რომელიც ოქტომბერ- ნოემბერ-დეკემბერში ეპიდვითარების გაუარესების საფუძველი გახდა. "პირდაპირ გეტყვით, ისევ დაუდევარი დამოკიდებულებაა პირბადის ტარებასთან მიმართებაში. პირბადის ტარების მაჩვენებელი, რომელიც 72-75 პროცენტი გვქონდა, ჩამოვარდა 43 პროოცენტამდე, რაც ძალიან ცუდი სიგნალია, რომ ქვეყანაში შესაძლოა, ეპიდსიტუაცია გაუარესდეს. არ გავიმეოროთ ჩვენი დაუდევრობით გამოწვეული იგივე შეცდომა, რომელიც დავუშვით ზაფხულის მეორე ნხაევრაში, დავმშვიდდით, თითქოს დავამარხცეთ კორონავირუსული ეპიდემია და შესაბამისად მივიღეთ პასუხი ოქტომბერ-ნოემბერ- დეკემბერში. ვიდრე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ აიცრება, ჩვენ ვერ ვიტყვით უარს პირბადეზე", – განაცხადა გამყრელიძემ.


ამირან გამყრელიძე - კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ ვაქცინაცია - ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმუნიზაციის პროცესისა, საზოგადოებას დიდხანს დასჭირდება სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადე და ხელების ხშირი დაბანა.


ამირან გამყრელიძე: გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს, წყალსაც - ვაქცინის სარგებელი 1 000-ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი ეფექტი

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გვერდითი მოქმედება ყველა წამალს აქვს და ის შესაძლოა წყალმაც გამოიწვიოს. როგორც ამირან გამყრელიძემ NCDC-ში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინის ეფექტი 1000-ჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება.„გვერდითი მოქმედება აქვს ყველა წამალს, წყალმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს გვერდით ეფექტი, ვაქცინასაც, რა თქმა უნდა, აქვს გვერდითი ეფექტი, მაგრამ სარგებელი ვაქცინის მიერ არის 100-ჯერ 1000-ჯერ და მეტჯერ მეტი, ვიდრე მისი გვერდითი მოქმედება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, მსოფლიოში კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი 359 მილიონი ადამიანიდან, აცრის შემდგომი გართულებით არც ერთი ფატალური შედეგი არ დამდგარა.„დღეს მსოფლიოში აცრილი არის 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით, არც ერთი ფატალური შედეგი არ არის, მაშინ როდესაც 120 მილიონი ადამიანი დაავადდა კოვიდინფექციით და სამწუხაროდ, 2,6 მილიონი ადამიანი დაიღუპა“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


ამირან გამყრელიძემ დაასახელა დრო, როცა საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: პია.ჯი

ბმული: პია.ჯი - 16 03 2021 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ მასობრივი ვაქცინაცია ზაფხულში დაიწყება. მისი თქმით, მასობრივი ვაქცინაციისთვის ქვეყანაში რამდენიმე დიდი ღია სივრცე გაკეთდება. „ქვეყნის მასშტაბით აცრა ამ დროისთვის მიმდინარეობს ვაქცინაციის 29 ცენტრში, რომელსაც ხვალიდან ემატება 35, ზეგიდან 24, ხოლო სულ იქნება 88 დაწესებულება. შემდეგ, როცა უკვე მასობრივ ვაქცინაციაზე გადავალთ, რა დროსაც უკვე მილიონი დოზა გვექნება მარაგში, ამას ჩვენ ველით ზაფხულში, ქვეყანაში გაიხსნება რამდენიმე დიდი ღია სივრცე, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი აცრა ჩატარდება“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე. ამირან გამყრელიძის განმარტებით, ამ დროისთვის ვაქცინაციის პროგრამაში 4 532 მედიცინის მუშაკია დარეგისტრირებული, ხოლო აცრილია 1375 მათგანი. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. AstraZeneca- ვაქცინა 3 თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. ევროკავშირში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილია 5 მლნ, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი.


ამირან გამყრელიძე: ვაქცინის სარგებელი ათასჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოვლენები

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, "გვერდითი ეფექტი ვაქცინასაც აქვს, მაგრამ ვაქცინის მიერ მიღებული სარგებელი ასჯერ და ათასჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოვლენები. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, "გვერდითი ეფექტი ყველა წამალს და ყველა ნივთიერებას აქვს".„გარკვეული რაოდენობით მიღებულმა წყალმაც კი შეიძლება გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს. გვერდითი ეფექტი აქვს ვაქცინასაც, მაგრამ ვაქცინის მიერ მიღებული სარგებელი ასჯერ და ათასჯერ მეტია, ვიდრე მისი გვერდითი მოვლენები. დღეს მსოფლიოში აცრილია 359 მლნ ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ დამდგარა; მაშინ, როცა 120 მლნ ადამიანი დაავადდა კოვიდ-ინფექციით და 2,2% გარდაიცვალა. ავწონოთ სარგებელი და რისკი. გთხოვთ უმორჩილესად, მოგიწოდებთ, მივყვეთ მოწოდებებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე თქმით, გუშინ საქართველოში ვაქცინაცია დაიწყო ერთ-ერთი საუკეთესო, საერთაშორისო მარეგულირებლების მიერ აღიარებულიასტრაზენეკასვაქცინით. „პირველ ეტაპზე შემოვიდა 43 ათასი დოზა ვაქცინა და აპრილის განმავლობაში, მეორე ეტაპზე შემოვა 80 ათასი დოზა ვაქცინა. ამის დასტური მიღებულია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


პაატა იმნაძე: ჩემი კოლეგებიც კი არიან ვაქცინაციის წინააღმდეგ, არ მინდა ამაზე საუბარი

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე ჯანმოს მიერ ავტორიზებული ყველა ვაქცინის მომხრეა. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე იმ კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ვაქცინაციის და უშუალოდასტრაზენეკასვაქცინის მიმართ საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ დამოკიდებულებას შეეხებოდა. „სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებიც კი არიან ვაქცინაციის წინააღმდეგ; არ მინდა ამაზე საუბარი. ჩვენთვის მთავარია, ადამიანებს ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია, რათა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინაცია უსაფრთხო და ეფექტიანია. ვაქცინაციის მიმართ იგივე ეკლესიაშიც ხომ აზრი ორადაა გაყოფილი, როგორც - საზგადოებაში. მთავარია, ყველას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია, რათა იცოდნენ, რა სიკეთე მოაქვს ვაქცინას, რამდენი ადამიანი შეიძლება გადარჩეს, რათა დავუბრუნდეთ ნორმალური ცხოვრების რეჟიმს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ და იქვე დასძინა, რომ ავსტრიამ, ბელგიამ და ტაილანდმაასტრაზენეკათივაქცინაცია უკვე აღადგინა.


თამარ ბარკალაიამ უფროს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: პია.ჯი

ბმული: პია.ჯი - 16 03 2021 - პია.ჯი

16 მარტი სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეა. ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ჯანდაცვის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე უფროსი სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.


კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია“ – ამირან გამყრელიძის მიმართვა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ემსიემ.ჯი

ბმული: ემსიემ.ჯი - 16 03 2021 - ემსიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საქართველოს მოსახლეობას მიმართავს სლოგანის – „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე ირგვლივ გაერთიანდნენ. როგორც გამყრელიძე განმარტავს, სწორედ ვაქცინაციაზე გადის პანდემიის დამარცხების მთავარი გზა. „ვაქცინასთან ერთად ჩვენ დიდხანს დაგვჭირდება პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა, სანიტარიზაცია და უარის თქმა დიდ შეკრებებზე, იქნება ეს სასიხარულო თუ სამწუხარო. ქვეყანაში რომ კოლექტიური იმუნიტეტი ჩამოვაყალიბოთ, დაახლოებით უნდა ავცრათ მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%, რადგან არცერთი ვაქცინა არ გამოიყენება ჯერ ბავშვთა ასაკში, 18 წლამდე. ერთი გამონაკლისია, რომელიც გამოიყენება 16 წლიდან, დანარჩენი არის 18 წლის ზემოთ“ – განაცხადა გამყრელიძემ. მისივე შეფასებით, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს მხოლოდ მას შემდეგ დავუბრუნდები, თუ ვაქცინაციის მაჩვენებელი 1 700 000 ადამიანს მოიცავს. „საქართველოში მოზრდილი მოსახლეობა არის დაახლოებით 3,8 მილიონი და მისი 60% არის დაახლოებით 1 700 000 ადამიანი. თუ ჩვენ წელს ეს რაოდენობა ავცერით, გარანტიას გაძლევთ იმისას, რომ სერიოზულად ვიტყვით, რომ ეპიდემიას ქვეყანაში დავამარცხებთ და ქვეყანა თანდათანობით დაუბრუნდება ცხოვრების ნორმალურ რიტმს“ – აცხადებს გამყრელიძე.


ამირან გამყრელიძე: 1375 მედიკოსი აიცრა, ეს არის საკმაოდ დაბალი რიცხვი

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულში ქვეყანაში მასობრივი იმუნიზაცია დაიწყება. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ქვეყანაში რამდენიმე დიდი იმუნიზაციის ცენტრი გაიხსნება, სადაც დღიურად რამდენიმე ათასი ვაქცინაცია ჩატარდება. „ის აქტივობა, რაც დღეს და გუშინ გვაქვს, კარგი არ არის, ჩვენ მეტს ველით კოლეგებისგან, რომლებმაც მაგალითი უნდა მისცენ მოქალაქეებს. დღეისათვის პორტალზე მხოლოდ 4 532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია, 1375 კი აიცრა. ეს არის საკმაოდ დაბალი რიცხვი. დღიურად 3 ათასი დოზა ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რათა მომდევნო 2 კვირაში უკვე შეძენილი 43 ათასი დოზავაქცინა ავითვისოთ. ეს ადამიანები მეორედ 8-12 კვირის განმავლობაში უნდა აიცრან. მათთვის განკუთვნილი 80 ათასი დოზა ვაქცინა შემოდის 20 აპრილიდან. მარტის ბოლოს, აპრილის დასაწყისში კიდევ იქნება რამდენიმე ათასი ვაქცინა, რომელიც ბილატერალური გზით შემოვა და ვაქცინაციის ჯგუფები თანდათანობით გაფართოვდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. NCDC-ის ხელმძღვანელი მოსახლეობას და განსაკუთრებით თავის კოლეგებს მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად სწრაფად აიცრან.


"კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ ვაქცინაცია - ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ"

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 16 03 2021 - ბიპიენ.ჯი

კორონავირუსს დაასრულებს მხოლოდ და მხოლოდ ვაქცინაცია. ყველას გთხოვთ გავერთიანდეთ ამ სლოგანის ირგვლივ - „ავცრათ და დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. გამყრელიძის თქმით, მიუხედავად იმუნიზაციის პროცესისა, საზოგადოებას დიდხანს დასჭირდება სოციალური დისტანციის დაცვა, პირბადე და ხელების ხშირი დაბანა.


ამირან გამყრელიძე - მოზრდილი მოსახლეობის 60 პროცენტი თუ ავცერით, გაძლევთ გარანტიას, რომ ეპიდემიას დავამარცხებთ და ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდება

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის ვაქცინაციაზე. მისივე თქმით, ვაქცინაციასთან ერთად კიდევ დიდხანს იქნება საჭირო აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და ასე შემდეგ. ამასთან, როგორც გამყრელიძე ამბობს, დიდ შეკრებებზე თავის არიდება კვლავაც გასათვალისწინებელი იქნება.


ამირან გამყრელიძე - წყალმაც კი შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტი, ვაქცინასაც აქვს, მაგრამ სარგებელი ათასჯერ მეტია - 359 მილიონი ადამიანია აცრილი და შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ვაქცინის სარგებელი არის ასჯერ და ათასჯერ მეტი, ვიდრე გვერდითი მოქმედება. დღეს, მთელს მსოფლიოში დაახლოებით აცრილია 359 მილიონი ადამიანი და აცრის შემდგომი გართულებით არცერთი ფატალური შედეგი არ არის, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც კორონავირუსის აცრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.


ამირან გამყრელიძე - გუშინდელი დღე დავამთავრეთ ვაქცინის მხოლოდ 3 დოზის დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

გუშინდელი დღე დავამთავრეთ ვაქცინის მხოლოდ 3 დოზის დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ ვაქცინის დოზები არ დაიკარგოს. „დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები .. სარეზერვო სიაში გვყავს. „ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოსულია 10 დოზიან ფლაკონებში, როდესაც გაიხსნება არ უნდა დავკარგოთ, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ. 10 ადამიანი უნდა გვყავდეს რიგში, რომელიც აიცრება. გუშინ დღის ბოლოს, როდესაც რიგში აღარ იყო 10 ადამიანი, 3 დოზა უნდა დარჩენილიყო, მოდიოდა ზარი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და აქედან ჩვენები მიდიოდნენ საღამოს და იცრებოდნენ. გუშინდელი დღე დავამთავრეთ მხოლოდ 3 დანაკარგით, სამწუხაროდ, ადამიანს დაუვარდა შპრიცი ამოღებული ვაქცინით",-აცხადებს გამყრელიძე.


თუ ექიმები არ აიცრებიან, შეზღუდვების მოხსნა გართულდება - ხათუნა ზახაშვილი

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

NCDC-ის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროს ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ექიმები არ აიცრებიან, გაჭირდება ჯანდაცვის სექტორის მუშაობის აღდგენა და გართულდება შეზღუდვების მოხსნა, რაც ამჟამად არსებობს. ზახაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე კოლეგებს მოუწოდა, რომ აუცილებლად აიცრან. მისივე ინფორმაციით, მომდევნო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვაქცინა რეგიონებშიც იქნება და დარწმუნებულია, რომ პროცესში სამედიცინო სფეროს მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. „დარწმუნებული ვარ, აცრისთვის ჯანდაცვის სექტორის მიმართვიანობა კიდევ უფრო გაიზრდება, მაგრამ გასათვალისწინებელია კიდევ ერთი ფაქტორი, როგორც წესი, ჯანდაცვის სექტორი და ექიმების ნაწილი, ისევე როგორც საზოგადოების ნაწილი ორ ბანაკად არის გაყოფილი - არიან შედარებით კონსერვატორები, რომლებიც ამბობენ, რომ ცოტას მოიცდიან, აცრილ კოლეგებს დააკვირდებიან და .. არიან კიდევ უფრო ავანგარდულად განწყობილი ექიმები, რომლებიც პირველივე დღეს აიცრნენ. დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი წარმატებით დამთავრდება, რადგან ექიმების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების ხელშია ჩვენი გადარჩენა. თუ ჩემი კოლეგები არ აიცრებიან, გართულდება ჯანდაცვის სექტორის მუშაობის სრულად აღდგენა დაგაჭირდება შეზღუდვების მოხსნის მექანიზმების გაგრძელება“, - განაცხადა მან.


ეკატერინე ტიკარაძე: ახლო მომავალში ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი გვექნება

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რა ეტაპზეა მოლაპარაკებები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სხვადასხვა მწარმოებელთან. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემდღის ქრონიკაშიისაუბრა. მისი თქმით, წლის მეორე-მესამე კვარტალში ქვეყანაში ვაქცინების ფართო არჩევანი იქნება.„გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით. ასევე გვაქვს ხელშეკრულება დადებული ინდური წარმოების AstraZeneca-სთან დაკავშირებით და ველოდებით მათგან მოწოდების თარიღის დადგენას. გვაქვს ინფორმაცია, რომ აპრილის პირველ ნახევარში გვექნება წვდომა ჩინურ ვაქცინაზე. მნიშვნელოვანი არის, რომ Pfizer-თან მიმართებაში მოგვეცა საშუალება, რომ COVAX-პლატფორმის მიღმა, მწარმოებელთან პირდაპირი მოლაპარაკება ვაწარმოოთ, რაც ვთვლი, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი და ასევე მოლაპარაკებები მიმდინარეობს როგორც Moderna-სთან, ასევე Johnson&Jonson-თან და ალბათ ახლო მომავალში, მეორე-მესამე კვარტალში, გვექნება ვაქცინების საკმაოდ ფართო არჩევანი“, - განაცხადა ტიკარაძემ. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო.


თამარ ბარკალაიამ უფროს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

16 მარტი სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეა. ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა. შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ჯანდაცვის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე უფროსი სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.


ამირან გამყრელიძე - ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შემოვიდეს. როგორც მან აღნიშნა, მწარმოებელთან მოლაპარაკებები დიპლომატიური არხების საშუალებით მიმდინარეობს და უკვე კონტრაქტებიც არის შედგენილი. „ჩინეთი ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. ჩინური ორი ვაქცინასინოფარმიდასინოვაკიარის უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიჯნაზე, ისინი ავტორიზაციას მიიღებენ. საქართველო ორივე მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას დიპლომატიური არხების საშუალებით და არის უკვე კონტრაქტებიც იმ ეტაპამდე მიყვანილი, რომ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე ქვეყანაში იყოს. რამდენი დოზა იქნება და რა პერიოდულობით შემოვა, ეს კონტრაქტის საგანია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


თამარ ბარკალაიამ უფროს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს 16 მარტი - სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა.


„56 შემთხვევაა დადასტურებული და დიდი ალბათობით ბრიტანული შტამია“ - NCDC

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: პია.ჯი

ბმული: პია.ჯი - 16 03 2021 - პია.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გაზრდილია კოვიდინფექციის ახალი შტამი და ეს დიდი ალბათობით ბრიტანული შტამია. „მაქვს ინფორმაცია, გაზრდილია და 56 დადასტურებული შემთხვევაა, უფრო დიდი ალბათობით არის ბრიტანული შტამი“, - აცხადებს გამყრელიძე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ 56 შემთხვევიდან ყველა შემოტანილია. „ეს არის შემოტანილი შემთხვევები, რომელთა ინფიცირება მოხერხდა შემოტანის ეტაპზე. ზოგი ჩვენი მოქალაქეა, ზოგი არ არის ჩვენი მოქალაქე. ვინაიდან, მათი კონტაქტები ქვეყნის შიგნით არ იყო გავრცელება ჯერ არ გვაქვს“, - აცხადებს ზახაშვილი. რაც შეეხება რეინფიცირებას, ზახაშვილის თქმით, ერთი შემთხვევაა დადასტურებული და რამდენიმე შემთხვევის შესახებ კი კვლევა მიმდინარეობს. „თითოეული ეს შემთხვევა ძალიან დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ჩვენ ამგვარი ზედამხედველობა სექტემბრიდან დავიწყეთ, მას შემდეგ რაც გაჩნდა ინფორმაცია, რომ რეინფიცირების შემთხვევები არსებობდა. ამ დროის მანძილზე 64 შემთხვევის მოკვლევა განხორციელდა საქართველოში, დადასტურებულია ერთი შემთხვევა და საეჭვოდ გვრჩება 2 შემთხვევა“, - აცხადებს ზახაშვილი.


ზახაშვილი: თუ ექიმები არ აიცრებიან, გაჭირდება ქვეყანაში შეზღუდვების მოხსნა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი

ბმული: ტაბულა.ჯი - 16 03 2021 - ტაბულა.ჯი

დარწმუნებული ვარ, ვაქცინაციის პროცესი აუცილებლად წარმატებით დამთავრდება, იმიტომ, რომ ექიმების, სამედიცინო საზოგადოების, ჯანდაცვის ხელშია ჩვენი ქვეყნის გადარჩენა. თუ ჩემი კოლეგები, ჩვენი კოლეგები არ აიცრებიან, ჩვენს ქვეყანაში გაჭირდება იმ შეზღუდვების მოხსნის მექანიზმების გაგრძელება, რთულდება ჯანდაცვის სექტორის მუშაობის სრულად აღდგენა და შესაბამისად, გართულდება ზოგადად ქვეყნის შეზღუდვების მოხსნა, რაც ამჟამად არსებობს. ამიტომ, სამედიცინო საზოგადოება დღეს ისევ ფრონტის წინა ხაზზე ვართ... დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი.


ეკატერინე ტიკარაძე: ძალიან კარგად იაზრებს სამედიცინო სექტორი, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის პროცესის დროულ, სწრაფ და თანმიმდევრულ წარმართვას

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

ძალიან კარგად იაზრებს სამედიცინო სფერო და სექტორი თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ვაქცინაციის პროცესის დროულ, სწრაფ და თანმიმდევრულ წარმართვას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის ქრონიკაში" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, ვაქცინაცია დაგეგმილის შესაბამისად მიმდინარეობს და ამ პროცესში მოულოდნელ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია. "მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ექიმების მხრიდან ვაქცინაციის ჩატარების პროცესის აუცილებლობა აღქმულია და ზოგადად, თუ რა დადებითი შედეგი და ეფექტი შეიძლება მოიტანოს ვაქცინაციამ ექიმებისა და საზოგადოების ჯანმრთელობის უსაფრთხოების კუთხით", - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, ვაქცინა დაახლოებით 1 500-მდე სამედიცინო პერსონალმა გაიკეთა.თვით ამ პროცესში ამჟამად 29 სამედიცინო დაწესებულებაა ჩართული. "იცით, ვაქცინაციის პროცესში თავდაპირველად, განზრახ ჩართული გვყავდა 29 დაწესებულება. ხვალიდან კიდევ დაემატება დაწესებულებები და კვირის ბოლომდე მათი რიცხვი გაიზრდება. ამდაგვარად დაგეგმილი იყო როგორც პირთა რაოდენობის აცრა, ასევე მომზადების პროცესი, რომელიც უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია", - განაცხადა ტიკარაძემ.


ტიკარაძე: ამ ეტაპზე გვაქვს მითითება მშვიდად გავაგრძელოთასტრაზენეკათივაქცინაცია

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ნეტგაზეთი.ჯი

ბმული: ნეტგაზეთი.ჯი - 16 03 2021 - ნეტგაზეთი.ჯი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ტელეკომპანიაიმედისგადაცემადღის ქრონიკაშიაცხადებს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მოლოდინების შესაბამისად მიმდინარეობს და მოულოდნელი გართულებები არ დაფიქსირებულა. ტელეკომპანიაიმედისეთერში ტიკარაძე ამბობს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ჯანდაცვის სამინისტრო უწყვეტ კავშირზეა და ამ ეტაპზე ქვეყანას აქვს მითითება, რომასტრაზენეკასვაქცინით იმუნიზაციის პროცესი მშვიდ ვითარებაში გააგრძელოს: “ჩვენ ვართ 24-საათიან უწყვეტ კავშირზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, ყველა იმ სახელმწიფოსთან, სადაც ვაქცინაცია მიმდინარეობს. ისინი გვიზიარებენ მათ გამოცდილებას და გადაწყვეტილებებს თუ რის საფუძველზე ხდება ვაქცინაციის შეჩერება.


"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში"

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიპიენ.ჯი

ბმული: ბიპიენ.ჯი - 16 03 2021 - ბიპიენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შესაძლოა, ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შემოვიდეს. როგორც მან აღნიშნა, მწარმოებელთან მოლაპარაკებები დიპლომატიური არხების საშუალებით მიმდინარეობს და უკვე კონტრაქტებიც არის შედგენილი. „ჩინეთი ვაქცინის ერთ-ერთი დიდი მწარმოებელია. ჩინური ორი ვაქცინასინოფარმიდასინოვაკიარის უკვე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაციის მიჯნაზე, ისინი ავტორიზაციას მიიღებენ. საქართველო ორივე მწარმოებელთან აწარმოებს მოლაპარაკებას დიპლომატიური არხების საშუალებით და არის უკვე კონტრაქტებიც იმ ეტაპამდე მიყვანილი, რომ ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე ქვეყანაში იყოს. რამდენი დოზა იქნება და რა პერიოდულობით შემოვა, ეს კონტრაქტის საგანია“, - განაცხადა გამყრელიძემ.


მიზეზი, რატომაც ევროკავშირის მსხვილი ქვეყნები AstraZeneca- გამოყენებას დროებით წყვეტენ

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

ბმული: კომერსანტ.ჯი - 16 03 2021 - კომერსანტ.ჯი

ევროკავშირის უმსხვილესი ქვეყნები - გერმანიამ, საფრანგეთმა, იტალიამ და ესპანეთმა -ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია AstraZeneca- მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინის გამოყენებას დროებით წყვეტენ. კერძოდ, პირველი ნაბიჯი გერმანიის ჯანდაცვის სამინისტრომ გადადგა - უწყების ინფორმაციით, ვაქცინაცია ამ პრეპარატით მხოლოდ მისი გვერდითი ეფექტების გადამოწმების შემდეგ განახლდება. ამის შემდეგ რამდენიმე საათში ვაქცინის გამოყენების შეჩერების თაობაზე საფრანგეთმა, იტალიამ, ესპანეთმა, სლოვაკეთმა, პორტუგალიამ და კვიპროსმა განაცხადეს.


ბორელი: მივესალმებით საქართველოს მიერ ვაქცინის პირველი დოზების მიღებას

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი

ბმული: ტაბულა.ჯი - 16 03 2021 - ტაბულა.ჯი

ბრუსელში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა შეხვედრის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრის შემდეგ ბორელმა ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებაზე. "ეს შეხვედრა ასევე იყო შესაძლებლობა, რათა შეგვეფასებინა თამანშრომლობა ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, თუმცა ასევე, ჩვენ მივესალმებით საქართველოს მიერ ვაქცინის პირველი დოზების მიღებას Covax-ის დახმარებით, რომლის უდიდესი დონორი ევროკავშირია, ვაქცინის ამ დოზებს კიდევ მრავალი მოჰყვება. ჩვენ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვაქცინაციით უფრო მწვანე და მდგრადი აღდგენისკენ წინსვლა. ჩვენ ამ პროცესის დასახმარებლად მნიშვნელოვანი სახსრების მობილიზებას ვახდენთ". – თქვა ბორელმა ასტრაზენეკას ვაქცინის 43 200 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა და გუშინ, 15 მარტიდან ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროში დასაქმებული ადამიანები იცრებიან. საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან მეორე დღეს სპეციალურ პორტალზე [Booking.Mov.Gov.ge] დარეგისტრირებულია 4 456 ჯანდაცვის სექტორში მომუშავე პირი. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 1 143-მა სამედიცინო პერსონალმა გაიკეთა. ბოლო მონაცემები ტაბულამ ჯანდაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.


საქართველოში ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 4 456-მა სამედიცინო პერსონალმა გაიარა, მათგან 1 143 უკვე აიცრა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესს გაეცნო. გეგმის მიხედვით, ვაქცინაციის პირველი დოზები უკვე მიიღეს სამედიცინო მუშაკებმა, რომლებიც ვაქცინაციისთვის სპეციალური პლატფორმის საშუალებით დარეგისტრირდნენ. ამ დროისთვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 4456 სამედიცინო პერსონალმა და უკვე აცრილია 1143 პირი. ჯანდაცვის მინისტრმა კოლეგებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიას დაასრულებს.


მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა - ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს ვაქცინაციის პროცესში დახმარებას სთხოვს

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი

ბმული: ჯიეიჩენ.ჯი - 16 03 2021 - ჯიეიჩენ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე თხოვნით მიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს, დაეხმაროს ექიმებს ვაქცინაციის პროცესისეფექტურად ჩატარებისთვის. "მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია. ბოლო 200 წლის განმავლობაში ვაქცინაციამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა. ვაქცინაცია არის მეცნიერულად დასაბუთებული და, მოგეხსენებათ, მეცნიერებას და ეკლესიას ყოველთვის აქვს სინერგიული დამოკიდებულება. ეკლესია ყოველთვის ეყრდნობა მეცნიერულად დადასტურებულ ფაქტებს და, სწორედ, ვაქცინაციის სიკეთე მეცნიერულად არის დადასტურებული, რომელიც გამოსცადა კაცობრიობის ისტორიამ. ძალიან გთხოვთ, გვერდით დაგვიდგეთ ექიმებს ამ პერიოდში და ვითანამშრომლოთ, რადგან მოსახლეობას თქვენი ძალიან სჯერა. ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის და ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა. დარწმუნებული ვართ, ერთად მივაღწევთ სასურველ შედეგს”,-აღნიშნა გამყრელიძემ.


როდემდეა ვარგისიასტრაზენეკას“ 43,000 დოზა და რა გეგმა აქვს NCDC-ის თუ ის ვერ გაიხარჯა?

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში შემოტანილიასტრაზენეკასვაქცინის 43,000 დოზა ვარგისი 21 ივნისამდეა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამირან გამყრელიძეს ჟურნალისტმა კითხვა ვაქცინის შენახვის ვადებზე დაუსვა. „ასტრაზენეკასვაქცინების შენახვის ვადა 5-დან 6 თვემდეა. საქართველოში უკვე ჩამოტანილი 43 000 დოზა ვაქცინის შენახვის ვადა 21 ივნისამდეა, ამიტომ საკმაოდ დიდი პერიოდი გვაქვს, რომ გაიხარჯოს. მე დიდი იმედი მაქვს, 43,000 დოზა სამედიცინო საზოგადოებაზე გაიხარჯება, მაგრამ თუ - არა, მაშინ არსებობს გეგმა - გაიხსნება ფანჯარა და პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან მეორე ჯგუფის - 75 წელს ზემოთ ადამიანები, ასევე ხანდაზმულთა სახლებში მცხოვრებლები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისივე ინფორმაციით, დღეისათვის პორტალზე მხოლოდ 4 532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია, 1375 კი აიცრა. „ეს არის საკმაოდ დაბალი რიცხვი. დღიურად 3 ათასი დოზა ვაქცინა უნდა გაკეთდეს, რათა მომდევნო 2 კვირაში უკვე შეძენილი 43 ათასი დოზა ვაქცინა ავითვისოთ“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე. საქართველოში ვაქცინაცია გუშინ დაიწყო.


თამარ ბარკალაიამ უფროს სოციალურ მუშაკებს პროფესიული დღე მიულოცა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: აქცენტნიუს.ჯი

ბმული: აქცენტნიუს.ჯი - 16 03 2021 - აქცენტნიუს.ჯი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკებს 16 მარტი - სოციალური მუშაობის მსოფლიო დღე მიულოცა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს დღე ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა აქტივობებით აღინიშნება. მათივე ცნობით, შეხვედრას სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, მერი მაღლაფერიძე, ჯანდაცვის სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი თეა გვარამაძე და მთელი ქვეყნის მასშტაბით მომუშავე უფროსი სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.


ამირან გამყრელიძე: კორონავირუსი 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამ პერიოდიდან 120 დღის შემდეგ პირდაპირ ეთერში ნამდვილად ავიცრები

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისი თქმით, წესის თანახმად, მას აცრა დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ უწევს და როგორც კი შეეძლება, პირდაპირ ეთერში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას გაიკეთებს.„გუშინ არასწორი ინტერპრეტაციები იყო, რატომ არ ავიცერი. იცით, გრიპზე ერთ-ერთი პირველი ვიცრები ხოლმე. დასამალი არ არის, მქონდა კოვიდი, 29 დეკემბერს დამიდასტურდა, ამიტომ როგორც წესია და მინისტრის ბრძანება განსაზღვრავს, უნდა ავიცრა 120 დღის შემდეგ. ანუ როგორც კი 29 დეკემბრიდან 120 დღე გადაითვლება, შემეძლება, პირდაპირ ეთერში ავიცრა. დარწმუნებული იყავით, ამას ნამდვილად გავაკეთებ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგების აცრა ვაქცინაციის გეგმის მესამე ეტაპზე მოხდება

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგების ვაქცინაცია იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მასწავლებლების ვაქცინაცია მესამე ეტაპზე უნდა დაიწყოს. “პედაგოგების ვაქცინაცია ჩვენს გეგმაში არის გაწერილი. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია და ვიცით, რომ პედაგოგების საზოგადოება აუცილებლად უნდა აიცრას. ეს არის საკმაოდ ორგანიზებული კოლექტივი, რომელიც ვაქცინაციისკენ ჩვენი გეგმის მიხედვით მესამე ეტაპზე მიემართება, ეს გაწერილი გვაქვს გეგმაშიც“, - განაცხადა ზახაშვილმა.


ტიკარაძე: WHO-სგან გვაქვს მითითება, რომ მშვიდად შეგვიძლია განვაგრძოთ ASTRAZENECA-თი ვაქცინაცია

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტაბულა.ჯი

ბმული: ტაბულა.ჯი - 16 03 2021 - ტაბულა.ჯი

დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც ევროპის მარეგულირებელთან ერთად, განხილული იქნება ყველა ის შემთხვევა, რომელიც როგორც ასტრაზენეკას გართულება, ისე დაფიქსირდა პაციენტებში, ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული. თუმცა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მითითება, რომ მშვიდად შეგვიძლია განვაგრძოთ ეს პროცესი ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე TV იმედის ეთერში ამბობს, რომ ასტრაზენეკას ვაქცინასთან დაკავშირებით, "24-საათიან უწყვეტ კავშირზე ვართ" ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და ყველა იმ ქვეყანასთან, სადაც ატრაზენეკათი ვაქცინაცია მიმდინარეობს.


ეკატერინე ტიკარაძე - გვაქვს მითითება, რომ მშვიდად შეგვიძლია განვაგრძოთ Astrazeneca-თი ვაქცინაცია

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ექსპრესნიუს.ჯი

ბმული: ექსპრესნიუს.ჯი - 16 03 2021 - ექსპრესნიუს.ჯი

გვაქვს მითითება, რომ მშვიდად შეგვიძლია განვაგრძოთ Astrazeneca-თი ვაქცინაცია”, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განხილული იქნება ყველა ის შემთხვევა, რომელიც როგორცასტრაზენეკასგართულება, ისე დაფიქსირდა პაციენტებშიდღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში, სადაც ევროპის მარეგულირებელთან ერთად, განხილული იქნება ყველა ის შემთხვევა, რომელიც როგორც ასტრაზენეკას გართულება, ისე დაფიქსირდა პაციენტებში, ხვალ იქნება საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული.


პირველადი ჯანდაცვის რეფორმა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ტივი25.ჯი

ბმული: ტივი25.ჯი - 16 03 2021 - ტივი25.ჯი

ცვლილებები პირველადი ჯანდაცვის სფეროში. შესაბამისი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია, დღეს, ჯანმოს ექსპერტების ჩართულობით გაიმართა. თემაზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო 1 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც უწყებაში ამბობენ, მიზანი, ცალკეულ პირთა ჯანმრთელობის საჭიროებების გაუმჯობესებაა. რეფორმაში, განსაკუთრებული ადგილი ქრონიკული და ინფექციური დაავადებების კონტროლს დაეთმობა.


რეალურად, გამოდის, რომ ვაქცინა თრომბის რისკს ამცირებსექიმი მამუკა მაჩაიძე

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ინფო9

ბმული: ინფო9 - 16 03 2021 - ინფო9

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი სპეციალისტი, ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს და AstraZeneca- ირგვლივ არსებულ კრიტიკულ მოსაზრებებს ეხმაურება. მამუკა მაჩაიძე მიიჩნევს, რომ ვაქცინათრომბისშემთხვევების რიცხვს არა თუ ზრდის, არამედ ამცირებს კიდეც და ამის დამადასტურებლად შესაბამისი სტატისტიკა მოჰყავს.


სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა

თარიღი: 16 03 2021

მედია საშუალებები: ბიემ.ჯი

ბმული: ბიემ.ჯი - 16 03 2021 - ბიემ.ჯი

"ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" პროექტის ფარგლებში სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადაეცა. სამედიცინო მოწყობილობა ვიშეგრადის ფონდისა და კორეის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითაა შეძენილი. „საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან 55 ჟანგბადის კონცენტრატორი გადმოეცა. ეს სახელმწიფო კლინიკებს კიდევ უფრო გააძლიერებს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.


17 მარტი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე - საზოგადოებამ დაიჯერა, რომ გავიმარჯვეთ, რამაც შეიძლება პრობლემები შექმნა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: კომერსანტ.ჯი

ბმული: კომერსანტ.ჯი - 17 03 2021 - კომერსანტ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის გეგმა ვერ შესრულდება და მოსახლეობა რეგულაციებს არ დაიცავს, არის იმის საშიშროება, რომ ეპიდაფეთქებები იყოს და ისევ გარკვეული შეზღუდვები დაწესდეს.


დმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის  სასწრაფო დახმარების ახალი შენობა  გაიხსნა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ინტერპრესნიუს.ჯი

ბმული: ინტერპრესნიუს.ჯი - 17 03 2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. როგორცინტერპრესნიუსსსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.


დმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: პია.ჯი

ბმული: პია.ჯი - 17 03 2021 - პია.ჯი

დმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი.


დმანისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ჯიეიჩენ.ჯი

ბმული: ჯიეიჩენ.ჯი - 17 03 2021 - ჯიეიჩენ.ჯი

დმანისის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.


ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში გალიდან გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ლაივპრეს.ჯი

ბმული: ლაივპრეს.ჯი - 17 03 2021 - ლაივპრეს.ჯი

ანაკლია-განმუხურის კოვიდ სასტუმროში აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა. სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ამინისტრაციაში "ლაივპრესს" ფაქტი დაუდასტურეს. მათი თქმით, გარდაცვლილი 63 წლის ქალია. თავდაპირველი ტესტით მას კორონავირუსი არ დაუდასტრდა. ანალიზები დამატებითი კვლევებისთვის თბილისში გაიგზავნა. ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ინფორმაციას მომხდარზე ცოტა ხანში მოგვაწვდიან.


აჭარაში კოვიდის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 17 მარტი

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ბათუმელები.ჯი

ბმული: ბათუმელები.ჯი - 17 03 2021 - ბათუმელები.ჯი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 17 მარტის მონაცემებით, აჭარაში კოვიდის 23 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარაში კოვიდკლინიკაში მკურნალობს 100 პაციენტი, მათგან 3 მართვით სუნთქვაზეა. აჭარაში დღეისათვის 26 ადამიანი იმყოფება კოვიდსასტუმროში. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში ?? პაციენტი გამოჯანმრთელდა კოვიდისგან, 3-მა პაციენტმა კი კლინიკა დატოვა.


პრესა

რას სთხოვს ამირან გამყრელიძე წმინდა სინოდს?

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: რეზონანსი

ბმული: რეზონანსი - 17 03 2021 - რეზონანსი

მინდა ვთხოვო მთლიანად წმინდა სინოდს, თითოეულ მღვდელმთავარს, მათი როლი ამ უმნიშვნელოვანეს პროცესში განსაკუთრებულია,” – აღნიშნული თხოვნით დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს მიმართა. ამასთან, გამყრელიძემ მზაობა განაცხადა ნებისმიერი სახის შეხვედრებისთვის და აღნიშნა, რომ მათთვის საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა დიდი პატივია.


პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაზე გადის!

თარიღი: 18 03 2021

მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა

ბმული: საქართველოს რესპუბლიკა - 18 03 2021 - საქართველოს რესპუბლიკა

ჩვენს ვებ-გვერდზე ამასთან დაკავშირებით განთავსებულია განცხადება, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ისე ევროპის წამლის სააგენტოსი, რომ ეს მონაცემები, რის საფუძველზეც რამდენიმე ქვეყანამ შეაჩერა ამ დასახელების ვაქცინის გამოყენება, გართულებები არ არის დაკავშირებული არც ვაქცინაციის პროცესთან და არც ვაქცინასთან. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია და ევროპის წამლის სააგენტო გახლავთ ყველაზე უფრო ავტორიტეტული ორგანიზაციები და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვენდობით მათ დასკვნებს“, - ამის შესახებ დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ For.ge- განუცხადა.


24 საათში საქართევლოში მხოლოდ 668 ექიმი აიცრა

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: მესინჯერი

ბმული: მესინჯერი - 17 03 2021 - მესინჯერი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კოვიდ19-ის ვაქცინაციაზე 4202 მედპერსონალია რეგისტრირებული, აცრილია მხოლოდ 668 ექიმი. აცრილთა შორისაა პაატა იმნაძეც. როგორც ცნობილია, ასტრაზენეკას ვაქცინა საქართველოში 13 მარტს ჩამოიტანეს იუნისეფის დახმარებით. შემდგომში ფაიზერის ვაქცინის შემოტანაც იგეგმება. ამირან გამყრელიძის თქმით, 1.6 მილიონი ადამიანი უნდა აიცრას წლის ბოლომდე, რომ ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდეს. ჯანდაცვის სამინისტრომ თავის ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა განცხადება ვაქცინაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასასრულის დასაწყისია.


რა გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა ვაქცინაციის შემდეგ - თამარ გაბუნია

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: რეზონანსი

ბმული: რეზონანსი - 17 03 2021 - რეზონანსი

გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და სამინისტროს თანამშრომლებმაც გაიკეთეს აცრა. „ჩვენ თვალს ვადევნებთ, რომ პროცესი არ შეფერხდეს და გაგრძელდეს უსაფრთხოდ. გარკვეული გვერდითი მოვლენები გამოიკვეთა, მცირე ტემპერატურის მომატება, ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლოდ ყოფნა, თუმცა სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ეს არის სტანდარტული ფარმაკოზედამხედველური პრაქტიკა, როდესაც მედიკამენტთან მიმართებაში ფიქსირდება რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენა. ამ შემთხვევაში, მარეგულირებელი ვალდებულია შეაჩეროს მედიკამენტის მოხმარება, ვიდრე არ დადგინდება შედეგობრივი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.


ამირან გამყრელიძე: "4532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია, 1375 აიცრა"

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ახალი თაობა

ბმული: ახალი თაობა - 17 03 2021 - ახალი თაობა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ დაბალია იმ მედპერსონალის რიცხვი, ვინც კორონავირუსის ვაქცინის გაკეთებჯისთვის დარეგისტრირდა ან უკვე აიცრა. – 4532 მედიცინის მუშაკის ჯავშანია მხოლოდ პორტალზე, 1375 აიცრა, გუშინ 727 და დღეს 648, რაც არის საკმაოდ დაბალი ციფრი, — აღნიშნავს გამყრელიძე.


რას ითვალისწინებს პირველადი ჯანდაცვის რეფორმა?!

თარიღი: 18 03 2021

მედია საშუალებები: საქართველოს რესპუბლიკა

ბმული: საქართველოს რესპუბლიკა - 18 03 2021 - საქართველოს რესპუბლიკა

პირველადი ჯანდაცვის განახლებული სერვის პაკეტის ძირითადი მიზნებია: ციფრული ჯანდაცვის სერვისების გამოყენების გაფართოება, პირველადი ჯანდაცვის, როგორც კონტაქტის პირველი რგოლის გაძლიერება, ოჯახის ექთნის როლის გაზრდა, ინდივიდუალური რისკის შეფასება და ქრონიკული დაავადებების მართვა.


პედაგოგების აცრა ვაქცინაციის გეგმის მესამე ეტაპზე მოხდება

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: ახალი თაობა

ბმული: ახალი თაობა - 17 03 2021 - ახალი თაობა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგების ვაქცინაცია იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მასწავლებლების ვაქცინაცია მესამე ეტაპზე უნდა დაიწყოს. “პედაგოგების ვაქცინაცია ჩვენს გეგმაში არის გაწერილი. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია და ვიცით, რომ პედაგოგების საზოგადოება აუცილებლად უნდა აიცრას. ეს არის საკმაოდ ორგანიზებული კოლექტივი, რომელიც ვაქცინაციისკენ ჩვენი გეგმის მიხედვით მესამე ეტაპზე მიემართება, ეს გაწერილი გვაქვს გეგმაშიც“, - განაცხადა ზახაშვილმა. ხათუნა ზახაშვილმა ონლაინპრესკონფერენციის დროს იხუმრა. მან თქვა, რომ როგორ შეიძლება, რომ ყველაზე ცოტა აცრილი კახელებს პყავდეთ: – ცოტა გაოცებული ვარ რეგიონული ხარჯებით ვაქცინის. გამკვირვებია, ამ ჩემს კახელებს რაღა დაგემართათ, თქვენზე ბრძენი ვინღა არსებობს? ის მაინც ხომ იცით, რომ საქართველოში პირველად ვაქცინა კახელებმა შემოიტანეს, ერეკლე მეფე იყო, ვინც თავისი შვილი ყვავილზე ააცრევინა და თქვენ რა მოგივიდათ, ასე როგორ შეიძლება, რომ ყველაზე ცოტა აცრილი კახელებს გვყავდეს? – აცხადებს ზახაშვილი.


სამედიცინო პერსონალის დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია - ეკატერინე ტიკარაძე

თარიღი: 17 03 2021

მედია საშუალებები: რეზონანსი

ბმული: რეზონანსი - 17 03 2021 - რეზონანსი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინისასტრაზენეკასპირველი დოზის საქართველოში შემოტანას ტვიტერზე ეხმაურება. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულიასტრაზენეკასვაქცინის პირველი 43 200 დოზა უკვე საქართველოშია. სამედიცინო პერსონალს უდიდესი როლი აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვასა და მდგრადობაში. ამგვარად, მათი დაცვა სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია“, - წერს მინისტრი.


კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პირდაპირ ეთერში დაიწყო

თარიღი: 23 03 2021

მედია საშუალებები: სარკე

ბმული: სარკე - 23 03 2021 - სარკე

საქართველოში კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ქვეყანაში "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 200 დოზა შემოვიდა, რითაც სამედიცინო პერსონალს აცრიან. მთავრობა აცხადებს, რომ გრძელდება მოლაპარაკებები ვაქცინების სხვადასხვა მწარმომებლებთან. ვაქცინის შემდეგი დოზების მიღებისთანავე გაგრძელდება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების ვაქცინაცია. ექიმების შემდეგ რიგში ხანდაზმულები დგანან.