From : Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge>
To : etikaradze@moh.gov.ge
Subject : 13-14 თებერვალი მედია მონიტორინგი
Received On : 15.02.2021 08:42
Attachments :

მედია მონიტორინგი

13 თებერვალი

ტელევიზია

კორონავირუსი და საქართველო

13.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    13.02.2021 - I არხი - მოამბე 12:00

მკვეთრად შემცირებული კოვიდსტატისტიკა. დღეს ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 27 ათასზე მეტი ჩატარებული ტესტიდან. დადებითობის მაჩვენებელი 1.97 პროცენტია, რაც ასევე უპრეცედენტოდ დაბალი ნიშნულია. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შვიდი შემთხვევა. თამარ გაბუნია: "შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. ახლა ეს უნდა შევინარჩუნოთ. მთავარი წესი არის პირბადის გამოყენება ყველგან".

ქობულეთში დაღუპული14 წლის მოზარდის საქმეზე ბრალდებულის სასამართლო პროცესი დღეს შედგება

13.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

Link:    13.02.2021 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 12:00

14 წლის გოგოს გაუპატიურებასა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში ბრალდებულის აღმკვეთ ღონისძიებაზე დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლო იმსჯელებს. 23 წლის მამაკაცის მიმართ პროკურატურა პატიმრობას ითხობს. ქობულეთი 14 წლის მოზარდს, რომელმაც რომელმაც წინასწარი ინფორმაციით, ძალადობის შემდეგ თავი მოიკლა, დღეს დაკრძალავენ. დაღუპული მოზარდის დედა, რომელიც თურქეთიდან გუშინ დაბრუნდა, პანაშვიდს არ ესწრებოდა, თუმცა დაკრძალვაზე მისვლას აპირებს. ოჯახის ახლობლები მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სამართალდმცველებს და სციალურ სამსახურს აკისრებენ.

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

13.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    13.02.2021 - იმედი - ქრონიკა 14:00

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. გიორგი წოწკოლაური:"კახეთში ეს უკვე ემშვიდე შენობაა. სულ მალე გომბორში დაგვემატება".

ჯანდაცვის სამინისტროს ძვირადღირებული აპლიკაცია გაუქმებულია

13.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

Link:    13.02.2021 - მთავარი არხი - მთავარი ამბები 15:00

ჯანდაცვის სამინისტროს ძვირადღირებული აპლიკაცია გაუქმებულია. მასთან დაკავშირებული შეკითხვები პასუხგაუცემელი. აპლიკაცია სტოპკოვიდი, რომლის შექმნაშიც ტიკარაძის უწყებამ ნახევარი მლნ ლარი დახარჯა, 20 იანვარს გაუქმდა. თუმცა, სამინისტროს დღემდე არ წარუდგენია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა ეს ძვირადღირებული პროექტი წარუმატებლად. გუშინ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა დასკვნა, სადაც წერია ის, რომ სახელმწიფო ვალდებულია კონკრეტულ კითხვის ნიშნებზე გასცეს პასუხი. "ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ეს აპლიკაცია გააკეთა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ახსნა-განმარტება გაეკეთებინა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ გახდა საჭირო ამ აპლიკაციის გაუქმება. ჩვენთვის ეს აჩენს ეჭვებს, რომ შეიძლება საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იყო გამოყენებული. ასეთი სრული გაუმჭვირვალობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პრობლემურია და ჩვენ მოვუწოდებთ, პოსტფაქტუმ მაინც გააკეთოს განმარტებები", - ამბობს TI-ის წევრი, ალექსანდრე ქევხიშვილი. ვატო სურგულაძე: "ნახევარი მლნ ლარი 20 000 პენსიონერის ერთი თვის პენსიაა და მაგალითის მოყვანა, რომ აგერ ძალიან კარგად იმუშავა კორეაში, ეს არ არის მაგალითი. საიდანაც კი ვიყიდეთ, ავსტრიაშიც კი აკრძალული იყო მისი გამოყენება".

კორონავირუსი და საქართველო

13.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 15:00

Link:    13.02.2021 - I არხი - მოამბე 15:00

მკვეთრად შემცირებული კოვიდსტატისტიკა. დღეს ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 27 ათასზე მეტი ჩატარებული ტესტიდან. დადებითობის მაჩვენებელი 1.97 პროცენტია, რაც ასევე უპრეცედენტოდ დაბალი ნიშნულია. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შვიდი შემთხვევა. თამარ გაბუნია: "შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. ახლა ეს უნდა შევინარჩუნოთ. მთავარი წესი არის პირბადის გამოყენება ყველგან".

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

13.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    13.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. ადმინისტრაციული შენობა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, გიორგი წოწკოლაურმა დაათვალიერა. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. გიორგი წოწკოლაური:"კახეთში ეს უკვე ემშვიდე შენობაა. სულ მალე გომბორში დაგვემატება".

სასწრაფოების შენობა

13.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    13.02.2021 - I არხი - მოამბე 18:00

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა. საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებით არის დაპროექტებული და პერსონალისათვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ანხორციელებს.

კორონავირუსი და საქართველო

13.02.2021

Link:    13.02.2021 - I არხი - მოამბე 18:00

მკვეთრად შემცირებული კოვიდსტატისტიკა. დღეს ინფიცირების 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა 27 ათასზე მეტი ჩატარებული ტესტიდან. დადებითობის მაჩვენებელი 1.97 პროცენტია, რაც ასევე უპრეცედენტოდ დაბალი ნიშნულია. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების შვიდი შემთხვევა. თამარ გაბუნია: "შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს. ახლა ეს უნდა შევინარჩუნოთ. მთავარი წესი არის პირბადის გამოყენება ყველგან".

კოვიდ-19

13.02.2021

მედია საშუალებები:    კავკასია - დღეს 19:00

Link:    13.02.2021 - კავკასია - დღეს 19:00

კორონა პანდემიის გამო დაწესებული ლოქდაუნი შაბათ-კვირას ძალაშია. დღეს კვლავ დაკეტილია სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები, ისევ გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი. კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. არ ფუნქციონირებს საცურაო აუზები და ფიტნეს დარბაზები. ეკონიმიკის მინისტრი განმარტავს, რომ კვების ობიექტების პირველი მტერი პანდემიაა. 7 დაღუპული, 5354 ინფიცირებული და 737 გამოჯანმრთელებული. ასეთია კორნა ვირუსის დღევანდელი სტატისტიკა.

კორონავირუსი - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში

13.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 21:00

Link:    13.02.2021 - I არხი - მოამბე 21:00

კორონავირუსზე ჩატარებული ტესტების მაქსიმალური და ახალი შემთხვევების მინიმალური რაოდენობა. ბოლო ერთი დღის მონაცემი და შენარჩუნებული პოზიტიური ტენდენცია. დადებითობის მაჩვენებელი პირველად დაფიქსირდა 2%-ზე ნაკლები. გაუმჯობესებული ეპიდვითარების ფონზე, ორშაბათიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. 15 თებერვლიდან ღია სივრცეებში მუშაობის დაწყებისთვის მზად არიან კაფე-რესტორნებიც. თამარ გაბუნია: "შენარჩუნების ერთადერთი გზა არის ის, რომ შეზღუდვების მოხსნის შემდეგ თუ ჩვენ წესს დავიცავთ და მთავარი წესი მაინც არის პირბადის გამოყენება, პირბადის გამოყენება ყველგან და შემდეგ უკვე ამას მოჰყვება დისტანცირება და ხელის ჰიგიენა." ეკა დგებუაძე: "15 თებერვალს საქართველოს ყველა საჯარო სკოლა საკლასო ოთახში ბრუნდება და სასწავლო პროცესის სკოლის სივრცეში განახლდება. ამასთან დაკავშირებით ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯები შემუშავდა განათლების სამინისტროს მხრიდან." ნათია თურნავა: "ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რესტორნების წუხილი, მათ უნდათ მეტი, გასაგებია ეს ბიზნესის თვალსაზრისით, თუმცა მათი პირველი მტერი არის პანდემია. ჩვენი შეზღუდვები, მათ შორის რესტორნებსაც იცავს იმის გამო, რომ მეორე დღეს ჩვენ არ მოგვიხდეს უკან კვლავ გამოთხოვა ამ ლიბერალური პოლიტიკის."

14 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე

13.02.2021

მედია საშუალებები:    ტვ პირველი - ნოდარ მელაძის შაბათი

Link:    13.02.2021 - ტვ პირველი - ნოდარ მელაძის შაბათი

14 წლის გოგონამ სიცოცხლე ტვიტმკვლელობით დაასრულა. ბაბუამ ის ბლის ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა. დღეს სრულიად საქართველო ამ ამბავზე ლაპარაკობს. ჩვენ ვეძებთ პასუხებს რა მოხდა და როგორ მოხდა. პასუხი ატრის ერთი - სისტემური კრახი, მაგრამ რამდენი კრახი უნდა ვნახოთ და რამდენი ადამიანის სიცოცხლე უნდა შეიწიროს, რომ პოლიციამ საქმეები ბოლომდე გამოიძიოს? რომ ადამიანური ტრაგედიები სამართალდამცავების დასაცინი არ გახდეს, რომ ჯანდაცვის სისტემამ იმუაოს და მინისტრმა შეიგნოს, რომ 50 სოფელს 3 სოც მუშაკი და 1 ფსიქოლოგი ნამდვილად არ ეყოფა. რომ მათ თბილ კაბინეტებში ნაკლებ მანქანას თუ მოიხმარენ, პირად კომფორტზე თუ ნაკლებ ფულს დახარჯავენ, ადამიანების ზრუნვაზე უფრო მეტი ფინანსები დარჩებათ. ირკვევა, რომ გოგონა თვითმკვლელობამდე არა მხოლოდ სექსუალური ძალადობის და სისტემის გულგრილობის გამო მივიდა, არამედ ის ოჯახში პერნამენტული ძალადობის მსხვერპლიც იყო.

ჩვენმა მთავრობამ ჯერ მხოლოდ შპრიცები იშოვა - მალე, ალბათ, ბამბა და სპირტიც გამოჩნდება - ბექა ყორშიას სიუჟეტი

13.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი არხი - მთავარი შაბათს 21:00

Link:    13.02.2021 - მთავარი არხი - მთავარი შაბათს 21:00

ერთი წელია ქვეყანა კორონა ისტერიაში ცხოვრობს. ერთი წელია ხელისუფლება მოსახლეობას ხან კუბოებით აშინებს, ხან პლატოებით, ხან პიკებით. ამ ხნის განმავლობაში სტაბილურად დაგვამშიეს და საიმედოდ გამოგვკეტეს სახლში. ხალხს, რომ არ ეთქვა, ხელისუფლებამ სულ ფეხებზე დაგვიკიდაო. შიგადაშიგ მასობრივად გვიზომავდნენ სიცხესაც და ჩვენს ქუჩებსაც არომატული შამპუნებით აპრიალებდნენ. ეკატერინე ტიკარაძე მთელი ამ ხნის განმავლობაში იმ მეშვიდეკლასელ მოსწავლეს ჰგავდა, რომ გამოიძახეს, გაკვეთილი არ იცის და კარნახს ელოდება. შემდეგ იყო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - ქუჩების სარეცხი საშუალებებით მოპრიალება. მერე იყო და, პრემიერის ჯანმრთელობას შეექმნა საფრთხე, თვითიზოლაციაში გადასვლის შესახებ მისი ცნობილი განცხადების შემდეგ კი პრემიერს ციდან ჩამოესმა რეკა და სოფელი ღვანკითი ჩაკეტა. ამასობაში ვაქცინაც გამოჩნდა და გამოჩნდა ყველგან: ავღანეთით დაწყებული და სუდანით დამთავრებული, ჩვენმა მთავრობამ კი ჯერ მხოლოდ შპრიცები იშოვა, მაგრამ არ იღელვოთ: მალე, ალბათ, ბამბა და სამედიცინო სპირტიც გამოჩნდა, მანამდე კი ლოცვები გააძლიერეთ, როგორც ამას ზალიკო ბერგერი აკეთებს.

14 თებერვალი

ტელევიზია

კორონავირუსი

14.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    14.02.2021 - იმედი - ქრონიკა 11:00

ორშაბათიდან ქვეყანაში კოვიდშეზღუდვები კვლავ შემსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს აგადწყვეტილება ამჯერად სარესტორნო ბიზნესს და კლასებში სასწავო პროცესის განახლებას შეეხება. განათლების სამინისტომ სკოლების ადმინისტრაციებს სავალდებულო რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. . საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. სკოლებში დარიგდა: სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსქრინინგის აპარატები და დეზობარიერები. . შსს- კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 570 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმევულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც . კომენდანტის საათი დაარღიეს.

მეწარმე დევნილებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.

14.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 12:00

Link:    14.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 12:00

მეწარმე დევნილებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გაადეცათ. ეს დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგია. პროექტის მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყბა წარმოადგენს.

დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.

14.02.2021

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 12:00

Link:    14.02.2021 - რუსთავი 2 - კურიერი 12:00

დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად, მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ. პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. დევნილები, რომლებსაც 7500 ლარამდე ღირებულების ტექნიკა და დანადგარები გადაეცათ, საკუთარ საწარმოებში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფ პირებს ასაქმებენ. "მოხარული ვარ, რომ პარტნიორობის ხელშეკრულების ფარგლებში, UNHCR და დევნილთა სააგენტო ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ, რომლის მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს

ეპიდემიოლოგიური ვითარება

14.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    14.02.2021 - I არხი - მოამბე 12:00

ცხრა პაციენტი ემსხვერპლა კორონავირუსს ბოლო 24 საათის განმავლობაში. გამოვლინდა ვირუსის 357 ახალი შემთხვევა. ინფიცირების ფაქტების უმრავლესობა, 150 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, 19 – აჭარაში, 49 – იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, ვირუსზე დადებითი არცერთი ტესტი არ აღმოჩნდა. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, სულ 4086 ინფიცირებულია, ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება 105 პაციენტს. იზოლაციაში 11 979 მოქალაქე, კარანტინში კი 212 პირი რჩება. 2. ზუსტად ერთი კვირაა კორონავირუსზე დადებითობის მაჩვენებელი 2.6% შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით დასტაბილურდა. თუმცა, შეზღუდვების მოხსნის ფონზე, სპეციალისტები შემთხვევების მატებას არ გამორიცხავენ და ამბობენ, რომ არსებული სიტუაციის შენარჩუნება წესების დაცვაზეა დამოკიდებული. როგორია სპეციალისტების მოლოდინი.

გრანტები დევნილებისთვის

14.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 12:00

Link:    14.02.2021 - I არხი - მოამბე 12:00

დევნილთა სააგენტოს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგად მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ. პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. დევნილები საერთაშორისო დაცვის ქვეშ პირებს ასაქმებენ.

კორონავირუსი

14.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 11:00

Link:    14.02.2021 - იმედი - ქრონიკა 11:00

ხვალიდან ქვეყანაში კოვიდშეზღუდვები შემსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს აგადწყვეტილება ამჯერად სარესტორნო ბიზნესს და კლასებში სასწავო პროცესის განახლებას შეეხება. განათლების სამინისტომ სკოლების ადმინისტრაციებს სავალდებულო რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. ეკა დგებუაძე:"სკოლები ემზადებიან იმისთვის, რომ გამართული იყოს სასწავლო პროცესი ორივე მიმართულებით. როგორც სანიტარია-ჰიგიენის, ისე სასწავლო პრპცესის თვალსაზრისით". . საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს ყველა საჯარო სკოლა აღჭურვილია ვირუსის პრევენციისთვის საჭირო რესურსებით. სკოლებში დარიგდა: სადეზინფექციო ხსნარები, თერმოსქრინინგის აპარატები და დეზობარიერები. . შსს- კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 570 ფაქტი გამოავლინა. პოლიციამ 101 ფიზიკური პირი დააჯარიმა. დაჯარიმევულთა შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც . კომენდანტის საათი დაარღიეს.

მეწარმე დევნილებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.

14.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 14:00

Link:    14.02.2021 - იმედი - ქრონიკა 14:00

მეწარმე დევნილებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გაადეცათ. ეს დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგია. პროექტის მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყბა წარმოადგენს.

მეწარმე დევნილებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ.

14.02.2021

მედია საშუალებები:    მაესტრო - ახალი ამბები 15:00

Link:    14.02.2021 - მაესტრო - ახალი ამბები 15:00

მეწარმე დევნილებს, საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გაადეცათ. ეს დევნილთა სააგენტოსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის თანამშრომლობის შედეგია. პროექტის მთავარ მიზანს იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყბა წარმოადგენს.

კორონავირუსი

14.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - ქრონიკა 17:00

Link:    14.02.2021 - იმედი - ქრონიკა 17:00

ხვალიდან ქვეყანაში კოვიდშეზღუდვები კვლავ შემსუბუქდება. საკოორდინაციო საბჭოს აგადწყვეტილება ამჯერად სარესტორნო ბიზნესს და კლასებში სასწავო პროცესის განახლებას შეეხება. განათლების სამინისტომ სკოლების ადმინისტრაციებს სავალდებულო რეკომენდაციები უკვე გაუგზავნა. ეკა დგებუაძე:" მშობელს შეუძლია შვილი გაუშვას სკოლაში, ან დატოვოს სახლში. ამის შესახებ განაცხადს აკეთებს როგორც ონლაინ, ისე განაცხადის სახით".

საქნახშირისადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა.

14.02.2021

მედია საშუალებები:    I არხი - მოამბე 18:00

Link:    14.02.2021 - I არხი - მოამბე 18:00

საქნახშირისადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. კომპანია განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ მეშახტეები, გეგმის 100 პროცენტით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ. მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა, დამატებით 1300 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ რაოდენობას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ ანაზღაურების ბონუსურ სისტემაზე კომპანია 2020 წლის სექტემბერში გადავიდა. გადაწყვეტილების მიღებას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები. ამ მომენტისთვის კი შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც N4 უბნის თანამშრომლების მიერ გეგმის შეუსრულებლობის გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის.

ქალზე ძალადობის უმძიმესი შემთხვევები საქართველოში - ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის 9144 მსხვერპლი წელს, ოფიციალური მაჩვენებლით

14.02.2021

მედია საშუალებები:    რუსთავი 2 - კურიერი 21:00

Link:    14.02.2021 - რუსთავი 2 - კურიერი 21:00

უმძიმესი შემთხვევები, რომლებიც ძალადობას უკავშირდება. როგორია სტატისტიკა ქვეყანაში,_ სადაც ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი ხდება ქალი. პრობლემის მიზეზად სხვადასხვა ფაქტორები სახელდება, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები, სტიგმა, საზოგადოების გულგრილი დამოკიდებულება, განათლება, ინფორმაციის ნაკლებობა. ხშირად მოძალადე ბავშვობაში თავადაც ძალადობის მსხვერპლია. ბოლო წლებში არაერთი აქტიური კამპანია ჩატარდა, გაიზარდა მიმართვიანობა, დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელი, დაიხვეწა რეაგირების მექანიზმიც, თუმცა პრობლემა მაინც რჩება. 2020 წლის სტატისტიკური მონაცემებით საქართველოში სულ ძალადობის 9 144 მსხვერპლი გამოვლინდა, აქედან 7 573 ქალი, 1 571 კი მამაკაცი. ქალზე 7 197-მა მამაკაცმა იძალადა, მამაკაცზე კი 1 519-მა ქალმა. 25 წლის ნინოც ოჯახში ძალადობის მსხვერპლია, მასზე წლების განმვალობაში ძმა როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ფიზიკურად ძალადობდა, ხშირად ჩხუბს ახალგაზრდა გოგონას მცირეწლოვანი ბავშვიც ესწრებოდა. ბოლო ინციდენტის დროს, როდესაც, მსხვერპლის თქმით, ის ოთახში ჩაკეტეს, შეძლო და პოლიცია გამოიძახა. მოძალადე მამაკაცმა ციხეში 3 თვე გაატარა. ოჯახის წევრის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ქალი ახლა 7 წლის გოგონასთან ერთად ცალკე ცხოვრობს, მუშაობს და აქვს შემოსავლის წყაროც. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის პროგრამა ბევრია, ცნობიერების ამაღლებისთვის ხშირად ტარდება კამპანიები, ცვლილებები საკანონმდებლო დონეზეც, თუმცა ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობა ყოველ წელს ხშირია. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით, ბევრი სიახლე დაინერგა, მათ შორის - შემაკავებელ ორდერთან ერთად, ელექტრონული სამაჯურით მოძალადის კონტროლია. ბოლოს წელს, მსხვერპლთა რაოდენობის გარდა, გაზრდილია პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობაც, 2019 წელს ოჯახურ დანაშაულზე სულ 4579 პირი დააკავეს, 2020-ში კი ეს ციფრი 4633-მდე გაიზარდა

ჯანდაცვის სტრატეგია

14.02.2021

მედია საშუალებები:    იმედი - იმედის კვირა

Link:    14.02.2021 - იმედი - იმედის კვირა

ჯანდაცვის სისტემის ახალი სტრატეგია - სახელმწიფომ უნდა უპასუხოს მოქალაქეთა საჭიროებებს. ეს ჯანდაცვის მინისტრის ამოცანაა. ეკატერინე ტიკარაძე სისტემაში არსებულ პრობლემებზე, საუბრობს და ფუნდამენტურ რეფორმას აანონსებს. მინისტრი სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობს და ჯანდაცვის სისტემაში ახალი რეგულაციების დანერგვას გულისხმობს. კლინებში ფასები გათანაბრდება, პაციენტს არ მოუწევს კლინიკიდან კლინიკაში სიარული და თითოეული სამედიცინო დაწესებულება მაქსიმალურად გაძლიერდება სერვისებით. ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ფუნდამენტურ რეფორმას აანონსებს. ჯანდაცვის მინისტრი სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობს, რაც სისტემაში ახალი რეგულაციების დანერგვას გულისხმობს.

13 თებერვალი

ინტერნეტ სააგენტო

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

13.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. როგორცინტერპრესნიუსსსაგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. „პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და საგარეჯოს მერ გიორგი ერბოწონაშვილთან ერთად დაათვალიერა”, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კოვიდრეგულაციების ეფექტი - სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა 100 000-ით გაიზარდა

13.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    13.02.2021 - კომერსანტ.ჯი

2020 წლის სიღარიბის სტატისტიკა ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა ცნობილია სოციალური დახმარების მიმღებ პირთა რაოდენობა, რომელიც ერთ წელიწადში რეკორდულად 100 000-ით გაიზარდა და 532 000- მიაღწია. მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით სოციალურ დახმარებას მოსახლეობის 14.39% - ყოველი მეშვიდე ადამიანი იღებდა. კიდევ ერთი ამდენი დახმარების მიმღებთა რიგებში დგას. სიღარიბის ზრდაზე პირდაპირი გავლენა კოვიდრეგულაციებმა იქონია. 2020 წელს ეკონომიკა 6.1%-ით შემცირდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 1994 წლის შემდეგ. პირველი ლოკდაუნის დროს 200 ლარიანი კომპენსაციით 162 000-მა ადაიანმა ისარგებლა, მათგან 70 000-ზე მეტმა დახმარება 6-ჯერ აიღო, ანუ მათ ვეღარც ძველ სამსახურში აღიდგინეს თავი და ვეღარც სხვაგან დასაქმდნენ.

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

13.02.2021

მედია საშუალებები:    იმედნიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - იმედნიუს.ჯი

საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და საგარეჯოს მერ გიორგი ერბოწონაშვილთან ერთად მოინახულა. კახეთის რეგიონში გასულ წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა, აქედან 7 უკვე გაიხსნა, 3 შენობის გახსნა კი მიმდინარე წელსაა დაგეგმილი.

კახეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

13.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. ადმინისტრაციული შენობა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე კალანდიამ, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და საგარეჯოს მერ გიორგი ერბოწონაშვილთან ერთად მოინახულა. შეგახსენებთ, რომ კახეთის რეგიონში გასულ წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 10 ახალი შენობა აშენდა, აქედან 7 უკვე გაიხსნა, 3 შენობის გახსნა კი მიმდინარე წელსაა დაგეგმილი. NS (სტატია დაფინანსებულია),

13 თებერვალი: კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 ადამიანი

13.02.2021

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    13.02.2021 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 13 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 757, ხოლო გარდაიცვალა — 7 ადამიანი. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 187 კვლევა ტესტით, მათ შორის 18 381 ანტიგენის ტესტით, ხოლო — 8 806 PCR. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 264 665-, გამოჯანმრთელდა — 257 441, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 343 პირი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი — 1,97%-ია, ბოლო 14 დღის — 3,2%, ბოლო 7 დღის — 2,75%. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO- რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად

მოსალოდნელია თუ არა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა - თამარ გაბუნიას განმარტება

13.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    13.02.2021 - ინფო9

ეპიდემიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ტენდეციებს და არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც შემთხვევების მატება გამოვლინდება. გარკვეული მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ეს მატება იქნება გარკვეულ გონივრულ საზღვრებში, ეს, რა თქმა უნდა, მართვადია და ამას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ძალიან სერიოზულ დატვირთვას გაუძლო გასულ თვეებში და საკმაოდ მაღალია მისი მომზადების ხარისხი ამ მომენტში, - ამის შესახებ არსებული ეპიდვითარების შეფასებისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. "მთავარი წესი არის მაინც პირბადის გამოყენება ყველგან და ამას შემდეგ მოყვება დისტანცია და ხელების ჰიგიენა. ეს არის სამი ოქროს წესი, რაც დღეს არის ყველაზეთავარი. ამდენად ბიზნესიც, რესტორანი, რომელიც ღია სივრცეში გაიხსნება, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ წესები იყოს დაცული. ეს ყველას ინტერესია - მათი ინტერესია, სახელმწიფოს ინტერესია, ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი იქნება ეს ყველაფერი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს. ეპიდემიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ტენდეციებს და არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც შემთხვევების მატება გამოვლინდება. გარკვეული მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ეს მატება იქნება გარკვეულ გონივრულ საზღვრებში, ეს, რა თქმა უნდა, მართვადია და ამას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ძალიან სერიოზულ დატვირთვას გაუძლო გასულ თვეებში და საკმაოდ მაღალია მისი მომზადების ხარისხი ამ მომენტში", - განაცხადა გაბუნიამ.

მოსალოდნელია თუ არა ინფიცირებულთა რიცხვის ზრდათამარ გაბუნიას განმარტება

13.02.2021

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    13.02.2021 - პრაიმთაიმ.ჯი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ არსებული ეპიდვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს სისტემა მართვადია და ვირუსის გონივრული მატების შემთხვევასაც გაუძლებს. თამარ გაბუნიამ პირბადის გამოყენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.„მთავარი წესი არის მაინც პირბადის გამოყენება ყველგან და ამას შემდეგ მოყვება დისტანცია და ხელების ჰიგიენა. ეს არის სამი ოქროს წესი, რაც დღეს არის ყველაზეთავარი. ამდენად ბიზნესიც, რესტორანი, რომელიც ღია სივრცეში გაიხსნება, მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ წესები იყოს დაცული. ეს ყველას ინტერესია მათი ინტერესია, სახელმწიფოს ინტერესია, ეკონომიკური განვითარების მთავარი მამოძრავებელი იქნება ეს ყველაფერი, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ის მიღწევა, რომელიც დღეს გვაქვს. ეპიდემიის კონტროლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდეთ ტენდეციებს და არ გამოგვეპაროს ის მომენტი, როდესაც შემთხვევების მატება გამოვლინდება. გარკვეული მატება მოსალოდნელია, თუმცა თუ ეს მატება იქნება გარკვეულ გონივრულ საზღვრებში, ეს, რა თქმა უნდა, მართვადია და ამას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებს. ძალიან სერიოზულ დატვირთვას გაუძლო გასულ თვეებში და საკმაოდ მაღალია მისი მომზადების ხარისხი ამ მომენტში“, – განაცხადა გაბუნიამ.

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 28 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 27 პაციენტი

13.02.2021

მედია საშუალებები:    1ტივი.ჯი

Link:    13.02.2021 - 1ტივი.ჯი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 27 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 143 ინფიცირებული. კლინიკა დატოვა 12-მა პაციენტმა. კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 161 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 139 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 124. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 535 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 757 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

თამარ გაბუნია: სამიზნე, რომელიც დავსახეთ - წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაცია - სრულიად რეალისტურია

13.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    13.02.2021 - ინფო9

სრულიად რეალისტურია ის მოლოდინი და სამიზნე, რომელიც დავსახეთ - მოსახლეობის 60 პროცენტის ვაქცინაცია 2021 წლის ბოლომდე. ეს არის დაახლოებით 4 მილიონამდე ვაქცინა - აქედან 1,5 მილიონის მიღებას კოვაქსის პლატფორმიდან ველოდებით, დანარჩენი დოზები კი უშუალოდ კომპანიებისგან ან ევროკავშირის ქვეყნებისგან უნდა მივიღოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით, როგორც არაერთხელ გაჟღერდა ჩვენთვის მთავარი მექანიზმი და პარტნიორი ორგანიზაცია, რომელიც გვეხმარება ვაქცინის მიღებაში, ეს არის COVAX-. მიმდინარეობს მოლაპარაკება იმაზე, ლოგისტიკურად როდის, რა გზით და რამდენად სწრაფად ჩამოვა ვაქცინა ქვეყანაში. თებერვლის ბოლომდე უკვე ველოდებით ძალიან კონკრეტულ მითითებებს იმასთან დაკავშირებით, რომ Pfizer-ის პირველი დოზები და შემდეგ უკვე AstraZeneca- დოზები ქვეყანაში შემოვიდეს იმგვარად, რომ თებერვლის ბოლომდე უკვე ვაქცინაციის პროცესი რეალურად დავიწყოთ. Pfizer- 30 000-მდე დოზა იქნება, AstraZeneca - 315 ათასამდე კოვაქსის საშუალებით და ასევე არის საუბარი, რომ 150 000 დოზა უკვე პირდაპირ Pfizer-თან კომუნიკაციის საშუალებით მივიღოთ. მესამე გზა გახლავთ ევროკავშირის ქვეყნებთან კომუნიკაცია, რომ მათთვის შეძენილი ვაქცინების ნაწილი გაგვიზიარონ და ამაზეც ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. შორს არ არის ის დღე, როდესაც ჩვენ უკვე რეალურად ვაქცინის ჩატარებას შევძლებთ - ეს იქნება თებერვლის ბოლოს. რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე უფრო სწრაფად წავა ეს პროცესი, რადგან წარმოების მოცულობების ზრდაა დაგეგმილი და გარდა ამისა რამდენიმე ვაქცინა უკვე ელოდება ავტორიზაციას. სრულიად რეალისტურია ის მოლოდინი და სამიზნე, რომელიც დავსახეთ - მოსახლეობის 60 პროცენტი 2021 წლის ბოლომდე. ეს არის დაახლოებით 4 მილიონამდე ვაქცინა - აქედან 1,5 მილიონის მიღებას კოვაქსის პლატფორმიდან ველოდებით, დანარჩენი დოზები კი უშუალოდ კომპანიებისგან ან ევროკავშირის ქვეყნებისგან უნდა მივიღოთ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თავად ადევნებს თვალს ვაქცინაციისთვის მომზადების პროცესს. რეგიონული ოფისი სათითაოდ გადის ყველა ქვეყანასთან იმ მოთხოვნებს, რაც უნდა იყოს დაკმაყოფილებული და საკმაოდ მაღალი შეფასება მივიღეთ გუშინ მომზადების სტატუსის მიხედვით. მთავარია, ქვეყანა ვაქცინის დოზებს რომ მიიღებს, მისი ათვისება იყოს შესაფერისი ანუ არ მოხდეს ისე, რომ დაგვიანდეს თუნდაც AstraZeneca- 300 000 დოზის ათვისება. აქ მნიშვნელოვანია მოსახლეობის მონაწილეობა“, - განაცხადა გაბუნიამ.

საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 400 000-ლარიანი Stop Covid აპლიკაციის გაუქმებაზე - გაუმართლებლად მიგვაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა, ეს კორუფციის რისკებს ზრდის

13.02.2021

მედია საშუალებები:    ბიპიენ.ჯი

Link:    13.02.2021 - ბიპიენ.ჯი

ჯანდაცვის სამინისტოს მიერ 400 000- ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმება კორუფციისა და რესურსების არასათანადო მართვის რისკებს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციასსაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოავრცელებს. ორგანიზაციას გაუმართლებლად მიაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ. “მიმდინარე წლის 20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid. აპლიკაციის შექმნა, რომელიც 9 თვით ადრე, 16 აპრილს ამოქმედდა, 400,000 ლარზე მეტი (120,000 ევრო) დაჯდა. სამინისტროს დღემდე არ წარმოუდგენია ახსნა-განმარტება იმის შესახებ, თუ რატომ დასრულდა ეს ძვირად ღირებული პროექტი წარუმატებლად.

საგარეჯოში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

13.02.2021

მედია საშუალებები:    ქეინიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - ქეინიუს.ჯი

საგარეჯოს გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცენტრი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. „პროექტი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრების მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13.02.2021

მედია საშუალებები:    პია.ჯი

Link:    13.02.2021 - პია.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს. სააგენტოს დირექტორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზეც მოინახულეს, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზეისაუბრეს.

ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სააგენტოს დირექტორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობებს ადგილზე გაეცნენ, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

ბორჯომში მცხოვრები დევნილი ოჯახების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

13.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორს ბესარიონ სიმონიშვილს, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატს ანტონ ობოლაშვილსა და სამცხე-ჯავახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკითხებზე იმსჯელეს და მათი გრძელვადიანი განსახლების ალტერნატივები განიხილეს. სააგენტოს დირექტორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა და სახელმწიფო რწმუნებულმა დევნილი ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზეც მოინახულეს, მათი პრობლემები პირადად მოისმინეს და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს. NS (სტატია დაფინანსებულია),

საერთაშორისო გამჭვირვალობა“ 400 000-ლარიანი Stop Covid აპლიკაციის გაუქმებაზე - გაუმართლებლად მიგვაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა, ეს კორუფციის რისკებს ზრდის

13.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    13.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ჯანდაცვის სამინისტოს მიერ 400 000- ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გაუქმება კორუფციისა და რესურსების არასათანადო მართვის რისკებს ზრდის, - ამის შესახებ ინფორმაციასსაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოავრცელებს. ორგანიზაციას გაუმართლებლად მიაჩნია პანდემიის მართვის გამჭვირვალობის ხარჯზე წარმართვა და მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ. “მიმდინარე წლის 20 იანვარს ჯანდაცვის სამინისტრომ გააუქმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის მიზნით შექმნილი მობილური აპლიკაცია Stop Covid. აპლიკაციის შექმნა, რომელიც 9 თვით ადრე, 16 აპრილს ამოქმედდა, 400,000 ლარზე მეტი (120,000 ევრო) დაჯდა.

რატომ გაუქმდა StopCovid-ის 400 000-ლარიანი აპლიკაცია - TI ჯანდაცვის სამინისტროს პასუხს სთხოვს

13.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი.ტვ

Link:    13.02.2021 - მთავარი.ტვ

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" წერს, რომ 20 იანვარს, ამოქმედებიდან 9 თვის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტომ 400 000-ლარიანი Stop Covid აპლიკაცია ახსნა-განმარტების გარეშე გააუქმა, რაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ეჭვს აჩენს. ორგანიზაცია წერს, რომ პასუხგაუცემელია: რა იყო ის კონკრეტული მიზეზი/ები, რის გამოც გადაწყდა აპლიკაციის დეაქტივაცია? 2020 წლის შემოდგომაზე, ვირუსის უკონტროლო გავრცელების დაწყების შემდეგ, რატომ არ მოხდა აპლიკაციის გამოყენებასთან დაკავშირებით აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოება? თუ პრობლემა იყო პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი, მაშინ დააბრუნა თუ არა კონტრაქტორმა კომპანიამ თანხა, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული? TI წერს, რომ როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მძვინვარებს და სხვადასხვა გათვლებით, პანდემია შეიძლება კიდევ წელიწადნახევარი გაგრძელდეს, გაუგებარია, რატომ გააუქმა სამინისტრომ აპლიკაცია, რომლის სრულფასოვნად ამოქმედებას ვირუსის გავრცელების შენელება უნდა გამოეწვია. "ჯანდაცვის სამინისტრომ, რომელმაც ეს აპლიკაცია გააკეთა არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ახსნა განმარტება გაეკეთებინა იმ მიზეზების შესახებ, თუ რატომ გახდა საჭირო ამ აპლიკაციის გაუქმება. ჩვენთვის ეს აჩენს ეჭვებს, რომ შეიძლება საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იყო გამოყენებული. ასეთი სრული გაუმჭვირვალობა ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან პრობლემურია და ჩვენ მოვუწოდებთ, პოსტფაქტუმ მაინც გააკეთოს განმარტებები", - ამბობს TI-ის წევრი, ალექსანდრე ქევხიშვილი. ორგანიზაცია წერს, რომ აპლიკაციის მუშაობისთვის მთავარი მასობრივი გამოყენება იყო, ამისთვის კი შესაბამისი მასშტაბის საინფორმაციო კამპანიის წარმართვა. "ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია არ განხორციელებულა 2020 წლის შემოდგომაზე, როდესაც საქართველოში რეალურად დაიწყო ვირუსის უკონტროლო გავრცელება. ჯანდაცვის სამინისტრომ უპასუხოდ დატოვა ჩვენი კითხვა, თუ რა თანხა დაიხარჯა აპლიკაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე", - წერია განცხდებაში. TI მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, წარმოადგინოს ამომწურავი ინფორმაცია და ახსნა-განმარტება Stop Covid აპლიკაციის წარუმატებლობისა და მისი დეაქტივაციის მიზეზების შესახებ.

+100.000 ღარიბი ერთ წელში - ხელისუფლება სიღარიბის ზრდას პანდემიას აბრალებს

13.02.2021

მედია საშუალებები:    მთავარი.ტვ

Link:    13.02.2021 - მთავარი.ტვ

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით,ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური დახმარების მთხოვნელთა რაოდენობა - დაახლოებით 100 ათასით მოსახლით გაიზარდა. მმართველ გუნდში კი ამტკიცებენ, რომ სოციალურ მდგომარეობას წინა ხელისუფელბასთან შედარებით უკეთ მართავენ. "ჩვენ ბევრად მეტ სოციალურად შეჭირვებულ ადამიანს შევძელით დავხმარებოდით, ვიდრე ეხმარებოდნენ ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე. თუმცა ფაქტია, პანდემიამ, როგორც მსოფლიოში ისე საქართველოში გამოიწვია ეკონომიკური პრობლემები...", - თქვა ბექა დავითულიანმა ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ოცნებას" მოსახლეობა დაავიწყდა და მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. "რა თქმა უნდა, გაიზარდა რამდენჯერმე იმ ადამიანების რიცხვი, ვინც იღებს შემწეობას. ხელისუფლებამ უგულებელყო ქართველი ხალხის ნება და გააყალბა არჩევნები. ჩვენი მოლოდინი არის წელსვე ჩაინიშნება რიგგარეშე არჩევნები რადგან მოსახლეობა და ქვეყანა დაუბრუნდეს განვითარების ნორმალურ ეტაპს", - ამბობს ზვიად ქვლივიძე. მიმდინარე წლის მხოლოდ, იანვრის თვეში რეკორდულად გაიზარდა იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც სახელმწიფოს 60 ლარიან შემწეობაზეა დამოკიდებული. ავტორი: საბა ბუაძე

14 თებერვალი

ინტერნეტ სააგენტო

ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

14.02.2021

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    14.02.2021 - პრაიმთაიმ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაშიეპიდვითარებასტაბილურდება, რასაც შენარჩუნება უნდა.„დღეს ბოლო ერთ თვეშიდადებითობისერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ეს მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით ჩამოსცილდა ორ პროცენტს. ბოლო შვიდი დღის მაჩვენებელიც ჩამოსცილდა სამ პროცენტს. თებერვლის საშუალო მაჩვენებელი სამ-ნახევარი პროცენტის ფარგლებშია. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაშიეპიდვითარებასტაბილურდება.

შრომის ინსპექციის წარმომადგენელი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში იმყოფება, აცხადებს, რომ აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის შესაბამისი სანქცია იქნება გამოყენებული

14.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის გამოყენებული იქნება შესაბამისი სანქცია",- ამის შესახებ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა მაია მიქაიამ ჟურნალისტებთან დაუმორჩილებლობის მიზნით გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შესვლისას განაცხადა. როგორც შრომის პირობების ინსპექციის წარმომადგენელი აცხადებს, ისინი ბარ "ჯაფარასთან" დაკავშირებული "ფაქტების დადასტურებას" ახდენენ. "საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია საქმიანობები, რომელიც ნებადართულია და არის საქმიანობები, რომელიც არ არის ნებადართული. შესაბამისად, აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის იქნება გამოყენებული შესაბამისი სანქცია. ვახდენთ ფაქტების დადასტურებას",-აცხადებს შრომის პირობების ინსპექციის წარმომადგენელი. ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა. "გირჩი მეტი თავისუფლებისლიდერმა ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძე 2 000 ლარით დააჯარიმა

14.02.2021

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    14.02.2021 - ტაბულა.ჯი

გირჩი-მეტი ტავისუფლებას ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე, რომელმაც ბარი JAPARASTAN გახნა, შრომის ინსპექციამ 2 000 ლარით დააჯარიმა. "განხორციელდა და დადასტურდა არანებართული ეკონომიკური საქმიანობა. იქნა შესაბამისი სანქცია გამოყენებული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა 2 000 ლარის ოდენობით". - ამბობს შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენელი. მისივე თქმით, განმეორებითი შემთხვევა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისიწნებს. ზურაბ ჯაფარიძე კი ამბობს, რომ ხვალ, 14 თებერვალს ბარში პარტიის ერთ-ერთი წევრი დაბადების დღის გადახდას აპირებს. "2 000 ლარით უნდა დამაჯარომონ, აღარ ვნერვიულობთ და ვაგრძელებთ გართობას". - თქვა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შრომის ინსპექციამ 2 000 ლარით დააჯარიმა, თუმცა, ბარი მაინც არ დაიხურება

14.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

გირჩი მეტი თავისუფლებისლიდერის ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის შრომის ინსპექციამ 2000 ლარით დააჯარიმა. მისივე თქმით, გააფრთხილეს, რომ განმეორების შემთხვევაში, მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის. მისივე თქმით, ჯარიმის მიუხედავად, ბარი არ დაიხურება. "ჩათვალეს, რომ მე აკრძალულ საქმიანობას ვეწევი, შესაბამისად, მე , ფიზიკური პირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დამაჯარიმეს 2000 ლარით", -აცხადებს ჯაფარიძე. ის ასევე დასძენს, რომ გამოწერილ ოქმს გაასაჩივრებს. ცნობისთვის, შრომის ინსპექცია დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში "ჯაფარასთან" შევიდა. ზურა ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად ბარი "ჯაფარასთან" 13 თებერვალს,19.00 საათზე გახსნა. როგორც ზურა ჯაფარიძე აღნიშნავს, ბარის გახსნა მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ.

შრომის ინსპექციამ ზურაბ ჯაფარიძეს 2000-ლარიანი ჯარიმა გამოუწერა

14.02.2021

მედია საშუალებები:    პრაიმთაიმ.ჯი

Link:    14.02.2021 - პრაიმთაიმ.ჯი

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ბარის გახსნისთვის 200 ლარით დააჯარიმეს. როგორც ადგილზე მისულმა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა განაცხადა, ფიზიკურ პირს სამართალდარღვევის გამეორების შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება.„ორგანიზატორი იყო ფიზიკური პირი და იქნა შესაბამისი სანქცია გამოყენებული, რომელიც გათვალისწინებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და დაჯარიმდა 2 000 ლარის ოდენობით“, – განაცხადა შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა. შრომის ინსპექციასთან ერთად ადგილზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც იყვნენ, თუმცა ამ დროისთვის მათ ტერიტორია უკვე დატოვეს

თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება

14.02.2021

მედია საშუალებები:    1ტივი.ჯი

ობიექტები:    ჯანდაცვის სამინისტრო (ნეიტრალური), -დაავადებათა კონტროლი (ნეიტრალური)

Link:    14.02.2021 - 1ტივი.ჯი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით არის კარგი სიახლეები. ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან. „ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, თებერვლის ბოლომდე შემოვა ის 30 000 დოზაფაიზერისვაქცინა, რომელიც შეპირებული იყო და რომლითაც აიცრებიან პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები ეს მთელ მსოფლიოში ასეა. ამის გარდა, დაახლოებით 200 000 შემოვაასტრაზენეკასვაქცინაკოვაქსპლატფორმითეს უკვე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

გამყრელიძე: ზაფხულის ბოლოს მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ, იმედია, წამალიც შეიქმნება

14.02.2021

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    14.02.2021 - ტაბულა.ჯი

ვაქცინასთან დაკავშირებით მიდის მუშაობა. მე არ მინდა, ძალიან დავკონკრეტდე. მაქვს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არ მინდა, ტყუილი ილუზიები შევქმნა. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში საქართველოში ხელმისაწვდომი იქნება ვაქცინები და ვაქცინაციის პროცესი დაიწყება, რომელიც უფრო და უფრო გაზაფხულზე გაფართოვდება. ზაფხულის ბოლოს კი, ჩვენ ქვეყანაში მასობრივი ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და მოვუწოდოთ მოსახლეობას, ვიმუშაოთ. ახლა იწყება სერიოზული პიარკამპანია ამისთვის, რაშიც თქვენ უნდა მოგვეხმაროთ, ყველა ტელევიზია თუ მასმედიის წარმომადგენელი, რომ მოსახლეობამ ირწმუნოს, დღეს კორონავირუსული პანდემიის დამარცხების გზა გადის ვაქცინაციაზე, მეორე მხრივ, რეკომენდაციების დაცვაზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გაზაფხულის ბოლოს, ზაფხულის დასაწყისში შეიქმნება რამოდენიმე პირდაპირი მოქმედების წამალი და ასევე დიდი იმედი გვაქვს, ეს ყველაფერი წერტილს დაუსვამს პანდემიას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.საქართველოში ჯერ არცერთი წარმოების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა არ შემოსულა. არსებული ინფორმაციით, თებერვლის შუა რიცხვებიდან თვის ბოლომდე ქვეყანაPfizer-ისვაქცინის 29 250 დოზას მიიღებს. მარტის დასაწყისში კი,AstraZeneca-180 000-300 000 დოზას.

გამყრელიძე: იმედი მაქვს, ეკლესია დიდ როლს ითამაშებს ვაქცინაციის მნიშვნელოვან პროცესში

14.02.2021

მედია საშუალებები:    ტაბულა.ჯი

Link:    14.02.2021 - ტაბულა.ჯი

დღეს, როცა ვაქცინაციის პროცესი უნდა დაიწყოს ქვეყანაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პროცესია, სინოდის განჩინებას ჰქონდა ძალიან დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ძალიან ახლო თანამშრომლობა გვაქვს საქართველოს ეკლესიასთან, სასულიერო პირებთან. ურთიერთგაგება ძალიან მაღალია. რა თქმა უნდა, მათი უმრავლესობა იზიარებს, რომ პანდემიის დამთავრების გზა გადის ვაქცინაციაზე და გასაგებია, რომ ვაქცინაცია უნდა ჩაატაროს სამედიცინო პერსონალმა, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა სწორი ინფორმაციიის მიტანაში არის განსაკუთრებული. აქედან გამომდინარე, ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოს ეკლესია, როგორც ყველაზე დიდი პატივსაცემი ინსტიტუცია ქვეყანაში, რომლისაც სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას, ძალიან დიდ როლს ითამაშებს წელს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში, რასაც ჰქვია პანდემიის დამარცხების ბოლომდე მიყვანა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.გამოქვეყნებული განჩინების მიხედვით, ეკლესიის წმინდა სინოდმა ანტივაქსერული განცხადებები არ დაგმო და ნებაყოფილობითობას მიესალმა.

გამყრელიძე: იმედი მაქვს, ეკლესია დიდ როლს ითამაშებს ვაქცინაციის მნიშვნელოვან პროცესში

14.02.2021

მედია საშუალებები:    კომერსანტ.ჯი

Link:    14.02.2021 - კომერსანტ.ჯი

Tabula.ge

14 თებერვალი: კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 9 ადამიანი

14.02.2021

მედია საშუალებები:    ონ.ჯი

Link:    14.02.2021 - ონ.ჯი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001 ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05 მთავრობის ცხელი ხაზი 144 14 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 652, ხოლო გარდაიცვალა — 9 ადამიანი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: თბილისი — 150; აჭარა — 19; იმერეთი — 49; ქვემო ქართლი — 20; შიდა ქართლი — 27; გურია — 35; სამეგრელო-ზემო სვანეთი — 27; კახეთი — 19; მცხეთა-მთიანეთი — 2; სამცხე-ჯავახეთი — 9; რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 0. ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 19 345 კვლევა ტესტით, მათ შორის 12 173 ანტიგენის ტესტით, ხოლო — 7 172 PCR. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 265 557-, გამოჯანმრთელდა — 258 093, ხოლო ვირუსს ჯამში ემსხვერპლა 3 352 პირი. დღიური დადებითობის მაჩვენებელი — 1.85%-ია, ბოლო 14 დღის — 3.06%, ბოლო 7 დღის — 2.6%. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 086, საიდანაც 1 948 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 238 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 1 900 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. თვითიზოლაციაში იმყოფება 11 979 ადამიანი. წაიკითხეთ NCDC-სა და WHO- რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე როგორ უნდა გამოვიყენოთ და დავამუშავოთ მრავალჯერადი პირბადეები როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად

აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 58 პაციენტი

14.02.2021

მედია საშუალებები:    1ტივი.ჯი

Link:    14.02.2021 - 1ტივი.ჯი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონში ეპიდვითარების შესახებ ოფიციალურ მონაცემებს აქვეყნებს. უწყების ცნობით, რეგიონში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა. ამასთან, გამოჯანმრთელდა კიდევ 58 პაციენტი და დღემდე გამოჯანმრთელებულია 35 201 ინფიცირებული. კლინიკა დატოვა სამმა პაციენტმა. კრიტიკულია ოთხი პაციენტის მდგომარეობა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. აჭარის კლინიკებში მკურნალობას გადის 169 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 98 ინფიცირებული, ონლაინ კლინიკაში – 118. საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 652 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მოლაპარაკება

14.02.2021

მედია საშუალებები:    მარშალპრეს.ჯი

Link:    14.02.2021 - მარშალპრეს.ჯი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შემოტანასთან დაკავშირებით არის კარგი სიახლეები. ცერცვაძის თქმით, მიმდინარეობს შესაბამისი მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან.„ვაქცინაციასთან დაკავშირებით კარგი სიახლეებია, თებერვლის ბოლომდე შემოვა ის 30 000 დოზაფაიზერისვაქცინა, რომელიც შეპირებული იყო და რომლითაც აიცრებიან პირველ რიგში ჯანდაცვის მუშაკები ეს მთელ მსოფლიოში ასეა.

მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ

14.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს. ამის შესახებ ონფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოსა და UNHCR- შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო. დევნილებმა საკუთარ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.

მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ

14.02.2021

მედია საშუალებები:    იმედნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - იმედნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით გრანტები გადაეცათ

14.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელმა საქართველოში კემლინ ფურლიმ მეწარმე დევნილებს საქმიანობის გაფართოების მიზნით ტექნიკა და დანადგარები გადასცეს. პროექტის მთავარ მიზანს, იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერასთან ერთად, საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების დასაქმებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს. სააგენტოსა და UNHCR- შორის გაფორმებული პარტნიორობის ხელშეკრულების თანახმად, 15-მა მეწარმე დევნილმა, ჯამში, 110 000 ლარის ღირებულების დანადგარები და აღჭურვილობა მიიღო. დევნილებმა საკუთარ საწარმოებში ლტოლვილის სტატუსის ან მოქალაქეობის არმქონე პირები დაასაქმეს.

რომელ რეგიონში რამდენი ადამიანი დაიღუპა კოვიდით? – NCDC მონაცემებს არ ასაჯაროებს

14.02.2021

მედია საშუალებები:    ბათუმელები.ჯი

Link:    14.02.2021 - ბათუმელები.ჯი

დღეს, 14 თებერვალს, ქვეყანაში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა. იგივე ცენტრის დღეის მონაცემებით, კორონავირუსმა საქართველოში მთლიანობაში 3 352 ადამიანი იმსხვერპლა, თუმცა არ არის ცნობილი ყველაზე უფრო ქვეყნის რომელი რეგიონი დააზარალა ვირუსმა. იქედან გამომდინარე, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი არ ავრცელებს ინფორმაციას რეგიონების მიხედვით დაღუპულების რაოდენობის შესახებ, „ბათუმელებმაუწყებიდან ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა.

საქნახშირისინფორმაციით, ტყიბულში ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა

14.02.2021

მედია საშუალებები:    ინტერპრესნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - ინტერპრესნიუს.ჯი

ტყიბულშისაქნახშირისადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანიასაქნახშირისინფორმაციით, კომპანიასაქნახშირისადმინისტრაციასა და N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. „ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი, გეგმის გარდა დამატებით 1340.31 ტონა ქვა-ნახშირს მოიპოვებენ. მას შემდეგ, რაც გადაჭარბების მაჩვენებელი აღნიშნულ 1340.31 ტონას აცდება, შრომის ანაზღაურების გამოანგარიშება ჩვეულებრივ, კომპანიასა და თანამშრომლებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის მიხედვით გაგრძელდება.

საქნახშირისადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა

14.02.2021

მედია საშუალებები:    ექსპრესნიუს.ჯი

Link:    14.02.2021 - ექსპრესნიუს.ჯი

"საქნახშირისადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას, ორგანიზაცია საკუთარფეისბუქგვერდზე წერს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც უთანხმოების და სამუშაო გეგმის ვერ შესრულების გამომწვევ მიზეზებს დეტალურად შეისწავლის. შეგახსენებთ, რომ 11 თებერვალს, N4 უბნის თანამშრომლებმა დაბალი ანაზღაურება გააპროტესტეს, რაც მათ მიერ გეგმის შეუსრულებლობით იყო გამოწვეული. "კომპანიასაქნახშირისადმინისტრაციასა და N4 მომპოვებელი უბნის თანამშრომლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სექტორის ფუნდამენტურ რეფორმებს აანონსებს

14.02.2021

მედია საშუალებები:    ინფო9

Link:    14.02.2021 - ინფო9

ეკატერინე ტიკარაძე ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს და ფუნდამენტურ რეფორმას აანონსებს. ჯანდაცვის მინისტრი სახელმწიფო კლინიკების გაძლიერების სტრატეგიაზე მუშაობს, რაც სისტემაში ახალი რეგულაციების დანერგვას გულისხმობს.„გვქონდა საკმაოდ დეფიციტური სერვისები რეგიონებში. პერიფერია არ იყო შესაფერისად განვითარებული, რომ მინიმალური მომსახურება მაინც მიეღო პაციენტს. კრიტიკულ მომენტში ვახდენდით პაციენტის ტრანსპორტირებას სხვადასხვა კლინიკაში. ეს არ ეხება შორს მდებარე და მცირე ზომის კლინიკებს. ბათუმიდან და ქუთაისიდანაც ძალიან ხშირი იყო პაციენტების გადმოყვანა თბილისში, რაც რისკს უქმნიდა პაციენტების ჯანმრთელობას. ხშირად ასეთი შემთხვევები მთავრდებოდა ლეტალობით“, - აცხადებს ტიკარაძე. მინისტრის ახალი სტრატეგიის მიხედვით, იქ, სადაც სამედიცინო ცენტრია საჭირო და არ არის - აშენდება. სადაც სერვისებია დასამატებელი - დაემატება, პროფილური გაძლიერება კერძო კლინიკებსაც დაევალებათ და ფასები გათანაბრდება. სახელმწიფო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვს ფასწარმოქმნასთან დაკავშირებით. სამედიცინო სექტორის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით ქვეყნის პოლიტიკა სახელმწიფო კლინიკების გაძლიერებაზე იღებს ორიენტირს.