From : Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>
To : etikaradze@yahoo.de; Ekaterine Tikaradze <etikaradze@moh.gov.ge>
Subject : შუქნიშანი
Cc : Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>; episurvncdc@gmail.com; Natia Skhvitaridze <natia.skhvitaridze@uit.no>; Giorgi Chakhunashvili <G.Chakhunashvili@ncdc.ge>
Received On : 21.02.2021 11:56
Attachments :

 

ქალბატონო ეკა,

 

თქვენთან შეთანხმების შესაბამისად, სამინისტროს ჯგუფთან ერთად, ვინც ჩართული იყო ე.წ. „შუქნიშანის“ შემუშავებაში, ცენტრის წარმომადგენლებს ქონდა ვირტუალური შეხვედრა. დეტალურად იქნა განხილული აღნიშნული დოკუმენტის პრინციპ. შეხვედრის მსვლელობისას სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს შუქნიშნის დოკუმენტი, რომელიც პირველი ნაწილია, თუმცა შეთანხმების შესაბამისად, ჯერ არ გაუზიარებიათ, თუ ანალოგიური პრინციპის შუქნიშანის გამოყენების რა გამოცდილებაა საერთაშორისო დონეზე, რაც მათმა ჯგუფმა ნახა დოკუმენტზე მუშაობისას, კონკრეტულად კრიტერიუმების შემუშავებისას რა მტკიცებულებითა და რეფერენსით იქნა ხელმძღვანელობა, რომ ჩვენი მხრიდანაც იქნას დამატებით შეფასებული / გათვალისწინებული.

 

ცენტრში ჩვენჯგუფის მხრიდან ამ ეტაპზე, ზემოთ აღნიშნული დოკუმენტების მოწოდებამდე, შემუშავდა კომენტარები და მოსაზრებები, რაც ეყრდნობა ჩვენს შიდა მოხმარების შუქნიშანს, არსებულ დაშვებებს და ევროკომისიის / ECDC-ის მიერ შემუშვებულ რეკომენდაციებს ეპიდ-სიტუაციის შესაფასებლად და შემდგომი გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

მიბმული ფაილით გიგზავნით სამინისტროს ჯგუფის მიერ მოწოდებულ დოკუმენტს და ჩვენს კომენტარებს.

თქვენი კოორდინირებით, ცენტრის გუნდი მზად არის, საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კონსულტაციებისთვის, რათა ერთიანი ხედვა ჩმოყალიბდეს შუქნიშნის პრინციპთან დაკავშირებით. სასურველია, რომ ამავე დროს ის მეტად ეფუძნებოდეს ევროკავშირისა და ECDC-ის რეკომენდაციებს, რათა საერთაშორისო დონეზე გაზიარებისასაც ჰარმონიულები ვიყოთ, თუმცა ეპიდ-სიტუაციის გათვალისწინებით, გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა შუქნიშანის კრიტერიუმები პერიოდულად ისევ გადასახედი და განსაახლებელი იყოს.

     პატივისცემით,

 

     ამირანი

 

 

ამირან გამყრელიძე, მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

გენერალური დირექტორი

 

კახეთის გზატკეცილი 99, თბილისი 0198

ტელ.: +995 32 2192599

Email: a.gamkrelidze@ncdc.ge

www.ncdc.ge

 

 

image001