From : Giorgi <giorgi.danelia@pensions.ge>
To : Natia Turnava <nturnava@moesd.gov.ge>; i.matchavariani@mof.ge; etikaradze@moh.gov.ge
Subject : სპეც. დეპოზიტარის ხელშეკრულება
Cc : Ekaterine Mikabadze <emikabadze@moesd.gov.ge>; Nikoloz Gagua <N.Gagua@mof.ge>; Giorgi Chichinadze <giorgi.chichinadze@pensions.ge>; Nina Pkhakadze <nina.pkhakadze@pensions.ge>
Received On : 02.03.2021 11:47
Attachments :

მოგესალმებით სამეთვალყურეო საბჭოს წევრებო,

 

გაცნობებთ, რომ საინვესტიციო ბორდმა/სამსახურმა დაასრულა სპეციალიზებუი დეპოზიტარის (SD) სერვისის ხელშეკრულების პროექტზე მუშაობა ე.წ. Preferred Bidder-თან (საქართველოს ბანკი). ამ პროცესში შემდეგი ნაბიჯი არის ხელშეკრულების პროექტის Preferred Bidder-ის მიერ ეროვნული ბანკისთვის გადაგზავნა და მათი თანხმობის მიღება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეროვნული ბანკი ხელშეკრულების პროექტს დღეს მიიღებს.

 

ამ ეტაპზე, აქტუალურია ერთი კრიტიკული საკითხი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საპენსიო სააგენტოს ფუნქიონირებაზე. კერძოდ, ხელშეკრულების მიხედვით, SD-ის ვადის (3 წელი) გასვლიდან 6 თვის განმავლობაში თუ საპენსიო სააგენტო ვერ მოახერხებს ახალი SD-ის შერჩევას (ნებისმიერი მიზეზით), მაშინ არსებული დეპოზიტარი განაგრძობს თავისი ფუნქციების შესრულებას, იმ დათქმით, რომ ის გაზრდის მომსახურების საკომისიოს: დღეს არსებული 1bp შეუძლიათ ცალმხრივად გაზარდონ მაქსიმუმ 10bp-მდე. (ზუსტი ციტირება მოცემულია მეილის დანართში). აღნიშნული, bidder-ის მხრიდან წარმოადგენდა ე.წ. DealBreaker-ს, რის გამოც მხარეებს შორის სხვა სქემაზე შეთანხმება ვერ შედგა.

 

მიუხედავად იმისა, რომ საპენსიო სააგენტო, საინვესტიციო სამსახური და საინვესტიციო ბორდიც ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ახალი SD დროულად და თავის ვადაში იქნას შერჩეული, ბუნებრივია შეიძლება არსებობდეს ბევრი სუბიექტური თუ ობიექტური საკითხი (მაგ: საინვესტიციო ბორდის წევრების ცვლილება), რომელმაც შეიძლება შეაფერხოს შერჩევის პროცესი. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ფინანსურ ტვირთად შეიძლება დააწვეს სააგენტოს.

 

ფორმალურად, SD კონტრაქტი არის საინვესტიციო საბჭოს პასუხისმგებლობა და სამეთვალყურეო საბჭო ამ კონტრაქტს არ იწონებს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება სააგენტო დააზარალოს, ვფიქრობ მნიშვნელოვანია, საქმის კურსში იყოთ.

 

თუ საჭიროდ ჩათვლით, მზად ვართ უფრო დეტალურად წარმოგიდგინოთ ეს საკითხი.

 

პატივისცემით,

გიორგი დანელია

 

Giorgi Danelia

Chief Executive Officer

cell: +995 577 21 20 22

email: giorgi.danelia@pensions.ge

www.pensions.ge

/var/folders/_m/jx7qk0_s0d93_8m13xfcj__m0000gn/T/com.microsoft.Outlook/WebArchiveCopyPasteTempFiles/cidimage001.jpg@01D63DB9.33571F00