| From : | Natela Khmaladze <nkhmaladze@moh.gov.ge> |
| To : | etikaradze@moh.gov.ge; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>; Giorgi Tsotskolauri <gtsotskolauri@moh.gov.ge>; tbarkalaia@moh.gov.ge; Tinatin Khardziani <tkhardziani@moh.gov.ge>; Beka Jakeli <bjakeli@moh.gov.ge>; Giorgi Chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Nino Mamaladze <nmamaladze@moh.gov.ge>; Press Of MOLHSA <press@moh.gov.ge> |
| Subject : | მთავრობის სხდომა და მასალები |
| Cc : | Marika Ghadua <mghadua@moh.gov.ge>; Tea Kankia <tkankia@moh.gov.ge> |
| Received On : | 10.02.2021 07:02 |
მოგესალმებით ქალბატონო ეკატერინე, კოლეგებო,
გაცნობებთ, რომ მთავრობის სხდომა გაიმართება ხუთშაბათს, 11თებერვლას - 11:00 საათზე.
ა) „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №825 დადგენილებაში ცვლილება (უწყვეტად გაგრძელდება „ყრუთა კომუნიკაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა“ და კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომი რეაბილიტაციის მომსახურების დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის ანაზღაურება);
ბ) ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო ნუსხის, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდის შეთანხმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სამინისტროს ცენტრალური აპარატის საშტატო რიცხოვნობა, ნაცვლად 200 ერთეულისა გახდება 195 ერთეული, ხოლო შრომის ანაზღაურების ფონდი დარჩება 5 000 000 ლარი);
გ) ,,სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (საკანცელარიო საქონელის შესყიდვა);
დ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (სხვადასხვა სახის საკანცელარიო ნივთების შესყიდვა);
ე) სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებით წინასწარი თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი (გლუკომეტრის აპარატის, ტესტ-ჩხირებისა და სკარიფიკატორების შესყიდვა).
პატივისცემით,
ნათია ხმალაძე