From :
To : Marina Darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge>
Subject : RE: mediamonitoringi-07.02.2017
Received On : 08.02.2017 06:08

რა კომენტარი უნდა გავაკეთო... არაკომპეტენტური ჟურნალისტის დაწერილია, ,,კანონის“ დასახელებაც კარგად იცის და მოქმედების მექანიზმიც.

 

From: Marina Darakhvelidze [mailto:mdarakhvelidze@moh.gov.ge]
Sent: 2017
წლის 07 02, სამშაბათი 20:37
To: Ekaterine Adamia
Subject: FW: mediamonitoringi-07.02.2017

 

ქრონიკა+ სტატია ნახე და თუ შეიძლება თქვენი კომენტარები... სად გქონდათ გადამალული ბრძანება, იმის თაობაზე

 

From: Press of MOLHSA [mailto:press@moh.gov.ge]
Sent: 07 February, 2017 12:33
To: dsergeenko@moh.gov.ge
Cc: zsopromadze@moh.gov.ge; vkvaratskhelia@moh.gov.ge; nberdzuli@moh.gov.ge; a.gamkrelidze@ncdc.ge; gtvalavadze@moh.gov.ge; kdzimistarishvili@moh.gov.ge; vasiko133@gmail.com; nana@moh.gov.ge; dtorua@moh.gov.ge; nshubladze@moh.gov.ge; mdarakhvelidze@moh.gov.ge; natia@moh.gov.ge; ejgerenaia@moh.gov.ge; Mmaglakelidze-khomeriki@ssa.gov.ge; atalakvadze@moh.gov.ge; azoidze@parliament.ge; k.zoidze@gmail.com; d.khundadze@yahoo.com; ikhasaia@parliament.ge; kmchedlishvili@parliament.ge; ketevandolidze@hotmail.com; mtsereteli@ssa.gov.ge; schumburidze@moh.gov.ge; worknettbilisi1@gmail.com; m.songulashvili@rambler.ru; dbodokia@moh.gov.ge; tgamkrelidze@ssa.gov.ge; nkinkladze@moh.gov.ge; tsharashidze@moh.gov.ge; lugulava@moh.gov.ge; nmamukashvili@ncdc.ge; karchvadze@ssa.gov.ge; sumikashvili@moh.gov.ge; ntevdorashvili@moh.gov.ge; tchubinidze@moh.gov.ge; nmamaladze@moh.gov.ge; nodisharia@moh.gov.ge; nchanadi ri@ssa.gov.ge; tpirvelashvili@moh.gov.ge; lzhorzholiani@moh.gov.ge; lashanikola@gmail.com; mkotrikadze@moh.gov.ge; keti.cosmo@gmail.com; tbakradze@moh.gov.ge; ntalakhadze@moh.gov.ge; mjhvania@m oh.gov.ge
Subject: mediamonitoringi-07.02.2017

 

 

 

მედიამონიტორინგი 07.02 .2017

ტელევიზია 

07.02.2017

არხი: ტვ პირველი

გადაცემასაქმიანი დილა TV1

თბილისის მერიამ ცე-ჰეპატიტის პროგრამაში რეგისტრაციისათვის საჭირო სამედიცინო კვლევების დაფინანსებაში ცვლილებები შეიტანა. 2017 წლიდან კვლევისათვის საჭირო თანხებს მერია მხოლოდ სოციალურად დაუცველებს უფინანსებს. რაც შეეხება სხვა მოსახლეობას, მათი კვლევების ხარჯების 30% კვლავ ჯანდაცვის სამინისტრო დაფარავს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4243217

---

 

06.02.2017

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   კონტაქტი რვაზე

შვილად აყვანის წესი იცვლება. დეპუტატები ახალ რეგულაციებზე მუშაობენ. ჯანდაცვის კომიტეტმა კანონპროექტს მხარი უკვე დაიჭურა და მას პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირას სესიაზე განიხილავს. ცვლილებების თანახმად, ჩვილის აყვანის მსურველებს რეგისტრაციისას დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა და მოსამზადებელი კურსის გავლაც მოუწევთ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4242905

მაესტრო - კონტაქტი 18:00- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4242813

ტელეკომპანია აჭარა - ახალი ამბები 12:00-

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4241556

---

 

06.02.2017

არხი:  მაესტრო

გადაცემა:   კონტაქტი 15:00

არ უნდა გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბერალიზაციის ფონზე მოხდეს ნარკომანიის ეპიდემიად ქცევა აცხადებს ლაშა კილაძე. ლაშა კილაძის ინფორმაციით, ცვლილებები მარიხუანას ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. როგორცფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისხელმძღვანელმა განაცხადა, მომხმარებლის ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა აღარ იქნება. ლაშა კილაძე იმ რისკებზეც საუბრობს, რაც მისი თქმით, შესაძლოა მარიხუანას ლეგალიზებას მოჰყვეს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4242027

კავკასია - დღეს 20:30- http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4242911

---

 

06.02.2017

არხი:  იმედი

გადაცემა:   ქრონიკა 14:00

პროტესტი მეთერთმეტე დღე - რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებულები დღესაც შეიკრიბნენ. აქცია უკვე ორი საათია გრძელდება. ქარხნის ყოფილი თანამშრომლები სამსახურსი დაბრუნებას და კონტრაქტების გადახედვას ითხოვენ. აქციის მონაწილეები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ მინისტრთან და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვენ.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/video/video.php?id=4241742

---

 

 

ინტერნეტი

06.02.2017

მედიასაშუალება: http://liberali.ge/news/view/27354/jandatsvis-komitetma-shvilad-ayvanis-shesakheb-kanonproeqts-pirveli-mosmenit-mkhari-dauchira

ჯანდაცვის კომიტეტმა შვილად აყვანის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღესშვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებკანონის პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „ორი ძირითადი პრინციპი, რაც ამ ცვლილებების ქვეშ იგულისხმება, არის ის რომ ჩვენ შემოგვაქვს საერთაშორისო სტანდარტზე დამყარებული კანონმდებლობა, რომელიც ეხება როგორც მინდობით აღზრდას, ისე შვილად აყვანას. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ამ შემთხვევაში ბავშვის ინტერესია პირველი, მეორადი კი - შვილად აყვანის მსურველის, ოჯახის ინტერესი“,- განაცხადა განხილვისას კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ. კანონპროექტი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ და პირველმა მოადგილემ, მირიან წიკლაურმა მოამზადეს. საკომიტეტო მოსმენისას, მირიან წიკლაურმა ყურადღება გაამახვილა კანონის პროექტში გათვალისწინებულ სიახლეებზე. უფრო კონკრეტულად კი, კანონის პროექტის მიხედვით, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი. კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებლის  ანუ მშობლის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 55 წელს. პროექტის მიხედვითშვილის აყვანის მსურველმა პირმა და მინდობით აღზრდაში ბავშვის მიღების მსურველმაც ბავშვის მიღებამდე მოსამზადებელი კურსები უნდა გაიარონ, რომელიც სავალდებულო იქნება. კანონპროექტის მიხედვით, სწორედ .. სერტიფიცირებული მსურველები მოხვდებიან ერთიან რეესტრში, სადაც თავმოყრილი იქნება ინფორმაცია  შვილის  აყვანის მსურველი პირების, გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა შესახებ. მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს, შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტისერტიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა  სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინოს მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღზრდაში ბავშვის მიღების მსურველი პირებისთვის, იმისათვის, რომ  მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღირიცხონ. მშვილებელ პირთა გადამზადება სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალება. ასევე, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება  ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით, მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. „აღნიშნულ ცვლილებით  წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს“,- ნათქვამია კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიკური ზრუნვა და აღზრდა, რაც, თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას. კანონპროექტის ინიცირებული ვერსიის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიზანია არსებული პრაქტიკით გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროს სამართლებრივ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა, რაც ხელს შეუწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გასაშვილებელი ბავშვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში განთავსებას. ასევე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდებას.

---

 

06.02.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/60020-jandacvis-saministro-azotis-menejmentsa-da-dasaqamebulebs-shoris-mediacia-kvlav-mimdinareobs

ჯანდაცვის სამინისტრო: "აზოტის" მენეჯმენტსა და დასაქამებულებს შორის მედიაცია კვლავ მიმდინარეობს

"მედიაციის პროცესი სს რუსთავის აზოტის მენეჯმენტსა და დასაქამებულებს შორის კვლავ მიმდინარეობს. ", - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათი განმარტებით, სოციალური დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად და ამ ეტაპზე ზუსტდება დეტალები. "შეხვედრა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ელზა ჯგერენაიას, პროფკავშირების ხელმძღვანელს ირაკლი პეტრიაშვილს, სს რუსთავის აზოტის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბურდილაძესა და დასაქმებულებს შორის დღეს, ჯანდაცვის სამინისტროში გაიმართა. სოციალური დიალოგის ფარგლებში შეთანხმების მისაღწევად და ამ ეტაპზე ზუსტდება დეტალები. სს რუსთავის აზოტის ახალმა მენეჯმენტმა შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა 330 ადამიანს. სანაცვლოდ მენეჯმენტი გათავისუფლებულ თანამშრომლებს 2 თვის ხელფასს აუნაზღაურებს და დამატებით 3 თვის განმავლობაში გასცემს კომპენსაციას 500 ლარის ოდენობით. ქარხნის სრული დატვირთვით ამუშავების შემთხვევაში კი განხილული იქნება უკვე გათავისუფლებული მუშა-მოსამსახურეების დასაქმების საკითხი, მათი სპეციალობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ექსპრესნიუს.ჯი- http://epn.ge/?id=39723

ინტერპრესნიუს.ჯი- http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/417653-rusthavis-azotidan-gathavisuflebultha-sakithkhze-jandacvis-saministroshi-shekhvedra-gaimartha.html?ar=A

ჯანდაცვა.ჯი- http://jandacva.ge/ss-rustavis-azotis-sakitkhze-mediaciis-procesi-grdzeldeba/

---

 

06.02.2017

მედიასაშუალება: http://gurianews.com/_/left_wide/46025_67_ka/es_saministros_interesic_aris_saagentosic_da_darwmunebuli_var_rom_TviTmmarTvelobisac.html

"ეს სამინისტროს ინტერესიც არის, სააგენტოსიც და დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობისაც"

1978 წელს, ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და იუნისეფის თაოსნობით გაიმართა კონფერენცია, რომელზედაც პირველადი ჯანდაცვის კონცეფცია დეკლარაციაში ასახეს. ამ დეკლარაციით, პირველადი ჯანდაცვა განისაზღვრა, როგორც ჯანდაცვის უმთავრესი კომპონენტი, რომელიც თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყოველი წევრისთვის. საქართველოს ქალაქებში პირველადი ჯანდაცვის სისტემა საოჯახო მედიცინის ცენტრების მეშვეობით ფუნქციონირებს, სოფლად კი ამ ფუნქციას რამდენიმე წელია სოფლის ექიმის ინსტიტუტი ასრულებს. გასულ წელს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ მთავარ პრიორიტეტად სწორედ პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარება დაასახელა. სწორედ ეს იყო "გურია ნიუსის" ყოველთვიური გადაცემის "არჩევანი _ მე!" იანვრის თემა, რომელმაც მაყურებელს ნათლად დაანახა, რომ სისტემას განვითარებამდე ძალიან ბევრი აკლია. ამის ერთ-ერთი დასტური კი ჩვენი კორესპონდენტების მიერ გურიაში მომზადებული სიუჟეტი გახლდათ, რომელიც ამბულატორიებში არსებულ მდგომარეობას ასახავდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმაში მდებარე, ეგრეთ წოდებული, ახალგაზრდულ სახლს იწყება, ადგილობრივები საექიმო ამბულატორიას უწოდებენ. ფარცხმის თემის ექიმი და ექთანი, ზემო ფარცხმის ამბულატორიიდან, კვირაში ერთხელ ამოდიან, რაც შუაფარცხმელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს: _ კვირაში ერთ დღეს არის ექიმი შუაფარცხმაში, დანარჩენი დღეები კი _ ზემოფარცხმაში. ეს როგორ შეიძლება. მოხუცებს იქ გასვლა არ შეგვიძლია. არადა, მიმართვის გარეშე საავადმყოფოში ვერ მივდივართ, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ნანი ჩხიკვაძე. შუა ფარცხმიდან ზემო ფარცხმის საექიმო ამბულატორიამდე მინიმუმ ხუთი კილომეტრია. იქ მისულ ავადმყოფს კი, შესაძლოა, ექიმი არც დახვდეს _ ისევე როგორც ჩვენ. ამბულატორიის ექთანი ნინო შათირიშვილი ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფოში წარსადგენი მიმართვის დაწერა პრობლემას არ წარმოადგენს და ამისთვის კილომეტრების გავლა საჭირო სულაც არ არის. _ ვიცით, რომ არ შეიძლება და კანონდარღვევაა, მაგრამ ავადმყოფი თუ ვერ ამოდის, მაინც ვიწერთ დასკვნას, _ აღნიშნავს შათირიშვილი. ჩვენი რესპონდენტი შუაფარცხმაში მცხოვრები მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს და ამბობს, რომ მათ იქ ასვლის ვალდებულება არ აქვთ. განმარტავს, რომ შუაფარცხმაში გამგეობის თხოვნით, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად, მათი კეთილი ნებით მიდიან. ნინო შათირიშვილი ამბულატორიაში არსებულ პრობლემებზეც საუბრობს, რომელიც თვალში საცემია. მართლაც, რთულია ისაუბრო ხარისხიან ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე იმ დროს, როცა აქ მომუშავე პერსონალს პირველად ჰიგიენაზე ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვს. ამ ამბულატორიაში, რომელიც 700-კომლიან სოფელს ემსახურება, არც საპირფარეშოა და არც სითბო... ანალოგიური სიტუციაშია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში არსებული ამბულატორიებიც _ ავარიული შენობები და სველი წერტილების არ არსებობა საერთო პრობლემაა. ეს საკითხი აწუხებთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთშიც. ადმინისტრაციულ შენობაში შესახლებულებს, წვიმის დროს პრობლემები ექმნებათ. შუხუთის უბნის ექიმის ვარდო პატარაიას თქმით, სოფელში მცხოვრები 2200 ადამიანისთვის ორი საშტატო ერთეული საკმარისი არაა. ექიმი მცირე ხელფასზე და ხარჯებზეც ამახვილებს ყურადღებას. ფინანსურ პრობლემებზე და ამ კუთხით არსებულ გაურკვევლობაზე საუბრობენ აკეთის ამბულატორიაშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი დვაბზუ იმით არის გამორჩეული, რომ ამბულატორიისთვის ახალი შენობა აქვთ, თუმცა ექიმს, ექთანს და მათ დამხმარეს იქ გადასვლა არ სურთ. ამბულატორიაში ამბობენ, რომ ძველ შენობაში მუშაობა უფრო კომფორტულია. ამბულატორიის ექთანი ქეთევან ხავთასი მხოლოდ იმაზე წუხს, რომ ხელფასის გაყოფა სხვისთვის უწევს. დვაბზუსგან განსხვავებით საკუთარი შენობა არა აქვს სოფელ ბოხვაურის ამბულატორიას, რომელიც ერთ ოთახშია განთავსებული _ ერთ ოთახში ვართ, მეორე ავარიულია და წყალი ჩამოდის. აღსანიშნავია, რომ სიუჟეტის მომზადებისას, არც ფარცხმაში, არც დვაბზუში და არც ბოხვაურში ექიმი არ დაგვხვდა. კონტროლდება თუ არა ამბულატორიები, მოწმდება თუ არა იქ მომუშავე პერსონალის კვალიფიკაცია, ვინ არის პასუხისმგებელი არსებულ პრობლემებზე და მოგვარების რა გზები აქვთ სოციალური მომსახურების სააგენტოში, რომელსაც საექიმო ამბულატორიები ექვემდებარებიან. ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გადაცემაში სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის სამხარეო ცენტრის უფროსის მოადგილემ ვასილ ხომერიკმა ისაუბრა. _ გურიის ყველა თემში ფუნქციონირებს ამბულატორიები. ძირითადად, ეს არის ერთი ექიმი და ერთი ექთანი. თუმცა, არის დიდი სოფლები, სადაც მოსახლეობის რაოდენობა დიდია და შესაბამისად შტატიც მეტია, _ აღნიშნა ხომერიკმა. _ ბატონო ვასილ, დიდ სოფელში რას გულისხმობთ? მაგალითად, შუხუთში 2 000 ადამიანი ცხოვრობს და მხოლოდ ერთი ექიმი და ექთანი ემსახურება. _ 2 500-3 000 ადამიანი თუ ცხოვრობს სოფელში, მაგრამ მჭიდრო დასახლებაა, ერთი ბრიგადა ემსახურება. თუმცა, გვაქვს შემთხვევები, როცა მოსახლეობა ნაკლებია, მაგრამ ორი ბრიგადა მუშაობს. ეს გამოწვეულია გაფანტული დასახლებით ან რაიონიდან დიდი დაცილებით. _ ძალიან რთული მდგომარეობაა ამბულატორიებში ინფრასტრუქტურის კუთხით... _ სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ყველა თემში ხელშეკრულება გაფორმებულია სერთიფიცირებულ ექიმებთან და ექთნებთან, როგორც ცალკე ფიზიკურ პირებთან და სახელმწიფო, მათგან, ასე ვთქვათ, შეიძენს მომსახურებას სოფლად. შესაბამისად, სამინისტრო არ ფლობს სოფლებში ქონებას. ხოლო, სხვის საკუთრებას კი ვერ გავარემონტებთ, რადგან ეს არამიზნობრივი ხარჯვაა. თუმცა, გურიის მასშტაბით, რამდენიმე სოფელში თვითმმართველობა სოფლის თემთან ერთად ჩაერთო ამ პრობლემის მოგვარებაში და კარგი შედეგიც დაიდო. _ კი, არის რამდენიმე სოფელში. მაგალითად, დვაბზუში, თუმცა, პერსონალი იქ არ გადადის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი? ასევე, საინტერესოა თქვენი მოსაზრება სხვა ამბულატორიებზე... მაშინ, როცა შენობაში წყალი ჩამოდის, არ არსებობს სველი წერტილები და პირველად ჰიგიენაზე პერსონალს არ აქვს წვდომა, ვისი ბრალია _ თვითმმართველობის თუ სამინისტროს? _ ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურა თავად არის დაინტერესებული, რომ მის არეალში მყოფი მოსახლეობა იღებდეს სახელმწიფო სერვისებს სრულად. ეს სამინისტროს ინტერესიც არის, სააგენტოსიც და დარწმუნებული ვარ, რომ თვითმმართველობისაც. რაც შეეხება დვაბზუს, როგორც ვიცი, ახალ შენობაში მცირე დეტალებია გასაკეთებელი და ექიმი მალე გადავა. _ ბატონო ვასილ, მოსახლეობა ამბობს, რომ ექიმები მათგან ხშირად ითხოვენ პირველად სამედიცინო ნივთებს. თქვენ ამბობთ, რომ ამისთვის სამინისტრო მათ ფულს აძლევთ. ამ მხრივ კონტროლს ახორციელებთ? იცით, რას ყიდულობს ექიმი? _ სამინისტრო ექიმებს სამედიცინო ჩანთებს, სპეციალურ ამბულატორიულ ბარათებს, ჟურნალებს, რეცეპტების ბლანკებს და მედიკამენტებსაც აძლევს პერიოდულად. რაც შეეხება კონტროლს, ეს პროგრამა არის საზოგადოებისთვის და ყველაზე კარგი მაკონტროლებელი მოსახლეობაა. არ მქონია შემთხვევა, რომ მსგავსი საჩივრით ვინმეს მოემართოს, ან ცხელ ხაზზე დაერეკოს. თუკი ასეთი შეტყობინება იქნება, სააგენტო აუცილებლად შეისწავლის და შესაბამის რეაგირებასაც მოახდენს. _ სიუჟეტის მომზადებისას გაირკვა, რომ უბნის ექიმები მიმართვებს ზედაპირულად, სატელეფონო ზარებით წერენ და კანონს არღვევენ... _ სოფლის მომსახურება ექიმის მიერ არის პირველადი ჯანდაცვა, რომელიც არ გულისხმობს გადაუდებელ დახმარებას. ეს ექიმები სოფლებში ეწევიან პროფილაქტიკურ, პატრონაჟურ სამუშაოს _ ისინი კონსულტაციებს უწევენ მოსახლეობას. მუშაობენ ორსულებთან, ქრონიკული დაავადების მქონე პირებთან და შესაბამისად, კარგად იციან ამა თუ იმ ადამიანის მდგომარეობა. ალბათ, ყველა ჩვენგანს ჰქონია შემთხვევა, რომ ექიმისგან კონსულტაცია ტელეფონით მიუღია. შესაბამისად, ეს შემთხვევა დასაშვებად მიმაჩნია. მით უმეტეს, რომ თავად აგებს პასუხს. ის არის სერთიფიცირებული ექიმი შესაბამისი სერთიფიკატით და კონკრეტულ პაციენტზე მას აქვს პასუხისმგებლობა. ტელეფონით კონსულტაციის მიღება პრობლემა არაა. რაც შეეხება მიმართვას, ტელეფონით ვერ გადასცემს _ ფაქსი არ აქვს ტელეფონს. _ როცა სპეციალურ რეპორტაჟს ვაკეთებდით, სამ ამბულატორიაში ექიმი არ დაგვხვდა, როგორც გვითხრეს უამინდობის გამო. ამავე რეპორტაჟის მომზადებისას გაირკვა, რომ ექთნები ითავსებენ ექიმების ფუნქციებს, რადგან სოფლის ექიმები სხვადასხვა კლინიკებში მუშაობენ, რაც დროის დეფიციტს იწვევს... _ რთულია ექიმის არყოფნაზე ვისაუბროთ, რადგან ეს საკითხი უშუალოდ მასთან ერთად უნდა გავიაროთ, რადგან, შესაძლოა, საქმე საექიმო საიდუმლოში გადადიოდეს. რაც შეეხება ექთნის მიერ ექიმის ფუნქციების შეთავსებას _ ექთანს აქვს მისი უფლება-მოვალეობები და ექიმს _ თავისი. კონკრეტულ შემთხვევაზე საუბარი გამიჭირდება, რადგან ფაქტს შესწავლა სჭირდება. ამას ადამიანი წყვეტს. შესაძლოა, არც ექიმთან მივიდეს და არც ექთანთან და ექიმბაშს მიმართოს. ზოგადად კი კვალიფიციური ექიმების პრობლემა გვაქვს. ხშირია შემთხვევები, როცა სოფელში სერთიფიცირებული ექიმი არ ჰყავთ და მეორე სოფლიდან მოჰყავთ. _ ბატონო ვასილ, თქვენი მოსაზრებით, პირველადი ჯანდაცვა დღეს ხარისხიანად მიეწოდება მოსახლეობას? _ პირველადი ჯანდაცვა როგორ მიეწოდება, მაგის განსაზღვრა მე გამიჭირდება, ეს თავად საზოგადოებისგან უნდა შეფასდეს. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს ჯანდაცვის მხრივ და მომავალშიც გაგრძელდება. დარწმუნებული ვარ, თუ კი რაღაც ხარვეზები არის, მომავალში ოპერატიულად იქნება გამოსწორებული, _ აღნიშნა გადაცემაში სტუმრობისას ვასილ ხომერიკმა.

---

 

06.02.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/59978-ombudsmeni-qalta-da-bavshvta-uflebebis-darghvevaze-momartvianoba-gazrdilia

ომბუდსმენი: ქალთა და ბავშვთა უფლებების დარღვევაზე მომართვიანობა გაზრდილია

ომბუდსმენის განცხადებით, ადამიანის უფლებების კუთხით რიგი გამოწვევები კვლავ რჩება. ამის შესახებ მან საკუთარი საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. “რეგიონებიდან არის მომართვები სოციალურ პრობლემებზე, არის პრობლემები რომლებიც უკავშირდება ქალთა მიმართ ძალადობას და საკმაოდ მაღალი იყო მომართვიანობა, ბავშვთა უფლებების დარღვევის კუთხითაც დავინახეთ, რომ მაჩვენებლები უფრო მეტია მომართვიანობის”,-განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

---

 

06.02.2017

მედიასაშუალება: http://kvira.ge/309279

ლაშა კილაძე: გამოინახება ოქროს შუალედი, რის მიხედვითაც სახელმწიფო იზრუნებს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე

არ უნდა გაჩნდეს იმის შესაძლებლობა, რომ ლიბერალიზაციის ფონზე მოხდეს ნარკომანიის ეპიდემიად ქცევა”, – ამის შესახებკვირასპრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზეფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისხელმძღვანელმა, ლაშა კილაძემ განაცხადა. ლაშა კილაძის ინფორმაციით, ცვლილებები მარიხუანას ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, პარლამენტს გაზაფხულის სესიაზე წარედგინება. როგორცფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრისხელმძღვანელმა განაცხადა, მომხმარებლის ფაქტზე სისხლის სამართლის დევნა აღარ იქნება. “საუბარია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე, სისხლის სამართლის სასჯელი თვისობრივად განსხვავდება ადმინისტრაციული სასჯელისგან, ესაა ერთმნიშვნელოვანი ლიბერალიზაციის ფორმა, მარიხუანას მოხმარების გამო, ადამიანი აღარ მიეცემა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში. გამოინახება ოქროს შუალედი, რის მიხედვითაც სახელმწიფო იზრუნებს ნარკომანიის პრობლემის მოგვარებაზე, თუმცა ადამიანის უფლებები ამ ფონზე არ უნდა დაირღვეს”, – განაცხადა ლაშა კილაძემკვირასპრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, თუმცა იგი იმ რისკებზეც საუბრობს, რაც შესაძლოა, ლეგალიზებას მოჰყვეს. “ამ საკითხში ყველა უნდა ჩაერთოს, უნდა დაიწყოს ფართო და ძლიერი კამპანია, რაც დაუკავშირდება პრევენციას, უნდა მოხდეს მოსახლეობის სრული ინფორმირება, თუ რასთან არის დაკავშირებული ნარკომანია. ერთი მხრივ, ლიბერალიზაცია არის ჰუმანური მიდგომა, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებას აქვს უფლება, იყოს ინფორმირებული, თუ რას უკავშირდება ნარკომანია”, – განაცხადა ლაშა კილაძემკვირასპრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

---

 

06.02.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/60026-azotidan-gatavisuflebuli-ar-avighebt-im-500-lars-is-puris-fulic-ki-araa

აზოტიდან" გათავისუ ფლებული: არ ავიღებთ იმ 500 ლარს, ის პურის ფულიც კი არაა

"რუსთავის აზოტის ქარხნიდან" გათავისუფლებული ადამიანები უკვე რამდენიმე დღეა ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციას მართავენ მათი სამსახურსი დაბრუნების მოთხოვნით. ისინი ინვესტორის შემოთავაზებულ 500 ლარიან კონპენსაციას არ თანხმდებიან და აცხადებენ, რომ ამზადებენ სარჩელს საქალაქო სასამართლოში შესატანად.  "ჩვენ იძულებულები ვართ, ის 350 მუშა, რომელიც გათავისუფლებულები ვართ, მივმართოთ უკვე კანონიერ გზას, ჩვენი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით. ჩვენ არ ავიღებთ იმ 500 ლარს, რადგან ის 500 ლარი ჩვენთვის არაფერია, ეს არის ელემენტარული პურის ფული. პურის ფულიც არ არის. ჩვენ ამდენი წელი იმიტომ ვიმუშავეთ ქარხანაში, რომ ვისაც ისევ შეგვიძლია შრომა უნდა ვიშრომოთ", - განაცხადა აქციის მონაწილემ.  "აზოტიდან" გათავისუფლებულები აგრეთვე მოუწოდებენ პრეზიდენტსა და პრემიერს, რომ შეხვდნენ და მოუსმინონ მათ."დღეს არავის არ სიამოვნებს აქ დგომა. ვითხოვთ პრეზიდენტან შეხვედრას, კვირიკაშვილთან შეხვედრას, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან. ჩვენს დეპუტატებს მოვუსმობთ, რომ მოვიდნენ მშრომელ ხალხთან", - განაცხადა აქციის მონაწილემ.

---

 

06.02.2017

მედიასაშუალება: http://www.ipress.ge/new/60034-parlaments-abortis-kriminalizebis-iniciativit-mimartes

პარლამენტს აბორტის აკრძალვის ინიციატივით მიმართეს

პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დარეგისტრირდა, რომლის თანახმადაც აბორტის აკრძალვა უნდა მოხდეს. საკანონმდებლო წინადადების ავტორი მოქალაქე გიორგი ლაბაძეა. დღეს მოქმედი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით" ისჯება უკანონო აბორტი. საკანონმდებლო წინადადების თანახმად კიდასჯადი გახდება აბორტი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 120-დან 300 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით 1-დან 2 წლამდე. ამასთან, ცვლილებას ითვალისწინებს "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონი". მოქმედი კანონით, ორსულობის ნებაყოფლობით შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სათანადო უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში, სერტიფიცირებული ექიმის მიერ, თუ ორსულობის ხანგრძლოვობა არ აღემატება 12 კვირას. წინადადების ავტორი კი, 12 კვირიანი დასაშვებობის სტადიის გაუქმებას ითხოვს. თუმცა, როგორც გიორგი ლაბაძე "აიპრესთან" საუბარში ამბობს, მისი ინიციატივა აბორტის სრულ აკრძალვას არ გულისხმობს. "ისლამური რესპუბლიკების მსგავსად რადიკალიზაცია სწორი არ იქნება, მაგრამ კარგი იქნება თუკი გადმოვიღებთ ფინურ ან პოლონურ მოდელებს, სადაც აბორტი დაშვებულია სამედიცინო და სოციალური ჩვენებების დროს. ასეთი შემთხვევები შეიძლება იყოს, ორსულობის გაგრძელების შედეგად დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, ნაყოფის ჯანმრთელობის გაუარესება ან ისეთი შემთხვევა, როდესაც ბავშვის დაბადება შეიძლება რაიმე ფსიქიკურ ტანჯვასთან იყოს დაკავშირებული, როგორი შემთხვევებიცაა გაუპატიურების ან ინცესტის დროს", - აცხადებს გიორგი ლაბაძე. აღნიშნულის განუხოციელებლობის შემთხვევაში, საკანონმდებლო წინადადების ავტორი 30 000 ხელმოწერის შეგროვებას დაიწყებს და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს. აქვე, საკანონმდებლო წინადადების ავტორს მოყვანილი აქვს 2014 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის თანახმადაც, დაბადებული ბავშვების რაოდენობა იყო 60 635, ხოლო ჩატარებული აბორტების - 31 908. "გამოდის, რომ საშუალოდ, საქართველოში დაბადებული ბავშვების რაოდენობის ნახევარი, დედის ორგანიზმში ასრულებს სიცოცხლეს. თანამედროვე ტექნოლოგიურმა პროგრესმა მოგვცა იმის საშუალება, გავაცნობიეროთ, თუ რას გრძნობს ბავშვი აბორტის დროს და რამდენად იტანჯება იგი პროცესის მიმდინარეობისას. კვლევები ცხადყოფს, რომ იგი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ინდივიდია. იმის ფიქრი, რომ ბავშვი დედის ორგანიზმის პირდაპირი ნაწილია, ძველ რომსა და საბრძნეთში უნდა დავტოვოთ და გავიაზროთ, რომ იგი სრულიად სხვა ორგანიზმია და მისი განადგურება ნიშნავს მკვლელობას და არა აბორტს", - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

---

 

 

 

ბეჭდვითი მედია

_____________________________________________________________________________

07.02.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

იმერეთში სოციალურად დაუცველთა რიცხვი საგანგაშოა

იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა არსებობა სახელმწიფოს გაცემულ დახმარებაზეა დამოკიდებული, წლების მიხედვით იცვლებოდა. მართალია, მოსაზრება შეფასების სისტემასა და შემწეობის ოდენობასთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა თანხმდება, რომ მონაცემთა ბაზაში არსებული ციფრი ქვეყანაში მძიმე სოციალური პირობების არსებობაზე მიუთითებს. საქართველოს ყველა რეგიონში განსხვავებული სიტუაციაა. სახარბიელოს ვერ დავარქმევდით იმერეთში არსებულ მდგომარეობას. ქუთაისლები ადვილად ამჩნევენ, რომ ქუჩაში მდგარ ხელგაწვდილ ადამიანთა რიცხვი არ მცირდება და პერიოდულად ახალი სახეებიც ჩნდება. 43 წლის გიორგი, რომელმაც საკუთარი გვარის გამხელა არ ისურვა, ქუთაისი ცენტრალური ავტოსადგურის გვერდით არსებულ ბაზართან ქუჩაში წვრილმანით ვაჭრობს. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ლეგალური შემოსავალი არ შეიძლება გახდეს შემწეობის დაკარგვის მიზეზი, გიორგი ერთადერთი არ არის, ვინც ჩუმად მუშაობს, რადგან დარწმუნებულია, რომ ფაქტი სოციალური აგენტის მხრიდან გაკეთებულ შეფასებაზე აისახება. მას არც სააგენტოს შეთავაზებული სამსახური სურს, რადგან ეჭვობს, რომ იგი შესაძლებელია, არასტაბილური იყოს და შემწეობის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდეს.იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაა რეგიონში და როგორია სტატისტიკა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, "ქრონიკა+" სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის უფროსს, ნინო ჭიღლაძეს ესაუბრა. ნინო ჭიღლაძე: "დღეის მდგომარეობით, იმერეთის მასშტაბით რეგისტრირებულია 192 395 პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დარეგისტრირებას ითხოვენ გარკვეული გასაცემის მიღების მიზნით."

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4243142&name=07.02.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის კანონში ცვლილებები შედის

საქართველოში შვილად აყვანის წესი შესაძლოა შეიცვალოს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა "შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელა და პირველი მოსმენით მას მხარი დაუჭირა. აქვე აღსანიშნავია, რომ ცვლილებები 12-მდე სხვადასხვა კანონში განხორციელდება. ინიციატივა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დიმიტრი ხუნდაძემ და დეპუტატმა მირიან წიკლაურმა მოამზადეს...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4243112&name=07.02.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2017

მედიასაშუალება: მესინჯერი

ომბუდსმენი - მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში კონფლიქტური სიტუაციების მართვის გავრცელებული ფორმაა ფსიქიატრიულში გადაყვანა, როგორც დასჯის მეთოდი

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა სსიპადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“, უზრუნველყოს მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით საჭირო ღონისძიებების გატარება. ამის შესახებინტერპრესნიუსსსახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს. როგორც ომბუდსმენის პრესსამსახურში განმარტავენ, აპარატმა სსიპ- შესაბამისი რეკომენდაციით 2017 წლის 24 იანვარს მიმართა. ”სახალხო დამცველის აპარატმა ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე შეისწავლა საქმე სსიპადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისფილიალის, მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ერთერთი ბენეფიციარის სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტი. ასევე ინფორმაცია დასახელებული დაწესებულების ბენეფიციარებს შორის არსებული დაპირისპირებისა და კონფლიქტური სიტუაციის შესახებ. საქმის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მონაწილეობით განახორციელა არაგეგმური მონიტორინგი მარტყოფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატში. ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ სსიპადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისფილიალი, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატი გადატვირთულია. ერთდროულად მძიმე შეზღუდვის მქონე პირების, ფსიქიკური და ქცევითი პრობლემების მქონე ბენეფიციარების მართვის ბერკეტი ადმინისტრაციას არ გააჩნია. დაწესებულებაში არსებული დაპირისპირება ატარებს სისტემურ ხასიათს, რომელშიც პირდაპირ თუ ირიბად ყველა რგოლია ჩართული. არ ხდება პრობლემების მიმართ სწორი ხედვისა და შესაბამისი სამუშაო სტრატეგიის ჩამოყალიბება. ადგილი აქვს პანსიონატში მცხოვრები ბენეფიციარების მიმართ არათანაბარ მიდგომას. მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტური სიტუაციების მართვის გავრცელებული ფორმაა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანა, როგორც დასჯის მეთოდი ან მუქარა გადაყვანაზე”, - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში. ომბუდსმენის შეფასებით, არსებული პრობლემების შედეგად დარღვეულია ბენეფიციართა დიდი ნაწილის უფლება იცხოვრონ მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში. ”მუდმივი ხასიათის კონფლიქტები და დაპირისპირება უარყოფითად აისახება მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დასახელებულ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარია სახალხო დამცველის მიერ 2016 წელს შემუშავებულ მონიტორინგის ანგარიშში – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოიკვეთა რიგი საკითხების მოგვარების აუცილებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ დაწესებულებაში არსებული კონფლიქტური სიტუაციის ესკალაციისა და მედიაციის მიზნით უნდა გატარდეს ღონისძიებები, მათ შორის აიკრძალოს ბენეფიციარების ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის (ან/და გადაყვანის მუქარა) დასჯის მეთოდად გამოყენება. ასევე აღიკვეთოს მცირე ჯგუფების/ცალკეული პირების მიერ პრივილეგიების მოპოვების შესაძლებლობა და უზრუნველყოფილ იქნას ყველა ბენეფიციარის მიერ თანაბარი უფლებებით სარგებლობა. მოხდეს სხვა ორგანიზაციების ფსიქოლოგიური სამსახურების ჩარევა; დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფილ იქნას ზოგადი პროფილის და ექიმიფსიქიატრის ხელმისაწვდომობა, ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში. ასევე სოციალური მუშაკის, ფსიქოლოგის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურების ხელმისაწვდომობა. ამასთან დაიგეგმოს და განხორციელდეს დაწესებულების პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებელი რეგულარული ღონისძიებები; გაძლიერდეს და მრავალფეროვანი გახდეს ბენეფიციართა სარეაბილიტაციო პროგრამები, მათ შორის სოციალური და ფსიქოსარეაბილიტაციო მიმართულებები; ბენეფიციარებზე ძალადობის პრევენციის მიზნით, მოხდეს ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირება/რეგისტრირება და ძალადობის მსხვერპლთა შესაბამისი სამართლებრივი, სოციალური, სამედიცინო და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციით უზრუნველყოფა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის რეკომენდაციაში.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4243477&name=07.02.2017+-+%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2017

მედიასაშუალება: რეზონანსი

ვინ არის დამნაშავე "რუსთავი აზოტიდან" მასობრივ დათხოვნაში

რუსთავის აზოტში მასობრივი დათხოვნა გრძელდება. სამსახური უკვე დაკარგა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა. იმართება საპროტესტო აქციები, მსვლელობები რუსთავსა და თბილისში, თუმცა ამ აქციებს სამსახურდაკარგულთათვის სასიკეთო არაფერო მოუქვს... საქმე ის არის, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ქიმიური ქარხნის მეპატრონე გახდა "საქართველოს ბანკი". როგორც კრედიტორებმა. ბანკმა ქარხნის ძირითადი საწამოო საშუალებები და ქტივები აუქციონის წესით გაყიდა და მიჰყიდა დავისივე შვილობის კომპანიას...

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4243059&name=07.02.2017+-+%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%98&p=1&lang=Ge

---

 

07.02.2017

მედიასაშუალება: ქრონიკა+

"ეს ნუსხა 2003 წლის შემდეგ თვალით არავის უნახავს, სახელმწიფომ იგი 15 ათას ოჯახს დაუმალა"

საქართველოში მოქმედებს კანონი "ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სასჯელის მოხდისგან განთავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების" შესახებ, რომელსაც რატომღაც, დღემდე არ ახმაურებენ. "ქრონიკა +" დაავადებათა ჩამონათვალს პირველად აქვეყნებს, ვინაიდან 2013 წლის 17 მარტის შემდეგ ეს ჩამონათვალი, უბრალოდ, გადამალული იყო. ნანა სანაია, "უფლებების დაცვის ასოციაციის" თავმჯდომარე: დაავადება არ უნდა უშლიდეს ხელს სასჯელის მოხდაში პატიმარს და როდესაც მძიმე და უკურნებელ სენთან გვაქვს საქმე, სასჯელი უნდა გადავადდეს. გადავადების შემთხვევაში პატიმარს სახლში უშვებენ, რათა სახლისა და ოჯახის პირობებში იმკურნალოს. ექვს თვეში ერთხელ მას გამოკვლევას უტარებენ და ეს ადამიანი სახლშია მის არსებით გამოჯანმრთელებამდე. ანუ მკურნალობს ოჯახში და როგორც კი ექსპერტიზის შედეგად დამაკმაყოფილებელი დასკვნა მოვა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ბრუნდება. ეს დასკვნა არ უნდა დაიდოს მანამდე, სანამ მის ჯანმრთელობაში დადებითი ცვლილებები არ იქნება, რის შემდეგაც პატიმარი დაბრუნდება და სასჯელის მოხდას გააგრძელებს.

http://mediamonitoring.ge/mms/includes/image.php?id=4243028&name=07.02.2017+-+%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%90%2B&p=1&lang=Ge

---