From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI
To : Tengiz TsertsvadzeTengizPaata ImnadzePaataKhatuna ZakhashviliKhatunakakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge <kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge>; Marina EzugbaiaMarinalevaniratiani@yahoo.com <levaniratiani@yahoo.com>; Gvantsa GasvianiGvantsalevangopodze@yahoo.com <levangopodze@yahoo.com>; jako ugrekhelidzejakoTamar MeliqidzeTamarZaza AvalianiZazaDavid ToruaDavidakaki abutidzeakakiAmiran GogitidzeAmirannfmtc@nilc.org.ge <nfmtc@nilc.org.ge>; Lela TsotsoriaLelaMaia ButsashviliMaianchelidze@mmc.com.ge <nchelidze@mmc.com.ge>; Khvicha Getia GmailKhvichaNino NijaradzeNino
Subject : Re: FW: Covid case management outside hospitals-New Protocol
Cc : Amiran GamkrelidzeAmirangiorgi chavchavadzegiorgiAvtandil TalakvadzeAvtandilTamar GabuniaTamar
Received On : 28.09.2020 17:48

​საღამო მშვიდობის,


გაცნობებთ, რომ ხვალ, 29 სექტემბერს, თორმეტ საათზე (12:00) სამინისტროში მე-8 სართულზე, ბრიფინგის დარბაზში ჩანიშნულია შეხვედრა გაწერის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.


გთხოვთ, დაესწროთ.


პატივისცემით,


ეკა


From: Tengiz Tsertsvadze
Sent: Monday, September 28, 2020 9:11 PM
To: Ekaterine Adamia
Cc: Paata Imnadze; Khatuna Zakhashvili; Marina Ezugbaia; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani; levangopodze@yahoo.com; jako ugrekhelidze; Nino Nijaradze; Zaza Avaliani; Tamar Meliqidze; kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge; akaki abutidze; David Torua; Amiran Gogitidze; nfmtc@nilc.org.ge; Lela Tsotsoria; Maia Butsashvili; nchelidze@mmc.com.ge; Khvicha Getia Gmail; Amiran Gamkrelidze; giorgi chavchavadze; Avtandil Talakvadze; Tamar Gabunia
Subject: Re: FW: Covid case management outside hospitals-New Protocol
 

ქალბატონო ეკა,

 

დოკუმენტის ძალიან სერიოზული მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე შესაძლო შეცდომების და ცალკეული პუნქტების არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად კვლავ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ სამინისტროს ხელმძღვანელობამ, სასურველია პირადად მინისტრის მონაწილეობით, შეკრიბოს ყველა ის პირი, ვინც მას ამ საქმეში კომპეტენტურად მიაჩნია, ადგილზე პუნქტობრივად გავიაროთ ეს დოკუმენტი და მივიღოთ გადაწყვეტილება კონსესუსის საფუძველზე (თუ მოხერხდება) ან ხმათა უმრავლესობით თუ კონსესუსი ვერ მოხერხდება.

 

ჩვენთვის გაუგებარია, თუ რატომ არ მიიჩნია სამინისტრომ ეს ფორმატი მისაღებად.

 

ჩვენ თავს ვიკავებთ შენიშვნებისაგან, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დისტანციური შენიშვნებით და შემდეგ მათი გათვალისწინებით ან არგათვალისწინებით შესაძლოა მივიღოთ არასრულყოფილი დოკუმენტი.

 

პატივისცემით,

 

თენგიზ ცერცვაძე      

On Mon, Sep 28, 2020 at 6:06 PM Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge> wrote:

მოგესალმებით,

 

გიგზავნით დაავადებათა კონტროლის ცენტრის პოზიციას (იხ. ქვემოთ) პაციენტის გამოჯანმრთელების/გაწერის კრიტერიუმებთან დაკავშირებით.

 

გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები აღნიშნულთან დაკავშირებით.

 

,,COVID-19-ით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობიდან მოხსნა და პჯრ ტესტირება

1.       უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ამბულატორულ მეთვალყურეობაზე საკუთარ საცხოვრისში

ექვემდებარება მეთვალყურეობიდან მოხსნას დამადასტურებელი სინჯის აღებიდან 12 კალენდარული დღის შემდეგ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;

2.      მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან ამბულატორულ მეთვალყურეობაზე საკუთარ საცხოვრისში

ექვემდებარებიან მეთვალყურობიდან მოხსნას პირველი სიმპტომის/ების გაჩენიდან მინიმუმ 12 კალენდარული დღის შემდგომ და ამასთან სიმპტომის/ების ალაგებიდან მინიმუმ 3 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;

3.      უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში):

ექვემდებარებიან საიზოლაციო სივრციდან გაწერას 10 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;

4.      მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან სპეციალურ საიზოლაციო სივრცეში:

ექვემდებარებიან საიზოლაციო სივრციდან გაწერას პირველი სიმპტომის/ების გაჩენიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღის შემდგომ და ამასთან სიმპტომის/ების ალაგებიდან მინიმუმ 3 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;

5.      საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები:

უსიმპტომო პაციენტები - ექვემდებარება საავადმყოფოდან გაწერას დამადასტურებელი სინჯის აღებიდან 10 კალენდარული დღის შემდეგ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;

სიმპტომების მქონე პაციენტები - ექვემდებარებიან საავადმყოფოდან გაწერას პირველი სიმპტომის/ების გაჩენიდან მინიმუმ 10 კალენდარული დღის შემდგომ და ამასთან სიმპტომის/ების ალაგებიდან მინიმუმ 3 კალენდარული დღის შემდგომ, პჯრ დიაგნოსტიკის გარეშე;

6.      კონტაქტირებული პირები:

ექვემდებარებიან იზოლაციას დაავადებულთან კონტაქტის შეწყვეტიდან 12 დღის მანძილზე. მე-12 კალენდარულ დღეს მათ უტარდებათ პჯრ დიაგნოსტიკა. სინჯის აღება ამ მიზნით წარმოებს ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ ნომინირებული დაწესებულების მიერ, ბიოუსაფრთხოების წესებისა და სინჯის აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დაცვით, უპირატესად დაწესებულების მიერ მოწყობილ სპეციალურ სივრცეში.

კონტაქტირებული პირის გადაადგილება სინჯის აღების წერტილამდე არის მისი პასუხისმგებლობა და წარმოებს სტანდარტული უსაფრთხოების წესების დაცვით. გამონაკლისს წარმოდგენენ სპეციალურ სივცეებში იზოლირებულნი და  თვითიზოლირებულნი, რომელთა გადაადგილება შეზღუდულია სხვა ობიექტური მიზეზებით.

კონტაქტირებულ პირს შეუძლია შეწყვიტოს იზოლაციის რეჟიმი, მხოლოდ

) უარყოფითი  პჯრ პასუხის მიღების შემდგომ;

) პასუხისმგებელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გადაწყვეტილებით, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ადექვატურ განსჯას (არსებობს საფუძვლიანი საფუძველი, პირი ჩაითვალოს დაავადება გადატანილად).

 

 

პატივისცემით,

 

ეკა