| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI |
| To : | Tengiz TsertsvadzeTengizMarina EzugbaiaMarinalevaniratiani@yahoo.com <levaniratiani@yahoo.com>; Gvantsa GasvianiGvantsalevangopodze@yahoo.com <levangopodze@yahoo.com>; jako ugrekhelidze''jakoNino NijaradzeNinoZaza AvalianiZazaTamar MeliqidzeTamarkakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge <kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge>; akaki abutidzeakakiDavid ToruaDavidAmiran GogitidzeAmirankhatuna pimnadze@ncdc.ge">zakhashvilikhatunapimnadze@ncdc.ge <pimnadze@ncdc.ge>; nfmtc@nilc.org.ge; Lela TsotsoriaLelaMaia ButsashviliMaia |
| Subject : | Re: Covid case management outside hospitals-New Protocol |
| Cc : | Amiran GamkrelidzeAmirangiorgi chavchavadzegiorgiAvtandil TalakvadzeAvtandilTamar GabuniaTamar |
| Received On : | 19.09.2020 20:24 |
| Attachments : |
საღამო მშვიდობის,
გიბრუნდებით COVID-19 დადასტურებული პაციენტების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის ალგორითმთან დაკავშირებით. გამოთქმული მოსაზრებებისა და მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ბინაზე მკურნალობის გააქტიურება.
გიგზავნით, ალგორითმის განახლებულ ვერსიას და გთხოვთ, უმოკლეს ვადაში თქვენს მოსაზრებებს.
პატივისცემით,
ეკა
მოგესალმებით ყველას,
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან აქტიურად ხორციელდება covid-19 მსუბუქი შემთხვევების გადაყვანა სტაციონარებიდან შესაბამის საკარანტინე სივრცეებში, დამტკიცებული ალგორითმის შესაბამისად. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს covid-19
შემთხვევების მატებასთან და შესაბამისად, მობილიზებული სტაციონარების
გადატვირთვასთან ერთად,
თუმცა, ალგორითმის მიხედვით, გადაყვანის ვადად განსაზღვრულია სტაციონირებიდან მე-8 დღე, ან ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად უფრო ადრეულ ვადაზეც. ასევე, ალგორითმის მიხედვით, საკარანტინე სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე და 65 წელს ზევით პირებისთვის.
მიმდინარე პრაქტიკიდან გამომდინარე, ალგორითმის მეტად მოქნილობის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული ჩანაწერების გადახედვა, კერძოდ, საკარანტინე სივრცეში გადაყვანის ვადის შემცირება და ასევე, 18 წლამდე ასაკის პირთა გადაყვანის შესაძლებლობა(ექიმის გადაწყვეტილებით).
გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები ზემოაღიშნულთან დაკავშირებით, ალგორითმის შემდგომი კორექტირების მიზნით.
პატივისცემით,
ეკა
ძვირფასო კოლეგებო
ყველას დიდი მადლობა კოვიდ დადასტურებული მსუბუქი შემთხვევების საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობის პროტოკოლზე შენიშვნების გაზიარებისა და მოდელის მხარდაჭერისთვის. გთხოვთ იხილოთ ბრძანებით დამმტკიცებული პროტკოლი და ანგარიშგების ფორმა.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელობას ვთხოვ უზრუნველყოს შერჩეულ საკარანტინე სივრცეებში (ბათუმის ბიზნეს ლეჯენდი და თბილისი ფორტუნა) დასაქმებული პერსონალის ინფორმირება პროტოკოლისა და ანგარიშგების საკითხებზე.
კოვიდის მართვაში ჩართულ ყველა კლინიკას გთხოვთ შეაფასოთ თქვენს ბაზაზე რამდენი პაციენტი შეიძლება დაექვემდებაროს საკარანტინე სივრცეში გადაყვანას და გვაცნობოთ მათი რაოდენობა მომდევნო 2 საათის განმავლობაში, რათა დაგეხმაროთ გადაყვანის პროცესის ორგანიზებაში.
პატივისცემით,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister
![]()