| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI |
| To : | Lali EbanoidzeLaliKhvicha Getia GmailKhvichaNatia KhmaladzeNatiaTamar MeliqidzeTamarAvtandil TalakvadzeAvtandilLela TsotsoriaLelaShorena OkropiridzeShorena |
| Subject : | Re: 674-ცვლილება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მძღოლების, ნაცვალგების ქვეყნების) ტესტირება |
| Cc : | giorgi chavchavadzegiorgiTamar GabuniaTamar |
| Received On : | 05.09.2020 11:19 |
| Attachments : |
მოგესალმებით, კიდევ ერთხელ,
მიღებული დავალების შესაბამისად, წარმოგიდგენთ 674 დადგენილების ცვლილების განახლებულ ვერსიას, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირების (მოქალაქეობის სტატუსის მიუხედავად) სრულად მომსახურება კოვიდის ფარგლებში, გარდა ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილებით განსაზღვრული საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის მიზნით ვიზიტორების, იმ უცხოელი ვიზიტორების, რომლებიც საქართველოდან დისტანციურად ახორციელებენ სხვა ქვეყნებში ბიზნეს/შრომით საქმიანობას და საქართველოში შემომსვლელი და მცხოვრები უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე სტუდენტებისა, რომელთათვისაც აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურება თუ სავალდებულო დაზღვევის პირობები დადგენილია შესაბამისი (322) დადგენილებით.
ზემოაღნიშნული რეგულაცია, ასევე, ნაწილობრივ არ გავრცელდება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებსა და ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსულ პირებზე, კერძოდ, აღნიშნული კონტიგენტისთვის საჭირო
PCR კვლევა და დამატებით დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხარჯები ანაზღაურებულ იქნება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.
გთხოვთ, გადახედოთ და მომაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები.
პატივისცემით,
ეკა
მოგესალმებით, ყველას,
გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, გიგზავნით ცვლილების კორექტირებულ ვერსიას, შესაბამისი განმარტებითი ბარათით. ცვლილების მიხედვით სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება:
1. მძღოლებისა და ნაცვალგების ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების PCR კვლევა
2. მძღოლებისთვის დამატებით, ანაზღაურდება სტაციონარულად დიაგნოსტიკისა და დადასტურებული/დაუდასტურებელი
(ანუ, დაუდასტურებელი კოვიდის შემთხვევაშიც, თუ სტაციონირება დაჭირდა, ავანაზღაურებთ?) კოვიდის შემთხვევაში გაწეული ხარჯები.
თვალსაჩინოებისთვის კომენტარში მივაწერე რას მოიცავს ,,ბ.ა", ,,ბ.ბ", ,,ბ.დ.ა" და ,,გ" ქვეპუნქტები.
გთხოვთ, კიდევ ერთხელ გადახედოთ და მომწეროთ მოსაზრებები.
მადლობა.
პატივისცემით,
ეკა
მკურნალობა მძღოლების, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების ფასიანი იქნება? ასევე შესაბამისი უცხოელების?
მათ შორის ის თანხებიცაა, რაც ხვიჩამ მოიწერა.
From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: პარასკევი, 04 სექტემბერი, 2020 20:12
To: Ekaterine Adamia
Cc: Lali Ebanoidze; Natia Khmaladze; Tamar Meliqidze; Avtandil Talakvadze; Lela Tsotsoria; Shorena Okropiridze; giorgi chavchavadze; Tamar Gabunia
Subject: Re: 674-ცვლილება, უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მძღოლების, ნაცვალგების ქვეყნების) ტესტირება
მადლობა ეკა
წარმოდგენილი ცვლილების პროექტით ტესტირება კვლავ უფასო რჩება, მაგრამ თუ დადასტურდა მკურნალობის ხარჯების გადახდა თავად მოუწევთ, მ.შ. სწრაფი ტესტით დადასტურებული პირებია ცხელების კლინიკაში მოთავსების ხარჯები, სანამ პჯრ კვლევა ჩატარდება?
პატივისცემით
ხვიჩა
On Fri, 4 Sep 2020, 19:51 Ekaterine Adamia, <eadamia@moh.gov.ge> wrote:
მოგესალმებით,
შესათანხმებლად გიგზავნით 674 დადგენილების ცვლილების პროექტს. როგორც მოგეხსენებათ, 2020 წლის 1 სექტემბრიდან დადგენილებაში შესული ცვლილებების მიხედვით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს COVID-19 დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ხაჯები სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ აუნაზღაურდებათ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, აღნიშნული რეგულაცია არ გავრცელდეს საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და ნაცვალგების პრინციპით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული პირების PCR ტესტირების პროცესზე და ეს კვლევა ანაზღაურებულ იქნას სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროცესის გასამართად დაზუსტდა პროგრამის მოსარგებლეთა ჩამონათვალი.
გთხოვთ, უმოკლეს ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და შენიშვნები.
პატივისცემით,
ეკა