From : /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI
To : Ana ShikhashviliAnaTamar GabuniaTamarBeka PeradzeBekaLela TsotsoriaLelagiorgi chavchavadzegiorgi
Subject : Re: 322 cv - უცხოელი ვიზიტორები
Cc : Natia KhmaladzeNatia
Received On : 19.08.2020 20:20
Attachments :

ანა, საღამო მშვიდობის.


მე მაქვს შენიშვნა მე-6 პუნქტთან დაკავშირებით. კერძოდ, აქ არის ასეთი ჩანაწერი ,,უ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან.

ეს ჩანაწერი ზოგადად არ არის ტექნიკურად სწორი, კერძოდ,  PCR კვლევით იმუნოგლობულინ G აღმოჩენა არ ხდება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ პირი სავალდებულოდ კარანტინს გაივლის და შემდეგ PCR ტესტირებას ჩაიტარებს, ,,შემდგომი“ კვლევები ისედაც არ ჭირდება, ამიტომ მთლიანად წასაშლელია ეს წინადადება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ ანალოგიური ჩანაწერი არის 322 დადგენილების 112 მუხლის მე-6 პუნქტში და იქაც წასაშლელია.

 

თუმცა, თუ რამე გამონაკლისი უნდა გავითვლისწინოთ, აღსანიშნავია, რომ მძღოლებთან დაკავშირებულ სამი მინისტრის ერთობლივ ბრძანებაში ტესტირებებთან დაკავშირებით ჩაიწერა გარკვეული საგამონაკლისო პირობები. კერძოდ, 72 სთ-ში ერთხელ ტესტირებას არ ექვემდებარება მძღოლი იმ შემთხვევაში, თუ PCR ტექნოლოგიით ტესტირების შედეგად დადასტურებული ქონდა კოვიდი და 322-ით განსაზღვრულ დაწესებულებებში გაიარა შესაბამისი მკურნალობის სრული კურსი და მკურნალობის დასრულებიდან არ არის გასული 2 თვე.


პატივისცემით,


ეკა



From: Ana Shikhashvili
Sent: Wednesday, August 19, 2020 1:11 PM
To: Tamar Gabunia; Ekaterine Adamia; Beka Peradze; Lela Tsotsoria; giorgi chavchavadze
Cc: Natia Khmaladze
Subject: 322 cv - უცხოელი ვიზიტორები
 

მოგესალმებით

 

შესათანხმებლად გიგზავნით ელ. მთავრობის პროგრამაში ეკონომიკის სამინისტროს მიერ (34751) ატვირთულ იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებსაქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს.

 

პროექტის მიხედვით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაცია/კარანტინს დაექვემდებარებიან ის უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც ახორციელებენ საქართველოდან ფარგლებს გარეთ დისტანციურად ბიზნეს/შრომით საქმიანობას. განისაზღვრა უცხოელი ვიზიტორების მიმართ გასატარებელი ღონისძიებები.

 

პატივისცემით,

ანა შიხაშვილი

Ministry of Internally Displaced Persons From

the Occupied Territories, of Labour, Health and

Social Affairs of Georgia
Legal Department
144, Tsereteli Ave., Tbilisi, Georgia, 0119

Tel.: +995 32 2510031 (0608)
E-mail:
Ashikhashvili@moh.gov.ge