| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI |
| To : | AI IA Foundation <infoaiiafoundation@gmail.com> |
| Subject : | Re: მოწვევა საერთაშორისო კონფერენციაზე „მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის“ |
| Cc : | Ivane Kevanishvili <i.kevanishvili@kind-smena.com.ge> |
| Received On : | 21.04.2018 14:19 |
ქალბატონო ეკატერინე,
მოხარული ვართ გაცნობოთ და მოგიწვიოთ საერთაშორისო კონფერენციაზე „მოვუსმინოთ მომავალს და მოვემზადოთ მისთვის.“
კონფერენცია იმართება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სმენის საერთაშორისო დღის 2018 წლის სლოგანით და მისი მიზანია საქართველოში კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის შესახებ პოზიციის გამოხატვა და რეაბილიტაციის საკვანძო საკითხებზე შეთანხმება; ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით მრჩეველთა საბჭოს ჩამოყალიბება და შემდგომში რეკომენდაციების შემუშავება კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვების ადრეული ჩარევის სახელმწიფო გაიდლაინის შესაქმენლად. მუშაობის ფორმატი ითვალისწინებს „მრგალ მაგიდას.“
კონფერენცია ორგანიზებულია საქველმოქმედო ფონდ აი იას, შპს კინდსმენას, ყელ-ყურ-ცხვირის ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშილის კლინიკის მიერ, ევროსაბჭოსა და კოხლეარული იმპლანტის ორი ძირითადი მწარმოებელი კომპანიის - Med-El და Cochlear მხარდაჭერით.
კონფერენცია გაიმართება 17 მაისს, სასტუმრო ლოპოტა სპა რესორტში. სამუშაო დრო 10:00-17:00. ღონისძიების დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე, დაგეგმილია გალა ვახშამი საინტერესო პროგრამით. 18 მაისს მოეწყობა ტური ღვინის ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებელ კომპანიაში „შილდა“.
ყველა მონაწილისათვის დაჯავშნილია სასტუმროში განთავსება,(დაჯავშნა შესაძლებელია 16 მაისის 15:00 შემდეგ).
ასევე, გათვალისწინებულია, ტრანსფერი თბილისიდან. მიკროავტობუსი გავა 17 მაისს დილის 7 საათზე. (გასვლის ადგილი გეცნობებათ მოგვიანებით).
გთხოვთ, 21 აპრილამდე დაგვიდასტუროთ დასწრება დაგეგმილ ღონისძიებებზე და შესაბამისად, გვაცნობოთ ჩამოსვლისა და დაბრუნების თარიღები, ასევე, მიკროავტობუსით გადაადგილების საჭიროება, რათა დროულად შევძლოთ სასტუმროსა და ტრანსფერის ორგანიზება.
ოფიციალურ მოსაწვევსა და კონფერენციის პროგრამას მოგაწვდით მოგვიანებით.
პატივისცემით,
ეკატერინე თორთლაძე
ფონდის განვითარების მენეჯერი
599626947
--
საქველმოქმედო ფონდი აი იაბელიაშილის ქ. #5, თბილისი, 0159, საქართველო
AI IA FoundationBeliashvili str. #5, Tbilisi, 0159, Georgia
ტელ/Tel.: 995322236933skype: საქველმოქმედო ფონდი აი ია