| From : | |
| To : | Paata ImnadzePaataKhatuna ZakhashviliKhatunaTengiz TsertsvadzeTengizMarina "EzugbaiaMarinalevaniratiani@yahoo.com" <levaniratiani@yahoo.com>; Gvantsa GasvianiGvantsalevangopodze@yahoo.com <levangopodze@yahoo.com>; jako ugrekhelidze''jakoNino NijaradzeNinoZaza AvalianiZazaTamar "MeliqidzeTamarkakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge" <kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge>; akaki abutidzeakakiDavid ToruaDavidAmiran GogitidzeAmirannfmtc@nilc.org.ge <nfmtc@nilc.org.ge>; Lela TsotsoriaLelaMaia ButsashviliMaianchelidze@mmc.com.ge <nchelidze@mmc.com.ge> |
| Subject : | RE: Covid case management outside hospitals-New Protocol |
| Cc : | Amiran GamkrelidzeAmirangiorgi chavchavadzegiorgiAvtandil TalakvadzeAvtandilTamar GabuniaTamar |
| Received On : | 25.09.2020 08:46 |
| Attachments : |
მოგესალმებით ყველას,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გაწერის კრიტერიუმების კორექტირების საკითხი საჩქაროა და მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში გვაცნობოთ თქვენი პოზიცია.
დიდი მადლობა.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110
From: Ekaterine Adamia
Sent: 24 September, 2020 19:29
To: 'Paata Imnadze'
Cc: Amiran Gamkrelidze
Subject: RE: Covid case management outside hospitals-New Protocol
Importance: High
საღამო მშვიდობის,
როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის მიმდინარე წლის 22 სექტემბრის N01-475/ო ბრძანებით დამტკიცდა ,,COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი“. ალგორითმის შესაბამისად, COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტები შესაძლოა ან, დარჩნენ ბინაზე, ან, გადაყვანილ იქნან საკარანტინე სივრცეში, ან, მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით.
ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მკურნალობის დასრულების/გამოჯანმრთელების დასადატურებლად, ამ ეტაპზე მოქმედებს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის“ გაიდლაინის შესაბამისად დადგენილი გაწერის კრიტერიუმები, კერძოდ:
· პაციენტი გამოჯანმრთელებულად ითვლება, თუ სახეზეა კლინიკური სიმპტომების არარსებობა სულ ცოტა 3 დღის მანძილზე და ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ-ზე ორი თანმიმდევრული უარყოფითი პასუხი არანაკლებ 24 საათის შუალედით.
· COVID-19-ით პაციენტის კლინიკიდან ბინაზე გაწერა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის ნორმალიზება და კლინიკური სიმპტომების არარსებობა სულ ცოტა 3 დღის მანძილზე, გულმკერდის რადიოლოგიური კვლევით გაუმჯობესებული სურათი და ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ-ზე ორი თანმიმდევრული უარყოფითი პასუხი არანაკლებ 24 საათის შუალედით.
შენიშვნა:
1. სიმპტომური პაცინტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის სიმპტომების დაწყებიდან 10 დღისა და პლუს სულ მცირე 3 დამატებითი უსიმპტომო (ცხელების, რესპირაციული სიმპტომების და სხვ. არარსებობა) დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი, პაციენტის ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება შესაძლებელია განხილულ იქნეს ინდივიდუალურად (ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით).
2. უსიმპტომო პაცინტებისთვის: იმ შემთხვევაში, როდესაც COVID-19-ის დიაგნოზის დადასტურებიდან 10 დღის შემდეგაც ზემო და/ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ რჩება განსაზღვრადი, პაციენტის ბინაზე გაწერის გადაწყვეტილება შესაძლებელია განხილულ იქნეს ინდივიდუალურად (ყველა შესაძლო რისკის გათვალისწინებით).
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული ალგორითმის შემუშავების პროცესში, გამოთქმული იქნა მოსაზრებები გამოჯანმრთელების/გაწერის კრიტერიუმების მოდიფიცირების შესახებ. კერძოდ, ქალბატონი ხათუნა ზახაშვილის მოსაზრებით, რომელსაც ასევე, ეთანხმება ბატონი პაატა იმნაძე:
,,გაწერის კრიტერიუმი საავადმყოფოდან და საიზოლაციოდან უნდა დარჩეს ე.წ. 10 და 10+3 რეჟიმი. საავადმყოფოებმა შესაძლოა დაიტოვონ 10 და 10+3-ის დასასრულს 1-ჯერადი პჯრ ტესტირება - პროცესის შეფასებისთვის.
აქ შესაძლებელია 2 ვერსია:
ა) მიუხედავად დადებითი პასუხისა, მაინც გაწერონ პაციენტი, თუ პჯრ კვლევის ციკლები აღემატება 32-ს;
ბ) გაწერონ მხოლოდ უარყოფითი პჯრ-ს შემთხვევაში.“
ერთჯერად პჯრ ტესტირებასა და პჯრ კვლევის ციკლურობის შედეგების გათვალისწინებას გაწერის პროცესში ასევე შესაძლებლად მიიჩნევს ქალბატონი მარინა ეზუგბაია.
მოგეხსენებათ, არსებული ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სულ უფრო მძიმდება. ამ პროცესში, სტაციონარების გადატვირთვის ფონზე, ალტერნატიული სამკურნალო სივრცეების გამოყენების შესაძლებლობის გაჩენასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია, პაციენტის გამოჯანმრთელების სტატუსის ზუსტად და დროულად დადგენა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათალისწინებით, გთხოვთ, განიხილოთ პაციენტის გამოჯანმრთელების/გაწერის კრიტერიუმების დაზუსტების/ცვლილების საკითხი, მოგვწეროთ თქვენი მოსაზრებები და შესაბამისი მტკიცებულებების შემთხვევაში, უზრუნველვყოთ შესაბამის გაიდლაინში, პროტოკოლსა თუ ალგორითმში საჭირო ცვლილებების განხორციელება.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110
From: Paata Imnadze <pimnadze@ncdc.ge>
Sent: 20 September, 2020 10:22
To: Khatuna Zakhashvili <episurv@ncdc.ge>; Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Tengiz Tsertsvadze <tt@aidscenter.ge>; Marina Ezugbaia <marinaezugbaia@yahoo.com>; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>; levangopodze@yahoo.com; 'jako ugrekhelidze' <jako.ugrekhelidze@respublikuri.ge>; Nino Nijaradze <nnijaradze@gmail.com>; Zaza Avaliani <avalianizaza@yahoo.com>; Tamar Meliqidze <tmeliqidze@yahoo.com>; kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge; akaki abutidze <akakiabutidze@yahoo.com>; David Torua <dtorua@moh.gov.ge>; Amiran Gogitidze <agogitidze@moh.gov.ge>; nfmtc@nilc.org.ge; Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge>; Maia Butsashvili <maiabutsashvili@gmail.com>
Cc: Amiran Gamkrelidze <A.Gamkrelidze@ncdc.ge>; giorgi chavchavadze <gchavchavadze@moh.gov.ge>; Avtandil Talakvadze <atalakvadze@moh.gov.ge>; Tamar Gabunia <tgabunia@moh.gov.ge>
Subject: Re: Covid case management outside hospitals-New Protocol
6. საიზოლაციო სივრცეში (სასტუმროში) მოთავსებული COVID-19-ით პაციენტების ბინაზე გაწერა უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს აღენიშნება ტემპერატურის ნორმალიზება და კლინიკური სიმპტომების არარსებობა სულ ცოტა 3 დღის მანძილზე და ზემო და/[U1] ან ქვემო სასუნთქი გზებიდან აღებულ მასალაში პჯრ კვლევით SARS-CoV-2-ის რნმ-ზე ორი თანმიმდევრული უარყოფითი პასუხი არანაკლებ 24 საათის შუალედით.
[U1]აქ „და“ არ შეესაბამება თანამედროვე გაწერის გაიდლაინებს და შემთხვევათა მატების ეტაპზე ამგვარი მიდგომა სისტემისთვის დამტვირთველია.
გაწერის კრიტერიუმი საავადმყოფოდან და საიზოლაციოდან უნდა დარჩეს ე.წ. 10 და 10+3 რეჟიმი. საავადმყოფოებმა შესაძლოა დაიტოვონ 10 და 10+3-ის დასასრულს 1-ჯერადი პჯრ ტესტირება - პროცესის შეფასებისთვის. აქ შესაძლებელია 2 ვერსია: ა) მიუხედავად დადაებითი პასუხისა, მაინც გაწერონ პაციენტი, თუ პჯრ კვლევის ციკლები აღემატება 32-ს; ბ) გაწერონ მხოლოდ უარყოფითი პჯრ-ს შემთხვევაში.
ვემხრობი ციკლების ვერსიას
From: Khatuna Zakhashvili
Sent: Sunday, September 20, 2020 08:26:09
To: Ekaterine Adamia; Tengiz Tsertsvadze; Marina Ezugbaia; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani; levangopodze@yahoo.com; 'jako ugrekhelidze'; Nino Nijaradze; Zaza Avaliani; Tamar Meliqidze; kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge; akaki abutidze; David Torua; Amiran Gogitidze; Paata Imnadze; nfmtc@nilc.org.ge; Lela Tsotsoria; Maia Butsashvili
Cc: Amiran Gamkrelidze; giorgi chavchavadze; Avtandil Talakvadze; Tamar Gabunia
Subject: Re: Covid case management outside hospitals-New Protocol
დილა მშვიდობის,
წარმოგიდგენთ ჩემს მოსარებებს კომენტარების სახით.
პატივისცემით,
ხათუნა ზახაშვილი
From: Ekaterine Adamia <eadamia@moh.gov.ge>
Sent: Sunday, September 20, 2020 00:24:00
To: Tengiz Tsertsvadze; Marina Ezugbaia; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani; levangopodze@yahoo.com; 'jako ugrekhelidze'; Nino Nijaradze; Zaza Avaliani; Tamar Meliqidze; kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge; akaki abutidze; David Torua; Amiran Gogitidze; Khatuna Zakhashvili; Paata Imnadze; nfmtc@nilc.org.ge; Lela Tsotsoria; Maia Butsashvili
Cc: Amiran Gamkrelidze; giorgi chavchavadze; Avtandil Talakvadze; Tamar Gabunia
Subject: Re: Covid case management outside hospitals-New Protocol
საღამო მშვიდობის,
გიბრუნდებით COVID-19 დადასტურებული პაციენტების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის ალგორითმთან დაკავშირებით. გამოთქმული მოსაზრებებისა და მიმდინარე ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ბინაზე მკურნალობის გააქტიურება.
გიგზავნით, ალგორითმის განახლებულ ვერსიას და გთხოვთ, უმოკლეს ვადაში თქვენს მოსაზრებებს.
პატივისცემით,
ეკა
Ekaterine Adamia
Head of Health Policy Division
Policy Department
Ministry of IDP,s from Occupied Territories, Labour, Health and Social Affairs of Georgia
TEL: (+995) 577 282825
From: Ekaterine Adamia
Sent: Wednesday, September 16, 2020 9:53 AM
To: Tamar Gabunia; Tengiz Tsertsvadze; Marina Ezugbaia; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani; levangopodze@yahoo.com; 'jako ugrekhelidze'; Nino Nijaradze; Zaza Avaliani; Tamar Meliqidze; kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge; akaki abutidze
Cc: Amiran Gamkrelidze; giorgi chavchavadze; Avtandil Talakvadze; David Torua; Amiran Gogitidze; giorgi chavchavadze; Maia Butsashvili
Subject: Re: Covid case management outside hospitals-New Protocol
მოგესალმებით ყველას,
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 9 სექტემბრიდან აქტიურად ხორციელდება covid-19 მსუბუქი შემთხვევების გადაყვანა სტაციონარებიდან შესაბამის საკარანტინე სივრცეებში, დამტკიცებული ალგორითმის შესაბამისად. ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს covid-19 შემთხვევების მატებასთან და შესაბამისად, მობილიზებული სტაციონარების გადატვირთვასთან ერთად,
თუმცა, ალგორითმის მიხედვით, გადაყვანის ვადად განსაზღვრულია სტაციონირებიდან მე-8 დღე, ან ექიმის გადაწყვეტილების შესაბამისად უფრო ადრეულ ვადაზეც. ასევე, ალგორითმის მიხედვით, საკარანტინე სივრცეში გადაყვანა არ არის რეკომენდებული 18 წლამდე და 65 წელს ზევით პირებისთვის.
მიმდინარე პრაქტიკიდან გამომდინარე, ალგორითმის მეტად მოქნილობის მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა აღნიშნული ჩანაწერების გადახედვა, კერძოდ, საკარანტინე სივრცეში გადაყვანის ვადის შემცირება და ასევე, 18 წლამდე ასაკის პირთა გადაყვანის შესაძლებლობა(ექიმის გადაწყვეტილებით).
გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები ზემოაღიშნულთან დაკავშირებით, ალგორითმის შემდგომი კორექტირების მიზნით.
პატივისცემით,
ეკა
From: Tamar Gabunia
Sent: Thursday, September 10, 2020 12:36 PM
To: Tengiz Tsertsvadze; Marina Ezugbaia; levaniratiani@yahoo.com; Gvantsa Gasviani; levangopodze@yahoo.com; 'jako ugrekhelidze'; Nino Nijaradze; Zaza Avaliani; Tamar Meliqidze; kakhaber.ishkhneli@Bochorishvili.ge; akaki abutidze
Cc: Amiran Gamkrelidze; Ekaterine Adamia; giorgi chavchavadze; Avtandil Talakvadze; David Torua; Amiran Gogitidze; giorgi chavchavadze; Maia Butsashvili
Subject: Covid case management outside hospitals-New Protocol
ძვირფასო კოლეგებო
ყველას დიდი მადლობა კოვიდ დადასტურებული მსუბუქი შემთხვევების საკარანტინე სივრცეში მეთვალყურეობის პროტოკოლზე შენიშვნების გაზიარებისა და მოდელის მხარდაჭერისთვის. გთხოვთ იხილოთ ბრძანებით დამმტკიცებული პროტკოლი და ანგარიშგების ფორმა.
სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელობას ვთხოვ უზრუნველყოს შერჩეულ საკარანტინე სივრცეებში (ბათუმის ბიზნეს ლეჯენდი და თბილისი ფორტუნა) დასაქმებული პერსონალის ინფორმირება პროტოკოლისა და ანგარიშგების საკითხებზე.
კოვიდის მართვაში ჩართულ ყველა კლინიკას გთხოვთ შეაფასოთ თქვენს ბაზაზე რამდენი პაციენტი შეიძლება დაექვემდებაროს საკარანტინე სივრცეში გადაყვანას და გვაცნობოთ მათი რაოდენობა მომდევნო 2 საათის განმავლობაში, რათა დაგეხმაროთ გადაყვანის პროცესის ორგანიზებაში.
პატივისცემით,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
Deputy Minister