From :
To : Vladimer Getia <khgetia@gmail.com>; Maia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; Maia Tsereteli <mtsereteli2002@yahoo.com>
Subject : RE: 169 ცვლილება
Received On : 15.02.2018 15:06
Attachments :

ხვიჩა,

 

გიგზავნი დაკორექტირებულ ცხრილს. ხვალისთვის მინდა ოფიციალური წერილი თქვენგან, ფულის დამატებაზე, სულ სავარაუდო ბიუჯეტია 800 000 ლარი დაახლოებით 18000 კვლევისთვის+ტრანსპორტირების ხარჯები.

 

მადლობა,

 

ეკა

 

From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: 2018
წლის 14 02, ოთხშაბათი 3:00
To: Maia Alkhazashvili; Ekaterine Adamia; Maia Tsereteli
Subject: Re: 169
ცვლილება

 

მაიკო,

 

ამჟამად პროგრამით გამოყოფილი ბიუჯეტი 600 ათასი ლარი განაწილებულია თანდართული ცხრილის შესაბამისად.

 

ამ თანხაში ვყიდულობთ 200 ათას სკრინინგ ტესტს და სახარჯ მასალას (294 ათასი ლარი), გვყავს დაკონტრაქტებული შტატგარეშე თანამშრომლები 170,3 ათასი ლარი, ტრანსპორტირების ხარჯი 12,6 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი თანხით (85 ათასი ლარი) ყიდულობდი სამინისტროდან გადმოცემული 8000 ტესტისთვის საჭირო სახარჯ მასალებს და პჯრ ტესტებს უარყოფითი შედეგებისთვის (გასულ წელს შესყიდული იქნა 95 ათასი ლარის საქონელი).

 

ტრანსპორტირების ახალი მექანიზმის დასანერგად, დიდ ქალაქებში კვირაში ერთხელ ტრანსპორტირება, ხოლო რაიონებიდან 2 კვირაში ერთხელ, დამატებით საჭირო იქნება დაახლოებით 30 ათასი ლარი.

 

ამასთან, საჭიროა მიახლოებით ზუსტად დავთვალოთ ლუგარის ლაბორატორიის დამატებითი საჭიროება, 1221 ათას ლარში, რაც შენ მოგვაწოდე ყველაფერი ახალი ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო რაოდენობებია? ის 8 ათასი ტესტი, რაც სამინისტრომ გადმოგვცა სხვა მიმდინარე ვალდებულებებში იხარჯება, რაც ამ ცხრილში არაა წარმოდგენილი? 27500 კვლევას ფიზიკურად გავწვდებით? დამატებით 2 შტატგარეშესთვის 1500 ლარიანი ხელფასით 9 თვეში კიდევ 27 ათასი ლარიც გვჭირდება?

 

მიმოწერაში ვსვამ ეკას და მაიას, რათა ბიუჯეტებზე და აქტივობების მოცულობებზე საბოლოოდ ჩამოვყალიბდეთ და  დადგენილების პროექტს მიეცეს შემდგომი მსვლელობა.

 

პატივისცემით,

 

ხვიჩა