| From : | |
| To : | Mariam Cholokava <MCholokava@sao.ge> |
| Subject : | RE: ინფორმაცია სახელწმიფო აუდიტის სამსახურს |
| Cc : | Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge> |
| Received On : | 01.03.2018 16:02 |
| Attachments : |
მოგესალმებით, ქალბატონო მარიამ,
მოთხოვნილ ინფორმაციასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, შემდეგს:
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი თავდაპირველად წარდგენილი იყო 600,000 ლარზე. ბიუჯეტი დამტკიცდა 200,000 ლარზე.
აქედან გამომდინარე, პროგრამის მოცულობაში თემების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით განხორციელდა საგანმანათლებლო სოციალური მედია კამპანია, მედია ადვოკატირება, საგანმანათლებლო მასალების ბეჭდვა, მიზნობრივი ტრენინგები, თუმცა, შედარებით შეზღუდული მოცულობით. კერძოდ:
კომპონენტების მიხედვით ბიუჯეტი ძირითადად შემცირდა სატელევიზიო კლიპების, ვიდეო ისტორიების დამზადების და საეთერო დროის შესყიდვის რაოდენობების შეზღუდვის ხარჯზე.
„თამბაქოს მოხმარების კონტროლის გაძლიერების“ კომპონენტის ფარგლებში შეიზღუდა დაწესებულებათა რაოდენობა, სადაც განხორციელდა კანონმდებლობის აღსრულების მონიტორინგი; ასევე შეიზღუდა თავდაპირველად დაგეგმილი მიზნობრივი ტრენინგების რაოდენობა.
რაც შეეხება C ჰეპატიტის მართვის პროგრამას, მოთხოვნილი ბიუჯეტი ითვალისწინებდა პროგრამაში 25 000 ახალი პაციენტის ჩართვას დიაგნოსტიკის სრული კურსის დაფინანსებით და მკურნალობით, ასევე, სკრინინგული კვლევებით მოცვის გაზრდას. დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში პროგრამით ისარგებლა 15 000-მდე პაციენტმა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პაციენტთა გამოვლენა და შემდგომ გამოვლენილთა მკურნალობის პროცესში ჩართვა ამ პროგრამის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და პირდაპირ კავშირში არ არის ბიუჯეტის სიმცირესთან.
პატივისცემით,
ეკა
From: Mariam Cholokava [mailto:MCholokava@sao.ge]
Sent: 1 March, 2018 12:12
To: Ekaterine Adamia
Cc: Kakhaber Dzimistarishvili
Subject: FW: ინფორმაცია სახელწმიფო აუდიტის სამსახურს
მოგესალმებით
ქალბატო ეკა
შეგახსენებთ, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია არ მიგვიღია
გთხოვთ, წარმოგვიდგინოთ დღის ბოლომდე
იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის მოწოდებას ვერ შეძლებთ მითითებულ ვადაში გთხოვთ, გვაცნობოთ წერილობით
გმადლობთ წინასწარ
პატივისცემით
მარიამ ჭოლოკავა
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან წამებულის გამზირი №96
Е-mail: mcholokava@sao.ge
მობ: +995 599 33 61 94
From: Mariam Cholokava
Sent: Thursday, 1 February, 2018 11:14
To: eadamia@moh.gov.ge
Cc: Kakhaber Dzimistarishvili (kdzimistarishvili@moh.gov.ge) <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Subject: ინფორმაცია სახელწმიფო აუდიტის სამსახურს
მოგესალმებით
ქალბატონო ეკა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ფარგლებში (სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის 2018 წლის 9 იანვრის წერილი №00210/26) გთხოვთ, განგვიმარტოთ 2017 წელს რომელი პროგრამების/პროექტების/ღონისძიებების შეჩერებას ან დაფინანსების შემცირებას ჰქონდა ადგილი იმ პროგრამების შემთხვევაში რომლებზეც დამტკიცებული ბიუჯეტი ნაკლებია განაცხადით მოთხოვნილ თანხაზე, ესენია:
· ჯანმრთელობის ხელშეწყობა (35 03 02 11)
· C ჰეპატიტის მართვა (35 03 02 12 01)
· C ჰეპატიტის მართვა (სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი) (35 03 02 12 02)
გთხოვთ, აღნიშნული ინფორმაცია წარმოგვიდგინოთ არაუგვიანეს 6 თებერვლისა
იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაციის მოწოდებას ვერ შეძლებთ მითითებულ ვადაში გთხოვთ გვაცნობოთ წერილობით
გმადლობთ წინასწარ
პატივისცემით
მარიამ ჭოლოკავა
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან წამებულის გამზირი №96
Е-mail: mcholokava@sao.ge
მობ: +995 599 33 61 94