| From : | |
| To : | Mariam darakhvelidze <mdarakhvelidze@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი |
| Received On : | 15.02.2018 14:52 |
მე ველაპარაკე დღეს ეკა ჭყონიას ამ თემაზე და ვთხოვე, რომ ოფიციალური წერილით მოგვწერონ (პაციენტების სიით), რასაც გადავუგზავნი სააგენტოს და საკითხი ჩაითვლება შეთანხმებულად.
From: Mariam darakhvelidze [mailto:mdarakhvelidze@moh.gov.ge]
Sent: 2018 წლის 15 02, ხუთშაბათი 18:41
To: Ekaterine Adamia
Subject: RE: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
ეკა,
ჩვენ ხომ მივმართეთ სოცილაური მომსახურების სააგენტოს ამგვარი შემთხვევების გათვალისიწნბეის მოთხოვნით. კიდევ რაიმე გვჭირდება? იქნებ დაუკავშირდე ბატონ ბიძინას ან პასუხი გაუგზავნოთ.
მადლობა, მარინა
From: Eka Chkonia [mailto:ekachkonia@gmail.com]
Sent: 15 February, 2018 17:23
To: mdarakhvelidze@moh.gov.ge; Eka Adamia <eadamia@moh.gov.ge>; Ketevan Goginashvili <kgoginashvili@moh.gov.ge>
Subject: თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრი
ქალბატონო მარინა,
მოგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან შეიცვალა ამბულატორიული მომსახურების დაფინანსების წესი და განისაზღვრა, რომ სათემო ამბულატორია ემსახურება შემოსაზღვრულ არეალში მცხოვრებ პირებს.
გასათვალისწინებელია, რომ წლების მანძილზე ამბულატორიულ აღრიცხვაზე იმყოფებოდა ბევრი პაციენტი, რომლის ფაქტიური და იურიდიული მისამართი არ ემთხვევა 2018 წლის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით (პროგრამული კოდი 35 03 03 01, დანართი 12.6) განსაზღვრულ არეალს. შესაბამისად, 2018 წლის იანვარში, ამ პაციენტებმა მოაკითხეს ჩვენს დაწესებულებას მომსახურების მისაღებად. აღნიშნულ პირებს განემარტათ ახალი წესის შესახებ, მიეცათ ყველა საჭირო საბუთი აღრიცხვიდან მოხსნის მიზნით და პაციენტების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე გაეწიათ ჩვეული დახმარება და მიეცათ მედიკამენტები.
გამომდინარე აქედან, ჩვენი დაწესებულების მიერ წარდგენილ 2018 წლის იანვრის ანგარიშში შესულია ამ პირთა ჩამონათვალი. წერილს ერთვის ამ პაციენტების სია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ ობიექტური გარემოებები და პაციენტების ინტერესები და სრულად ჩათვალოთ შესრულებული სამუშაო.
პატივისცემით,
თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორი
ბიძინა მგალობლიშვილი