| From : | |
| To : | Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge> |
| Subject : | RE: აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია |
| Received On : | 25.06.2020 14:15 |
| Attachments : |
ქალბატონო ნათელა,
წერილის პასუხად გაცნობებთ, რომ ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს ფუნქცია -მოვალეობებით განსაზღვრულია სახელმწიფო პროგრამების შემუშავება და მართვის კოორდინაცია, რაც შეხება განხორციელებას, ცალკეული პროგრამის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და/ან სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და/ან სსიპ -საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრეროგატივაა.
აქვე გიგზავნით ჯანდაცვის პოლიტიკის სამმართველოს თანამშრომლების სიას მოთხოვნილი პროგრამების მიხედვით:
Ø დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა - ე.ადამია;
Ø დიაბეტის მართვა - გ.გასვიანი;
Ø დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია -ე. ადამია;
Ø იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა -თ. თავიდაშვილი;
Ø ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა - თ. თავიდაშვილი;
Ø მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (მხოლოდ მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტი) თ. თავიდაშვილი;
Ø C ჰეპატიტის მართვა - ე. ადამია;
Ø ჯანმრთელობის ხელშეწყობა (მხოლოდ C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობის კომპონენტი) ე. ადამია.
პატივისცემით,
ეკა ადამია
From: Natela Zurabishvili
Sent: 25 June, 2020 17:00
To: Ekaterine Adamia
მოგესალმებით,
ქალბატონო ეკა, შეთანხმებისამებრ გიგზავნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას.
გთხოვთ შეთანხმებისამებრ, ინფორმაცია მოგვაწოდოთ უმოკლეს ვადაში.
პატივისცემით,
From: Nino Shubitidze <NShubitidze@sao.ge>
Sent: 25 June, 2020 12:00
To: Natela Zurabishvili <nzurabishvili@moh.gov.ge>
Cc: Kakhaber Dzimistarishvili <kdzimistarishvili@moh.gov.ge>
Subject: FW: აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
მოგესალმებით,
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 22 ივნისს უნდა მოგეწოდებინათ ქვევით დართული მეილით მოთხოვნილი ინფორმაცია.
გთხოვთ, უზრუნველყოთ დროული მოწოდება.
პატივისცემით,
ნინო
From: Nino Shubitidze
Sent: პარასკევი, 19 ივნისი, 2020 14:52
To: 'nzurabishvili@moh.gov.ge'; 'giorgi chavchavadze'; 'mkhachidze@ssa.gov.ge'; 'kchkhartishvili@ssa.gov.ge'
Cc: 'Kakhaber Dzimistarishvili'
Subject: აუდიტის ჯგუფისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია
მოგესალმებით,
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების ხელმისაწვდომობის ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში გთხოვთ, არაუგვიანეს მიმდინარე წლის 22 ივნისს დღის ბოლომდე მოგვაწოდოთ შემდეგი ინფორმაცია:
Ø 2017-2019 წლებში ქვემოთ მოცემული პროგრამების განხორციელებაში სამინისტროსა და სააგენტოში ჩართული სტრუქტურული ერთეულების დასახელებები და მასში დასაქმებული იმ თანამშრომლების რაოდენობა და ხელფასი (ჯამური), რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მოცემული პროგრამების განხორციელებაზე (იგულისხმება ყველა სტრუქტურული ერთეული (მაგ. ჯანდაცვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნილოგიების დეპარტამენტი და ა.შ).
პროგრამების ჩამონათვალი:
Ø დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა;
Ø დიაბეტის მართვა;
Ø დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაცია;
Ø იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა;
Ø ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამა;
Ø მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა (მხოლოდ მედიკამენტით უზრუნველყოფის კომპონენტი);
Ø C ჰეპატიტის მართვა;
Ø ჯანმრთელობის ხელშეწყობა (მხოლოდ C ჰეპატიტის პრევენცია და მოსახლეობის განათლების ხელშეწყობის კომპონენტი).
წინასწარ გიხდით მადლობას
პატივისცემით,
ნინო შუბითიძე
უფროსი აუდიტორი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური
სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტი
ქეთევან დედოფლის გამზირი N96
მობ: +995 577 20 20 29
ელ.ფოსტა: nshubitidze@sao.ge