სერიოზული საკითხია, მცირე დუბლირებას თავდაპირველად ვერ ავიცილებთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ.
ხვიჩა როგორც გთხოვე ეკასთან ერთად ჩამოყალიბდეთ სასწრაფო ცვლილებებზე.
ალეკო, მაქსიმალურად ჩაერთე პროცესში.
ამირანი
Sent from my Samsung Galaxy smartphone.
-------- Original message --------
Date: 28/03/2018 21:24 (GMT+04:00)
Subject: კონფირმაციულ კვლევებში შესაძლო დუბლირებების თავიდან აცილების მიზნით
ეკა,
მოგესალმები, როგორც იცი აქტიურად დავიწყეთ სტაციონარებიდან საკვლევი ნიმუშების აღება/ტრანსპორტირება, დღეის მდგომარეობით 665 საკვლევი ნიმუშია აღებული და სკრინინგის ბაზაში დარეგისტრირებული. დღეში საშუალოდ 60-70 შეტობინება შემოდის. ამ ტემპებით თვეში საშუალოდ 1500-1800
ნიმუშის კონფირმაციამდე ავალთ.
ამასთან, გამოიკვეთა კონფირმაციული კვლევების ჩატარებისას C ჰეპატიტის მკურნალობის სერვისის მიმწოდებლებთან დუბლირებული კვლევების ჩატარების საშიშროება. ჩვენი სკრინინგის ბაზა სისხლის ნიმუშის აღების თაობაზე შეტყობინების რეგისტრაციისას უყურებს ელიმსის პროგრამას, რათა
უკვე დაკონფირმირებულ/მკურნალობაში ჩართულ ადამიანებზე ხელმეორედ არ მოხდეს საკვლევი მასალის აღება. ჩვენს მხარეს ელექტრონულ სისტემას ადევს შესაბამისი შეზღუდვები.
მაგრამ როგორც აღმოჩნდა ელიმსის ბაზა არ უყურებს ჩვენს მიერ აღებული საკვლევი მასალების თაობაზე ინფორმაციას და 26 შემთხვევა დაფიქსირდა, როცა ჩვენთან აღებული იქნა სისხლი და ამის შემდეგ ელიმსის პროგრამასაც მიმართა ამ ადამიანებმა და იმის გამო რომ ელიმსის ბაზაში არ
ჩადეს ასეთ პირებზე კონფირმაციულ კვლევაში ჩართვის შეზღუდვა, მოხდა დუბლირებული კვლევები.
ჩვენგან ელიმსის ბაზაში ამ შეზღუდვის ჩადების მოთხოვნა პროექტის ამოქმედებამდე მიეწოდა ელიმსის პროგრამის ადმინისტრატორებს, თუმცა სამწუხაროდ მათი მხრიდან ეს მოთხოვნა არ ან ვერ იქნა დროულად გათვალისწინებული. როგორც ჩვენებისგან გავიგე დღეის მდგომარეობითაც არა აქვთ
ეს გაკეთებული.
იმისათვის, რომ შემდგომშიც არ გაგრძელდეს მსგავსი დუბლირებები, ძალიან გთხოვ, ჩაერიოთ სიტუაციაში და დროული რეაგირება განახორციელებინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მივიღოთ საბიუჯეტო რესურსების არამართებული ორმაგი ხარჯი, რაც არ იქნება მართებული.
იმედი მაქვს შენი მყისიერი რეაგირების.
მადლობა წინასწარ.
ხვიჩა