| From : | /O=EXCHORGANIZATION/OU=EXCHANGE ADMINISTRATIVE GROUP (FYDIBOHF23SPDLT)/CN=RECIPIENTS/CN=89B4D31758D34F2CBDCFE688199F6941-EKATERI |
| To : | akakiabutidze@yahoo.com'akakiabutidze@yahoo.com <akakiabutidze@yahoo.com'akakiabutidze@yahoo.com'>; akakiabutidze@yahoo.com |
| Subject : | Fw: ბინაზე მკურნალობისას ტესტირების ასახვა მოდულში |
| Received On : | 24.09.2020 19:35 |
| Attachments : |
მოგესალმებით,
როგორც მოგეხსენებათ, მინისტრის მიმდინარე წლის 22 სექტემბრის N01-475/ო ბრძანებით დამტკიცდა ,,COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტების იზოლაციის პირობებში სამედიცინო მეთვალყურეობის განხორციელების ალგორითმი“. ალგორითმის შესაბამისად, COVID-19-ის მსუბუქად მიმდინარე ფორმის მქონე პაციენტები შესაძლოა ან, დარჩნენ ბინაზე, ან, გადაყვანილ იქნან საკარანტინე სივრცეში, ან, მოთავსდნენ სამედიცინო დაწესებულებაში ონლაინ კლინიკის ოჯახის ექიმის გადაწყვეტილებით.
ბინაზე ან საკარანტინე სივრცეში მკურნალობის დასრულების/გამოჯანმრთელების დასადატურებლად, პაციენტს ,,ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) კლინიკური მართვის“ გაიდლაინის შესაბამისად, უტარდება თანმიმდევრულად ორი პჯრ კვლევა SARS-CoV-2-ის რნმ-ზე არანაკლებ 24 საათის შუალედით.
აღნიშნული კვლევების პასუხების დაფიქსირების მიზნით, აუცილებელია შესაბამისი სამიზნე კატეგორიის გაჩენა კოვიდის ლაბორატორიულ მოდულში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ/გვაცნობოთ თქვენი მოსაზრება.
პატივისცემით,
ეკა
ეკატერინე ადამია
ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110