From :
To : Gvantsa Gasviani <ggasviani@moh.gov.ge>
Subject : FW: eqspertis pasuxi
Received On : 23.01.2017 10:33
Attachments :

 

 

From: Marina Darakhvelidze [mailto:mdarakhvelidze@moh.gov.ge]
Sent: 2017
წლის 21 01, შაბათი 17:28
To: Gvantsa Gasviani
Cc: Ekaterine Adamia
Subject: FW: eqspertis pasuxi

 

გვანცა, არ ვიცი, ეს ოფიციალურად არის თუ არა შემოსლი, მოიძიე. თუ არ არის, დაუკავშირდი ბატონ დავითს და უთხარი, როგორც უნდა მოიქცეს.

 

From: David Metreveli [mailto:d_metreveli@yahoo.co.uk]
Sent: 20 January, 2017 22:20
To: Marina Darakhvelidze
Subject: eqspertis pasuxi

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს,

 ქალბატონ მარინა დარახველიძეს

 

ამავე სამინისტროს ექსპერტის,

საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის,

 თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის

ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,

პროფესორ დავით მეტრეველის

 

მოხსენებითი ბარათი

 

       ქალბატონო მარინა.

 

      თქვენი  2017 წლის 17 იანვრის წერილის (# 01/2591) საპასუხოდ მოგახსენებთ შემდეგს:

საკვების სრული და ხანგრძლივი  მიუღებლობით გამოწვეული შიმშილობა  სახიფათო სტერესის გამომწვევია ნებისმიერი  ადამიანისთვის. შაქრიანი დიაბეტის დროს, ნივთიერებათა ცვლის რეგულაციის მექანიზმების სპეციფიური დარღვევებისა დამახასიათებელი მეტაბოლური გადახრების პირობებში შიმშილობა განსაკუთრებით სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტისთვის.

     შაქრიანი დიაბეტის მართვის მიზნით შიმშილობამდე ხმარებული  მედიკამენტებით მკურნალობის შეწყვეტის შედეგები შიმშილობის ფონზე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული და ამიტომ სხვადასხვა შემთხვევებში მოვლენები შესაძლოა განსხვავებულად განვითარდეს.

   ნებისმიერ შემთხვევაში, მოსალოდნელი უმძიმესი შედეგების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია შეწყდეს შიმშილობა და განახლდეს დიეტური და მედიკამენტური მკურნალობა კვალიფიციური სამედიცინო, კლინიკური და ლაბორატორიული  მეთვალყურეობის პირობებში.

 

პატივისცემით

დავით მეტრეველი

 

David Metreveli