| From : | |
| To : | Lela Tsotsoria <ltsotsoria@moh.gov.ge> |
| Subject : | FW: Oncology and Cardiosurgery-2021 Budget |
| Received On : | 24.07.2020 09:21 |
| Attachments : |
From: Tamar Gabunia
Sent: 23 July, 2020 21:49
To: Giorgi Tsotskolauri
Cc: Ekaterine Adamia
Subject: Oncology and Cardiosurgery-2021 Budget
Importance: High
ბატონო გიორგი
როგორც მოგეხსენებათ სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და პაციენტის მიერ ჯიბიდან დანახარჯების შემცირება ჯანდაცვის სტრატეგიის მთავარი მიზანია, რაც უშუალოდ უკავშირება ჯანმრთელობის მდგომარეობის სასურველი გამოსავლების მიღწევას. არაგადამდები დაავადებებით (მ.შ. კიბო და გულსისხლძარღვთა დაავადებებით) გამოწვეული ტვირთი დიდ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სისტემისთვის, ამდენად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია კიბოს და კარდიოქირურგიის სერვისებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. ფინანსური ბარიერის აღმოფხვრა, გარდა უშუალოდ ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესებისა, დაიცავს მოქალაქეს ამ დაავადებებთან დაკავშირებული კატასტროფული დანახარჯებისა და სიღარიბისგან. გთხოვთ ცვლილებების პროექტის მომზადებისთვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტს გადასცეთ შემდეგი ინფორმაცია:
ა) 2019 წლის განმავლობაში ონკოლოგიურ სერვისებსა და მედიკამენტებზე სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯი, ასევე პაციენტის მიერ დასაფინანსებლად მოთხოვნილი თანხები.
ბ) 2019 წლის განმავლობაში კარდიოქირურგიული სერვისისთვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული ხარჯი და პაციენტის მიერ დაფარული თანაგადახდის წილის ოდენობა ლარებში.
გ) სხვა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ პროგნოზული ბიუჯეტი თანაგადახდის გარეშე ონკოლოგიისა და კარდიოქირურგიის პროგრამების განხორციელებისთვის.
ანალოგიური შინაარსის მოთხოვნას გამოგიგზავნით დესის საშუალებითაც.
დიდი მადლობა თანამშრომლობისთვის,
პატივისცემით,
თამარ გაბუნია
მინისტრის პირველი მოადგილე
Sincerely,
Tamar Gabunia, MD, MPH
First Deputy Minister