From :
To : Ia Kamarauli <ikamarauli@moh.gov.ge>
Subject : FW: N169 და N592 დადგენილებებში შესატანი ცვლილებების პროექტები
Received On : 10.05.2018 06:20

 

 

From: Vladimer Getia [mailto:khgetia@gmail.com]
Sent: 2 May, 2018 20:09
To: Tsira Merabishvili
Cc: Paata Imnadze ; Lali Ebanoidze ; Otar Namicheishvili ;
გია ქობალია ; Irma Khonelidze ; Nino Jvarelia ; Eteri Kipiani ; Maia Tsereteli ; Maia Alkhazashvili ; Ana Aslanikashvili ; Nino Chikovani ; Khatuna Zakhashvili ; Ekaterine Adamia ; Amiran Gamkrelidze
Subject: Re: N169
და N592 დადგენილებებში შესატანი ცვლილებების პროექტები

 

მადლობა ქალბატონო ცირა,

პირველ საკითხთან მიმართებაში, მინდა მცირე განმარტება გავაკეთო. გიდასტურებთ, რომ ეს საკითხი დასარეგულირებელია. მაგრამ სანამ საკვლევი მასალის ტრანსპორტირების ვალდებულებას ავიღებთ, მიზანშეწონილად მიმაჩნია სალიცენზიო/სანებართვო პირობებით განვსაზღვროთ სამედიცინო დაწესებულებების ვალდებულება, რომ აიღონ შესაბამისი საკვლევი მასალა და შეინახონ სათანადო პირობებით, ასევე ასეთი შემთხვევების შეტყობინების წესი. გადავხედე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების წესს და მასში ეს ვალდებულება ვერ ამოვიკითხე, შესაძლოა ვცდები, მაგრამ შიდსის პროტოკოლში ამჟამად არსებული მწირი ჩანაწერებით ალბათ ამ საკითხის სრულმასშტაბიანი დარეგულირება ვერ მოხერხდება, ხოლო ამ საკითხების დარეგულირებამდე პროგრამით დამატებითი ვალდებულების აღება მისი შეუსრულებლობის რისკის წინაშე დაგვაყენებს.

მეორე საკითხთან დაკავშირებით, ნამდვილად ვიზიარებ მსგავსი პაციენტების მკურნალობის აუცილებლობას, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკის განმსაზღვრელი ორგანოს ცალსახა პოზიცია იყო, რომ მხოლოდ მგბ+ პაციენტებისთვის გვემკურნალა აბაცილებამდე და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნით შევიდა ცვლილება, რომლითაც მგბ+ ბენეფიციარებმა ბოლომდე მიიყვანონ მკურნალობა.

ეკა ადამიას ვთხოვ ამ საკითხის კიდევ ერთხელ წამოწევას გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რადგანაც ამ გადაწყვეტილების გარეშე აჭარაში ტუბერკულოზის ელიმინაციაზე საუბარი შეუძლებელი იქნება (ან ადგილობრივმა მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს საქართველოს არამოქალაქე პირების მკურნალობა, ხოლო მედიკამენტებით უზრუნველყოფა ცენტრალურმა პროგრამამ). დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მზად ვართ განვახორციელოთ ამ საკითხის ინიცირება.

 

პატივისცემით,

ხვიჩა

 


პატივისცემით,

ვლადიმერ გეთია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი

ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

სახელმწიფო პროგრამების დეპარტამენტის უფროსი

მობ: +995 (5) 91 41 59 55

ელ. ფოსტის მისამართი: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

Best Regards,

Vladimer Getia

National Centre for Disease Control and Public Health of Georgia

Head of State Programm  Department

Cell: +995 (5) 91 41 59 55

Website: www.ncdc.ge

Email: khgetia@gmail.com; kh.getia@ncdc.ge;

 

 

 

 

 

 

 

2018-05-02 12:06 GMT+04:00 Tsira Merabishvili <tsira_merabishvili@yahoo.com>:

ბატონო ხვიჩა, ძვირფასო კოლეგებო,

რადგან გაჩნდა 2018 წლის სახელმწიფო პროგრამებში (დადგენილება #592) ცვლილებების შეტანის საჭიროება, ვფიქრობ, რომ კარგი იქნება   შემდეგი საკითხების გათვალისწინებაც:

ა) განისაზღვროს აივ ინფექციაზე ტესტირებით მიღებული დადებითი სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი ინსტიტუცია და ადმინიტრირების წესი. რადგან ჰოსპიტალური სექტორი ფართოდ ჩაერთო C ჰეპატიტზე სკრინინგის კომპონენტში და უკვე არსებობს ნიმუშების ტრანსპორტირების სქემა, ვფიქრობ, რომ იგივე გზით შესაძლებელია აივ ინფექციის ნიმუშების ტრანსპორტირებაც. აქ განსხვავება არის მხოლოდ კონფირმატორ ლაბორატორიებში (ერთ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიაა, ხოლო მეორეში - ინფექციური პათოლოგიის ცენტრი);

 ბ)  ქვემოთ განხილული საკითხი ეხება იმ პირებს, ვინც არ არის საქართველოს მოქალაქე:

ტუბერკულოზის პროგრამის მოსარგებლედ საქართველოში მყოფი მხოლოდ მგბ(+) პირის განსაზღვრა, როგორც ბაქტერიაგამომყოფი პაციენტისა, უკვე აცდენილია ამავე პროგრამის შემდეგ ნაწილთან და არ მოდის შესაბამისობაში გასული წლის იმ ცვლილებასთან, სადაც კონტაქტირებულებად ვსაზღვრავთ ფილტვის ტუბერკულოზით დიაგნოსტირებული ყველა პაციენტის, როგორც პოტენციური ინფექციის წყაროსთან კონტაქტში მყოფ პირებს (შეგახსენებთ, რომ ეს ცვლილება განაპირობა 2015 წლიდან ახალი სადიაგნოსტიკო მეთოდის დანერგვამ); ტუბერკულოზის, აივ ინფექციისა და ნებისმიერი გადამდები დაავადების შემთხვევაში პროგრამის მოსარგებლედ პირთა ცნობისას მიდგომა უნდა იყოს იდენტური, იმის მიუხედავად, თუ როგორია დაავადების გადაცემის გზა. თუ ქვეყანაში გადამდები დაავადების დიაგნოზი დაუდგინდება მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირს (სტუდენტები, ბიზნესმენები, დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები და ა.შ.),  ის უნდა ჩაითვალოს პროგრამის მოსარგებლედ, რადგან მათ პროფესიული მოვალეობის შესრულების პროცესში არ ეძლევათ საშუალება, რომ თავის ქვეყანაში ისარგებლონ სამედიცინო სერვისით. ცხადია, ასეთ პირებს შესაბამისი საბუთებიც აქვთ, რაც ადასტურებს მათ ხანგრძლივად ცხოვრებას საქართველოში.  ამ პირთა, როგორც ინფექციის წყაროს არსებობა საქართველოში, საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას.

 

პატივისცემით,

ცირა

 

 

Tsira Merabishvili, MD
Epidemiologist, Chief Specialist
HIV/AIDS, Hepatitis, STI & TB Department
National Center for Disease Control and Public Health (NCDC)
9 M. Asatiani street, Tbilisi 0177, Georgia
www.ncdc.ge
Office: (+ 995) 39 59 04
Mobile Phone: (+ 995) 95 95 61 59
mailto: tsira_merabishvili@yahoo.com

 

 

On Tuesday, May 1, 2018, 9:13:44 PM GMT+4, Vladimer Getia <khgetia@gmail.com> wrote:

 

 

ძვირფასო კოლეგებო,

გიზიარებთ С ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაში (N169 დადგენილება) და 2018 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში (N592 დადგენილება) შესატანი ცვლილებების პროექტი. კერძოდ:

1. ჰეპატიტის მართვის პროგრამაში ფორმალიზებას ვუკეთებთ სამეგრელოს პილოტს და ადგილობრივ თვითმმართველობებს ვაძლევთ ვაუჩერული პრინციპით განახორციელონ დაფინანსება. ასევე, სისხლის ასაღები მასალების მიწოდების საფუძველს ვაჩენთ სამეგრელოს პილოტში ჩართული ამბულატორიული დაწესებულებებისათვის.

2. უსაფრთხო სისხლის პროგრამაში შესაძლებელს ვხდით შემოვიყვანოთ/დავაკონტრაქტოთ ისეთი სისხლის ბანკები, რომლებიც მხოლოდ უანგარო დონაციებს ეწევიან და არა აქვთ 1700 დონაცია, თუმცა მინიმალურ მოთხოვნებს მაინც ვუწესებთ (წელიწადში უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 1000 დონაცია და მათში არა ნაკლებ 30% რეგულარული უანგარო დონაცია);

3. იმუნიზაციის პროგრამით სამედიცინო დაწესებულებებს გადავცემთ "" ჰეპატიტის ვაქცინას მედპერსონალის ვაქცინაციისთვის;

4. ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში სჯდ ცენტრებს ვავალდებულებთ დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად ლუგარის კონფირმაციული კვლევის პასუხები C ჰეპატიტზე მიაწოდონ ბენეფიციარებს (ის 40%, რომლებსაც ვერ მივაკვლიეთ სამედიცინო დაწესებულებებიდან გაწერის შემდგომ, რადგანაც მათი ტელეფონის ნომრები არასწორად იყო მითითებული სისტემაში).

გთხოვთ, თქვენს შენიშვნებსა და წინადადებებს.

პატივისცემით

ხვიჩა