| From : | |
| To : | Vladimer Getia <khgetia@gmail.com> |
| Subject : | FW: იმუნიზაციის კომისიის სხდომა |
| Received On : | 09.02.2018 13:19 |
From: Ivane Chkhaidze [mailto:ivane_ch@internet.ge]
Sent: 2017 წლის 06 11, ორშაბათი 8:30
To: Ekaterine Adamia; RUK@euro.who.int; Kurtsikashvili, Giorgi (CCC-GEO; keti kasashvili; mkherkheulidze@hotmail.com; pimnadze@ncdc.ge; Shorena Okropiridze; tsirbiladze@usaid.gov; Marina Darakhvelidze; tako; Amiran Gamkrelidsze; Vladimer Getia; Noe Kinkladze; Lia Jabidze; khatuna; Vladimer Getia; Eka.Paatashvili@Sabin.org; Nck7@cdc.gov
Cc: David Sergeenko; Nino Berdzuli
Subject: Re: იმუნიზაციის კომისიის სხდომა
ქ-ნო ეკა,
ვეთანხმები საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის იმუნიზაციას. კარგი იქნება, თუ აღნიშნულ პრაქტიკას მომავალშიც შევინარჩუნებთ.
ასევე კარგი იქნება, თუ მომავალში მსგავს განსხვავებულ და/ან გამონაკლის რეკომენდაციებს იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნულ ტექნიკურ ჯგუფთანაც თუ შეათანხმებთ.
პატივისცემით,
ი.ჩხაიძე
From: Ekaterine Adamia
Sent: Friday, November 3, 2017 15:09
To: RUK@euro.who.int ; Kurtsikashvili, Giorgi (CCC-GEO ; Ivane Sana ; keti kasashvili ; mkherkheulidze@hotmail.com ; pimnadze@ncdc.ge ; Shorena Okropiridze ; tsirbiladze@usaid.gov ; Marina Darakhvelidze ; tako ; Amiran Gamkrelidsze ; Vladimer Getia ; Noe Kinkladze ; Lia Jabidze ; khatuna ; Vladimer Getia ; Eka.Paatashvili@Sabin.org ; Nck7@cdc.gov
Cc: David Sergeenko ; Nino Berdzuli
Subject: იმუნიზაციის კომისიის სხდომა
მოგესალმებით პატივცემულო კომისიის წევრებო,
როგორც თქვენთვის ცნობილია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2017–2018 წლის სეზონისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციისთვის, რისკის პრიორიტეტულ ჯგუფებად განსაზღვრულია იგივე ჯგუფები რაც 2016-2017 წლების სეზონისთვის, კერძოდ:
ა) სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:
· 18 წლამდე ასაკის დიაბეტის მქონე პირები;
· დიალიზზე მყოფი პირები;
· C ჰეპატიტის მქონე პირები (მკურნალობაზე მყოფნი);
· აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
ბ) სხვა პრიორიტეტული ჯგუფები:
· ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
· სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების/სამსახურების თანამშრომლები;
· ორსულები.
აღნიშნული ჯგუფები შეთანხმებულია ICC კომისიასთან და შესაბამისად, დაავადებათა კონტროლის ცენტრი, გრიპის სეზონის დასაწყისიდან, ახორციელებს ამ მიზნობრივი ჯგუფების ვაქცინაციას.
ამასთან, სამინისტროს წერილობით მომართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სეზონური ვაქცინაციის პროცესში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ჩართვის მიზნით.
აქვე დამატებით გაცნობებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ მიღწეულია შეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაცია PIVI - Partners on Influenza Vaccination Program Introduction, Evaluation and Planning-თან 10 ათასი დოზა, ავსტრალიური წარმოების გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის ჰუმანიტარულად მოწოდების თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად ჩაითვალა, ჰუმანიტარულად მიღებული ვაქცინები გადაეცეს თავდაცვის სამინისტროს, ხოლო ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა.
როგორც მოგეხსენებათ, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დამატებითი მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, უნდა განხორციელდეს საკითხის იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობ კომისიასთან შეთანხმების გზით.
გიგზავნით შესაბამის დოკუმენტაციას და გთხოვთ, თქვენს თანხმობას, მოსაზრებებს აღნიშნულთან დაკავშირებით.
აქვე, დანართის სახით გიგზავნით იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის განახლებულ ბრძანებას.
პატივისცემით,
ეკა
Ekaterine Adamia,
Head of Public Health and Programs Division
Health Care Department
Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia
0119, Tbilisi, Tsereteli ave.144
Tel: (+995 32) 25100381110
Mob: (+995 577) 28 28 25