From :
To : Vladimer GetiaVladimerMaiko AlkhazashviliMaikoMaia TsereteliMaiaMagda NaskidashviliMagdaMagda GurabanidzeMagdaAlexander TurdziladzeAlexanderAleko Turdziladze <(A.Turdziladze@ncdc.ge)AlekoMaia>; maglakelidze-khomerikiMaiatamar kavteladzetamarNatia NogaideliNatia
Subject : C ჰეპატიტის ცვლილების პაკეტი
Cc : Amiran GamkrelidszeAmiranMariam darakhvelidzeMariam
Received On : 15.02.2018 17:29
Attachments :

მეგობრებო,

 

გიგზავნით 169 დადგენილებაში შესატანი ცვლილებისთვის საჭირო დოკუმენტების ცვლილებების პროექტების საბოლოო ვერსიას.

169 დადგენილების ფარგლებში შედის შემდეგი ძირითადი ცვლილებები:

1.      ყველა სტაციონარულ დაწესებულებას, რომლებიც სავალდებულოდ ახორციელებს ყველა სტაციონირებული პაციენტის სკრინინგულ გამოკვლევას, დაევალება სკრინინგით გამოვლენილი დადებითი პაციენტებისთვის კონფირმაციული კვლევის ჩატარების უზრუნველყოფა;

2.      სკრინინგით დადებითი პაციენტების კონფირმაციული კვლევის ჩატარების ვალდებულება ემატება ასევე, ნსდს რეგიონალურ ლაბორატორიებს;

3.      ხოლო სკრინინგული კვლევებით გამოვლენილ დადებით პაციენტებზე ზედამხედველობა და მათი მიდევნება დაევალება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

 

აღნიშნული ცვლილებების განხორციელება მოითხოვს ცვლილებებს სხვა დოკუმენტებშიც, კერძოდ:

 

1.      სტატისტიკური ინფორმაციის 01-2/ნ ბრძანებაში ცვლილებები შედის მე-4 მუხლში (სკრინინგის ელექტრონულ მოდულს ემატება კონფირმაციული კვლევების აღრიცხვის ფუნქცია, ასევე კვლევების პასუხების შეტანა უნდა შეეძლოს ლუგარის ცენტრს, როგორც კონფირმაციული კვლევების ძირითად მიმწოდებელს)

2.    36 დადგენილების ფარგლებში ყველა სტაციონარულ დაწესებულებას უჩნდება ვალდებულება სკრინინგით დადებითი პაციენტებისათვის კონფირმაციული კვლევის ჩასატარებლად უზრუნველყოს სისხლის ნიმუშის აღება დადგენილი წესის შესაბამისად (ამ მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით მაია ხომერიკს ვთხოვ მოსაზრებას, ჩვენი შიდა გათვლებით, სინჯარის ღირებულების და სისხლის აღების გათვალისწინებით, დაახლოებითი ღირებულება 3,5 ლარია). 2017 წლის სტატისტიკით სტაციონარებში დადებითი სკრინინგების დაახლოებით 13 000 შემთხვევა გამოვლინდა. 3,5 ლარის შემთხვევაში ხარჯი იქნება 45 500 ლარი.

3.    592 დადგენილების ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში სჯდ ცენტრების განსახორციელებელ მოცულობას დავამატე სკრინინგული კვლევებით გამოვლენილ დადებით პაციენტებზე ზედამხედველობის და მათი მიდევნების ფუნქცია

4.      169 ფარგლებში ზემოაღნიშნულ ცვლილებებთან ერთად იცვლება ბიუჯეტი. კერძოდ დიაგნოსტიკის კომპონენტიდან 800 000 ლარი ემატება სკრინინგული კვლევის კომპონენტს, კონფირმაციული კვლევების უზრუნველსაყოფად  საჭირო ტესტ-სისტემების შესასყიდად და ტრანსპორტირების ხარჯებისთვის.

 

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ და მომაწოდოთ თქვენი წინადადებები და შენიშვნები.

 

პატივისცემით,

 

ეკა

 

Ekaterine Adamia,

 

Head of Public Health and Programs Division

Health Care Department

Ministry of Labour, Health and Social Affairs of Georgia

 

0119, Tbilisi, Tsereteli ave.144 

Tel: (+995 32) 25100381110

Mob: (+995 577) 28 28 25