| From : | |
| To : | Amiran GamkrelidzeAmiranMaia TsereteliMaiaAlexander TurdziladzeAlexanderAleko TurdziladzeAlekoIrma KhonelidzeIrmaMaia Alkhazashvili <M.Alkhazashvili@ncdc.ge>; M.Alkhazashvili@ncdc.ge <(M.Alkhazashvili@ncdc.ge)>; Vladimer GetiaVladimerAna Aslanikashvili (A.Aslanikashvili@ncdc.ge)AnaTengiz TsertsvadzeTengiz'akakiabutidze@yahoo.com <'akakiabutidze@yahoo.com'>; sharvadzel@yahoo.com; Maia ButsashviliMaiakchkhartishvili@ssa.gov.ge <kchkhartishvili@ssa.gov.ge>; tamar kavteladzetamarMagda GurabanidzeMagdaigobejishvili@ssa.gov.ge <igobejishvili@ssa.gov.ge>; Lia GvinjiliaLiairine tskhomelidzeirineTatia Kuchuloria <(drkuchuloria@yahoo.com)Tatia> |
| Subject : | C ჰეპატიტის ელიმინაცია-დეცენტრალიზაცია |
| Cc : | Maia LagvilavaMaia |
| Received On : | 27.04.2018 09:57 |
| Attachments : |
მოგესალმებით, მეგობრებო.
25 აპრილს სამუშაო შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებით, განსახილველად და შესათანხმებლად წარმოგიდგენთ რამდენიმე ფაილს დეცენტრალიზაციის პროექტის პირველადი, მოკლე სამოქმედო გეგმის შესახებ.
1. პჯდ დაწესებულებების სია, რომლებიც შერჩეულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში გატარებულ პაციენტთა მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით. ამავე ფაილში გამოთვლილია ცალკეული მუნიციპალიტეტში აქტიური HCV RNA მქონე პაციენტთა სავარაუდო რაოდენობა (კვლევის რეგიონების მონაცემები პირობითად გავრცელებულია მუნიციპალიტეტებზე) და მათგან მაქსიმალური რაოდენობის მქონე მუნიციპალიტეტები არჩეულია პირველი რიგის მონაწილეებად. მათ შორის კი შერჩევა გაკეთებულია არსებული პროვაიდერების ადგილმდებარეობის გათვალისწინებით (აქცენტი გაკეთებულია ისეთ რეგიონებზე სადაც არ გვაქვს სერვისი, ასევე გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობაზე (მეტ-ნაკლებად));
2. მეორე ფაილი მოიცავს აქტივობების ჩამონათვალს;
3. ასევე, წარმოდგენლია დროში გაწერილი გეგმა-გრაფიკი (მოცემული ვადები პირობითია, რეალურად ბევრად ნაკლებ ვადაში უნდა ჩავრთოთ პირველი 6 დაწესებულება);
4. რუკა, რომელიც ასახავს დეცენტრალიზაციის პირველი ეტაპისა და პჯდ პილოტური პროექტის სურათს.
გთხოვთ, გაეცნოთ წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრებები და წინადადებები შესაძლო მოკლე ვადებში.
ასევე, გაცნობებთ, რომ 15 მაისისთვის მზად უნდა გვქონდეს 6 თვიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა მოცავდეს მედიკამენტების ლოჯისტიკის, პაციენტების რეგისტრაციის/კომისიური განხილვის, ელექტრონული ბაზის განახლებულ მექამიზმებს. შესაბამისად, გთხოვთ, მოკლევადიან გეგმაზე კომენტარებთან ერთად მოგვაწოდოთ თქვენი კონკრეტული წინადადებები გრძელვადიანი სამოქმედო გეგმისთვის.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ, დამირეკოთ.
პატივისცემით,
ეკატერინე ადამია
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვისა
და პროგრამების სამმართველოს უფროსი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის სამინისტრო
თბილისი, წერეთლის გამზირი 144
მობ: (+995) 577 282825
ტელ: (+322) 5100381110