საჯარო სამართლის იურიდიული პირი ლ. საყვარელიძის  სახელობის

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი
ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი

National center for Disease Control & Public Health
 
KA030657891537818
0177, თბილისი, მ. ასათიანის 9; 
9 M. Asatianis st., Tbilisi, 0177, Georgia; Phone: (995-32)  39-89-46; 43-54-38; Fax:(995-32) 43-30-59 E-mail:ncdc@access.sanet.ge;ncdc@ncdc.ge
 #06/333   15 / იანვარი / 2018 წ.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ მარინა დარახველიძეს

ქალბატონო მარინა,

თქვენი ა.წ. 12 იანვრის #01/1782 წერილის პასუხად წარმოგიდგენთ ინფორმაციას სსიპ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გატარებული ღონისძიებებისა და მასთან დაკავშირებული ხარჯების თაობაზე:

1. 2017 წელს მოსახლეობის იმუნიზაციის მიზნით აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის  რუტინული ვაქცინაციისთვის, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 22 დეკემბრის   N2768 განკარგულების შესაბამისადსაკოორდინაციო მექანიზმის წარმომადგენლები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), პროექტი "დიალოგი", ახორციელბენ ვაქცინების და საინექციო აღჭურვილობის მიწოდებას  აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული წლიური მოთხოვნის შესაბამისად შობადობისა და მოსახლეობის ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით.

საქართველოს მასშტაბით წლიური ვაქცინების საჭიროების გაანგარიშებისას და ვაქცინების აუცილებელი რაოდენობის შესყიდვის მიზნით, ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთისათვის აუცილებელი ვაქცინების რაოდენობა, რომლის მიწოდება ხდება კვარტალური საჭიროება-მოთხოვნის მიხედვით.

ცხრილი 1: 2017 წლის განმავლობაში აფხაზეთისათვის მიწოდებული ვაქცინებისა და სახარჯი მასალის რაოდენობა და ღირებულება 

 

ვაქცინ / დასახელება

 

დოზა

 

ფასი ლარში

       ბცჟ

7500

1770

      ჰეპატიტი ბ 

3320

2822

      ჰექსა ვაქცინა

9992

513589

      წწყ  ვაქცინა

6664

50313

      დტ ვაქცინა

4640

1666

      ტდ ვაქცინა

4640

1926

      ბოპ  ვაქცინა

9240

3788

      როტა ვაქცინა

6660

33180

      პნევმოკოკური ვაქცინა

9992

81315

     ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ) ვაქცინა

3000

0

      შპრიცი 0,05 მლ (ცალი)

3200

384

      შპრიცი 0,5 მლ   (ცალი)

37800

6804

      შპრიცი 2 მლ (ცალი)

3896

390

      უსაფრთხო ყუთი (ცალი)

640

1856

 

              

 

 

 

699 802 ლარი

 
2. 2017 წელს ტუბერკულოზის მართვის კუთხით აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები

ლაბორატორიული კომპონენტი
2017 წლის განმავლობაში ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში ლაბორატორიული სახარჯი თუ სხვა მასალის გადაცემა არ განხორციელებულა. იყო საუბარი ჯინექსპერტის მცირე ვადიანი კარტრიჯების უფრო გრძელვადიან კარტრიჯებში გადაცვლის თაობაზე, რასაც საბოლოოდ ადგილი არ ჰქონდა, ვინაიდან მათ ხელთ არსებული კარტრიჯები იყო სხვადასხვა ლოტის ნაშალი ნაშთი. მიუხედავად ამისა, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის რეფერალურ ლაბორატორიაში ხორციელდებოდა აფხაზეთიდან შემოსული ნომუშების მათთვის უსასყიდლოდ  კვლევა. 2017 წელს შესრულებულია შემდეგი გამოკვლევები:  

  • კულტურალური გამოკვლევა - 445
  • ჰაინის ტესტი პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლებზე - 85
  • ჰაინის ტესტი მეორე რიგის წამლებზე   - 19
  • მგრძნობელობის ტესტი პირველი რიგის ტუბსაწინააღმდეგო წამლებზე - 83
  • მგრძნობელობის ტესტი მეორე რიგის წამლებზე - 68

მედიკამენტებით უზრუნველყოფა
2017 წელს, აფხაზეთის რეგიონს, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) პროექტი "დიალოგის" და ექიმები საზღვრების გარეშე (MSF) - ის შუამდგომლობით, მიეწოდა ცხრილში მოცემული მედიკამენტები, შესაბამისი რაოდენობით. ჯამში გაცემული მედიკამენტების თანხა შეადგენს:  37,283.32 ლარს.

ცხრილი 2:   24. 11.2017 წელს აფხაზეთისათვის გადაცემული მედიკამენტების ჩამონათვალი    (UNDP)

N

დასახელება

ერთ.

გაცემული რაოდენობა

ერთეულის ფასი

სულ თანხა

1

ბედაქილინი 100 მგ.

ტაბ.

1000

11,72901

11729,018

2

ლინეზოლიდი 600 მგ. (ზოლიდი)

ტაბ.

1000

3,465658

3465,659

 

 

 

 

 

15194,677

 

ცხრილი 3:    28.04.2017 წელს აფხაზეთისათვის გადაცემული მედიკამენტების ჩამონათვალი      (MSF)

N

დასახელება

ერთ.

გაცემული რაოდენობა

ერთეულის ფასი

სულ თანხა

1

კლოფაზიმინი 100 მგ.

კაფს.

1440

2,59

3729,6

2

დელამანიდი 50 მგ.

ტაბ.

2688

6,83

18359,04

 

 

 

 

 

22088,64

 
3. აივ ინფექცია/შიდსის მკურნალობისა და პრევენციის მიზნით
აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ღონისძიებები

2017 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა: აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა მკურნალობა და მოვლა; დედიდან შვილზე აივ ინფექციის გადაცემის პრევენცია (ბაზა - ქ. სოხუმის შიდსის ცენტრი). აღნიშნულის მიზნით განხორციელდა შედმეგი ღონისძიებები:

  • აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პირების მკურნალობა პირველი და მეორე რიგის არვ მედიკამენტებით, მათ შორის - მედიკამენტების მიწოდება;
  •  აივ დადებითი ორსულებში დედიდან შვილზე აივ გადაცემის პრევენცია პროფილაქტიკური არვ მკურნალობით;
  • არვ მკურნალობის მართვა შესაბამისი ლაბორატორიული დიაგნოსტიკის საშუალებით;
  • სს ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ ცენტრის ექიმების მიერ ადგილზე კოლეგების კონსულტირება/ტრენინგი მკურნალობისა და დიაგნოსტიკის საკითხებში
ქ. სოხუმის შიდსის ცენტრში არვ მკურნალობაზე იმყოფებოდა 471 პაციენტი (2017 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით). 

2017 წლის განმავლობაში მიწოდებული იქნა 86,000 ლარის ღირებულების არვ მედიკამენტები.


პატივისცემით,


 

გენერალური დირექტორი
ამირან გამყრელიძე